პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად
სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აწყუ­რის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში 71 ბავ­შვი სწავ­ლობს. აქ მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­და­ნაც და­დი­ან. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ლელი კუპ­რა­ძის თქმით, აწყუ­რის სა­მუ­სი­კო სკო­ლა ხუთ სო­ფელს, ტყემ­ლა­ნას, სა­ყუ­ნეთს, ზი­კი­ლი­ას, აგა­რა­სა და გი­ორ­გიწ­მინ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, უკვე ორი წე­ლია რაც ტყემ­ლა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი აწყურ­ში ვე­ღარ და­დი­ან, რად­გან სო­ფელ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ტრან­სპორ­ტი აღარ მოძ­რა­ობს.

აწყუ­რის სა­მუ­სი­კო სკო­ლა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში გა­იხ­სნა. ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­ცი­ხი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ახლა უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, ექ­ვსი კა­ბი­ნე­ტი, სა­მას­წავ­ლებ­ლო და ერთი დარ­ბა­ზია. სა­ხუ­რა­ვი შე­საც­ვლე­ლია, წვი­მის დროს სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­დის. პირ­ველ სარ­თულ­ზე რი­ტუ­ა­ლე­ბის სახ­ლია გა­კე­თე­ბუ­ლი, რის გა­მოც ცენ­ტრა­ლუ­რი კიბე გა­უქ­მე­ბუ­ლია. ამი­ტომ, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ასას­ვლე­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ნო­ბის გა­რეთ არ­სე­ბულ სა­ხან­ძრო (რკი­ნის) კი­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ზამ­თარ­ში ამ კი­ბით სი­ა­რუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. სა­ხან­ძრო კიბე - ერ­თა­დერ­თი გზაა აწყუ­რის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში შე­სას­ვლე­ლად.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლაში 71 ბავშვი სწავლობს. აქ მოსწავლეები და მასწავლებლები ახლომდებარე სოფლებიდანაც დადიან. სკოლის დირექტორის ლელი კუპრაძის თქმით, აწყურის სამუსიკო სკოლა ხუთ სოფელს, ტყემლანას, საყუნეთს, ზიკილიას, აგარასა და გიორგიწმინდას ემსახურება. თუმცა, უკვე ორი წელია რაც ტყემლანაში მცხოვრები ბავშვები აწყურში ვეღარ დადიან, რადგან სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტი აღარ მოძრაობს.

აწყურის სამუსიკო სკოლა გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიხსნა. ინსტრუმენტები, რომელიც იმ პერიოდში ახალციხიდან ჩამოიტანეს, ახლა უკვე მოძველებულია. შენობაში, რომელიც ამორტიზებულია, ექვსი კაბინეტი, სამასწავლებლო და ერთი დარბაზია. სახურავი შესაცვლელია,  წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის. პირველ სართულზე რიტუალების სახლია გაკეთებული, რის გამოც ცენტრალური კიბე გაუქმებულია. ამიტომ, მეორე სართულზე ასასვლელად მოსწავლეები შენობის გარეთ არსებულ სახანძრო (რკინის) კიბით სარგებლობენ. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზამთარში ამ კიბით სიარული განსაკუთრებით საშიშია. სახანძრო კიბე - ერთადერთი გზაა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა