პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება
დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება

მა­რი­ფა­თი­ა­ნი, ყო­ჩა­ღი ბი­ჭე­ბი­სათ­ვის რა­ღაც უბ­ნე­ბის მი­მაგ­რე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და .

უსუ­ფაშ­ვილ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბა­ზე.

"მე­რა­ბიშ­ვილს რომ მე­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბა მი­ვუ­ლო­ცო, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ე­ბი ება­რა მას, ის საქ­მე­ე­ბი სწო­რედ და კარ­გად რომ წა­რე­მარ­თა ან ეცა­დათ მის­თვის სწო­რედ და კარ­გად კე­თე­ბა, შე­საძ­ლოა ეს მის­თვი­საც კარ­გი ყო­ფი­ლი­ყო და ქვეყ­ნის­თვი­საც. ახლა ახალ პოსტზე ვე­რა­ფერს ვუ­სურ­ვებ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია არის ერთი საქ­მე და კა­ნო­ნი - მე­ო­რე; კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა არ ეპა­ტი­ე­ბა არც ოპო­ზი­ცი­ას და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"მშვიდ, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, მე­რის კარ­გი მო­ად­გი­ლე ყო­ფი­ლი­ყო. ეჭვი მე­პა­რე­ბა, მე­რის მო­ად­გი­ლედ იმის­თვის ინიშ­ნე­ბო­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას კარ­გი სერ­ვი­სი შეს­თა­ვა­ზოს. სამ­წუ­ხა­როდ, გრძელ­დე­ბა ის პრო­ცე­სი, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო - მა­რი­ფა­თი­ა­ნი, ყო­ჩა­ღი ბი­ჭე­ბი­სათ­ვის რა­ღაც უბ­ნე­ბის მი­მაგ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო პრე­ცე­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი რთვე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი სიღ­ნა­ღის გა­ლა­მა­ზე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ახლა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ.

"ახლა ბა­ტო­ნი ვა­ნოს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ. ცოტა რთუ­ლია ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე შე­თან­ხმე­ბი­სა და სწო­რი გზით სი­ა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და, ვა­ნოც ყო­ფი­ლი­ყო მე­რის მო­ად­გი­ლე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ რამე და ვინ­მე ოდეს­მე, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხებ­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გიგი უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბა­სა და 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ზე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი; მისი თქმით, 19 აპ­რი­ლის აქ­ცია და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო 2 დღით ადრე, გიგი უგუ­ლა­ვა კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ უსუ­ფაშ­ვი­ლი ამ ორ ფაქტს შო­რის კავ­შირს ვერ ხე­დავს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება

დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება

მარიფათიანი, ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა .

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილის თბილისის მერის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე, დედაქალაქის მერისთვის წაყენებულ ბრალდებაზე.

"მერაბიშვილს რომ მერის მოადგილეობა მივულოცო, არ იქნება სწორი. მეტად საპასუხისმგებლო საქმეები ებარა მას, ის საქმეები სწორედ და კარგად რომ წარემართა ან ეცადათ მისთვის სწორედ და კარგად კეთება, შესაძლოა ეს მისთვისაც კარგი ყოფილიყო და ქვეყნისთვისაც. ახლა ახალ პოსტზე ვერაფერს ვუსურვებ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია არის ერთი საქმე და კანონი - მეორე; კანონის დარღვევა არ ეპატიება არც ოპოზიციას და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს.

"მშვიდ, ნორმალურ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, მერის კარგი მოადგილე ყოფილიყო. ეჭვი მეპარება, მერის მოადგილედ იმისთვის ინიშნებოდეს, რომ მოსახლეობას კარგი სერვისი შესთავაზოს. სამწუხაროდ, გრძელდება ის პროცესი, რაც წინა ხელისუფლებაში იყო - მარიფათიანი, ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლებაში იყო პრეცედენტები, როდესაც თავდაცვის მინისტრი რთველის ორგანიზებაში იყო ჩართული, მთავარი პროკურორი სიღნაღის გალამაზებით იყო დაკავებული, ვანო მერაბიშვილის ახლა სხვა მიმართულებით გამოყენება სჭირდებათ.

"ახლა ბატონი ვანოს სხვა მიმართულებით გამოყენება სჭირდებათ. ცოტა რთულია ახლა ამაზე საუბარი. სერიოზულ თემებზე შეთანხმებისა და სწორი გზით სიარულის შემთხვევაში შეიძლებოდა, ვანოც ყოფილიყო მერის მოადგილე და მიხეილ სააკაშვილი კიდევ რამე და ვინმე ოდესმე, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზულ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გიგი უგულავას ბრალდებასა და 19 აპრილის აქციასთან შესაძლო კავშირზე გააკეთა კომენტარი; მისი თქმით, 19 აპრილის აქცია დაანონსებული იყო 2 დღით ადრე, გიგი უგულავა კი საგამოძიებო ორგანოებში რამდენჯერმე იყო დაკითხვაზე დაბარებული, ამიტომ უსუფაშვილი ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა