პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"
ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"

ეკო ფან­გა­ნი თა­ვის მოვ­ლას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. მი­აჩ­ნია, რომ ქალი სახ­ლშიც ლა­მა­ზად და მიმ­ზიდ­ვე­ლად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს... რო­გორც ეკო ამ­ბობს, გაპ­რან­ჭვა გვი­ან და­ი­წყო. სარ­კის წინ ტრი­ალ­ზე მე­ტად კი, რე­ჟი­სო­რო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტის რო­ლის მორ­გე­ბა უნ­დო­და.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი?

- დედა მე­უბ­ნე­ბა, რომ ძალ­ზე დამ­ჯე­რი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არა­ფერს ვა­შა­ვებ­დი. ვინც ეს სუ­რა­თი ნახა, ყვე­ლამ აღ­ნიშ­ნა, - რო­გო­რი მსუ­ქა­ნი ყო­ფილ­ხა­რო! სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჭამა არ მიყ­ვარ­და და ამით დე­დას ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მას ვუქ­მნი­დი. ასე­ვე, არ მიყ­ვარ­და ღა­მით ძილი და სხვა­თა შო­რის, დღემ­დე ასე ვარ.

- ამ ფო­ტო­ზე დე­დას­თან ერ­თად ხარ, არა?

- კი. ეს ფო­ტო­სუ­რა­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მშობ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი შვი­ლი ვარ; მხო­ლოდ ერთი უმ­ცრო­სი ძმა მყავს. ასეთ სუ­რა­თებს ჩემი ძმა, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბიც იღებ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლას ჩემი ჯო­ბია (იღი­მის).

- პრან­ჭია იყა­ვი?

- პრან­ჭია არ ვყო­ფილ­ვარ და არც ეზო­ში ჩავ­დი­ო­დი "ბარ­ბით" ხელ­ში. რო­გორც გი­თხა­რი, დინ­ჯი და მშვი­დი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ეზო­ში სი­ა­რუ­ლი და ბი­ჭებ­თან ერ­თად თა­მა­ში და­ვი­წყე. აი, ეს ფოტო ჩემს საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შოს­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ ასე­თი სა­თა­მა­შო იშ­ვი­ა­თო­ბა იყო... მშობ­ლებ­მა სახ­ლში ფო­ტოგ­რა­ფი მო­იყ­ვა­ნეს, გა­მომ­პრან­ჭეს და სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად დამ­სვეს, გვერ­დით კი ეს სა­თა­მა­შო მო­მის­ვეს. მახ­სოვს, სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა არ მინ­დო­და და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რომ ვარ, სა­ხე­ზეც მე­ტყო­ბა.

- ბი­ჭებ­თან ერ­თად თა­მა­ში რომ მოგ­წონ­და, ამ სუ­რა­თი­და­ნაც ჩანს...

- ეს ფოტო ჩვენს ეზო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. მე და ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი თით­ქმის მთე­ლი დღე, ბა­ბუ­ას მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით და სა­ჭეს ვატ­რი­ა­ლებ­დით. სხვა­თა შო­რის, მან­ქა­ნის მარ­თვა ად­რე­ულ ასაკ­ში ვის­წავ­ლე. პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად ფულს კარ­გა ხანს ვაგ­რო­ვებ­დი.

- ბავ­შვო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე ხომ არ ოც­ნე­ბობ­დი?

- მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა პი­ე­სა დავ­წე­რე და "გა­ზა­ფხუ­ლი" და­ვარ­ქვი. პი­ე­სა ლექ­სე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. მერე წარ­მოდ­გე­ნის გა­მარ­თვა გა­დავ­წყვი­ტე, რო­მელ­შიც მე, ჩემი ძმა და მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ბი­ლე­თე­ბიც მე­ზობ­ლებ­ში წი­ნას­წარ გავ­ყი­დე, მაგ­რამ ბე­ბი­ამ რომ გა­ი­გო, თან­ხა უკან და­მაბ­რუ­ნე­ბი­ნა. ასე რომ, მე­ზობ­ლებ­მა ჩემი სპექ­ტაკ­ლი უფა­სოდ ნა­ხეს (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, პა­ტა­რა­ო­ბი­სას ჩემი გა­ზე­თიც მქონ­და: თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე ბეჭ­დუ­რი ასო­ე­ბით, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე "სტა­ტი­ებს" ვწერ­დი და შიგ გა­ზე­თი­დან ამოჭ­რილ სუ­რა­თებს ვა­წე­ბებ­დი.

- ეს კი სკო­ლის ასაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- დიახ. პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და ეს დღემ­დე მე­ა­მა­ყე­ბა. გვერ­დით ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი და მსა­ხი­ო­ბი - და­თუ­ნა გო­ცი­რი­ძე მი­ზის. ამ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ოთხი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

- გაპ­რან­ჭვა ალ­ბათ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე...

- არა. აი, ეს ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­დაც ძმას­თან ერ­თად ვარ, სკო­ლის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. აქ კარ­გად ჩანს, რომ გაპ­რან­ჭუ­ლი არ ვარ. ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა" გვი­ან, 16 წლი­დან და­ვი­წყე, მა­ნამ­დე კი ბავ­შვუ­რი ვი­ყა­ვი... სა­მა­გი­ე­როდ, ახლა ვარ ძა­ლი­ან პრან­ჭია (იცი­ნის). მიყ­ვარს მზე­ზე წოლა და ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ახლა გა­რუ­ჯვას ვე­რი­დე­ბი, რად­გან კა­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ არის.

- რა­ი­მეს თუ შეც­ვლი­დი შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში?

- ერ­თა­დერ­თი, რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, კანს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ვიც­ვლი­დი, რად­გა­ნაც ხშირ-ხში­რად გა­რუ­ჯვამ კანი გა­მი­ფუ­ჭა. ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში სხვა ყვე­ლა­ფე­რი მაკ­მა­ყო­ფი­ლებს... ამ­ჟა­მად სა­ხის კან­ზე პრო­ცე­დუ­რებს ვი­ტა­რებ. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, თუ დამ­ჭირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კანი გა­და­ვი­ჭი­მო კი­დეც.

- პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას წო­ნა­ში ხომ არ და­ი­კე­ლი?

- ამ პრო­ექ­ტმა მი­მახ­ვედ­რა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი ვარ­ჯი­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ერ­თოდ, წო­ნის პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მიძ­ლია, რამ­დენ­ჯერ­მე ვჭა­მო. დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს, რის­თვი­საც ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი. ჩემ­თვის ჭამა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ცეკ­ვა მო­ერ­გო შენს იმიჯს?

- ტან­გო, რუმ­ბა, ფოქსტრო­ტი - ყვე­ლა მო­მე­წო­ნა. რა­ღაც­ნა­ი­რი, ქა­ლუ­რი ცეკ­ვე­ბია და ჩემი ბუ­ნე­ბაც კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დახ­ვე­უ­ლი თმა მო­მე­წო­ნა და მო­მიხ­და, მე არ ვარ ჩა­ჩა­ჩულ­ჯინ­სი­ა­ნი გოგო. მოკ­ლედ, ჰიპ-ჰოპი ჩემი სტი­ლი არ არის.

- ქა­ლის სი­ლა­მა­ზის გან­მსა­ზღვრე­ლად რა მი­გაჩ­ნია?

- შე­იძ­ლე­ბა, ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ქა­ლის სი­ლა­მა­ზის გან­მსა­ზღვრე­ლი მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რაც უნდა კარ­გად გეც­ვას, კარ­გი ვარ­ცხნი­ლო­ბა და მა­კი­ა­ჟი გქონ­დეს, თუ ში­ნა­გა­ნად ცუ­დად ხარ, ეს შენს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ჩემი აზ­რით, ქალი ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა იყოს. სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც შე­იძ­ლე­ბა, ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

- თმას ხში­რად იჭრი? ამ ფო­ტო­ზე მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა გაქვს...

- უკვე დიდი ხა­ნია, იმი­ჯი აღარ შე­მიც­ვლია. თუმ­ცა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო პე­რი­ო­დი, როცა თმას ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ღე­ბავ­დი, ვიჭ­რი­დი და ეს მთე­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და. ამ სუ­რათ­ში, რო­მე­ლიც ჩემს მე­გო­ბარ ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, თმა მოკ­ლედ მქონ­და შეჭ­რი­ლი და ვფიქ­რობ, ასე­თი იმი­ჯიც მიხ­დე­ბა. ეს სუ­რა­თი იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა თბი­ლის­ში აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა იყო, ბევ­რი ივენ­თი ტარ­დე­ბო­და. ის დრო მე­ნატ­რე­ბა... აი, ეს სუ­რა­თი ვე­ნე­ცი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. იქ ყოფ­ნი­სას იტა­ლი­ურ ენა­სა და კულ­ტუ­რას ვსწავ­ლობ­დი.

- ეს სუ­რა­თი კი რუს მომ­ღე­რალ ზემ­ფი­რას­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

- ზემ­ფი­რა ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რია. ერ­თმა­ნე­თი ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნით. ეს სუ­რა­თი მოს­კოვ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ცეკ­ვა რომ გიყ­ვარს, ეს ამ ფო­ტო­და­ნაც ჩანს...

- ამ დღეს მე­გობ­რის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და "სვა­ნუ­რი" ვი­ცეკ­ვე, თან - პი­რით დანა მე­კა­ვა. ამის გა­კე­თე­ბა კი თურ­მე, არ შე­იძ­ლე­ბა და ეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გა­ვი­გე.

- ან­სამ­ბლის - "ალი­ლო" პრო­დი­უ­სე­რი ხარ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ასეა. ჩემი და ბე­ქას - "ალი­ლოს" ერთ-ერთი წევ­რის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი უკვე მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, ვიდ­რე ამ ან­სამ­ბლის პრო­დი­უ­სე­რი გავ­ხდე­ბო­დი. ეს ფოტო ერთ-ერთი კონ­ცერ­ტის წინ, აფი­ში­სათ­ვი­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

- პრო­ექ­ტში - "უკა­ნას­კნელ გმი­რი" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, იქ კი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გქონ­და. ასეთ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- თა­ვი­დან მე­გო­ნა, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ იქ ყოფ­ნი­სას ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ერთ სე­რი­ა­ში ჩანს, თუ რო­გორ მი­ჭი­რავს დანა ხელ­ში და ვიჭ­რი ფრჩხი­ლებს, თან ვამ­ბობ: ახლა ჩემი "მა­ნი­კი­ურ­ში­ცა" მა­ი­კო რომ მხე­დავ­დეს, ამ და­ნას გა­მიყ­რი­და, მის მოვ­ლილ ფრჩხი­ლებს ასე უდი­ე­რად რომ ვექ­ცე­ვი-მეთ­ქი. მაგ­რამ თურ­მე, როცა გშია და გწყუ­რია, მა­შინ არც თა­ვის მოვ­ლა გა­ინ­ტე­რე­სებს და არც სხვა რამ. ეს სუ­რა­თი, სა­დაც გი­ორ­გი ქორ­ქი­ას­თან ერ­თად ვარ აღ­ბეჭ­დი­ლი, სწო­რედ "უკა­ნას­კნელ გმირ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ლაშ­ქრო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი თუ გიყ­ვარს?

- ლაშ­ქრო­ბა და ტყე-ღრე­ში სი­ა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ მხიბ­ლავს, ეს ჩემი სტი­ლი არ არის. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, კა­რავ­ში ღა­მის გა­თე­ვით რა სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ვი­ღო. ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი მხო­ლოდ პრო­ექ­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. აი, ეს სუ­რა­თი, სა­დაც დი­ნო­ზავ­რთან ერ­თად ვარ, გა­და­ცე­მა "ჯე­ო­მეგ­ზუ­რის" დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა ამ სა­თავ­გა­და­სავ­ლო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტო იმი­ტომ ღირ­და, რომ მათი წყა­ლო­ბით დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"

ეკო ფანგანი: "როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს"

ეკო ფანგანი თავის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობს. მიაჩნია, რომ ქალი სახლშიც ლამაზად და მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს... როგორც ეკო ამბობს, გაპრანჭვა გვიან დაიწყო. სარკის წინ ტრიალზე მეტად კი, რეჟისორობა და ჟურნალისტის როლის მორგება უნდოდა.

- როგორი ბავშვი იყავი?

- დედა მეუბნება, რომ ძალზე დამჯერი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, არაფერს ვაშავებდი. ვინც ეს სურათი ნახა, ყველამ აღნიშნა, - როგორი მსუქანი ყოფილხარო! სინამდვილეში, ჭამა არ მიყვარდა და ამით დედას ყოველთვის პრობლემას ვუქმნიდი. ასევე, არ მიყვარდა ღამით ძილი და სხვათა შორის, დღემდე ასე ვარ.

- ამ ფოტოზე დედასთან ერთად ხარ, არა?

- კი. ეს ფოტოსურათი ძალიან მიყვარს. მშობლებისთვის პირველი შვილი ვარ; მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა მყავს. ასეთ სურათებს ჩემი ძმა, მამიდაშვილები, დეიდაშვილებიც იღებდნენ, მაგრამ ყველას ჩემი ჯობია (იღიმის).

- პრანჭია იყავი?

- პრანჭია არ ვყოფილვარ და არც ეზოში ჩავდიოდი "ბარბით" ხელში. როგორც გითხარი, დინჯი და მშვიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, ეზოში სიარული და ბიჭებთან ერთად თამაში დავიწყე. აი, ეს ფოტო ჩემს საყვარელ სათამაშოსთან ერთად მაქვს გადაღებული. მაშინ ასეთი სათამაშო იშვიათობა იყო... მშობლებმა სახლში ფოტოგრაფი მოიყვანეს, გამომპრანჭეს და სურათის გადასაღებად დამსვეს, გვერდით კი ეს სათამაშო მომისვეს. მახსოვს, სურათის გადაღება არ მინდოდა და გაბრაზებული რომ ვარ, სახეზეც მეტყობა.

- ბიჭებთან ერთად თამაში რომ მოგწონდა, ამ სურათიდანაც ჩანს...

- ეს ფოტო ჩვენს ეზოშია გადაღებული. მე და ჩემი მამიდაშვილი თითქმის მთელი დღე, ბაბუას მანქანაში ვისხედით და საჭეს ვატრიალებდით. სხვათა შორის, მანქანის მართვა ადრეულ ასაკში ვისწავლე. პირველი ავტომობილის შესაძენად ფულს კარგა ხანს ვაგროვებდი.

- ბავშვობაში მსახიობის პროფესიაზე ხომ არ ოცნებობდი?

- მეორე კლასში ვიყავი, როცა პიესა დავწერე და "გაზაფხული" დავარქვი. პიესა ლექსებისგან შედგებოდა. მერე წარმოდგენის გამართვა გადავწყვიტე, რომელშიც მე, ჩემი ძმა და მამიდაშვილები ვმონაწილეობდით. ბილეთებიც მეზობლებში წინასწარ გავყიდე, მაგრამ ბებიამ რომ გაიგო, თანხა უკან დამაბრუნებინა. ასე რომ, მეზობლებმა ჩემი სპექტაკლი უფასოდ ნახეს (იცინის). სხვათა შორის, პატარაობისას ჩემი გაზეთიც მქონდა: თაბახის ფურცელზე ბეჭდური ასოებით, ჩემთვის საინტერესო თემებზე "სტატიებს" ვწერდი და შიგ გაზეთიდან ამოჭრილ სურათებს ვაწებებდი.

- ეს კი სკოლის ასაკში გადაღებული ფოტოა, არა?

- დიახ. პირველ საშუალო სკოლაში დავდიოდი და ეს დღემდე მეამაყება. გვერდით ჩემი საყვარელი მეგობარი და მსახიობი - დათუნა გოცირიძე მიზის. ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვებიდან ოთხი ჩემი უახლოესი მეგობარია.

- გაპრანჭვა ალბათ სკოლის პერიოდში დაიწყე...

- არა. აი, ეს ფოტოსურათი, სადაც ძმასთან ერთად ვარ, სკოლის პერიოდშია გადაღებული. აქ კარგად ჩანს, რომ გაპრანჭული არ ვარ. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, "სარკეში ჩახედვა" გვიან, 16 წლიდან დავიწყე, მანამდე კი ბავშვური ვიყავი... სამაგიეროდ, ახლა ვარ ძალიან პრანჭია (იცინის). მიყვარს მზეზე წოლა და ნამზეურის მიღება, მაგრამ ახლა გარუჯვას ვერიდები, რადგან კანისთვის სასარგებლო არ არის.

- რაიმეს თუ შეცვლიდი შენს გარეგნობაში?

- ერთადერთი, რომ შეიძლებოდეს, კანს სიამოვნებით გამოვიცვლიდი, რადგანაც ხშირ-ხშირად გარუჯვამ კანი გამიფუჭა. ჩემს გარეგნობაში სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს... ამჟამად სახის კანზე პროცედურებს ვიტარებ. ასაკის მატებასთან ერთად, თუ დამჭირდება, შესაძლოა კანი გადავიჭიმო კიდეც.

- პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობისას წონაში ხომ არ დაიკელი?

- ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ ჯანმრთელობისთვის აქტიური ვარჯიში აუცილებელია. საერთოდ, წონის პრობლემა არ მაწუხებს. დღის განმავლობაში შემიძლია, რამდენჯერმე ვჭამო. დიეტა არასოდეს დამიცავს, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. ჩემთვის ჭამა დიდი სიამოვნებაა.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რომელი ცეკვა მოერგო შენს იმიჯს?

- ტანგო, რუმბა, ფოქსტროტი - ყველა მომეწონა. რაღაცნაირი, ქალური ცეკვებია და ჩემი ბუნებაც კარგად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დახვეული თმა მომეწონა და მომიხდა, მე არ ვარ ჩაჩაჩულჯინსიანი გოგო. მოკლედ, ჰიპ-ჰოპი ჩემი სტილი არ არის.

- ქალის სილამაზის განმსაზღვრელად რა მიგაჩნია?

- შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ქალის სილამაზის განმსაზღვრელი მისი სულიერი მდგომარეობაა. რაც უნდა კარგად გეცვას, კარგი ვარცხნილობა და მაკიაჟი გქონდეს, თუ შინაგანად ცუდად ხარ, ეს შენს გარეგნობაზეც აისახება. ჩემი აზრით, ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. სახლის პირობებშიც შეიძლება, ლამაზად გამოიყურებოდე.

- თმას ხშირად იჭრი? ამ ფოტოზე მოკლე ვარცხნილობა გაქვს...

- უკვე დიდი ხანია, იმიჯი აღარ შემიცვლია. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა თმას ძალიან ხშირად ვიღებავდი, ვიჭრიდი და ეს მთელი 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამ სურათში, რომელიც ჩემს მეგობარ ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მაქვს გადაღებული, თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი და ვფიქრობ, ასეთი იმიჯიც მიხდება. ეს სურათი იმ პერიოდშია გადაღებული, როცა თბილისში აქტიური ცხოვრება იყო, ბევრი ივენთი ტარდებოდა. ის დრო მენატრება... აი, ეს სურათი ვენეციაშია გადაღებული. იქ ყოფნისას იტალიურ ენასა და კულტურას ვსწავლობდი.

- ეს სურათი კი რუს მომღერალ ზემფირასთან ერთად გაქვს გადაღებული...

- ზემფირა ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ერთმანეთი ბათუმში, ერთ-ერთ ფესტივალზე გავიცანით. ეს სურათი მოსკოვშია გადაღებული.

- ცეკვა რომ გიყვარს, ეს ამ ფოტოდანაც ჩანს...

- ამ დღეს მეგობრის ქორწილში ვიყავი და "სვანური" ვიცეკვე, თან - პირით დანა მეკავა. ამის გაკეთება კი თურმე, არ შეიძლება და ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას გავიგე.

- ანსამბლის - "ალილო" პროდიუსერი ხარ...

- (მაწყვეტინებს) ასეა. ჩემი და ბექას - "ალილოს" ერთ-ერთი წევრის სიყვარულის ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ამ ანსამბლის პროდიუსერი გავხდებოდი. ეს ფოტო ერთ-ერთი კონცერტის წინ, აფიშისათვისაა გადაღებული.

- პროექტში - "უკანასკნელ გმირი" მონაწილეობდი, იქ კი თავის მოვლის საშუალება არ გქონდა. ასეთ პირობებში ცხოვრება არ გაგიჭირდა?

- თავიდან მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ იქ ყოფნისას ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. ერთ სერიაში ჩანს, თუ როგორ მიჭირავს დანა ხელში და ვიჭრი ფრჩხილებს, თან ვამბობ: ახლა ჩემი "მანიკიურშიცა" მაიკო რომ მხედავდეს, ამ დანას გამიყრიდა, მის მოვლილ ფრჩხილებს ასე უდიერად რომ ვექცევი-მეთქი. მაგრამ თურმე, როცა გშია და გწყურია, მაშინ არც თავის მოვლა გაინტერესებს და არც სხვა რამ. ეს სურათი, სადაც გიორგი ქორქიასთან ერთად ვარ აღბეჭდილი, სწორედ "უკანასკნელ გმირში" მონაწილეობისას მაქვს გადაღებული.

- ლაშქრობაში სიარული თუ გიყვარს?

- ლაშქრობა და ტყე-ღრეში სიარული ნამდვილად არ მხიბლავს, ეს ჩემი სტილი არ არის. ვერ წარმომიდგენია, კარავში ღამის გათევით რა სიამოვნება უნდა მივიღო. ჩემი მოგზაურობები მხოლოდ პროექტებით შემოიფარგლება. აი, ეს სურათი, სადაც დინოზავრთან ერთად ვარ, გადაცემა "ჯეომეგზურის" დროს არის გადაღებული. ყველა ამ სათავგადასავლო პროექტში მონაწილეობა მარტო იმიტომ ღირდა, რომ მათი წყალობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება