სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარძელაშვილს, ბიჭაშვილსა და ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ
ვარძელაშვილს, ბიჭაშვილსა და ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

დევი სი­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ სა­მი­ვე პირს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, გი­რა­ოს სა­ხით 3 ათა­სი ლარი შე­ე­ფარ­და, ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბა/ჩუ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვილს - 6 ათა­სი ლარი, ხოლო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს - 15 ათა­სი ლარი.

ბრალ­დე­ბუ­ლებს თან­ხის გა­დახ­დის ვა­დად 15 დღე გა­ნე­სა­ზღვრათ და ისი­ნი სა­პა­ტიმ­რო­ებს მას შემ­დეგ და­ტო­ვე­ბენ, რაც გი­რა­ოს თან­ხა მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა და­ფა­რუ­ლი.

ამას­თან, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბი­ჭაშ­ვილ­თან და ვარ­ძე­ლაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სად 7 და 4 ათა­სი ლარი მო­ი­თხო­ვა, ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა.

ბი­ჭაშ­ვი­ლის და ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე­ე­ბი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას და­თან­ხმდნენ, თუმ­ცა, მისი შემ­ცი­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს. ქავ­თა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი კი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას არ და­ე­თან­ხმა და მო­სა­მარ­თლეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რომ ქავ­თა­რა­ძე გი­რა­ოს სა­ხით 10 ათა­სი ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. მან­ვე წარ­მო­ად­გი­ნა ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დევი სი­რა­ძის მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს ქავ­თა­რა­ძის მი­მართ.

ამას­თან, ჩა­ი­ნიშ­ნა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მაც და ის 17 აპ­რილს, 12.00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს, ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს და ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვილს ბრა­ლი გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. ვარ­ძე­ლაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის იმ მუხ­ლით ედე­ბა, რო­მე­ლიც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და მას­თან ერ­თად ორი პირი - ზვი­ად ქავ­თა­რა­ძე და ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს, ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მე­გობ­რე­ბი გვერ­დით ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა. მან ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს საჩ­ვე­ნებ­ლად "ტეტე"-ს სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი მი­ა­წო­და, რა დრო­საც ამ უკა­ნას­კნელს ია­რა­ღი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გა­უ­ვარ­და და ტყვია მო­პირ­და­პი­რედ მდგარ დევი სი­რა­ძეს გულ-მკერ­დის არე­ში მოხ­ვდა. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ზვი­ად ქავ­თა­რა­ძე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ია­რა­ღი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვის სა­ხელ­ზე, რო­მელ­მაც 2010 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს 1-ელი გან­ყო­ფი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვარძელაშვილს, ბიჭაშვილსა და ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

ვარძელაშვილს, ბიჭაშვილსა და ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს - 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს - 15 ათასი ლარი.

ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ და ისინი საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხა მთლიანად იქნება დაფარული.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ბიჭაშვილთან და ვარძელაშვილთან მიმართებაში გირაოს შეფარდება შესაბამისად 7 და 4 ათასი ლარი მოითხოვა, ზვიად ქავთარაძესთან მიმართებაში კი წინასწარი პატიმრობა.

ბიჭაშვილის და ვარძელაშვილის დაცვის მხარეები გირაოს შეფარდებას დათანხმდნენ, თუმცა, მისი შემცირება მოითხოვეს. ქავთარაძის ადვოკატი კი პატიმრობის შეფარდებას არ დაეთანხმა და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ქავთარაძე გირაოს სახით 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. მანვე წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული გარდაცვლილი დევი სირაძის მეუღლის განცხადება, რომლის მიხედვითაც მას არავითარი პრეტენზია არ აქვს ქავთარაძის მიმართ.

ამასთან, ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომაც და ის 17 აპრილს, 12.00 საათზე გაიმართება.

ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. "ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ელი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ