საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებიან
დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებიან

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას ტო­ვე­ბენ და თბი­ლის­ში ბრუ­ნე­ბი­ან.

პარ­ლა­მენ­ტი­დან წას­ვლის წინ კი, მათ შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სეს.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა გრძელ­დე­ბა. მან ზე­წო­ლა და­უ­კავ­ში­რა რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მი­ზანს, ასე­ვე 19 აპ­რი­ლი­სათ­ვის და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აბ­სურ­დუ­ლი უწო­და გიგი უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ის არის მერი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ არის არ­ჩე­უ­ლი.

აბ­სურ­დუ­ლად აფა­სებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ბრალ­დე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი ლი­დე­რი პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვის და­პი­რე­ბას ას­რუ­ლებს - ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აღარ არ­სე­ბობ­დეს.

კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვის მხრივ იქ­ნე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი რო­გორც შე­ფა­სე­ბებ­ში, ასე­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და თა­ნა­გუნ­დელს და­უდ­გე­ბა გვერ­დში.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან, სა­დაც სე­სია ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა, ცოტა ხნის წინ გა­მო­ვიდ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებიან

დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებიან

დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის სხდომას ტოვებენ და თბილისში ბრუნებიან.

პარლამენტიდან წასვლის წინ კი, მათ შეფასებები გააკეთეს და მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციის განადგურების მცდელობად შეაფასეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება. მან ზეწოლა დაუკავშირა როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანს, ასევე 19 აპრილისათვის დაგეგმილ ღონისძიებას.

მაჭავარიანმა აბსურდული უწოდა გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ის არის მერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის მიერ არის არჩეული.

აბსურდულად აფასებს სამართალდამცავების ბრალდებას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრი თავის დაპირებას ასრულებს - ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობდეს.

კუბლაშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის მხრივ იქნება თანმიმდევრული როგორც შეფასებებში, ასევე გადაწყვეტილებებში და თანაგუნდელს დაუდგება გვერდში.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, სადაც სესია ამ წუთებშიც გრძელდება, ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა