პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ჰარის გულახდილი ინტერვიუ - მიდლტონის ორსულობაზე, იდეალურ საცოლეზე და თალიბებთან ბრძოლაზე
პრინცი ჰარის გულახდილი ინტერვიუ - მიდლტონის ორსულობაზე, იდეალურ საცოლეზე და თალიბებთან ბრძოლაზე

ავ­ღა­ნეთ­ში ოთხთვი­ა­ნი მსა­ხუ­რო­ბის შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცი ჰარი ლონ­დონ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუნ­და. თუმ­ცა სა­ნამ მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე დად­გამ­და ფეხს, რამ­დე­ნი­მე დღე კვიპ­როს­ში სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გა­ა­ტა­რა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უც მის­ცა.

"ვერ­ტმფრენ "აპა­ჩის" მე­ო­რე მფრი­ნა­ვი ვი­ყა­ვი. დიახ, რამ­დე­ნი­მე ბო­ე­ვი­კი მოვ­კა­ლი. იქ სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თე­უ­ლებს სი­ცო­ცხლე უნდა მო­უს­წრა­ფო - ტე­რო­რის­ტებს, რომ სხვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნო - მშვი­დო­ბი­ა­ნი მცხოვ­რებ­ნი", - აღ­ნიშ­ნა 28 წლის მა­მაც­მა პრინცმა.

თა­ვის რაზმში კა­პი­ტან ჰა­რის არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ ჰქო­ნია: მუ­შა­ობ­და, ჭამ­და და ეძი­ნა იმა­ვე პი­რო­ბებ­ში, რო­გორც სხვა მფრი­ნა­ვებს, რო­გორც თვი­თონ აღი­ა­რა, მსა­ხუ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი მის­თვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი ყო­ფი­ლა. "მე ერთ-ერთი ვარ იმ ბი­ჭებს შო­რის, რომ­ლებ­საც უყ­ვართ "პლე­ის­ტე­ი­შე­ნე­ბის" და სხვა­თა თა­მა­ში. ასე მგო­ნია, რომ თა­მა­შის დროს კარ­გად გა­ვა­ვარ­ჯი­შე თი­თე­ბი და ამი­ტო­მაც ვის­ვრი ასე ზუს­ტად, - ხუმ­რობს პრინ­ცი, - გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, სკო­ლა­სა და კო­ლე­ჯში გა­მუდ­მე­ბით ვფლავ­დე­ბო­დი წე­რით ტეს­ტებ­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ში ტოლი არ მყავს. ჰკი­თხეთ ბი­ჭებს, ფეხ­ბურთში სულ ვუ­გებ!"

პრინცმა აღი­ა­რა, რომ ჯარ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­ვი­წყდა კი­დეც, რომ პრინ­ცია. "მა­მა­ჩე­მი, პრინ­ცი ჩარლ­ზი სულ მე­უბ­ნე­ბო­და: "არ და­ი­ვი­წყო შენი წარ­მო­მავ­ლო­ბა! არ და­ი­ვი­წყო, რომ პრინ­ცი ხარ! სა­თა­ნა­დოდ მო­ი­ქე­ცი". მაგ­რამ, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს "კა­პი­ტან ჰა­რის" როლ­ში, ვიდ­რე "პრინ­ცი ჰა­რის".

თუმ­ცა მსა­ხუ­რო­ბის დრო­საც მო­ნარ­ქი­უ­ლი ოჯა­ხის წევ­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა – როცა კი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, კარ­გად ერ­თო­ბო­და. მა­გა­ლი­თად, შო­ბას სან­ტას წი­თე­ლი ქუდი და­იმ­ხო თავ­ზე, ნაწ­ნა­ვე­ბი­ა­ნი, და ასე მი­არ­თვა ჯა­რის­კა­ცებს სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­უზ­მე.

პრინცმა იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა, რო­დის გახ­დე­ბა ბიძა, - კეიტ მიდლტო­ნი ხომ ივ­ლი­სის­თვის შვილს ელო­დე­ბა. "ძა­ლი­ან მი­ხა­რია უი­ლი­ა­მი­სა და კეტ­რი­ნის ამ­ბა­ვი! ორი­ვე­ნი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. როცა გა­ვი­გე, რომ კე­ი­ტი ორ­სუ­ლად არის, ლონ­დონ­ში დავ­რე­კე და მო­მა­ვალ მშობ­ლებს მი­ვუ­ლო­ცე. უსა­მარ­თლო­ბაა, რომ უი­ლი­ამ­სა და კე­იტს ასე ადრე მო­უხ­დათ ჰერ­ცო­გი­ნი­ას ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბის გამ­ხე­ლა (კე­იტს ძლი­ე­რი ტოქ­სი­კო­ზი ჰქონ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, მერე კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც შე­ი­ტყვეს ყვე­ლა­ფე­რი - მთარ­გმ.). ყვე­ლას იმე­დი გვაქვს, კეტ­რი­ნი სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, რომ დე­დო­ბით დატ­კბეს, ფოტო და ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ობი­ექ­ტი­ვე­ბის გა­რე­შე. მისი და უი­ლი­ა­მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი უნდა იყოს", - ამ­ბობს ჰარი.

პრინცმა ლას-ვე­გა­სის ცნო­ბილ სკან­დალ­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, რო­დე­საც მის­მა შიშ­ველ­მა ფო­ტო­ებ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. "არ ვკა­მა­თობ, მთელ ოჯახს მი­ვა­ყე­ნე ტკი­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნებს... მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­შინ ვი­ყა­ვი ოთახ­ში, რო­მე­ლიც უცხო თვალ­თა­გან ჩა­კე­ტი­ლი იყო! და ეს ჩემი პი­რა­დი საქ­მეა, რას ვა­კე­თებ­დი. და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია ის, რომ მა­ს­მე­დი­ამ და­მი­წყო სწავ­ლე­ბა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე".

პრინცს და­ო­ჯა­ხე­ბის გეგ­მებ­ზეც ჰკი­თხეს. "კაცს ვერ აი­ძუ­ლებ და­ჭკვი­ა­ნე­ბას. ასე არ ხდე­ბა, ერ­თბა­შად. თუ ვი­პო­ვი ჩემ­თვის შე­სა­ფე­რის ქალს, ვის­თა­ნაც თავს კარ­გად ვიგ­რძნობ, მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა ბევ­რი დრო, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღო... მე და ჩემს ძმას ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან რთუ­ლად გვაქვს საქ­მე (პრინცმა უი­ლი­ამ­მა კეიტ მიდლტო­ნი მათი რო­მა­ნის და­წყე­ბი­დან 10 წლის შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად - მთარ­გმ.). სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან რთუ­ლია კე­თი­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნას პოვ­ნა, რო­მელ­საც არ შე­ე­შინ­დე­ბა, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. თა­ნაც, ისე­თი მჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ მი­მუხ­თლებს..."

ბოლო დრომ­დე ჰარი 23 წლის მო­დელ კრე­სი­და ბო­ნასს ხვდე­ბო­და, მაგ­რამ "შიშ­ვე­ლი" სკან­და­ლის შემ­დეგ გო­გო­ნამ მას­თან დრო­ე­ბით და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

Washington Post

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრინცი ჰარის გულახდილი ინტერვიუ - მიდლტონის ორსულობაზე, იდეალურ საცოლეზე და თალიბებთან ბრძოლაზე

პრინცი ჰარის გულახდილი ინტერვიუ - მიდლტონის ორსულობაზე, იდეალურ საცოლეზე და თალიბებთან ბრძოლაზე

ავღანეთში ოთხთვიანი მსახურობის შემდეგ ბრიტანეთის პრინცი ჰარი ლონდონში მშვიდობიანად დაბრუნდა. თუმცა სანამ მშობლიურ მიწაზე დადგამდა ფეხს, რამდენიმე დღე კვიპროსში სამხედრო ბაზაზე გაატარა, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა და გულახდილი ინტერვიუც მისცა.

"ვერტმფრენ "აპაჩის" მეორე მფრინავი ვიყავი. დიახ, რამდენიმე ბოევიკი მოვკალი. იქ სხვანაირად არ შეიძლება, ერთეულებს სიცოცხლე უნდა მოუსწრაფო - ტერორისტებს, რომ სხვები გადაარჩინო - მშვიდობიანი მცხოვრებნი", - აღნიშნა 28 წლის მამაცმა პრინცმა.

თავის რაზმში კაპიტან ჰარის არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიები არ ჰქონია: მუშაობდა, ჭამდა და ეძინა იმავე პირობებში, როგორც სხვა მფრინავებს, როგორც თვითონ აღიარა, მსახურობის პერიოდში ყველაზე საყვარელი გასართობი მისთვის კომპიუტერული თამაშები ყოფილა. "მე ერთ-ერთი ვარ იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც უყვართ "პლეისტეიშენების" და სხვათა თამაში. ასე მგონია, რომ თამაშის დროს კარგად გავავარჯიშე თითები და ამიტომაც ვისვრი ასე ზუსტად, - ხუმრობს პრინცი, - გულწრფელად რომ გითხრათ, სკოლასა და კოლეჯში გამუდმებით ვფლავდებოდი წერით ტესტებზე, სამაგიეროდ, კომპიუტერულ თამაშებში ტოლი არ მყავს. ჰკითხეთ ბიჭებს, ფეხბურთში სულ ვუგებ!"

პრინცმა აღიარა, რომ ჯარში პრაქტიკულად დაავიწყდა კიდეც, რომ პრინცია. "მამაჩემი, პრინცი ჩარლზი სულ მეუბნებოდა: "არ დაივიწყო შენი წარმომავლობა! არ დაივიწყო, რომ პრინცი ხარ! სათანადოდ მოიქეცი". მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს "კაპიტან ჰარის" როლში, ვიდრე "პრინცი ჰარის".

თუმცა მსახურობის დროსაც მონარქიული ოჯახის წევრი საკუთარი თავის ერთგული დარჩა – როცა კი ეს შესაძლებელი იყო, კარგად ერთობოდა. მაგალითად, შობას სანტას წითელი ქუდი დაიმხო თავზე, ნაწნავებიანი, და ასე მიართვა ჯარისკაცებს სადღესასწაულო საუზმე.

პრინცმა იმაზეც ისაუბრა, რომ მოუთმენლად ელოდება, როდის გახდება ბიძა, - კეიტ მიდლტონი ხომ ივლისისთვის შვილს ელოდება. "ძალიან მიხარია უილიამისა და კეტრინის ამბავი! ორივენი ძალიან ბედნიერები არიან. როცა გავიგე, რომ კეიტი ორსულად არის, ლონდონში დავრეკე და მომავალ მშობლებს მივულოცე. უსამართლობაა, რომ უილიამსა და კეიტს ასე ადრე მოუხდათ ჰერცოგინიას ორსულობის ამბის გამხელა (კეიტს ძლიერი ტოქსიკოზი ჰქონდა და საავადმყოფოში მოხვდა, მერე კი ჟურნალისტებმაც შეიტყვეს ყველაფერი - მთარგმ.). ყველას იმედი გვაქვს, კეტრინი სათანადოდ იქნება დაცული, რომ დედობით დატკბეს, ფოტო და ვიდეოკამერების ობიექტივების გარეშე. მისი და უილიამის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს", - ამბობს ჰარი.

პრინცმა ლას-ვეგასის ცნობილ სკანდალზეც გააკეთა კომენტარი, როდესაც მისმა შიშველმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. "არ ვკამათობ, მთელ ოჯახს მივაყენე ტკივილი, ადამიანებს... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაშინ ვიყავი ოთახში, რომელიც უცხო თვალთაგან ჩაკეტილი იყო! და ეს ჩემი პირადი საქმეა, რას ვაკეთებდი. დაუშვებლად მიმაჩნია ის, რომ მასმედიამ დამიწყო სწავლება, როგორ უნდა მოვიქცე".

პრინცს დაოჯახების გეგმებზეც ჰკითხეს. "კაცს ვერ აიძულებ დაჭკვიანებას. ასე არ ხდება, ერთბაშად. თუ ვიპოვი ჩემთვის შესაფერის ქალს, ვისთანაც თავს კარგად ვიგრძნობ, მაინც დამჭირდება ბევრი დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღო... მე და ჩემს ძმას ამ საკითხში ძალიან რთულად გვაქვს საქმე (პრინცმა უილიამმა კეიტ მიდლტონი მათი რომანის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ მოიყვანა ცოლად - მთარგმ.). საერთოდაც, ძალიან რთულია კეთილი, მომხიბვლელი გოგონას პოვნა, რომელსაც არ შეეშინდება, რომ მისი პირადი ცხოვრება საჯარო გახდება. თანაც, ისეთი მჭირდება, რომელიც არ მიმუხთლებს..."

ბოლო დრომდე ჰარი 23 წლის მოდელ კრესიდა ბონასს ხვდებოდა, მაგრამ "შიშველი" სკანდალის შემდეგ გოგონამ მასთან დროებით დაშორება გადაწყვიტა.

იხილეთ ფოტოგალერეა

Washington Post

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს