პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს
 კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შინ­დის­ში მდე­ბა­რე ფერ­მერ­თა ცენ­ტრის, ინდმე­წარ­მე "დ. თვა­ლი­აშ­ვი­ლი" -ს მი­მართ კერ­ძო ტრაქ­ტო­რის­ტებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ. კერ­ძო ტრაქ­ტო­რის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "დ. თვა­ლი­აშ­ვი­ლის" უკან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის და­ვით კირ­ვა­ლი­ძის მე­გო­ბა­რი ზაქ­რო მაზ­მიშ­ვი­ლი დგას, რო­მე­ლიც უფა­სო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თე­ბით მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბას კერ­ძო მე­წარ­მე­ებს არ აძ­ლევს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­მი­ნის­ტრომ ფერ­მერ­თა მე­ურ­ნე­ო­ბის ცენ­ტრს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ინდმე­წარ­მე "თვა­ლი­აშ­ვილს" გლე­ხე­ბის­თვის და ფერ­მე­რე­ბის­თვის მოხ­ვნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა. ამას­თან, ტარ­ქტო­რის­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მაზ­მიშ­ვილს სა­კუთ­რე­ბა­ში 200 ჰა-ზე მეტი ფარ­თო­ბი მიწა აქვს და თა­ნაც თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ფერ­მერ­თა ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ზაქ­რო მაზ­მიშ­ვი­ლი მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს უსა­ფუძ­ვლოს უწო­დებს, თუმ­ცა კირ­ვა­ლი­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას არ უარ­ყოფს. მას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"-თან კავ­შირ­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, თუმ­ცა ის რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"რაც გა­მაჩ­ნია, მე ეს ნაკ­ვე­თე­ბი ნა­ყი­დი მაქვს, არა­ვის უჩუ­ქე­ბია. მაგ­რამ ვი­საც ადრე გაღ­ვი­ძე­ბა ეზა­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა არ უყ­ვარს, ის ჩემი წარ­მა­ტე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. მე 1999 წელს გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. და­ვით კირ­ვა­ლი­ძე მა­ში­ნაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე, რა თქმა უნდა, ვიც­ნობ მას. 2008 წელს, ომის დროს, რო­დე­საც ოჯა­ხით სო­ფე­ლი დავ­ტო­ვეთ, კირ­ვა­ლი­ძემ შეგ­ვი­ფა­რა. დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს ყო­ველ­თვის ვუ­რე­კავ და დღემ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს", - ამ­ბობს მაზ­მიშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს

 კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს

გორის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე ფერმერთა ცენტრის, ინდმეწარმე "დ. თვალიაშვილი" -ს მიმართ კერძო ტრაქტორისტებს პრეტენზიები აქვთ. კერძო ტრაქტორისტების განცხადებით, "დ. თვალიაშვილის" უკან სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის მეგობარი ზაქრო მაზმიშვილი დგას, რომელიც უფასო სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მუშაობაში ჩართვის უფლებას კერძო მეწარმეებს არ აძლევს. როგორც ცნობილია, სამინისტრომ ფერმერთა მეურნეობის ცენტრს ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიხედვით, ინდმეწარმე "თვალიაშვილს" გლეხებისთვის და ფერმერებისთვის მოხვნითი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა. ამასთან, ტარქტორისტები ამტკიცებენ, რომ მაზმიშვილს საკუთრებაში 200 ჰა-ზე მეტი ფართობი მიწა აქვს და თანაც თავის ნათესავებზე გაფორმებული.

ფერმერთა ცენტრის თანამშრომელი, ზაქრო მაზმიშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა კირვალიძესთან მეგობრობას არ უარყოფს. მას "ნაციონალურ მოძრაობას"-თან კავშირშიც ადანაშაულებენ, თუმცა ის რომელიმე პარტიასთან ურთიერთობას გამორიცხავს.

"რაც გამაჩნია, მე ეს ნაკვეთები ნაყიდი მაქვს, არავის უჩუქებია. მაგრამ ვისაც ადრე გაღვიძება ეზარება და მუშაობა არ უყვარს, ის ჩემი წარმატებით უკმაყოფილოა. მე 1999 წელს გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ვიყავი. დავით კირვალიძე მაშინაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, ვიცნობ მას. 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ოჯახით სოფელი დავტოვეთ, კირვალიძემ შეგვიფარა. დღესასწაულების დროს ყოველთვის ვურეკავ და დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს", - ამბობს მაზმიშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა