სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ბაქრაძე - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
ზურაბ ბაქრაძე - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

19 წლის ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მის ირ­გვლივ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი იმ შემ­ზა­რა­ვი ვი­დე­ო­ფი­რის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­დას­ცა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, რომ ფირი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. თა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და გურ­გენ დო­ნა­ძე და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­კი­თხუ­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი ჩვე­ნე­ბებს ცვლი­ან და იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ ბუ­ტას მე­გობ­რე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ჩვე­ნე­ბა უკვე შეც­ვა­ლა ოც­მე­თა­ურ­მა მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე ლობ­ჟა­ნი­ძემ. ზე­წო­ლა­ზე ალა­პა­რაკ­და ზუ­რაბ მი­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი კობა კო­ბა­ხი­ძეც.

ჯერ­ჯე­რო­ბით ამ საქ­მე­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, მაგ­რამ ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მალე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა და საქ­მე უკვე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

ამ ფი­რის ნახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით შო­კის მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ბუ­ტას მშობ­ლე­ბის­თვის.

ია მეტ­რე­ვე­ლი: - "რუს­თა­ვი 2"-მა კი­დევ ერთხელ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, - ჯერ წლე­ბის წინ გა­მო­ა­ცხა­დეს ჩემი შვი­ლი ბან­დი­ტად და ახ­ლაც ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე ეს სა­ში­ნე­ლი ფირი გვაჩ­ვე­ნეს. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლი არი­ან და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­რე­კავს. ეს არის ის ფირი, რო­მე­ლიც მა­შინ იხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ოღონდ უფრო ვრცე­ლი ვა­რი­ან­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხა, რა ჯა­ლა­თებ­თან გვქონ­და საქ­მე. ნაც­ვლად იმი­სა, დაჭ­რი­ლი ბავ­შვის­თვის ეშ­ვე­ლათ, ნა­ხეთ, რო­გორ პო­ზი­ო­რო­ბენ და რას აკე­თე­ბენ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის წინ. რა სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­დე­საც ნათ­ლად ჩანს, რომ ფირი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. ბევ­რი უზუს­ტო­ბა გა­ე­პა­რათ. პირ­ველ ფირ­ში კარ­გად ჩანს ყუმ­ბა­რა და ნიღ­ბე­ბი, იქ ხმა არ ის­მის. რაც უნ­დო­დათ, ამოჭ­რეს, რაც უნ­დო­დათ, და­ა­მა­ტეს. ვერ გა­მი­გია, რა­ტომ უნდა მი­წევ­დეს თა­ვის მარ­თლე­ბა, რაში მჭირ­დე­ბა? გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვარ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ისევ გა­რეთ არი­ან. არც კი ვი­ცო­დი ფირ­ცხა­ლა­ვას არ­სე­ბო­ბა და ყვე­ლამ ნახა, ვინც არის. მას თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა უნდა, რად­გან ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებს. დო­ნა­ძე კი ჩა­მო­ვი­და და­გეგ­მი­ლი სცე­ნა­რით, რო­მელ­შიც, რო­გორც ჩანს, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც არის გა­რე­უ­ლი. ისიც ამ­ბობს, ია­რა­ღი იქ იყოო, არა­და, აქამ­დე გა­ი­ძა­ხო­და, წარ­მოდ­გე­ნაც არა მაქვს, რა მოხ­დაო.

არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ, უამ­რა­ვი მა­სა­ლა დევს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. უბ­რა­ლოდ, ცდი­ლო­ბენ ამ ფი­რით ჩვენს გა­ნად­გუ­რე­ბას. ალ­ბათ, უნ­დათ ისე გა­მის­ტუმ­რონ, რო­გორც ირი­ნა ენუ­ქი­ძე, მაგ­რამ ვერ ეღირ­სე­ბი­ან. მათ მე გა­ვის­ტუმ­რებ ცი­ხე­ში. ვიცი, ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. მათ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. თუ საქ­მეს იგი­ვე სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს, იმე­დი არა მაქვს, მირ­ჩევ­ნია, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­სა­მარ­თლო კუბ­ლაშ­ვი­ლის­გან და მერე გა­ნი­ხი­ლონ.

- ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც მო­ი­თხოვთ?

- რად­გან სინ­დი­სი არ აწუ­ხებს, პა­სუ­ხი უნდა აგოს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, ვინც ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ შო­რის არის გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც. დო­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი უცხო­ეთ­ზეა გათ­ვლი­ლი. უნ­დათ, აჩ­ვე­ნონ, რომ ვი­თომ წა­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მე შუ­რის­ძი­ე­ბა რომ მნდო­მო­და სხვა ფორ­მით, არც დო­ნა­ძე იქ­ნე­ბო­და ცო­ცხა­ლი და არც სხვე­ბი.

თუ მათი ჩა­ქოლ­ვა გვინ­დო­და, 9 წლის მან­ძილ­ზე ჩავ­ქო­ლავ­დით.

ჩვენს მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი, მაგ­რამ არა მგო­ნია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წი­ოთ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია თუ არა ოპე­რა­ტორ ზუ­რაბ ვა­წა­ძის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტ გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნის თქმით, გას­რო­ლა

და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. მუ­კბა­ნი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს კად­რე­ბი მათ გუ­რამ დო­ნა­ძემ გა­მო­არ­თვა.

გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი: "ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დით. მას მე­წყვი­ლე ჰყავ­და, ლობ­ჟა­ნი­ძე. მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით, როცა რა­ცი­ით გად­მოს­ცეს, რომ პატ­რულს ჰყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა და ახალ­გაზ­რდე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს ეკა­მა­თე­ბოდ­ნენ. რომ მი­ვე­დით, 6 ახალ­გაზ­რდა და ორი პო­ლი­ცი­ე­ლი დაგ­ვხვდა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 3-4 წუთ­ში მი­ვე­დით. გა­და­ვე­დით მან­ქა­ნი­დან, ჩემ­მა ოპე­რა­ტორ­მა კა­მე­რა ჩარ­თო და და­ი­წყო გა­და­ღე­ბა. რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტეს, ბი­ჭე­ბის­თვის ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ე­დოთ. ისი­ნი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა და­ვა­შა­ვე­თო. ამ დროს ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი ხელს უგ­რეხ­და ბუ­ტას და ცდი­ლობ­და, ხელ­ბორ­კი­ლი და­ე­დო. რა­ტომ­ღაც ია­რა­ღი მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ძიძ­გი­ლა­ო­ბა­ში ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და. ამა­სო­ბა­ში სხვა ეკი­პა­ჟე­ბიც მოც­ვივ­დნენ. ამ დროს მი­რე­კავს დო­ნა­ძე და მე­უბ­ნე­ბა, და­უ­ძა­ხე ზუ­რაბ ვა­წა­ძეს, გად­მო­დით ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რე­სო. ჩავ­სხე­დით მე და ვა­წა­ძე მის მან­ქა­ნა­ში. გუ­რა­მი გვე­უბ­ნე­ბა, მო­მე­ცით მა­სა­ლაო. ამ დროს სა­ჭეს­თან ზუ­რაბ მი­ქა­ძე იჯდა, მის გვერ­დით - დო­ნა­ძე. კა­სე­ტა 4-5 ჯერ ნა­ხეს. იქ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო გას­რო­ლის ხმა, მაგ­რამ მოკ­ლუ­ლი არ ჩან­და. ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­დეს. დო­ნა­ძემ გვი­თხრა, აქ დარ­ჩი­თო, მერე ზურა ვა­წა­ძეს მი­უბ­რუნ­და, როცა და­გი­ძა­ხებ, მა­შინ გად­მო­დი მან­ქა­ნი­და­ნო. კა­სე­ტა ამო­ი­ღო და წა­ი­ღო. 30-40 წუთი ვის­ხე­დით მან­ქა­ნა­ში, მერე ვა­წა­ძეს და­უ­ძა­ხეს და ის გა­და­ვი­და გა­და­სა­ღე­ბად. მე რომ მი­ვე­დი, მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ზე ავ­ტო­მა­ტე­ბი, ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი, ვაზ­ნე­ბი ეწყო, ბუ­ტას ფე­ხებ­თა­ნაც იდო ია­რა­ღი".

მუ­კბა­ნი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, დო­ნა­ძე მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბო­და, თუ ამ ფაქტს გა­ახ­მა­უ­რე­ბო.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს ბი­ჭე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეა. იგი თბი­ლი­სის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო და ამ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი აქვს. მარ­თა­ლია, სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებს: გურ­გენ დო­ნა­ძეს, ზუ­რაბ მი­ქა­ძეს, ირაკ­ლი იაშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სა­სა­მარ­თლომ გი­რაო შე­უ­ფარ­და, მაგ­რამ ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ბაქ­რა­ძემ მი­ქა­ძეს­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღი მი­ი­ტა­ნა. იგი ამ­ჟა­მად იძებ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს­თან: - გა­ვი­გე, ზუ­რაბ მი­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მის და­სა­ცავს ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლით მი­ა­ცე­მი­ნეს და მან ახლა შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა. ზუ­რაბ მი­ქა­ძე კი­დევ რამ­დე­ნი­მე­ჯერ შეც­ვლის ჩვე­ნე­ბას. ის ვაჭ­რობს, ცდი­ლობს, რო­გორ­მე ამ საქ­მი­დან გა­მოძ­ვრეს. რაც შე­ე­ხე­ბა ფირს, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, ის ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, გა­და­ღე­ბუ­ლია მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 50 წუ­თის შემ­დეგ. არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი ამ ფირს რე­ა­ლო­ბას­თან არა აქვს. არ მინ­და, არც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და არც სხვე­ბი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ირაკ­ლიმ რა­ტომ აიღო ამ­ხე­ლა ტვირ­თი სა­კუ­თარ თავ­ზე, თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს ფირი შე­მო­უგ­დეს. ისიც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, სა­ი­დან მოხ­ვდე­ბო­და ეს ფირი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თან, მაგ­რამ ამა­ზე სა­უბ­რის­გან ჯერ თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ზუს­ტად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არა მაქვს. ერთს გე­ტყვით, ეს ფირი ფირ­ცხა­ლა­ვას რომ არ გა­მო­ე­ჩი­ნა, შე­იძ­ლე­ბო­და მის­თვის ფი­რის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. არც ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვა, არც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და არც ირაკ­ლი იაშ­ვი­ლი საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის დროს იქ არ ყო­ფი­ლან. მი­ქა­ძემ თა­ვი­დან­ვე და­ი­წყო ამ საქ­მით ვაჭ­რო­ბა და თქვა, თით­ქოს მას ზუ­რაბ ბაქ­რა­ძემ და­ა­ვა­ლა ეს, მაგ­რამ ეს არ გა­მო­უ­ვი­და. ახლა ახალ ვერ­სი­ას თხზავს.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, თქვენ ადას­ტუ­რებთ, რომ ფირ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი ია­რა­ღი ჩა­დე­ბუ­ლია?

- სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, ამ ბი­ჭე­ბი­დან არც ერთს ია­რა­ღი არ ჰქო­ნია. ყვე­ლა ის ია­რა­ღი პი­რა­დად ზუ­რაბ მი­ქა­ძის მი­ტა­ნი­ლია. მე თავს დამ­ნა­შა­ვედ მხო­ლოდ ერთ რა­მე­ში ვცნობ, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ამ­ბა­ვი ვი­ცო­დი და არ გან­ვა­ცხა­დე. ამის გამო დიდ ბო­დიშს ვუხ­დი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მშობ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზურაბ ბაქრაძე - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ზურაბ ბაქრაძე - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. განსაკუთრებული აჟიოტაჟი იმ შემზარავი ვიდეოფირის გავრცელებამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირაკლი ფირცხალავამ გამოძიებასა და ჟურნალისტებს გადასცა. დამოუკიდებელი ექსპერტების მტკიცებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ფირი დამონტაჟებულია. თავის უდანაშაულობაზე ალაპარაკდა გურგენ დონაძე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კადრების გავრცელების შემდეგ დაკითხული ძალოვანები ჩვენებებს ცვლიან და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ბუტას მეგობრები შეიარაღებულები იყვნენ. ჩვენება უკვე შეცვალა ოცმეთაურმა მაიზერ ლიპარტელიანმა, მკვლელობაში ბრალდებული ბაშალეიშვილის მეწყვილე ლობჟანიძემ. ზეწოლაზე ალაპარაკდა ზურაბ მიქაძის ადვოკატი კობა კობახიძეც.

ჯერჯერობით ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს მთავარი პროკურატურა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სულ მალე საქმეზე გამოძიება დასრულდება და საქმე უკვე სასამართლოში წარიმართება.

ამ ფირის ნახვა განსაკუთრებით შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ბუტას მშობლებისთვის.

ია მეტრეველი: - "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთხელ ჩაიდინა დანაშაული, - ჯერ წლების წინ გამოაცხადეს ჩემი შვილი ბანდიტად და ახლაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეს საშინელი ფირი გვაჩვენეს. ჩემი ოჯახის წევრები შოკირებული არიან და მთელი საქართველო მირეკავს. ეს არის ის ფირი, რომელიც მაშინ იხილა საზოგადოებამ, ოღონდ უფრო ვრცელი ვარიანტი. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რა ჯალათებთან გვქონდა საქმე. ნაცვლად იმისა, დაჭრილი ბავშვისთვის ეშველათ, ნახეთ, როგორ პოზიორობენ და რას აკეთებენ ვიდეოკამერების წინ. რა საჭიროა ექსპერტიზა, როდესაც ნათლად ჩანს, რომ ფირი დამონტაჟებულია. ბევრი უზუსტობა გაეპარათ. პირველ ფირში კარგად ჩანს ყუმბარა და ნიღბები, იქ ხმა არ ისმის. რაც უნდოდათ, ამოჭრეს, რაც უნდოდათ, დაამატეს. ვერ გამიგია, რატომ უნდა მიწევდეს თავის მართლება, რაში მჭირდება? გაგიჟებული ვარ, რომ დამნაშავეები ისევ გარეთ არიან. არც კი ვიცოდი ფირცხალავას არსებობა და ყველამ ნახა, ვინც არის. მას თავის გადარჩენა უნდა, რადგან ვაზაგაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. დონაძე კი ჩამოვიდა დაგეგმილი სცენარით, რომელშიც, როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილიც არის გარეული. ისიც ამბობს, იარაღი იქ იყოო, არადა, აქამდე გაიძახოდა, წარმოდგენაც არა მაქვს, რა მოხდაო.

არაფერი გამოუვათ, უამრავი მასალა დევს პროკურატურაში. უბრალოდ, ცდილობენ ამ ფირით ჩვენს განადგურებას. ალბათ, უნდათ ისე გამისტუმრონ, როგორც ირინა ენუქიძე, მაგრამ ვერ ეღირსებიან. მათ მე გავისტუმრებ ციხეში. ვიცი, ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. მათ საინფორმაციო ომი აქვთ გამოცხადებული. თუ საქმეს იგივე სასამართლო განიხილავს, იმედი არა მაქვს, მირჩევნია, გათავისუფლდეს სასამართლო კუბლაშვილისგან და მერე განიხილონ.

- ოქრუაშვილის პასუხისმგებლობასაც მოითხოვთ?

- რადგან სინდისი არ აწუხებს, პასუხი უნდა აგოს, ისევე როგორც ყველა მაღალჩინოსანმა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. მათ შორის არის გიორგი ღვინიაშვილიც. დონაძის განცხადებები უცხოეთზეა გათვლილი. უნდათ, აჩვენონ, რომ ვითომ წამებულები არიან. მე შურისძიება რომ მნდომოდა სხვა ფორმით, არც დონაძე იქნებოდა ცოცხალი და არც სხვები.

თუ მათი ჩაქოლვა გვინდოდა, 9 წლის მანძილზე ჩავქოლავდით.

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ არა მგონია, ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ მივაღწიოთ.

ჯერჯერობით უცნობია, განადგურებულია თუ არა ოპერატორ ზურაბ ვაწაძის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები, სადაც ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის თქმით, გასროლა

დაფიქსირებულია. მუკბანიანი ირწმუნება, რომ ეს კადრები მათ გურამ დონაძემ გამოართვა.

გოჩა მუკბანიანი: "ბაშალეიშვილის მანქანით ვმოძრაობდით. მას მეწყვილე ჰყავდა, ლობჟანიძე. მანქანაში ვისხედით, როცა რაციით გადმოსცეს, რომ პატრულს ჰყავდა გაჩერებული მანქანა და ახალგაზრდები პოლიციელებს ეკამათებოდნენ. რომ მივედით, 6 ახალგაზრდა და ორი პოლიციელი დაგვხვდა. შემთხვევის ადგილზე 3-4 წუთში მივედით. გადავედით მანქანიდან, ჩემმა ოპერატორმა კამერა ჩართო და დაიწყო გადაღება. რატომღაც გადაწყვიტეს, ბიჭებისთვის ხელბორკილები დაედოთ. ისინი ეკითხებოდნენ, რა დავაშავეთო. ამ დროს ბაშალეიშვილი ხელს უგრეხდა ბუტას და ცდილობდა, ხელბორკილი დაედო. რატომღაც იარაღი მომარჯვებული ჰქონდა. ძიძგილაობაში იარაღი გაუვარდა. ამასობაში სხვა ეკიპაჟებიც მოცვივდნენ. ამ დროს მირეკავს დონაძე და მეუბნება, დაუძახე ზურაბ ვაწაძეს, გადმოდით ქუჩის მეორე მხარესო. ჩავსხედით მე და ვაწაძე მის მანქანაში. გურამი გვეუბნება, მომეცით მასალაო. ამ დროს საჭესთან ზურაბ მიქაძე იჯდა, მის გვერდით - დონაძე. კასეტა 4-5 ჯერ ნახეს. იქ დაფიქსირებული იყო გასროლის ხმა, მაგრამ მოკლული არ ჩანდა. ერთმანეთს გადახედეს. დონაძემ გვითხრა, აქ დარჩითო, მერე ზურა ვაწაძეს მიუბრუნდა, როცა დაგიძახებ, მაშინ გადმოდი მანქანიდანო. კასეტა ამოიღო და წაიღო. 30-40 წუთი ვისხედით მანქანაში, მერე ვაწაძეს დაუძახეს და ის გადავიდა გადასაღებად. მე რომ მივედი, მანქანის საბარგულზე ავტომატები, ხელყუმბარები, ვაზნები ეწყო, ბუტას ფეხებთანაც იდო იარაღი".

მუკბანიანი ირწმუნება, დონაძე მოკვლით მემუქრებოდა, თუ ამ ფაქტს გაახმაურებო.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამტკიცებს ბიჭების უდანაშაულობას, ზურაბ ბაქრაძეა. იგი თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო და ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. მართალია, სხვა ბრალდებულებს: გურგენ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი იაშვილსა და ირაკლი ფირცხალავას სასამართლომ გირაო შეუფარდა, მაგრამ ზურაბ ბაქრაძე პატიმრობაში დატოვეს. გამოძიების მტკიცებით, ბაქრაძემ მიქაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანა. იგი ამჟამად იძებნება და საქართველოში არ იმყოფება.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზურაბ ბაქრაძესთან: - გავიგე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასაცავს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და მან ახლა შეცვალა ჩვენება. ზურაბ მიქაძე კიდევ რამდენიმეჯერ შეცვლის ჩვენებას. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს. რაც შეეხება ფირს, რომელიც გავრცელდა, ის ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მერწმუნეთ, გადაღებულია მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ. არავითარი კავშირი ამ ფირს რეალობასთან არა აქვს. არ მინდა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ძალიან მიკვირს, ირაკლიმ რატომ აიღო ამხელა ტვირთი საკუთარ თავზე, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ფირი შემოუგდეს. ისიც შემიძლია გითხრათ, საიდან მოხვდებოდა ეს ფირი ირაკლი ფირცხალავასთან, მაგრამ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ზუსტად დადასტურებული არა მაქვს. ერთს გეტყვით, ეს ფირი ფირცხალავას რომ არ გამოეჩინა, შეიძლებოდა მისთვის ფირის განადგურება დაებრალებინათ. არც ალექსანდრე გვაზავა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც ირაკლი იაშვილი საქმის გაყალბების დროს იქ არ ყოფილან. მიქაძემ თავიდანვე დაიწყო ამ საქმით ვაჭრობა და თქვა, თითქოს მას ზურაბ ბაქრაძემ დაავალა ეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ახლა ახალ ვერსიას თხზავს.

- ბატონო ზურაბ, თქვენ ადასტურებთ, რომ ფირში ნაჩვენები იარაღი ჩადებულია?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ბიჭებიდან არც ერთს იარაღი არ ჰქონია. ყველა ის იარაღი პირადად ზურაბ მიქაძის მიტანილია. მე თავს დამნაშავედ მხოლოდ ერთ რამეში ვცნობ, რომ 9 წლის განმავლობაში ეს ამბავი ვიცოდი და არ განვაცხადე. ამის გამო დიდ ბოდიშს ვუხდი ბუტა რობაქიძის მშობლებს და საზოგადოებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ