პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე - "არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ"
სოსო რობაქიძე - "არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ"

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­გან მი­ვი­ღე პი­რო­ბა, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბის მიმ­ცე­მი პი­რე­ბი პა­სუხს აგე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

სოსო რო­ბა­ქი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ტო­ვა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და იმ პი­რე­ბის დას­ჯას, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. კერ­ძოდ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ მო­ი­თხო­ვა მა­ი­ზერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის, გუ­რამ დო­ნა­ძის, ზუ­რაბ მი­ქა­ძის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და სხვა პი­რე­ბის დას­ჯა, რომ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბას და გა­მო­ძი­ე­ბას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

რო­გორც სოსო რო­ბა­ქი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას აქვს იმე­დი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს პრო­ცე­სი ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მივა და არ მო­უ­წევს დღეს და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თუ გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­ჯის დამ­ნა­შა­ვე­ებს, და­ტო­ვებს ქვე­ყა­ნა და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფარს მო­ი­თხოვს.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას სოსო რო­ბა­ქი­ძე და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და.

ამას­თან, რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე შეს­ვლი­სას რო­ბა­ქი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მო­ი­თხოვს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას., თუმ­ცა რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, დღეს ამ თე­მა­ზე არ ჰქო­ნია სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვს, რომ დად­გეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოსო რობაქიძე - "არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ"

სოსო რობაქიძე - "არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ"

მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემი პირები პასუხს აგებენ, - ამის შესახებ განცხადება ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ პროკურატურის შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სოსო რობაქიძემ პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, არჩილ კბილაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა იმ პირების დასჯას, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს. კერძოდ, სოსო რობაქიძემ მოითხოვა მაიზერ ლიპარტელიანის, გურამ დონაძის, ზურაბ მიქაძის, ირაკლი ფირცხალავას და სხვა პირების დასჯა, რომლებიც ესწრებოდნენ ბუტა რობაქიძის მკვლელობას და გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და არ მოუწევს დღეს დადებული პირობის შესრულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გამოძიება არ დასჯის დამნაშავეებს, დატოვებს ქვეყანა და პოლიტიკური თავშესაფარს მოითხოვს.

არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას სოსო რობაქიძე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მართავდა.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე შესვლისას რობაქიძემ აღნიშნა, მოითხოვს ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის პასუხისგებაში მიცემას., თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს ამ თემაზე არ ჰქონია საუბარი, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოითხოვს, რომ დადგეს ირაკლი ოქრუაშვილისა ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ