პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი
ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი

მას შემ­დეგ, რაც ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვი­სა და ინდმე­წარ­მის სტა­ტუ­სის მოხ­სნის მო­თხოვ­ნით გა­ი­ფიც­ნენ, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩი­ტა­ძე შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არი­ან სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლე­ბი და რა სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი.

ლე­ვან ჩი­ტა­ძე, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი: - თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში ოთხმა კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. ოთხი­ვეს მფლო­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად ერთი ადა­მი­ა­ნი იყო და ეს წი­ლე­ბი მი­დი­ო­და "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფის­კენ". თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­თა სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი 100 ლარი იყო, ერთ დღეს და­რე­გის­ტრირ­და. ხოლო მათი დი­რექ­ტო­რე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, და­საქ­მე­ბულ­ნი იყ­ვნენ "ჯი­ემ­სი ჯგუფ­ში". სქე­მა იყო ძალ­ზე მარ­ტი­ვი: "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფის" უკან მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის - ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია, შე­თან­ხმდნენ ტენ­დე­რის პი­რო­ბებ­ზე და იმა­ზეც, რო­გორ უნდა გა­ყო­ფი­ლი­ყო თან­ხა. ამ ოთხ კომ­პა­ნი­ა­ში მათ სა­კუ­თა­რი ფული არ ჩა­უ­დი­ათ. მა­ქა­ცა­რი­ამ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის შე­მო­საყ­ვა­ნად კრე­დი­ტე­ბი აიღო, რა­მაც, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­იყ­ვეს ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ამ, გიგი უგუ­ლა­ვამ და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერ­თმა მფლო­ბელ­მა, რო­მელ­მაც სეს­ხი მის­ცა მა­ქა­ცა­რი­ას.

- ანუ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ოთხი­ვე კომ­პა­ნია მა­ქა­ცა­რი­ას სა­კუთ­რე­ბაა?

- ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია მფლო­ბე­ლია ამ ოთხი კომ­პა­ნი­ი­სა, რო­მელ­თა ქო­ნე­ბას, ანუ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს, კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" უწევს მე­ნე­ჯმენტს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ამ ოთხი­ვე კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შე­ბი კა­რი­ბის ზღვა­ში მდე­ბა­რე ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­დაც გა­ე­დი­ნე­ბა თან­ხე­ბი ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, თა­ვის დრო­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მძღო­ლებ­მა მი­ა­წო­დეს. კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ლო­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და "თბილ ლა­ი­ნი", რო­მელ­მაც ვაკე-სა­ბურ­თა­ლო­სა და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მო­ი­გო ტენ­დე­რი და მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბი. ძვე­ლი თბი­ლი­სი­სა და დიდ­გო­რის რა­ი­ონ­ში ტენ­დე­რი მო­ი­გო "კა­პი­ტალ გრუპ­მა", ისან-სამ­გორ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და "ფაბ­ლიქ ქარი", ხოლო და­ნარ­ჩენ უბ­ნებ­ში - "თბილ ქარი". ამის შემ­დეგ ოთხი­ვე კომ­პა­ნია სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცა "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს". ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას საქ­მი­ა­ნო­ბა, რა თქმა უნდა, ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­რის ბიზ­ნეს­მე­ნი. მა­ქა­ცა­რია, ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბი და ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ კლანს, კარ­ტელს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­გებ­ლობ­დნენ ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით, ეწარ­მო­ე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი. მათ დღე­საც აქვთ წი­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში, მე­დი­ა­ბიზ­ნეს­ში, ფლო­ბენ ფარ­მა­ცევ­ტულ და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარს, სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლებს, გან­კარ­გა­ვენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ არის ჩა­მორ­თმე­უ­ლი. მა­თია ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­აც, რო­მე­ლიც ოფ­შორ­ში რი­ცხავს თან­ხებს. ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სა და მისი ბიზ­ნეს­კარ­ტე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქო­ნე­ბის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ქო­ნე­ბა არ ჩანს. ისი­ნი ყო­ველ­თვის თავს არი­დე­ბენ მე­დი­ას, არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბი­ათ გან­ცხა­დე­ბა, თუმ­ცა, მგო­ნია, ახლა მო­უ­წევთ არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, არა­მედ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში სი­ა­რუ­ლიც.

ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია და­ბა­რე­ბუ­ლია შსს-ს ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმის გამო, რომ მან სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხგვყო და დაგ­ვე­მუქ­რა. რო­დე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­კი­თხი და და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა მძღო­ლებ­სა და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას შო­რის, გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ გა­რი­გე­ბის სქე­მა გაგ­ვე­შიფ­რა და დაგ­ვედ­გი­ნა, ვინ და რო­გორ გახ­და ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მფლო­ბე­ლი. ამ მიზ­ნით მო­ვი­ძი­ეთ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას სახ­ლი. მი­ვაკ­ვლი­ეთ არა მარ­ტო მისი სა­ცხოვ­რე­ბელს, არა­მედ უზარ­მა­ზარ ოფის­საც. თუ სა­მარ­თალ­დამ­ცველ სტრუქ­ტუ­რებს სურთ, გა­არ­კვი­ონ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ მა­ქა­ცა­რი­ას სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე ოფი­სით, რო­მე­ლიც სა­ირ­მის გო­რა­ზე, 2 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს. მა­ქა­ცა­რია შსს-ს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 31 იან­ვარს მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­ი­ბა­რეს: მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად მა­ქა­ცა­რი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. მა­ქა­ცა­რია თა­ვის დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად დაგ­ვეს­ხა თავს, თუმ­ცა ვერ გა­ბე­დეს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, თუ არ ჩავ­თვლით ჯი­კა­ო­ბა-ხე­ლის კვრას. არა­და, ჩვენ გვქონ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან საქ­მე ეხე­ბო­და ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ აწარ­მო­ებ­და ბიზ­ნესს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ჯა­რო უნდა გახ­დეს... მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გა­ნი­მუხ­ტა, როცა ად­გილ­ზე მო­ვიდ­ნენ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და მა­მუ­კა ბა­ლი­აშ­ვი­ლი სა­პატ­რუ­ლო ჯგუფ­თან ერ­თად. სხვა­თა შო­რის, მა­ქა­ცა­რი­ას მე­ზობ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლი. იცი­ან, ვის­თან აქვთ საქ­მე. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, რომ მა­ქა­ცა­რი­ას სახ­ლში მიჰ­ყავ­დათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აწა­მებ­დნენ, სცემ­დნენ. აგ­რეთ­ვე, ქო­ნე­ბას არ­თმევ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნებს - მა­ქა­ცა­რი­ას ოფის­ში აწე­რი­ნებ­დნენ დო­კუ­მენ­ტებს ბიზ­ნე­სის გა­ჩუ­ქე­ბის შე­სა­ხებ, ჰყავ­დათ თა­ვი­ან­თი ნო­ტა­რი­უ­სე­ბი და ბინ­ძურ საქ­მე­ებს აკე­თე­ბი­ნებ­დნენ.

ვიდ­რე მა­ქა­ცა­რია სა­ჯა­როდ ბო­დიშს არ მო­იხ­დის, პი­რო­ბას ვაძ­ლევ, არ მო­ვას­ვე­ნებთ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვებ­და ქო­ნე­ბას, უნდა და­ი­სა­ჯოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ქა­ცა­რი­ას კომ­პა­ნი­ას სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით წე­ლი­წად­ში 54 მი­ლი­ო­ნი მო­გე­ბა რჩე­ბა. თა­ნაც ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის შე­კე­თე­ბა-გა­მარ­თვა ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სა­ვე კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ავ­ტო­სად­გუ­რებ­ში უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ მძღო­ლებს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია გა­წე­რი­ლი. არა­და, იქ მომ­სა­ხუ­რე­ბა 4-ჯერ ძვი­რი ღირ­და, ვიდ­რე მძღოლს სხვა­გან და­უჯ­დე­ბო­და მისი შე­კე­თე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი­და­ნაც (80 თეთ­რი) ირი­ცხე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტე­ბი მა­ქა­ცა­რი­ას და უგუ­ლა­ვას ან­გა­რიშ­ზე. მა­ქა­ცა­რი­ას­თვის, რა თქმა უნდა, მძი­მეა მი­ლი­ო­ნე­ბის და­კარ­გვა, ამი­ტო­მაც ებღა­უ­ჭე­ბა კბი­ლე­ბით ამ ბიზ­ნესს და ყვე­ლა ხერ­ხს მი­მარ­თავს, ერთი თეთ­რი­თაც არ იზა­რა­ლოს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი

ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი

მას შემდეგ, რაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფების დაწევისა და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით გაიფიცნენ, უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე შეეცადა გაერკვია, ვინ არიან სინამდვილეში ამ ბიზნესის მფლობელები და რა სქემით მოქმედებენ ისინი.

ლევან ჩიტაძე, უფლებადამცველი: - თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა. ოთხივეს მფლობელი რეალურად ერთი ადამიანი იყო და ეს წილები მიდიოდა "ჯიემსი ჯგუფისკენ". თითოეული კომპანია, რომელთა საწესდებო კაპიტალი 100 ლარი იყო, ერთ დღეს დარეგისტრირდა. ხოლო მათი დირექტორები, ამასთანავე, დასაქმებულნი იყვნენ "ჯიემსი ჯგუფში". სქემა იყო ძალზე მარტივი: "ჯიემსი ჯგუფის" უკან მდგარი ადამიანები, მათ შორის - ხვიჩა მაქაცარია, შეთანხმდნენ ტენდერის პირობებზე და იმაზეც, როგორ უნდა გაყოფილიყო თანხა. ამ ოთხ კომპანიაში მათ საკუთარი ფული არ ჩაუდიათ. მაქაცარიამ სამარშრუტო ტაქსების შემოსაყვანად კრედიტები აიღო, რამაც, 100 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, გარკვეული თანხა გაიყვეს ხვიჩა მაქაცარიამ, გიგი უგულავამ და "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელმაც სესხი მისცა მაქაცარიას.

- ანუ მიკროავტობუსების ოთხივე კომპანია მაქაცარიას საკუთრებაა?

- ხვიჩა მაქაცარია მფლობელია ამ ოთხი კომპანიისა, რომელთა ქონებას, ანუ სამარშრუტო ტაქსებს, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" უწევს მენეჯმენტს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ოთხივე კომპანიის ანგარიშები კარიბის ზღვაში მდებარე ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, სადაც გაედინება თანხები ამ კომპანიებიდან. ზემოაღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს, თავის დროზე, საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებმა მიაწოდეს. კომპანიებიდან ყველაზე მსხვილი ლოტის მფლობელი გახდა "თბილ ლაინი", რომელმაც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოიგო ტენდერი და მის საკუთრებაში გადავიდა სამარშრუტო ხაზები. ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში ტენდერი მოიგო "კაპიტალ გრუპმა", ისან-სამგორში გამარჯვებული გახდა "ფაბლიქ ქარი", ხოლო დანარჩენ უბნებში - "თბილ ქარი". ამის შემდეგ ოთხივე კომპანია სამართავად გადაეცა "თბილისის მიკროავტობუსს". ხვიჩა მაქაცარიას საქმიანობა, რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება. ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. მაქაცარია, ძმები შარანგიები და ძმები ყარამანიშვილები წარმოადგენენ ერთ კლანს, კარტელს, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ექსკლუზიური უფლებით, ეწარმოებინათ საქართველოში ბიზნესი. მათ დღესაც აქვთ წილები კომუნიკაციების სფეროში, მედიაბიზნესში, ფლობენ ფარმაცევტულ და ნავთობპროდუქტების ბაზარს, სასტუმროების ქსელებს, განკარგავენ დიდი რაოდენობით უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც მფლობელებისათვის უკანონოდ არის ჩამორთმეული. მათია ლატარიის კომპანიაც, რომელიც ოფშორში რიცხავს თანხებს. ხვიჩა მაქაცარიასა და მისი ბიზნესკარტელის წარმომადგენელთა ქონების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ოფშორულ ზონაში. საქართველოში მათი ქონება არ ჩანს. ისინი ყოველთვის თავს არიდებენ მედიას, არასოდეს გაუკეთებიათ განცხადება, თუმცა, მგონია, ახლა მოუწევთ არა მხოლოდ საჯარო განცხადებების გაკეთება, არამედ, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებში სიარულიც.

ხვიჩა მაქაცარია დაბარებულია შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში იმის გამო, რომ მან სიტყვიერად შეურაცხგვყო და დაგვემუქრა. როდესაც აქტუალური გახდა მიკროავტობუსების საკითხი და დაიწყო მოლაპარაკება მძღოლებსა და ერთ-ერთ კომპანიას შორის, გადავწყვიტეთ, ამ გარიგების სქემა გაგვეშიფრა და დაგვედგინა, ვინ და როგორ გახდა ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი. ამ მიზნით მოვიძიეთ ხვიჩა მაქაცარიას სახლი. მივაკვლიეთ არა მარტო მისი საცხოვრებელს, არამედ უზარმაზარ ოფისსაც. თუ სამართალდამცველ სტრუქტურებს სურთ, გაარკვიონ ფინანსური მაქინაციების დეტალები, ისინი აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მაქაცარიას სახლის გვერდით მდებარე ოფისით, რომელიც საირმის გორაზე, 2 ნომერში მდებარეობს. მაქაცარია შსს-ს განყოფილებაში 31 იანვარს მომხდარის შემდეგ დაიბარეს: მე და ჩემი მეგობრები დეტალების გასარკვევად მაქაცარიას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ვიმყოფებოდით. მაქაცარია თავის დაცვის წევრებთან ერთად დაგვესხა თავს, თუმცა ვერ გაბედეს ფიზიკური დაპირისპირება, თუ არ ჩავთვლით ჯიკაობა-ხელის კვრას. არადა, ჩვენ გვქონდა ფოტოების გადაღების უფლება, რადგან საქმე ეხებოდა ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ადამიანის საქმიანობა მოსახლეობისთვის საჯარო უნდა გახდეს... მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, როცა ადგილზე მოვიდნენ მელორ ვაჩნაძე და მამუკა ბალიაშვილი საპატრულო ჯგუფთან ერთად. სხვათა შორის, მაქაცარიას მეზობლებიც საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი. იციან, ვისთან აქვთ საქმე. მეზობლებმა თქვეს, რომ მაქაცარიას სახლში მიჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც აწამებდნენ, სცემდნენ. აგრეთვე, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს - მაქაცარიას ოფისში აწერინებდნენ დოკუმენტებს ბიზნესის გაჩუქების შესახებ, ჰყავდათ თავიანთი ნოტარიუსები და ბინძურ საქმეებს აკეთებინებდნენ.

ვიდრე მაქაცარია საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, პირობას ვაძლევ, არ მოვასვენებთ. ყველა ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე უკანონოდ მოიპოვებდა ქონებას, უნდა დაისაჯოს. აღსანიშნავია, რომ მაქაცარიას კომპანიას სამარშრუტო ტაქსებით წელიწადში 54 მილიონი მოგება რჩება. თანაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შეკეთება-გამართვა ხვიჩა მაქაცარიასავე კუთვნილი კომპანიების ავტოსადგურებში უნდა ეწარმოებინათ მძღოლებს საკუთარი სახსრებით, ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. არადა, იქ მომსახურება 4-ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე მძღოლს სხვაგან დაუჯდებოდა მისი შეკეთება. არჩევნებამდე მგზავრობის საფასურიდანაც (80 თეთრი) ირიცხებოდა გარკვეული პროცენტები მაქაცარიას და უგულავას ანგარიშზე. მაქაცარიასთვის, რა თქმა უნდა, მძიმეა მილიონების დაკარგვა, ამიტომაც ებღაუჭება კბილებით ამ ბიზნესს და ყველა ხერხს მიმართავს, ერთი თეთრითაც არ იზარალოს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"