პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული
ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, არ იყო გათ­ვლი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში", სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­სა­მარ­თლო ერთ დროს პრაქ­ტი­კუ­ლად პარ­ტი­ის მიერ კონ­ტროლ­დე­ბო­და. რო­გორც იცით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წარ­მო­ად­გენ­და და ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ხში­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, არ იყო გათ­ვლი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთი პარ­ტი­ის სურ­ვილ­ზე იყო აგე­ბუ­ლი და მორ­გე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

აქვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს მხო­ლოდ წარ­სულ­ზე სა­სა­უბ­როდ არ არის მო­სუ­ლი.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული

ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული

კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ერთ დროს პრაქტიკულად პარტიის მიერ კონტროლდებოდა. როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობას ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა და ძალიან ბევრი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და, პრაქტიკულად, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული და მორგებული",-განაცხადა ივანიშვილმა.

აქვე საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს მხოლოდ წარსულზე სასაუბროდ არ არის მოსული.

დღევანდელ შეხვედრაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა