მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს
ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს

"გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, პრო­კუ­რო­რად შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, ია დო­ლი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი მე­რაბ მგე­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნოს. მე­რაბ მგე­ლა­ძე ოზურ­გე­თე­ლია და ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ გუ­რი­ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ია დო­ლი­ძის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

"გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ია დო­ლი­ძე უწევს პრო­ტექ­ცი­ას მგე­ლა­ძის პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ვნას. ამავდრო­უ­ლად, ია დო­ლი­ძე ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რის და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, და­ვით დარ­ჩი­ას­თან. "გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ცნო­ბით, ია დო­ლი­ძე და­ვით დარ­ჩი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ნიშ­ვნა -გა­ნა­წი­ლე­ბას ურ­ჩევს და ის გუ­ლის ჯი­ბე­ში "სიით" და­დის, სა­დაც ჩა­მო­წე­რი­ლი აქვს შე­საძ­ლო კან­დი­და­ტუ­რე­ბი.

ია დო­ლი­ძე და­ვით დარ­ჩი­ას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას არ უარ­ყოფს, თა­ვის დე­ი­დაშ­ვილს, და­ვით მგე­ლა­ძეს პრო­კუ­რო­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტად თვლის, თუმ­ცა თა­ვად კან­დი­და­ტუ­რე­ბის გან­ხილ­ვის ფაქტს უარ­ყოფს.

"და­ვით დარ­ჩია ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, ჩვენს ოჯა­ხებს ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს. გუ­ლის ჯი­ბით "სპი­სო­კის" ტა­რე­ბას ნუ და­ი­ჯე­რებთ, მე ეს სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან დიდი ხანი ვი­მუ­შა­ვე საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და დღე­ში 300 კა­ცის სა­ხელს და გვარს ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ასე რომ, "სპი­სო­კი" ჩემ­თვის არაა სა­ჭი­რო, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ ოზურ­გეთს და ვიცი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვინ არის. რაც შე­მე­ხე­ბა მე, გე­ტყვით, რომ ბრძე­ნი კაცი ჭკვი­ა­ნის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ "ერთ მდი­ნა­რე­ში ორ­ჯერ არ შე­დის", - ამას მიხ­ვდე­ბა ის, ვინც ჩემი პი­როვ­ნე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მოდი, ამით დავ­ხუ­როთ რა, ჩემი თემა", - აცხა­დებს ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ია დო­ლი­ძე.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს

ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორად შესაძლოა, ყოფილი პროკურორის, ია დოლიძის დეიდაშვილი მერაბ მგელაძე დაინიშნოს. მერაბ მგელაძე ოზურგეთელია და ის რამდენიმე წლის წინ გურიის მთავარი პროკურორის, ია დოლიძის მოადგილედ მუშაობდა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სწორედ ია დოლიძე უწევს პროტექციას მგელაძის პროკურორად დანიშვნას. ამავდროულად, ია დოლიძე ყველაზე დაახლოებული პირია ბიძინა ივანიშვილის მეგობარის და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან. "გურია ნიუსის" წყაროს ცნობით, ია დოლიძე დავით დარჩიას თანამდებობის პირების დანიშვნა -განაწილებას ურჩევს და  ის გულის ჯიბეში "სიით" დადის, სადაც ჩამოწერილი აქვს შესაძლო კანდიდატურები.

ია დოლიძე დავით დარჩიასთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს, თავის დეიდაშვილს, დავით მგელაძეს პროკურორობის საუკეთესო კანდიდატად თვლის, თუმცა თავად კანდიდატურების განხილვის ფაქტს უარყოფს.

"დავით დარჩია ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩვენს ოჯახებს ნათელ-მირონობა აკავშირებს. გულის ჯიბით "სპისოკის" ტარებას ნუ დაიჯერებთ, მე ეს საერთოდ არ მჭირდება. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და დღეში 300 კაცის სახელს და გვარს ვიმახსოვრებდი, ასე რომ, "სპისოკი" ჩემთვის არაა საჭირო, ძალიან კარგად ვიცნობ ოზურგეთს და ვიცი თითოეული ადამიანი ვინ არის. რაც შემეხება მე, გეტყვით, რომ ბრძენი კაცი ჭკვიანისგან იმით განსხვავდება, რომ "ერთ მდინარეში ორჯერ არ შედის", - ამას მიხვდება ის, ვინც ჩემი პიროვნებით არის დაინტერესებული და მოდი, ამით დავხუროთ რა, ჩემი თემა", - აცხადებს ყოფილი პროკურორი ია დოლიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა