მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოითხოვდა ვახტანგ მაისაია გუანტანამოს ციხეში გადაყვანას
რატომ მოითხოვდა ვახტანგ მაისაია გუანტანამოს ციხეში გადაყვანას

ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ამ თა­ვის სს საქ­მე­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უარი მი­ი­ღო. "კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჯერ კი­დევ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემი საქ­მე გა­ა­ყალ­ბეს და სა­ნამ ეს სტრუქ­ტუ­რე­ბი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის­გან არ გა­იწ­მინ­დე­ბა, მა­ნამ­დე არა­ფე­რი გა­მო­ვა", - ამ­ბობს ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია, რო­მე­ლიც ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სტრას­ბურ­ში აპი­რებს.

- მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თქვე­ნი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დაო. ჩემს საქ­მეს სა­ი­დუმ­ლო გრი­ფი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­დო, იქ კი ისევ ის ხალ­ხია, ვინც ამ საქ­მის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. სა­კუ­თარ კუდს ხომ არ მო­იჭ­რი­ან?!

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის ეში­ნო­დათ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლი უფრთხო­და სენ­სა­ცი­უ­რი ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას. მე გა­ვე­ცა­ნი ჩემს 5-ტო­მი­ან საქ­მეს, რო­მელ­შიც 10.000-მდე გვერ­დია. მე­სა­მე რა­ი­ხის უშიშ­რო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ობერგრუ­პენ­ფი­უ­რერ კალ­ტენბ­რუ­ნე­რის საქ­მე­შიც კი არ ყო­ფი­ლა ამ­დე­ნი ტომი ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე (კო­ა­ლი­ცი­ურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას 5.000 გვერ­დი წა­რუდ­გი­ნა). რო­გორც ჩანს, მე უფრო მე­ტად ვფა­სობ­დი, ვიდ­რე კალ­ტენბ­რუ­ნე­რი. საქ­მის გაც­ნო­ბის­თვის 4 დღე მომ­ცეს და ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვა ვერც მო­ვას­წა­რი.

- მა­ინც რა წე­რია 10.000-გვერ­დი­ან საქ­მე­ში?

- 2008 წლის 24 დე­კემ­ბერს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მოს­თხო­ვა ჩემ­თვის ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ნე­ბარ­თვა შემ­დე­გი მო­ტი­ვა­ცი­ით - ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია არის სამ­ხრეთ ოსე­თის კა-გე-ბეს უფ­რო­სის მრჩე­ვე­ლი და რე­ზი­დენ­ტუ­რის მე­თა­უ­რი და მას ოსუ­რი გვა­რის ოთხი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ჰყავ­სო. ერთ-ერთი, რომ­ლის გვა­რიც იქ იყო ნახ­სე­ნე­ბი, ცხინ­ვა­ლის მო­ქა­ლა­ქე თე­დე­ე­ვია, რო­მე­ლიც და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ 2010 წლის იან­ვარ­ში გა­ვი­ცა­ნი რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მას ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს და ომის პე­რი­ოდ­ში ცხინ­ვა­ლი­დან იყო გად­მო­სუ­ლი ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. იგი და­ა­კა­ვეს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­იყ­ვა­ნეს გორ­ში და "კა­პე­ზე­ში" აწა­მეს. შემ­დეგ გა­დას­ცეს კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას, რო­მელ­მაც შე­თხზა ვერ­სია, თით­ქოს თე­დე­ევ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვი­ღაც და­ა­ყა­ჩა­ღა. ამ მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და 16 წელი მი­უ­სა­ჯეს. შემ­დეგ კი შე­ე­ცად­ნენ, ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი საქ­მის­თვის მი­ე­ბათ. ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ით, 2008 წლის 24 დე­კემ­ბრი­დან 2009 წლის თე­ბერ­ვლამ­დე სამ­ხრეთ ოსე­თის კა-გე-ბეს უფ­რო­სის, ვინ­მე ია­რა­ვო­ის მრჩევ­ლად ვით­ვლე­ბო­დი, მა­შინ, რო­დე­საც უფ­რო­სი იმ­ხა­ნად იყო ბო­რის ატო­ე­ვი (ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის ეფ-ეს-ბეს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, 2007 წელს გად­მო­იყ­ვა­ნეს ცხინ­ვალ­ში). ეს რომ შე­ი­ტყვეს, საქ­მე­ში ია­რა­ვო­ის გვა­რი შეც­ვა­ლეს ატო­ე­ვით და და­წე­რეს, რომ მე მას­თან მქონ­და კავ­ში­რი. ეს ხდე­ბა ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ. საქ­მე­ში ისიც წე­რია, რომ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ლე­ვან გე­რა­ძე კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ვას­რუ­ლებ­დით სპეც­და­ვა­ლე­ბას 2008 წლის აპ­რილ­ში - თურ­მე ვაგ­რო­ვებ­დით სპე­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით სლო­ვა­კებ­სა და გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა "აბ­ვერს" (მე­სა­მე რა­ი­ხის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი). არა­და, 2008 წლის 28 აპ­რი­ლი­დან 2 მა­ი­სამ­დე მე და გე­რა­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე იყო, ბა­ქო­ში ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მან­ჯა­ვი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და (დე­ლე­გა­ცი­ის მთა­ვა­რი ექ­სპერ­ტი ვი­ყა­ვი). ასე რომ, ჩვენ ფი­ზი­კუ­რად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით კო­დორ­ში. ესეც პირ­ვე­ლი ფალ­სი­ფი­კა­ცია.

- ვინ აწარ­მო­ებ­და თქვე­ნი საქ­მის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბას?

- კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, კონ­კრე­ტუ­ლად კი მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი შეფი გი­ორ­გი მაზ­მიშ­ვი­ლი, მისი მო­ად­გი­ლე ოთარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე და მათი ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ამ საქ­მეს ამი­რან მეს­ხე­ლი კუ­რა­ტო­რობ­და, დამ­კვე­თე­ბი კი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი იყ­ვნენ. მას­ში ჩარ­თუ­ლი იყო გიგი უგუ­ლა­ვაც. სწო­რედ მისი უშუ­ა­ლო ბრძა­ნე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს კომ­პი­უ­ტერ­ში ჩემი ყვე­ლა მა­სა­ლა - ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბი, წიგ­ნე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი წა­შა­ლეს. უგუ­ლა­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ რე­ჟი­მის გე­ბელ­სი იყო. მე ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 2004 წლის მა­ის­ში კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში - ცხინ­ვალ­ში ჩა­ვიყ­ვა­ნე ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცია სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მას შემ­დეგ ცხინ­ვალ­ში აღარ ვყო­ფილ­ვარ. კა-გე-ბეს უფ­რო­სის მრჩევ­ლო­ბა რომ არ და­მიმ­ტკიც­და, სა­სა­მარ­თლოს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თეს, მა­ი­სა­ი­ას ოსუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ და­უ­დას­ტურ­და, მაგ­რამ იგი სლო­ვა­კე­თის ჯა­შუ­შია და გთხოვთ, ფა­რუ­ლი მოს­მე­ნის უფ­ლე­ბა გაგ­ვიგ­რძე­ლო­თო. ჩემი და პო­ლი­ტო­ლოგ დოდო (იო­სებ) დო­ლეჟა­ნის მი­მო­წე­რა ისე გა­და­ა­კე­თეს, თით­ქოს გვქონ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი მი­მო­წე­რა რო­გორც ოპე­რა­ტორ­სა და აგენტს (აგენ­ტი, რა თქმა უნდა, მე ვი­ყა­ვი). დო­ლეჟან­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კი არა, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა სად იყო თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ის არ იცო­და. მი­მო­წე­რას რომ გა­ვე­ცა­ნი, გა­და­ვი­რიე, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მე მო­მა­წე­რეს. ეგ კი არა, თურ­მე ომის პე­რი­ოდ­ში "ალ-ქა­ი­დას­თა­ნაც" მქო­ნია კავ­ში­რი.

ერთ-ერთ მი­მო­წე­რა­ში თურ­მე მე, დოკუ უმა­რო­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი გა­ბუ­ნია 12 აგ­ვის­ტოს ვგეგ­მავ­დით სპე­ცო­პე­რა­ცი­ას - მო­ვამ­ზა­დეთ დი­ვერ­სი­უ­ლი ჩეჩ­ნუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ თურ­მე იტუმ­ყა­ლეს­თან (სო­ფე­ლი სა­ქარ­თვე­ლო-ჩეჩ­ნე­თის სა­ზღვარ­თან) გა­ა­ნად­გუ­რეს. 2010 წლის 24 ივ­ნი­სის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სხდო­მის მი­ხედ­ვით, დოკუ უმა­რო­ვის ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ალ-ქა­ი­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ალ-ქა­ი­დას ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რად. რო­დე­საც ცი­ხე­ში ამ დო­კუ­მენტს გა­ვე­ცა­ნი, წე­რი­ლი მივ­წე­რე ამე­რი­კის ელჩ ბასს, ჰი­ლა­რი კლინ­ტონს, აგ­რეთ­ვე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, გუ­ან­ტა­ნა­მოს ცი­ხე­ში რომ გა­და­ვეყ­ვა­ნეთ და იქ გა­ერ­კვი­ათ, მარ­თლა მქონ­და თუ არა კავ­ში­რი ალ-ქა­ი­დას­თან. ვი­თხოვ­დი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის მი­წო­დე­ბას, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა, ვი­ნა­ი­დან დო­კუ­მენ­ტე­ბი გაქ­რა.

საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ოთარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. მისი გვა­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ახ­სე­ნეს. რო­გორც ჩანს, მან გა­ა­ყალ­ბა ჩემი საქ­მე ალ-ქა­ი­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუ რა­ტომ დას­ჭირ­დათ ალ-ქა­ი­და­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია და ამის ახ­სნა შორს წაგ­ვიყ­ვანს.

არა­და, იმ­ხა­ნად ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი წევ­რი ნა­ტოს სამ­შვი­დო­ბო კონ­სორ­ცი­უ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი­სა, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­და. გა­ვა­კე­თე სპე­ცი­ა­ლუ­რი მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და დაზ­ვერ­ვის როლს ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის საქ­მე­ში, ვკი­თხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ე­ბის კურსს სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს აკა­დე­მი­ა­ში, რო­გორც ეუ­თოს ექ­სპერ­ტი. 2009 წლის ივ­ლის­ში გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­მე­კი­თხა მოხ­სე­ნე­ბა კი­ბერ­ტე­რო­რიზ­მზე, მაგ­რამ და­მა­პა­ტიმ­რეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მა­ი­სა­ია ომის პე­რი­ოდ­ში გენშტაბ­ში იჯდა და რუ­სებს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცემ­დაო. არა­და, სს საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მე და­მი­გეგ­მავს სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი და რუ­სე­თის ბა­ზე­ბიც ამი­ფეთ­ქე­ბია, გა­მიგ­ზავ­ნია დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­მაც დედა უტი­რეს რუ­სებს... ან პრე­ზი­დენ­ტი ტყუ­ის, ან ამ მა­სა­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, ოთარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე "ენ­ვე­რის" ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­საც კუ­რა­ტო­რობ­და. შსს-ს სა­ხე­ლით მან გა­ა­კე­თა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა "ენ­ვე­რის" ჯგუ­ფის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს ჩემს საქ­მე­შიც, "ენ­ვე­რის" საქ­მე­შიც და ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­შიც. დას­კვნე­ბი თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნეთ. რო­გორც ჩანს, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცია იყო ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იმი­სა, რაც ჩემს საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

- მი­ზა­ნი რა იყო?

- ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო სამ­ხედ­რო და სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა, ისი­ნი აღი­ა­რებ­დნენ ჩემს, ჩეჩ­ნე­ბის, დოკუ უმა­რო­ვის შე­მად­გენ­ლო­ბის ბრალს და იტყოდ­ნენ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია. ანუ ამ­ზა­დებ­დნენ მე­ო­რე სა­რე­ზერ­ვო - ალ-ქა­ი­დას ვა­რი­ანტს, რო­მე­ლიც ნა­ტო­ე­ლე­ბის­თვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მას უკვე 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებ­დნენ, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვიცი, ნატო ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და ჩემი სა­კი­თხით.

- ლა­ფან­ყუ­რი ახ­სე­ნეთ და, რო­გორც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, რას იტყვით ამ ბუ­რუ­სით მო­ცულ ოპე­რა­ცი­ა­ზე?

- მგო­ნია, რომ ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ი­სას ბაჩო ახა­ლა­ი­ას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი (ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით) აპი­რებ­დნენ ჩეჩ­ნუ­რი ჯგუ­ფის გა­დაგ­ზავ­ნას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, შემ­დეგ კი რუ­სე­ბი­სათ­ვის მათ გა­და­ცე­მას. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა მოხ­და, მაგ­რამ იქ ორ­მა­გი თა­მა­ში მი­დი­ო­და. ისი­ნი ამ­ზა­დებ­დნენ ამ ჯგუფს და ცდი­ლობ­დნენ გა­ეგ­ზავ­ნათ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ეტყო­ბა, ამ ჯგუფ­მა მარ­შრუ­ტი შეც­ვა­ლა, გა­მო­ვიდ­ნენ კონ­ტრო­ლი­დან და უარი თქვეს და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის აფეთ­ქე­ბა­ზე. მე გე­უბ­ნე­ბით ჩემს ვა­რა­უდს. ის მო­დე­ლი და სცე­ნა­რი, რაც ჩემს საქ­მე­ში ეწე­რა, ლა­ფან­ყურ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

- თქვენს საქ­მე­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" რომ არ მოხ­სნან, რას მო­ი­მოქ­მე­დებთ?

- მივ­მარ­თავ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სტრას­ბურს. გარ­და ამი­სა, და­ვი­წყებ მის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასე­თი რამ აკ­რძა­ლუ­ლია. 85-ე მუხ­ლის მე-3 ქვე­პუნ­ქტი პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი ღია და სა­ჯა­რო უნდა იყოს. ეს საქ­მე მარ­ტო და­ხუ­რუ­ლი კი არა, სა­ი­დუმ­ლო­ცაა, ანუ ესე­ნი ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ ოპე­რა­ტი­უ­ლი ტი­პის დო­კუ­მენ­ტებს. კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­შიც და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჯერ კი­დევ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემი საქ­მე გა­ა­ყალ­ბეს და ვიდ­რე ეს სტრუქ­ტუ­რე­ბი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის­გან არ გა­იწ­მინ­დე­ბა, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

ერნსტ კალ­ტენბ­რუ­ნე­რი (1903-1946 წ.წ.) - გერ­მა­ნი­ის (მე­სა­მე რა­ი­ხი) იმ­პე­რი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს (ეს-ეს) უფ­რო­სი და გერ­მა­ნი­ის შსს-ს სტატს-მდი­ვა­ნი (1943-1945 წ.წ.) ეს-ეს-ის ობერგრუ­პენ­ფი­უ­რე­რი. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ბო­ლოს კალ­ტენბ­რუ­ნე­რი ამე­რი­კე­ლებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს და ნი­ურნ­ბერ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალს გა­დას­ცეს, რო­მელ­მაც მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა - ჩა­მოხ­რჩო­ბა მი­უ­სა­ჯა. 1946 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­და.სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე კალ­ტენბ­რუ­ნე­რის ბოლო სი­ტყვე­ბი იყო: "Deutschland, Geück auf!" ("ბედ­ნი­ე­რი იყა­ვი, გერ­მა­ნი­ავ!")

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ მოითხოვდა ვახტანგ მაისაია გუანტანამოს ციხეში გადაყვანას

რატომ მოითხოვდა ვახტანგ მაისაია გუანტანამოს ციხეში გადაყვანას

ჯაშუშობაში ბრალდებულმა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ თავის სს საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნაზე პროკურატურისგან უარი მიიღო. "კონტრდაზვერვასა და პროკურატურაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემი საქმე გააყალბეს და სანამ ეს სტრუქტურები გამყალბებლებისგან არ გაიწმინდება, მანამდე არაფერი გამოვა", - ამბობს ვახტანგ მაისაია, რომელიც ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურში აპირებს.

- მომივიდა შეტყობინება, თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდაო. ჩემს საქმეს საიდუმლო გრიფი კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაადო, იქ კი ისევ ის ხალხია, ვინც ამ საქმის ფალსიფიცირება მოახდინა. საკუთარ კუდს ხომ არ მოიჭრიან?!

- როგორ ფიქრობთ, რა ინფორმაციის გამჟღავნების ეშინოდათ?

- სააკაშვილი უფრთხოდა სენსაციური ფაქტების გახმაურებას. მე გავეცანი ჩემს 5-ტომიან საქმეს, რომელშიც 10.000-მდე გვერდია. მესამე რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის, ობერგრუპენფიურერ კალტენბრუნერის საქმეშიც კი არ ყოფილა ამდენი ტომი ნიურნბერგის პროცესზე (კოალიციურმა პროკურატურამ მას 5.000 გვერდი წარუდგინა). როგორც ჩანს, მე უფრო მეტად ვფასობდი, ვიდრე კალტენბრუნერი. საქმის გაცნობისთვის 4 დღე მომცეს და ყველაფრის წაკითხვა ვერც მოვასწარი.

- მაინც რა წერია 10.000-გვერდიან საქმეში?

- 2008 წლის 24 დეკემბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსთხოვა ჩემთვის ფარული მიყურადების ნებართვა შემდეგი მოტივაციით - ვახტანგ მაისაია არის სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უფროსის მრჩეველი და რეზიდენტურის მეთაური და მას ოსური გვარის ოთხი თანამზრახველი ჰყავსო. ერთ-ერთი, რომლის გვარიც იქ იყო ნახსენები, ცხინვალის მოქალაქე თედეევია, რომელიც დაპატიმრების შემდეგ 2010 წლის იანვარში გავიცანი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და ომის პერიოდში ცხინვალიდან იყო გადმოსული ოჯახის მოსანახულებლად. იგი დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩაიყვანეს გორში და "კაპეზეში" აწამეს. შემდეგ გადასცეს კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც შეთხზა ვერსია, თითქოს თედეევმა რამდენიმე წლის წინ ვიღაც დააყაჩაღა. ამ მუხლით გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს. შემდეგ კი შეეცადნენ, ეს ადამიანი ჩემი საქმისთვის მიებათ. ბრალდების ვერსიით, 2008 წლის 24 დეკემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უფროსის, ვინმე იარავოის მრჩევლად ვითვლებოდი, მაშინ, როდესაც უფროსი იმხანად იყო ბორის ატოევი (ყაბარდო-ბალყარეთის ეფ-ეს-ბეს ყოფილი უფროსი, 2007 წელს გადმოიყვანეს ცხინვალში). ეს რომ შეიტყვეს, საქმეში იარავოის გვარი შეცვალეს ატოევით და დაწერეს, რომ მე მასთან მქონდა კავშირი. ეს ხდება ჩემი დაპატიმრების შემდეგ. საქმეში ისიც წერია, რომ მე და ჩემი მეგობარი ლევან გერაძე კოდორის ხეობაში ვასრულებდით სპეცდავალებას 2008 წლის აპრილში - თურმე ვაგროვებდით სპეციალურ ინფორმაციას კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ვანო მერაბიშვილის გადაადგილების თაობაზე და ამ ინფორმაციას ვაწვდიდით სლოვაკებსა და გერმანიის სამხედრო დაზვერვა "აბვერს" (მესამე რაიხის სამხედრო დაზვერვის სამსახური). არადა, 2008 წლის 28 აპრილიდან 2 მაისამდე მე და გერაძე, რომელიც იმხანად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ბაქოში ვიყავით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მანჯავიძე ხელმძღვანელობდა (დელეგაციის მთავარი ექსპერტი ვიყავი). ასე რომ, ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდით კოდორში. ესეც პირველი ფალსიფიკაცია.

- ვინ აწარმოებდა თქვენი საქმის ფალსიფიცირებას?

- კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონკრეტულად კი მისი იმჟამინდელი შეფი გიორგი მაზმიშვილი, მისი მოადგილე ოთარ ორჯონიკიძე და მათი ოპერატიული თანამშრომლები. ამ საქმეს ამირან მესხელი კურატორობდა, დამკვეთები კი მერაბიშვილი და სააკაშვილი იყვნენ. მასში ჩართული იყო გიგი უგულავაც. სწორედ მისი უშუალო ბრძანებით გაანადგურეს კომპიუტერში ჩემი ყველა მასალა - ანალიტიკური სტატიები, წიგნები... ყველაფერი წაშალეს. უგულავა, ფაქტობრივად, იმ რეჟიმის გებელსი იყო. მე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეხება საერთოდ არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2004 წლის მაისში კონფლიქტის ზონაში - ცხინვალში ჩავიყვანე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სამხედრო კონტინგენტის მოსანახულებლად. მას შემდეგ ცხინვალში აღარ ვყოფილვარ. კა-გე-ბეს უფროსის მრჩევლობა რომ არ დამიმტკიცდა, სასამართლოს წერილობით მიმართეს, მაისაიას ოსური მიმართულება არ დაუდასტურდა, მაგრამ იგი სლოვაკეთის ჯაშუშია და გთხოვთ, ფარული მოსმენის უფლება გაგვიგრძელოთო. ჩემი და პოლიტოლოგ დოდო (იოსებ) დოლეჟანის მიმოწერა ისე გადააკეთეს, თითქოს გვქონდა ოპერატიული მიმოწერა როგორც ოპერატორსა და აგენტს (აგენტი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი). დოლეჟანმა სპეცსამსახურები კი არა, პოლიციის შენობა სად იყო თავის ქვეყანაში, ის არ იცოდა. მიმოწერას რომ გავეცანი, გადავირიე, ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული, ყველაფერი მე მომაწერეს. ეგ კი არა, თურმე ომის პერიოდში "ალ-ქაიდასთანაც" მქონია კავშირი.

ერთ-ერთ მიმოწერაში თურმე მე, დოკუ უმაროვის სპეცსამსახურის წარმომადგენელი და სამხედრო დაზვერვის უფროსი გაბუნია 12 აგვისტოს ვგეგმავდით სპეცოპერაციას - მოვამზადეთ დივერსიული ჩეჩნური ჯგუფი, რომელიც ჩეჩნეთში გადავიდა, მაგრამ თურმე იტუმყალესთან (სოფელი საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან) გაანადგურეს. 2010 წლის 24 ივნისის სახელმწიფო დეპარტამენტის სხდომის მიხედვით, დოკუ უმაროვის ისლამისტური დაჯგუფება გამოცხადებულია ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად, ალ-ქაიდას ოფიციალურ სტრუქტურად. როდესაც ციხეში ამ დოკუმენტს გავეცანი, წერილი მივწერე ამერიკის ელჩ ბასს, ჰილარი კლინტონს, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, გუანტანამოს ციხეში რომ გადავეყვანეთ და იქ გაერკვიათ, მართლა მქონდა თუ არა კავშირი ალ-ქაიდასთან. ვითხოვდი ამ ინფორმაციის ამერიკელებისთვის მიწოდებას, მაგრამ ვერ მოხერხდა, ვინაიდან დოკუმენტები გაქრა.

საქმეში ფიგურირებს ოთარ ორჯონიკიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი გვარი ლორთქიფანიძესთან ერთად ლაფანყურის სპეცოპერაციისას ახსენეს. როგორც ჩანს, მან გააყალბა ჩემი საქმე ალ-ქაიდას მიმართულებით. თუ რატომ დასჭირდათ ალ-ქაიდაზე ყურადღების გამახვილება, ეს სხვა საკითხია და ამის ახსნა შორს წაგვიყვანს.

არადა, იმხანად ვიყავი აქტიური წევრი ნატოს სამშვიდობო კონსორციუმის სამუშაო ჯგუფისა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საქმეზე მუშაობდა. გავაკეთე სპეციალური მოხსენება, რომელიც ეხებოდა დაზვერვის როლს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, ვკითხულობდი ლექციების კურსს საქართველოს შსს-ს აკადემიაში, როგორც ეუთოს ექსპერტი. 2009 წლის ივლისში გერმანიაში უნდა წამეკითხა მოხსენება კიბერტერორიზმზე, მაგრამ დამაპატიმრეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მაისაია ომის პერიოდში გენშტაბში იჯდა და რუსებს ინფორმაციას გადასცემდაო. არადა, სს საქმის მასალების მიხედვით, მე დამიგეგმავს სპეცოპერაციები და რუსეთის ბაზებიც ამიფეთქებია, გამიგზავნია დივერსიული ჯგუფები, რომლებმაც დედა უტირეს რუსებს... ან პრეზიდენტი ტყუის, ან ამ მასალების ავტორები. სხვათა შორის, ოთარ ორჯონიკიძე "ენვერის" ოპერაციის დაგეგმვასაც კურატორობდა. შსს-ს სახელით მან გააკეთა პირველი ოფიციალური განცხადება "ენვერის" ჯგუფის დაკავების თაობაზე. ეს ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეშიც, "ენვერის" საქმეშიც და ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. როგორც ჩანს, ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ჩემს საქმეში ფიგურირებს.

- მიზანი რა იყო?

- ჩაფიქრებული იყო სამხედრო და საგარეო დაზვერვის თანამშრომლების დაკავება, ისინი აღიარებდნენ ჩემს, ჩეჩნების, დოკუ უმაროვის შემადგენლობის ბრალს და იტყოდნენ, რომ ორგანიზატორი იყო ვახტანგ მაისაია. ანუ ამზადებდნენ მეორე სარეზერვო - ალ-ქაიდას ვარიანტს, რომელიც ნატოელებისთვის იყო გათვალისწინებული და მას უკვე 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოააშკარავებდნენ, ვინაიდან, როგორც ვიცი, ნატო ძალიან დაინტერესდა ჩემი საკითხით.

- ლაფანყური ახსენეთ და, როგორც სამხედრო ექსპერტი, რას იტყვით ამ ბურუსით მოცულ ოპერაციაზე?

- მგონია, რომ ლაფანყურის ოპერაციისას ბაჩო ახალაიას სპეცსამსახურები (ოპერატიული სამსახურების მეშვეობით) აპირებდნენ ჩეჩნური ჯგუფის გადაგზავნას რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი რუსებისათვის მათ გადაცემას. ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ იქ ორმაგი თამაში მიდიოდა. ისინი ამზადებდნენ ამ ჯგუფს და ცდილობდნენ გაეგზავნათ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეტყობა, ამ ჯგუფმა მარშრუტი შეცვალა, გამოვიდნენ კონტროლიდან და უარი თქვეს დასახული ამოცანის შესრულებაზე, მაგალითად, რუსული სამხედრო ბაზების აფეთქებაზე. მე გეუბნებით ჩემს ვარაუდს. ის მოდელი და სცენარი, რაც ჩემს საქმეში ეწერა, ლაფანყურში ხორციელდებოდა.

- თქვენს საქმეზე გრიფი "საიდუმლო" რომ არ მოხსნან, რას მოიმოქმედებთ?

- მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სტრასბურს. გარდა ამისა, დავიწყებ მის გასაჯაროებას, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი რამ აკრძალულია. 85-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს სახელით გამოტანილი სასამართლო განაჩენი ღია და საჯარო უნდა იყოს. ეს საქმე მარტო დახურული კი არა, საიდუმლოცაა, ანუ ესენი ასაიდუმლოებენ ოპერატიული ტიპის დოკუმენტებს. კონტრდაზვერვაშიც და პროკურატურაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემი საქმე გააყალბეს და ვიდრე ეს სტრუქტურები გამყალბებლებისგან არ გაიწმინდება, არაფერი გამოვა.

ერნსტ კალტენბრუნერი (1903-1946 წ.წ.) - გერმანიის (მესამე რაიხი) იმპერიული უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ეს-ეს) უფროსი და გერმანიის შსს-ს სტატს-მდივანი (1943-1945 წ.წ.) ეს-ეს-ის ობერგრუპენფიურერი. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კალტენბრუნერი ამერიკელებმა დააპატიმრეს და ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს, რომელმაც მას სიკვდილით დასჯა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა. 1946 წლის 16 ოქტომბერს განაჩენი აღსრულდა.სიკვდილით დასჯამდე კალტენბრუნერის ბოლო სიტყვები იყო: "Deutschland, Geück auf!" ("ბედნიერი იყავი, გერმანიავ!")

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ