სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქის მერს კანონი დაკავებისგან იმუნიტეტით არ იცავს
დედაქალაქის მერს კანონი დაკავებისგან იმუნიტეტით არ იცავს

დე­და­ქა­ლა­ქის მერს კა­ნო­ნი და­კა­ვე­ბის­გან იმუ­ნი­ტე­ტით არ იცავს. და­კა­ვე­ბი­სას იმუ­ნი­ტე­ტის სა­კითხს "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი" ად­გენს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­კა­ვე­ბულ იყ­ვნენ : დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პირი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, მო­სა­მარ­თლე.

კა­ნო­ნის ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მერი არ ფი­გუ­რი­რებს.

თბი­ლი­სის მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2013 წლის 22 თე­ბერ­ვალს დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა - გაფ­ლან­გვი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის) ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 23 თე­ბერ­ვალს, 2 სა­ათ­ზე იგი და­ბა­რე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბი­სა და მის მი­მართ სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

ბრალ­დე­ბა მო­ი­ცავს ორ და­მო­უ­კი­დე­ბელ ეპი­ზოდს. პირ­ველ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, გახ­სნი­ლია იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა და უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე სწო­რედ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა იყო. კერ­ძოდ, 2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით შპს "ტე­ლე­ი­მე­დის" სა­კონ­ტრო­ლო წი­ლის მფლო­ბე­ლი ჯო­ზეფ კეი იყო, რო­მელ­საც იმ დრო­ი­სათ­ვის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის და­ხარ­ჯუ­ლი ჰქონ­და 10 მლნ აშშ დო­ლა­რი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით ჯო­ზეფ კეის თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი შეხ­ვდა და პირ­და­პი­რი მუ­ქა­რით და­ი­ყო­ლია "ტე­ლე­ი­მე­დის" დათ­მო­ბა­ზე, ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით, რომ მას გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა აუ­ნაზ­რა­უ­რებ­და მის მიერ გა­წე­უ­ლი 10 მლნ აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ხარ­ჯებს.

გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­თი­თე­ბით ჯო­ზეფ კეიმ თა­ვი­სი წილი გა­დას­ცა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პა­ნა­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნია "ბორ­დეხ ლი­მი­ტედ"-ს, ხოლო თან­ხის გა­დახ­და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი გეგ­მით: გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა მო­ე­ლა­პა­რა­კა შპს "ახა­ლი რი­ყის" მე­სა­კუთ­რე­ებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დო­ლა­რად შე­ძე­ნილ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ას მე­რია ვი­თომ­და 17 000 000 აშშ დო­ლა­რად უკან გა­მო­ის­ყიდ­და, სა­ი­და­ნაც 10 000 000 აშშ დო­ლა­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ჯო­ზეფ კე­ის­თვის გა­და­სა­ცე­მათ. ქა­ლა­ქის მე­რი­ამ 2008 წლის 29 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით გა­მოს­ცა დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან" რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის უკან გა­მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით შპს "ახალ რი­ყეს" გა­და­ე­რი­ცხა 17 000 000 აშშ დო­ლა­რი. ამის შემ­დეგ შპს "ახა­ლი რი­ყეს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ჯო­ზეფ კეის კომ­პა­ნი­ას lakebrow limited-ს შო­რის გა­ფორმ­და ფიქ­ცი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შპს "ახა­ლი რი­ყეს" სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან ჯო­ზეფ კეის კომ­პა­ნი­ას ჩა­ე­რი­ცხა 8 811 189 აშშ დო­ლა­რი, ანუ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქნა ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და შემ­დგო­მი გა­თეთ­რე­ბის გზით.

მე­ო­რე ეპი­ზო­დი ეხე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის თვალ­თმაქ­ცურ და­ფი­ნან­სე­ბას, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ასე­ვე გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა იყო. კერ­ძოდ, მისი და­ვა­ლე­ბით 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ"-ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სათ­ვის ფუ­ლის და­რი­გე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა", სა­დაც ფიქ­ტი­უ­რად გა­ფორმ­და 764 აქ­ტი­ვის­ტი - ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. უმე­ტე­სო­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია და ეწე­ო­და პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან მათ ხელ­ფა­სის სა­ხით 4 130 728 ლარი და­ე­რი­ცხათ.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დედაქალაქის მერს კანონი დაკავებისგან იმუნიტეტით არ იცავს

დედაქალაქის მერს კანონი დაკავებისგან იმუნიტეტით არ იცავს

დედაქალაქის მერს კანონი დაკავებისგან იმუნიტეტით არ იცავს. დაკავებისას იმუნიტეტის საკითხს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი" ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება დაკავებულ იყვნენ : დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი, მოსამართლე.

კანონის ამ ჩამონათვალში მერი არ ფიგურირებს.

თბილისის მერის გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც 23 თებერვალს, 2 საათზე იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით შპს "ტელეიმედის" საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ კეი იყო, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია "ტელეიმედის" დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.

გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია "ბორდეხ ლიმიტედ"-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს "ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისთვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული "ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან" რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს "ახალ რიყეს" გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს "ახალი რიყეს" ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას lakebrow limited-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ახალი რიყეს" საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია "იმედი" მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.

მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 4 130 728 ლარი დაერიცხათ.

ქალაქ თბილისის მერი გიორგი უგულავა შესაბამისი მუხლებით პასუხისგებაში მიცემულია და მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ