მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"
რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერ­თ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო, რო­დე­საც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ჩა­ი­შა­ლა.

სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნაა და მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რო­დე­საც ქალს ხე­ლით ეხე­ბი, მაგ­რამ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და 8 თე­ბერ­ვალს მოვ­ლე­ნე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე "გაჭ­რი­ლი" პრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­სი გუნ­დის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო. ამა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს. უპირ­ვე­ლე­სად ის, რა­ტომ იყო შერ­ჩე­უ­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ისეთ ად­გი­ლას არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც არც ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, გა­მომ­დი­ნა­რე დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­დან, არ მო­ინ­დო­მებს სიტყ­ვ­ით გა­მოს­ვლას, რად­გა­ნაც იქ შეუძ­ლე­ბე­ლია უსა­ფ­რთხო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა.

8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­დას­ტუ­რა ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ად­რე თუ გვი­ან, ჩათ­რე­ულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მი­ვი­ღეთ მძი­მე რე­ა­ლო­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­და­პირ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, სურთ თუ არა, უწევთ პრე­ზი­დენ­ტის ღია თუ ფა­რუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 8 თე­ბერ­ვა­ლი იმ არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი­ა, რო­მელ­შიც უწევთ მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (სდსს) უმოქ­მე­დო­ბამ დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის რღვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. ის, რაც შემ­დეგ მი­ნის­ტრმა გა­ნაცხ­ა­და, მარ­თლაც შო­კის მომ­გვრე­ლი­ა: "სამ­წუ­ხა­როდ, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სდსს-მ პრაქ­ტი­კუ­ლად გაწყ­ვი­ტა ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ჩვენ­თან, რაც საფ­რთხის შემ­ცვე­ლი­ა. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, წი­ნას­წარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სდსს-ს და არა შსს-ს მი­ერ. სდსს-მ ერ­თი დღით ად­რე იცო­და, რომ 8-ში პრე­ზი­დენ­ტი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მის­ვლას აპი­რებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­ა­ტა­რა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სდსს-ს ერ­თობ­ლი­ვი დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ერ­თჯე­რა­დი გეგ­მა უნ­და შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ასე­ვე არ გა­სუ­ლა ობი­ექ­ტზე ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის დრო­საც უნ­და გან­საზღ­ვრუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, შსს-ს მი­ერ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ძა­ლე­ბისა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბა და დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბის გა­მოთხ­ო­ვა ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან. სდსს-მ 15:00 სა­ა­თის­თვის მო­ითხ­ო­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერ­თი ეკი­პა­ჟის და რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ად­გილ­ზე გა­მოცხ­ა­დე­ბა. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ამ იმოქ­მე­და სი­ტუ­ა­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ იგეგ­მე­ბო­და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და ჩე­მი ბრძა­ნე­ბით, ერ­თი ეკი­პა­ჟის ნაც­ვლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 55 ეკი­პა­ჟი, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ისა და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 პო­ლი­ცი­ე­ლი".

გა­მო­დის, რომ ქვეყ­ნის ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრუქ­ტუ­რა (შსს და სდსს), სულ ცო­ტა, ერ­თმა­ნეთ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, აქე­დან ხომ ერ­თი ნა­ბი­ჯია ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე? რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "8 თე­ბერ­ვალი" კარ­გა ხა­ნია მზად­დე­ბო­და. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი გუნ­დი ჯი­უ­ტად ამ­კვიდ­რე­ბენ აზრს, რომ ამ­ნის­ტიის შე­დე­გად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ელე­მენ­ტე­ბი არი­ან. კრი­მი­ნა­ლი უწო­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­მარ­თლე­ბულ­ნი იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით (თუნ­დაც 26 მა­ი­სის ან 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვე­ბის შემ­დგომ), გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ამ­ნის­ტია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, რო­მელ­საც ბევ­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­მარ­თავს, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, ეს ხდე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­რი­ღის ან პო­ლი­ტი­კური მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად (მაგ., პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა და ა.შ.), არის კი­დევ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, რო­დე­საც ამ­ნის­ტი­ას მო­ითხ­ოვს გარ­და­უვ­ა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ უსა­მარ­თლოდ ან სას­ჯე­ლის მოხ­დის პრო­ცეს­ში მათ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერი ხე­ლი­სუ­ფე­ბის ვა­ლი­ა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ან შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სას­ჯე­ლი.

სა­ზო­გა­დოდ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი ისე გა­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს, რომ სას­ჯელი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მეს და, ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, მასშ­ტა­ბუ­რი ამ­ნის­ტი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტია ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქა­რთულ­მა ოც­ნე­ბამ" აღი­ა­რა არა თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ შე­ე­ცა­და, გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იმ ათა­სო­ბით პა­ტიმ­რის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ხო­ლო რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით წლო­ბით ის­ხდნენ ცი­ხე­ში, ბო­დიშ­საც არ უხ­დი და "კრი­მი­ნალ­თა ბრბოს" უწო­დებ, ძნე­ლი­ა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა მოს­თხო­ვო.

"კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

ამ წლის თე­ბერ­ვლის და­საწყ­ის­ში შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლმა უწყ­ე­ბის არ­ქივ­ში თა­ვი­სი მთე­ლი წლის სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მი­სი სიტყ­ვე­ბით: "ჩე­მი მთე­ლი წლის სა­უ­ბა­რი, აუ­დი­ო-­ფა­ი­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ერ­თ-ერთ სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი ჩე­მო­და­ნი ფა­ი­ლე­ბი. მათ შო­რის ძა­ლი­ან "სა­ინ­ტე­რე­სო" მა­სა­ლებს მი­ვა­გე­ნით. ჩვენ დაგ­ვხვდა იქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბევ­რი ცნო­ბი­ლი პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ეს იყო ამაზ­რზე­ნი, უბ­რა­ლოდ, რაც ჩვენ იქ ვნა­ხეთ და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო­ა. კი­დევ ერ­თხელ დავ­რწმუნ­დით, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. არ ვა­პი­რებ ამ კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, იქ ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბი­ა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ძა­ლი­ან მა­ლე და­ი­კითხ­ე­ბი­ან", - გა­ნაცხ­ა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მოხ­დე­ბა ამ ფი­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი, აგენ­ტუ­რუ­ლი და ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის ერ­თ-ერ­თი ფორ­მა კი, ფა­რუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი, თუ მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა არ­სე­ბობს. კა­ნონ­ში ისიც ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თუ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნი­სა და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­ა­ნად­გუ­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ფა­რულ ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­წე­რას კა­ნო­ნის ყვე­ლა პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით ახორ­ცი­ე­ლებ­და, თუმ­ცა ის, რა­საც დღეს ვხე­დავთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რი­ა. ანუ, სა­ვა­რა­უ­დო მა­სა­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი­ა. უმე­ტე­სო­ბა კი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა ან ქვეყ­ნი­და­ნაა გა­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა­ტომ და­ტო­ვეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კომ­პრო­მა­ტე­ბის თუნ­დაც ნა­წი­ლი? მათ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ საკ­მაო დრო ჰქონ­დათ, ეს "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი" გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ან ქვეყ­ნი­დან გა­ე­ტა­ნათ. არ­სე­ბობს ვერ­სი­ა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და­ტო­ვეს იმათ გა­საფ­რთხი­ლებ­ლად, ვი­საც ისი­ნი დღემ­დე აშან­ტა­ჟე­ბენ. ამ ვი­თა­რე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ შან­ტა­ჟის ობი­ექ­ტი თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და გა­ნაცხ­ა­დოს, ვინ და რა მიზ­ნით აშან­ტა­ჟებს. ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი და­უ­ტო­ვეს და მი­ა­ნიშ­ნეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი კომ­პრო­მა­ტი აქვს - ას­ლებს გი­ტო­ვებთ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, ორი­გი­ნა­ლე­ბი ჩვენ გვაქ­ვსო! უკ­ვე აგორ­და ათა­სი ჭო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ე.წ. ცნო­ბად სა­ხე­ებ­ზე: ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რი სწო­რედ ის არი­სო და რაც სა­ინ­ტე­რე­სო­ა: ამ ჭო­რე­ბის მოქ­მე­დი "გმი­რე­ბი" პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ნი არი­ან. ეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ა­ლო­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ უფ­რო ანა­წევ­რებს. იმე­დი­ა, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ ეს "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი" სა­მუ­და­მოდ გა­ნად­გურ­დე­ბა.

ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის გა­დამ­დგა­რი პოლ­კოვ­ნი­კი,

ექ­სპერ­ტი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერ­თ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო, რო­დე­საც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ჩა­ი­შა­ლა.

სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნაა და მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რო­დე­საც ქალს ხე­ლით ეხე­ბი, მაგ­რამ თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და 8 თე­ბერ­ვალს მოვ­ლე­ნე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე "გაჭ­რი­ლი" პრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­სი გუნ­დის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია იყო. ამა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს. უპირ­ვე­ლე­სად ის, რა­ტომ იყო შერ­ჩე­უ­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ისეთ ად­გი­ლას არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც არც ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, გა­მომ­დი­ნა­რე დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­დან, არ მო­ინ­დო­მებს სიტყ­ვ­ით გა­მოს­ვლას, რად­გა­ნაც იქ შეუძ­ლე­ბე­ლია უსა­ფ­რთხო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა.

8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­დას­ტუ­რა ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ად­რე თუ გვი­ან, ჩათ­რე­ულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მი­ვი­ღეთ მძი­მე რე­ა­ლო­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­და­პირ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, სურთ თუ არა, უწევთ პრე­ზი­დენ­ტის ღია თუ ფა­რუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 8 თე­ბერ­ვა­ლი იმ არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი­ა, რო­მელ­შიც უწევთ მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (სდსს) უმოქ­მე­დო­ბამ დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის რღვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ა. ის, რაც შემ­დეგ მი­ნის­ტრმა გა­ნაცხ­ა­და, მარ­თლაც შო­კის მომ­გვრე­ლი­ა: "სამ­წუ­ხა­როდ, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სდსს-მ პრაქ­ტი­კუ­ლად გაწყ­ვი­ტა ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ჩვენ­თან, რაც საფ­რთხის შემ­ცვე­ლი­ა. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, წი­ნას­წარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სდსს-ს და არა შსს-ს მი­ერ. სდსს-მ ერ­თი დღით ად­რე იცო­და, რომ 8-ში პრე­ზი­დენ­ტი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მის­ვლას აპი­რებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­ა­ტა­რა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სდსს-ს ერ­თობ­ლი­ვი დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო ერ­თჯე­რა­დი გეგ­მა უნ­და შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ასე­ვე არ გა­სუ­ლა ობი­ექ­ტზე ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის დრო­საც უნ­და გან­საზღ­ვრუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, შსს-ს მი­ერ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ძა­ლე­ბისა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბა და დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბის გა­მოთხ­ო­ვა ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან. სდსს-მ 15:00 სა­ა­თის­თვის მო­ითხ­ო­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ერ­თი ეკი­პა­ჟის და რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ად­გილ­ზე გა­მოცხ­ა­დე­ბა. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ამ იმოქ­მე­და სი­ტუ­ა­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ იგეგ­მე­ბო­და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და ჩე­მი ბრძა­ნე­ბით, ერ­თი ეკი­პა­ჟის ნაც­ვლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 55 ეკი­პა­ჟი, ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ისა და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 პო­ლი­ცი­ე­ლი".

გა­მო­დის, რომ ქვეყ­ნის ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრუქ­ტუ­რა (შსს და სდსს), სულ ცო­ტა, ერ­თმა­ნეთ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, აქე­დან ხომ ერ­თი ნა­ბი­ჯია ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე? რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "8 თე­ბერ­ვალი" კარ­გა ხა­ნია მზად­დე­ბო­და. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი გუნ­დი ჯი­უ­ტად ამ­კვიდ­რე­ბენ აზრს, რომ ამ­ნის­ტიის შე­დე­გად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ელე­მენ­ტე­ბი არი­ან. კრი­მი­ნა­ლი უწო­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­მარ­თლე­ბულ­ნი იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით (თუნ­დაც 26 მა­ი­სის ან 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვე­ბის შემ­დგომ), გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ამ­ნის­ტია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, რო­მელ­საც ბევ­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­მარ­თავს, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, ეს ხდე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­რი­ღის ან პო­ლი­ტი­კური მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად (მაგ., პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა და ა.შ.), არის კი­დევ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, რო­დე­საც ამ­ნის­ტი­ას მო­ითხ­ოვს გარ­და­უვ­ა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ უსა­მარ­თლოდ ან სას­ჯე­ლის მოხ­დის პრო­ცეს­ში მათ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერი ხე­ლი­სუ­ფე­ბის ვა­ლი­ა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ან შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სას­ჯე­ლი.

სა­ზო­გა­დოდ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი ისე გა­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს, რომ სას­ჯელი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მეს და, ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, მასშ­ტა­ბუ­რი ამ­ნის­ტი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტია ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქა­რთულ­მა ოც­ნე­ბამ" აღი­ა­რა არა თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ შე­ე­ცა­და, გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იმ ათა­სო­ბით პა­ტიმ­რის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ხო­ლო როდესაც ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით წლო­ბით ის­ხდნენ ცი­ხე­ში, ბო­დიშ­საც არ უხ­დი და "კრი­მი­ნალ­თა ბრბოს" უწო­დებ, ძნე­ლი­ა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა მოს­თხო­ვო.

"კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი"

ამ წლის თე­ბერ­ვლის და­საწყ­ის­ში შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლმა უწყ­ე­ბის არ­ქივ­ში თავისი მთე­ლი წლის სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მი­სი სიტყ­ვე­ბით: "ჩე­მი მთე­ლი წლის სა­უ­ბა­რი, აუ­დი­ო-­ფა­ი­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ერ­თ-ერთ სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში. ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი ჩე­მო­და­ნი ფა­ი­ლე­ბი. მათ შო­რის ძა­ლი­ან "სა­ინ­ტე­რე­სო" მა­სა­ლებს მი­ვა­გე­ნით. ჩვენ დაგ­ვხვდა იქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბევ­რი ცნო­ბი­ლი პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ეს იყო ამაზ­რზე­ნი, უბ­რა­ლოდ, რაც ჩვენ იქ ვნა­ხეთ და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო­ა. კი­დევ ერ­თხელ დავ­რწმუნ­დით, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. არ ვა­პი­რებ ამ კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, იქ ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბი­ა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ძა­ლი­ან მა­ლე და­ი­კითხ­ე­ბი­ან", - გა­ნაცხ­ა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მოხ­დე­ბა ამ ფი­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი, აგენ­ტუ­რუ­ლი და ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ოპე­რა­ტი­ულ­-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დის ერ­თ-ერ­თი ფორ­მა კი, ფა­რუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი, თუ მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა არ­სე­ბობს. კა­ნონ­ში ისიც ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ თუ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნი­სა და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­ა­ნად­გუ­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ფა­რულ ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­წე­რას კა­ნო­ნის ყვე­ლა პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით ახორ­ცი­ე­ლებ­და, თუმ­ცა ის, რა­საც დღეს ვხე­დავთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რი­ა. ანუ, სა­ვა­რა­უ­დო მა­სა­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი­ა. უმე­ტე­სო­ბა კი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა ან ქვეყ­ნი­და­ნაა გა­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა­ტომ და­ტო­ვეს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კომ­პრო­მა­ტე­ბის თუნ­დაც ნა­წი­ლი? მათ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ საკ­მაო დრო ჰქონ­დათ, ეს "კომ­პრო­მა­ტე­ბის სკივ­რი" გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ან ქვეყ­ნი­დან გა­ე­ტა­ნათ. არ­სე­ბობს ვერ­სი­ა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და­ტო­ვეს იმათ გა­საფ­რთხი­ლებ­ლად, ვი­საც ისი­ნი დღემ­დე აშან­ტა­ჟე­ბენ. ამ ვი­თა­რე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ შან­ტა­ჟის ობი­ექ­ტი თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და გა­ნაცხ­ა­დოს, ვინ და რა მიზ­ნით აშან­ტა­ჟებს. ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი და­უ­ტო­ვეს და მი­ა­ნიშ­ნეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თი კომ­პრო­მა­ტი აქვს - ას­ლებს გი­ტო­ვებთ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, ორი­გი­ნა­ლე­ბი ჩვენ გვაქ­ვსო! უკ­ვე აგორ­და ათა­სი ჭო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ე.წ. ცნო­ბად სა­ხე­ებ­ზე: ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მთავა­რი მოქ­მე­დი გმი­რი სწო­რედ ის არი­სო და რაც სა­ინ­ტე­რე­სო­ა: ამ ჭო­რე­ბის მოქ­მე­დი "გმი­რე­ბი" პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ნი არი­ან. ეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ა­ლო­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ უფ­რო ანა­წევ­რებს. იმე­დი­ა, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ ეს "კომ­პრომა­ტე­ბის სკივ­რი" სა­მუ­და­მოდ გა­ნად­გურ­დე­ბა.

ბესიკ ალადაშვილი, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი,

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა