ჰოლივუდის მსახიობები, ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი საცხოვრებლად ერთად გადადიან. მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მსახიობებს საცხოვრებელი დიდხანს არ უძებნიათ, მილა საყვარელი მამაკაცის ბინაში გადაბარგდა.
ცოტა ხნის წინ ეშტონმა კუნისი მშობლებს გააცნო. როგორც ამბობებ, არც ქორწილია შორს. ამ დღეებში მილ კუნისმა ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერა მისთვის ყველაზე პრიორიტეტული არ არის. ვარსკვლავი ოჯახის შექმნაზე და შვილებზე ოცნებობს.
"გგონიათ, მსახიობობა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია? ქალებისთვის ეს ასე არ არის. არჩევანის გაკეთება გიწევს სამსახიობო კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. უცნაურია, რომ 29 წლის ასაკში სიბერეზე ვსაუბრობ, მაგრამ ვიცი - ცხოვრების ბოლომდე მსახიობი ვერ ვიქნები. ძალიან მინდა პროდიუსერი ვიყო, თუმცა ყველაზე მეტად ოჯახის შექმნა მსურს. მინდა, რომ კარგი დედა ვიყო", - განაცხადა მილამ.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.