მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"
დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბის - სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით ქა­ცა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. მარ­თა­ლია, უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ ელ­ტონ ჯო­ნის მი­მართ პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო, წამ­ყვა­ნებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კა და­არ­ღვი­ეს, მაგ­რამ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი ეს არ უნდა გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც გა­ირ­კვა, ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის ზედ­მე­ტად აფი­ში­რე­ბა და გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და აწუ­ხებს...

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი:

- რთუ­ლია იმუ­შაო ისეთ პი­რო­ბებ­ში, როცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი ხარ... იმის ნაც­ვლად, რომ კომ­პა­ნი­ას ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ეც­ვა, სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა... არა­და, დი­ლის ეთერ­ში სი­ხა­რუ­ლით ვერ შევ­ხვდე­ბო­დი იმას, რომ ერ­თსქე­სი­ან­მა ოჯახ­მა კი­დევ ერთი ბავ­შვი იშ­ვი­ლა და რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა...

და­ვი­თი ქა­ცა­რა­ვა:

- გარ­კვე­უ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (მა­გა­ლი­თად, "იდენ­ტო­ბა") აქ­ტი­ვო­ბამ და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მე­ნე­ჯმენ­ტის პო­ზი­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ა­სივ­რცე­ში არა­ჯან­სა­ღი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. "იმე­დის" ტოპ­მე­ნე­ჯერ­მა, გია ბახ­ტა­ძემ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი ეთერ­ში არ­გაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ... ამას­თან, გა­ურ­კვე­ვე­ლია ჩვე­ნი შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის მო­თხოვ­ნი­სა, დღემ­დე არ არ­სე­ბობს შრო­მი­თი კონ­ტრაქ­ტი ჩვენ­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას შო­რის... ბო­დი­შის მოხ­და მოგვ­თხო­ვეს, რაც ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პირ­და­პი­რი და უხე­ში ზე­წო­ლაა. არ გა­მოგ­ვით­ქვამს მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი. ვფიქ­რობ, უხე­შად და­ირ­ღვა ჩვე­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როა, რომ "იმე­დი" მხარს უჭერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მკვეთ­რად მი­უ­ღე­ბელ აზ­რებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს... პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გვა­რი კო­მენ­ტა­რის გამო ჟურ­ნა­ლისტს სამ­სა­ხუ­რი­დან ითხო­ვენ და მინ­და, ეს ფაქ­ტი უკა­ნას­კნე­ლიც იყოს.

რას ფიქ­რო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

მაია, 29 წლის:

- თუკი ობო­ლი, უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი თუ არა­ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან გაზ­რდი­ლი ბავ­შვი შე­მებ­რა­ლე­ბა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მის მშობ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფას ვა­ყე­ნებ ან ვინ­მეს დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ვახ­დენ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს ორი "დე­დის" ან ორი "მა­მის" ხელ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვიც შე­ებ­რა­ლოს. შე­იძ­ლე­ბა, ობო­ლი არა­ნაკ­ლებ კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს, ვიდ­რე - სრულ­ფა­სო­ვან ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბავ­შვი მშობ­ლე­ბის და­ნაკ­ლისს გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც გა­ნიც­დის და იტან­ჯე­ბა - დე­დის სით­ბო და მა­მის ზრუნ­ვა ყვე­ლამ უნდა იგ­რძნოს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის გამო, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ მი­ზე­ზი იყო და არ­ხის ხელ­მძღვა-ნე­ლო­ბას მათი მო­ცი­ლე­ბა უნ­დო­და ან ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არას­წო­რად უმეც­რე­ბი­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო მო­იქ­ცნენ: იმის ნაც­ვლად, რომ სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ეც­ვათ და გვერ­დში დას­დგო­მოდ­ნენ, არ­ჩი­ეს, "რო­მის პაპ­ზე უფრო კა­თო­ლი­კე­ე­ბად" გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და სამ­სა­ხუ­რი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ახალ­მა "იმედ­მა" იმე­დი გაგ­ვიც­რუა...

თამო, 20 წლის:

- თით­ქოს ყვე­ლა ამ­ბობს, - მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი თა­ვის საქ­მე­ში მა­გა­რი იყოს და ლო­გინ­ში ვი­საც რა უნდა, ის ქნა­სო, - მაგ­რამ ფრე­დი მერ­კუ­რი­სა და ელ­ტონ ჯო­ნის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც მსმე­ნია, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ით თავს იმ­ცი­რე­ბენ... ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბაა, რომ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყ­ვნენ და თუნ­დაც შვი­ლი ჰყავ­დეთ. მცი­რე­დი შეც­დო­მის გამო ცოტა ხნის წინ პოს­ტი "ბი­ბი­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს. ჟურ­ნა­ლის­ტი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შეც­დო­მებს უშ­ვებს, მაგ­რამ ამით სხვის ღირ­სე­ბას არ უნდა ლა­ხავ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ...

- სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი?

- არა. წამ­ყვა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მი­ხა­რია. არ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ლო­მემ და და­თომ მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ.

და­ვი­თი, 25 წლის:

- გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში, მო­ზარ­დზე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. თუ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს "გა­ა­პი­ა­რე­ბენ", გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­ყვნი­ლე­ბის ეს ფორ­მა უფრო გავ­რცელ­დეს. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­სა და და­ვით ქა­ცა­რა­ვას შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის­თვის მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ და ამ მი­ზე­ზით სამ­სა­ხუ­რი­დან მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აბ­სურ­დია. დღეს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ძალ­ზე მომ­რავ­ლდნენ. თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რა­საც სას­ტი­კად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. მათ უფ­ლე­ბებს ზედ­მე­ტად რა­ტომ იცა­ვენ? ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი ჩვენს მენ­ტა­ლი­ტეტ­სა და ზნე­ო­ბა­ში არ "ჯდე­ბა"... ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თმა­ნე­თის­თვის გაჩ­ნდნენ. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­ყვნი­ლე­ბად მიგ­ვაჩ­ნია (და ასეც არის), ხოლო სხვა ქვეყ­ნებ­ში რაც უნ­დათ, ის ქნან - ყვე­ლამ ჩვენ-ჩვენს სამ­შობ­ლოს მივ­ხე­დოთ...

გოგა, 38 წლის:

- ელ­ტონ ჯო­ნის შვი­ლი საბ­რა­ლო თუნ­დაც იმი­ტომ არის, რომ მო­მა­ვალ­ში, შე­იძ­ლე­ბა, "ჰო­მო­ფო­ბებს" მის­თვის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ე­ცი­ნათ. ვი­თომ ე.წ. "ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი" გან­ცხა­დე­ბის გამო, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით ქა­ცა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა "თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი" მი­ზე­ზი მგო­ნია. ისე, და­ვით ქა­ცა­რა­ვამ რომ იცო­დეს, ინ­ტერ­ნე­ტფო­რუ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "ცის­ფე­რე­ბი" რო­გორ სა­სურ­ველ მა­მა­კა­ცად მი­იჩ­ნე­ვენ, ბევ­რად უფრო ჰო­მო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და და დაც­ვა­საც აიყ­ვან­და (იცი­ნის)... სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უფ­ლე­ბე­ბი მარ­თლა ირ­ღვე­ვა თუ არა, ეს სხვა სა­კი­თხია: ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს ოჯა­ხი ანუ ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და აღ­ზრდა აყა­ლი­ბებს. ზო­გა­დად, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გარ­ყვნი­ლე­ბაა, ოღონდ - უფრო სა­ზი­ზღა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით. ხში­რად ტე­ლე­ვი­ზი­ით, პრე­სი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ვრცელ­დე­ბა: თით­ქოს ეს ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი ან გე­ნე­ტი­კუ­რია და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს აბ­სურ­დია. თან, ავ­ტო­რე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მი­თი­თე­ბას სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნე­ვენ. მსგავს დას­კვნებ­სა და ნაშ­რო­მებ­ზე 2-3 კომ­პე­ტენ­ტუ­რი პრო­ფე­სო­რის დას­კვნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია... სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი ფსი­ქი­კუ­რი გა­დახ­რაა.

სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ეს გარ­ყვნი­ლი ფორ­მა შე­საძ­ლოა, ჩემ­თვის და სხვე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­ლავთ, მაგ­რამ სა­ნამ თა­ვად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის "ლო­გი­ნის" ფარ­გლებს არ გას­ცდე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბე­ბი ვერ და­ირ­ღვე­ვა. სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბას არა­ვინ ცდი­ლობს. სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ან­გა­რე­ბის გამო, ამას თვი­თონ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი აკე­თე­ბენ... მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, ქერა, დიდმკერ­დი­ა­ნი ქა­ლე­ბი მომ­წონს. ამის აფი­ში­რე­ბის­თვის ეკ­ლე­სი­ას­თან ან სკო­ლას­თან ახ­ლოს, ქუ­ჩა­ში აღ­ლუ­მი უნდა მო­ვა­წყო? ცხა­დია, ვინ­მე ჩემი ამ "უფ­ლე­ბის" სა­მარ­თლი­ა­ნად ხელ­ყო­ფას ეც­დე­ბა. ეს მხო­ლოდ იმით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ასე­თი ინ­ტი­მუ­რი თე­მე­ბის ასე სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა, მო­რა­ლის ყო­ველ­გვარ ფარ­გლებს სცილ­დე­ბა - უზ­ნე­ო­ბაა! თუ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ, ზო­ო­ფი­ლებ­მა, ნეკრო­ფი­ლებ­მა, ინ­ცეს­ტის ჩამ­დე­ნებ­მა და თუნ­დაც პე­დო­ფი­ლებ­მა რა და­ა­შა­ვეს?! ესეც ხომ "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" გა­დახ­რე­ბია? არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა ხომ მა­თაც აქვთ? ბა­რემ ონა­ნის­ტე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვან!.. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში არამ­წე­ვე­ლე­ბის და ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი უფრო ირ­ღვე­ვა, ვიდ­რე - ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის: სახ­ლის გა­რეთ, რეს­ტო­რან­სა თუ ტრან­სპორ­ტში ადა­მი­ანს სუფ­თა ჰა­ე­რით სუნ­თქვის და თა­ვი­სი დი­ე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს კი ხალ­ხის და­სა­ნა­ხა­ვად სქე­სობ­რი­ვი აქ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, არც მათი იდენ­ტო­ბა უნდა იქ­ნას წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

გი­ორ­გი ნუს­ხე­ლა­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი:

- სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, წამ­ყვა­ნებს ჰო­მო­ფო­ბი­ო­ბა­ში ბრალს რა­ტომ სდე­ბენ? მათი გან­ცხა­დე­ბა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი არ იყო, პი­რი­ქით - შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ხა­ტუ­ლი აზრი გახ­ლდათ. გარ­და ამი­სა, გა­უ­გე­ბა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ტონ ჯო­ნის უფ­ლე­ბა რო­გორ ირ­ღვე­ვა? მგო­ნი, ელ­ტონ­მაც კარ­გად იცის, რომ ყვე­ლას ვერც ეყ­ვა­რე­ბა და მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი თა­ვის ქვე­ყა­ნა­შიც იქ­ნე­ბა. ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ მა­ინც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ასაკს, გა­ნათ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. უბ­რა­ლოდ, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქცე­ვა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ალ­ბათ, ეს გა­მოთ­ქმა გა­გი­გო­ნი­ათ, - "შენი უფ­ლე­ბე­ბი მთავ­რდე­ბა იქ, სა­დაც იწყე­ბა სხვი­სი". თუ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის, რა­ღა­ცე­ბის და ვი­ღა­ცე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის აფი­ში­რე­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, მათ მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეც გა­მოვ­ხა­ტო?! განა ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან?! მგო­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ასე­თი ფაქ­ტე­ბი "აწყობთ", რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა არ და­კარ­გონ. მი­მაჩ­ნია, რომ დღეს მათი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა, მაგ­რამ ძა­ლი­ან - არა, რად­გან სა­კუ­თა­რი ორი­ენ­ტა­ცია ყვე­ლას გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი არ აქვს. თუკი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა: სა­კუ­თა­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ყვი­რი­ლი და აფი­ში­რე­ბის პრო­პა­გან­და შუა ქუ­ჩა­ში სა­ჭი­რო არ არის და ეს­თე­ტი­კუ­რი კუ­თხი­თაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. მგო­ნი, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, რომ 9 მთას იქით მყო­ფი ელ­ტონ ჯონი ქარ­თვე­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბის მთა­ვა­რი "უფ­რო­სი" არ იყოს.

გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლი, GLC გრუ­პის იუ­რი­დი­უ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით ქა­ცა­რა­ვას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი:

- სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, წამ­ყვა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რის შე­დე­გად არა­ვის უფ­ლე­ბა არ შე­ლა­ხუ­ლა. ამით მათ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მო­ხა­ტეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხი აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­ში­რი. არა­თუ ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა წყვი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე არ არის ჩვენ­თან ლა­პა­რა­კი, მით უფრო, ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ია ან­თა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, "ჟურ­ნა­ლის­ტთა ეთი­კის ქარ­ტი­ის" წევ­რი:

- არ­სე­ბობს კა­ნო­ნი სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს კა­ნო­ნი ლი­ბე­რა­ლუ­რია, ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს ეთი­კის ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლია და იგი­ვე ძალა აქვს, რო­გო­რიც კა­ნონს. კა­ნო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეთი­კა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­თან­ხმე­ბა ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან წი­ნას­წარ უნდა მოხ­დეს. "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ამ" დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მსგავ­სი თე­მე­ბის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბის გაზ­რდის საქ­მე­ში. ეს ინ­ცი­დენ­ტიც ამის და­დას­ტუ­რე­ბაა, რად­გან ადრე ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა არა­ვის მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. სხვა თე­მაა, როცა ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს აპა­ტი­ე­ბენ და მე­ო­რეს - არა. ეს ნიშ­ნავს, რომ ეთი­კის ნორ­მებს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე შერ­ჩე­ვით ავ­რცე­ლე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­წო­ლად მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, თუ სხვა ჟურ­ნა­ლისტს ამას მი­უ­ტე­ვე­ბენ და მივ­ხვდე­ბით, რომ სხვე­ბის გაშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან სხვა მი­ზე­ზით მოხ­და.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- თუ პი­როვ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ აზრს გა­მოთ­ქვამს და ის არ შე­ი­ცავს მო­წო­დე­ბას შუღ­ლის, აგ­რე­სი­ის ან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა­კენ, მხო­ლოდ აზ­რის გა­მოთ­ქმის გამო, რო­მე­ლიც მით უმე­ტეს, ბავ­შვის შე­ცო­დე­ბას ეხე­ბა, არ უნდა მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დევ­ნა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი ბავ­შვი ცოდ­ვაა. ბავ­შვი, რო­მელ­საც ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც აკ­ლია, უკვე საბ­რა­ლოა და ამ დის­ბა­ლან­სის კომ­პენ­სი­რე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვერ ახერ­ხებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შვე­ბი, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მათი რე­აქ­ცია იმ თა­ნა­ტო­ლის მი­მართ, რო­მელ­საც ორი მამა ჰყავს. ის მუდ­მი­ვად მძი­მე დარ­ტყმის ქვეშ იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის წყა­როა. ხსე­ნე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა, ვფიქ­რობ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რად­გან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი არ ჩანს - არა მგო­ნია, არც წამ­ყვა­ნე­ბის კო­მენ­ტარს და არც მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბავს ელ­ტონ ჯო­ნის ყუ­რამ­დე მი­ეღ­წია. რა­ი­მეს მო­წო­ნე­ბა-არ­მო­წო­ნე­ბის გამო არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი მოგ­წონ­დეს? მე, მა­გა­ლი­თად, არ მომ­წონს, რა­საც ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ. თუკი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს აქვთ უფ­ლე­ბა, იცხოვ­რონ ისე, რო­გორც მათ სურთ და გა­მოთ­ქვან სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, რა­ტომ არ აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა სხვა პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს?! გა­მო­დის, დის­კრი­მი­ნა­ცია ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მარ­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი და არა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დევ­ნა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ გა­მოვ­ლინ­და...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"

დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანების - სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. მართალია, უმრავლესობა ამბობს, რომ ელტონ ჯონის მიმართ პირადი მოსაზრების დაფიქსირების გამო, წამყვანებმა ჟურნალისტური ეთიკა დაარღვიეს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სამსახურიდან მათი გათავისუფლების მიზეზი ეს არ უნდა გამხდარიყო. როგორც გაირკვა, ხალხს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის ზედმეტად აფიშირება და გარყვნილების პროპაგანდა აწუხებს...

სალომე გოგიაშვილი:

- რთულია იმუშაო ისეთ პირობებში, როცა ტელეკომპანიის მხრიდან სრულიად დაუცველი ხარ... იმის ნაცვლად, რომ კომპანიას ჩვენი უფლებები დაეცვა, სამსახურიდან გაგვათავისუფლა... არადა, დილის ეთერში სიხარულით ვერ შევხვდებოდი იმას, რომ ერთსქესიანმა ოჯახმა კიდევ ერთი ბავშვი იშვილა და რომ შესანიშნავია ერთსქესიანი ქორწინება...

დავითი ქაცარავა:

- გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების (მაგალითად, "იდენტობა") აქტივობამ და ტელეკომპანია "იმედის" მენეჯმენტის პოზიციამ საზოგადოებასა და მედიასივრცეში არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია. "იმედის" ტოპმენეჯერმა, გია ბახტაძემ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ეთერში არგაშვების შესახებ... ამასთან, გაურკვეველია ჩვენი შრომითი ურთიერთობაც ტელეკომპანიასთან. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, დღემდე არ არსებობს შრომითი კონტრაქტი ჩვენსა და ტელეკომპანიას შორის... ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა. არ გამოგვითქვამს მოქმედ კანონმდებლობის და საზოგადოებაში არსებული მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო აზრი. ვფიქრობ, უხეშად დაირღვა ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების უფლებები. სამწუხაროა, რომ "იმედი" მხარს უჭერს საზოგადოებისთვის მკვეთრად მიუღებელ აზრებსა და შეხედულებებს... პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ამგვარი კომენტარის გამო ჟურნალისტს სამსახურიდან ითხოვენ და მინდა, ეს ფაქტი უკანასკნელიც იყოს.

რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები

მაია, 29 წლის:

- თუკი ობოლი, უნარშეზღუდული თუ არაბიოლოგიურ მშობლებთან გაზრდილი ბავშვი შემებრალება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მშობლებს შეურაცხყოფას ვაყენებ ან ვინმეს დისკრიმინაციას ვახდენ. ბუნებრივია, რომ ნორმალურ ადამიანს ორი "დედის" ან ორი "მამის" ხელში გაზრდილი ბავშვიც შეებრალოს. შეიძლება, ობოლი არანაკლებ კარგი ადამიანი გაიზარდოს, ვიდრე - სრულფასოვან ოჯახში დაბადებული, მაგრამ ბავშვი მშობლების დანაკლისს გულის სიღრმეში მაინც განიცდის და იტანჯება - დედის სითბო და მამის ზრუნვა ყველამ უნდა იგრძნოს. შესაბამისად, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლება სავარაუდოდ, მხოლოდ მიზეზი იყო და არხის ხელმძღვა-ნელობას მათი მოცილება უნდოდა ან ხელმძღვანელები არასწორად უმეცრებისა და არაპროფესიონალიზმის გამო მოიქცნენ: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თანამშრომლები დაეცვათ და გვერდში დასდგომოდნენ, არჩიეს, "რომის პაპზე უფრო კათოლიკეებად" გამოჩენილიყვნენ და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, თანამშრომლები დაადანაშაულეს და სამსახური დაატოვებინეს. ახალმა "იმედმა" იმედი გაგვიცრუა...

თამო, 20 წლის:

- თითქოს ყველა ამბობს, - მთავარია, ადამიანი თავის საქმეში მაგარი იყოს და ლოგინში ვისაც რა უნდა, ის ქნასო, - მაგრამ ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ისეთი ადამიანებისგანაც მსმენია, რომლებიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დისკრიმინაციით თავს იმცირებენ... ბოლოს და ბოლოს, ადამიანების უფლებაა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყვნენ და თუნდაც შვილი ჰყავდეთ. მცირედი შეცდომის გამო ცოტა ხნის წინ პოსტი "ბიბისის" თანამშრომლებმაც დატოვეს. ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანია და რასაკვირველია, შეცდომებს უშვებს, მაგრამ ამით სხვის ღირსებას არ უნდა ლახავდეს. საქართველოში, ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ასეთი გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ...

- სასიამოვნოდ გაოცებული?

- არა. წამყვანების გათავისუფლება არ მიხარია. არ მიმაჩნია, რომ სალომემ და დათომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლებას იმსახურებდნენ.

დავითი, 25 წლის:

- გარდატეხის პერიოდში, მოზარდზე კონკრეტული ფაქტები დიდ გავლენას ახდენს. თუ ჰომოსექსუალიზმს "გააპიარებენ", გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოებაში გარყვნილების ეს ფორმა უფრო გავრცელდეს. მიმაჩნია, რომ სალომე გოგიაშვილსა და დავით ქაცარავას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ და ამ მიზეზით სამსახურიდან მათი გათავისუფლება აბსურდია. დღეს ჰომოსექსუალები ძალზე მომრავლდნენ. თავის დამკვიდრებას ცდილობენ, რასაც სასტიკად ვეწინააღმდეგები. მათ უფლებებს ზედმეტად რატომ იცავენ? ჰომოსექსუალიზმი ჩვენს მენტალიტეტსა და ზნეობაში არ "ჯდება"... ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის გაჩნდნენ. ჰომოსექსუალიზმი საქართველოში გარყვნილებად მიგვაჩნია (და ასეც არის), ხოლო სხვა ქვეყნებში რაც უნდათ, ის ქნან - ყველამ ჩვენ-ჩვენს სამშობლოს მივხედოთ...

გოგა, 38 წლის:

- ელტონ ჯონის შვილი საბრალო თუნდაც იმიტომ არის, რომ მომავალში, შეიძლება, "ჰომოფობებს" მისთვის ოჯახური მდგომარეობის გამო დაეცინათ. ვითომ ე.წ. "ჰომოფობიური" განცხადების გამო, სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლება "თითიდან გამოწოვილი" მიზეზი მგონია. ისე, დავით ქაცარავამ რომ იცოდეს, ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში "ცისფერები" როგორ სასურველ მამაკაცად მიიჩნევენ, ბევრად უფრო ჰომოფობიურ განცხადებას გააკეთებდა და დაცვასაც აიყვანდა (იცინის)... საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებები მართლა ირღვევა თუ არა, ეს სხვა საკითხია: ჰომოსექსუალიზმს ოჯახი ანუ ოჯახური გარემო, საზოგადოება და აღზრდა აყალიბებს. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი გარყვნილებაა, ოღონდ - უფრო საზიზღარი გამოვლინებებით. ხშირად ტელევიზიით, პრესითა და ინტერნეტით ჰომოსექსუალიზმზე მცდარი წარმოდგენები ვრცელდება: თითქოს ეს ჰორმონული დარღვევებითაა გამოწვეული ან გენეტიკურია და ჰომოსექსუალები ფიზიოლოგიურად სხვაგვარად განვითარებულები არიან. ეს აბსურდია. თან, ავტორები ინფორმაციის წყაროს მითითებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. მსგავს დასკვნებსა და ნაშრომებზე 2-3 კომპეტენტური პროფესორის დასკვნა აუცილებელია... სინამდვილეში, ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური გადახრაა.

სქესობრივი ურთიერთობის ეს გარყვნილი ფორმა შესაძლოა, ჩემთვის და სხვებისთვის მიუღებელი გახლავთ, მაგრამ სანამ თავად ჰომოსექსუალების "ლოგინის" ფარგლებს არ გასცდება, სექსუალური უმცირესობის უფლებები ვერ დაირღვევა. სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების განსხვავებას არავინ ცდილობს. სხვადასხვაგვარი ანგარების გამო, ამას თვითონ ჰომოსექსუალები აკეთებენ... მაგალითად, პირადად მე, ქერა, დიდმკერდიანი ქალები მომწონს. ამის აფიშირებისთვის ეკლესიასთან ან სკოლასთან ახლოს, ქუჩაში აღლუმი უნდა მოვაწყო? ცხადია, ვინმე ჩემი ამ "უფლების" სამართლიანად ხელყოფას ეცდება. ეს მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ ასეთი ინტიმური თემების ასე საჯაროდ განხილვა, მორალის ყოველგვარ ფარგლებს სცილდება - უზნეობაა! თუ ჰომოსექსუალებს ქუჩაში აქციების მოწყობის უფლება აქვთ, ზოოფილებმა, ნეკროფილებმა, ინცესტის ჩამდენებმა და თუნდაც პედოფილებმა რა დააშავეს?! ესეც ხომ "ჩვეულებრივი" გადახრებია? არჩევანის უფლება ხომ მათაც აქვთ? ბარემ ონანისტებიც გამოვიდნენ და თავიანთი უფლებები დაიცვან!.. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც და ზოგადად, მსოფლიოში არამწეველების და ვეგეტარიანელების უფლებები უფრო ირღვევა, ვიდრე - ჰომოსექსუალების: სახლის გარეთ, რესტორანსა თუ ტრანსპორტში ადამიანს სუფთა ჰაერით სუნთქვის და თავისი დიეტით გათვალისწინებული საკვების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ, ჰომოსექსუალებს კი ხალხის დასანახავად სქესობრივი აქტების ჩატარება არ სჭირდებათ. შესაბამისად, არც მათი იდენტობა უნდა იქნას წარმოჩენილი.

გიორგი ნუსხელაძე, სოციოლოგი:

- სრულიად გაუგებარია, წამყვანებს ჰომოფობიობაში ბრალს რატომ სდებენ? მათი განცხადება ჰომოფობიური არ იყო, პირიქით - შეიძლება, ბავშვის უფლებების დასაცავად გამოხატული აზრი გახლდათ. გარდა ამისა, გაუგებარია, საქართველოში ელტონ ჯონის უფლება როგორ ირღვევა? მგონი, ელტონმაც კარგად იცის, რომ ყველას ვერც ეყვარება და მსგავსი შეფასებები თავის ქვეყანაშიც იქნება. ხალხის დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ მაინც არასახარბიელოა. ასაკს, განათლებას, განვითარებას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, ბევრი მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ქცევა გამაღიზიანებელია. ალბათ, ეს გამოთქმა გაგიგონიათ, - "შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი". თუ ჰომოსექსუალებს აზრის გამოხატვის, რაღაცების და ვიღაცების მიმართ დამოკიდებულების აფიშირების სრული უფლება აქვთ, რატომ არ შეიძლება, მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეც გამოვხატო?! განა ისინი ადამიანები არ არიან?! მგონი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უბრალოდ, ხანდახან ასეთი ფაქტები "აწყობთ", რომ საზოგადოებაში პოპულარობა არ დაკარგონ. მიმაჩნია, რომ დღეს მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ ძალიან - არა, რადგან საკუთარი ორიენტაცია ყველას გამომჟღავნებული არ აქვს. თუკი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობა ხორციელდება, ამის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება: საკუთარი ორიენტაციის შესახებ ყვირილი და აფიშირების პროპაგანდა შუა ქუჩაში საჭირო არ არის და ესთეტიკური კუთხითაც გაუმართლებელია. მგონი, ლოგიკური იქნება, რომ 9 მთას იქით მყოფი ელტონ ჯონი ქართველების სამსახურიდან გაშვების მთავარი "უფროსი" არ იყოს.

გიორგი ქველიაშვილი, GLC გრუპის იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი, სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას ინტერესების დამცველი:

- სამართლებრივი თვალსაზრისით, წამყვანების კომენტარის შედეგად არავის უფლება არ შელახულა. ამით მათ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატეს. საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი აღიარებულია, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. არათუ ჰომოსექსუალთა წყვილის რეგისტრაციაზე არ არის ჩვენთან ლაპარაკი, მით უფრო, ბავშვის შვილად აყვანა წარმოუდგენელია.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის" წევრი:

- არსებობს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ეს კანონი ლიბერალურია, ბევრის უფლებას აძლევს ჟურნალისტებსა და ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ პარალელურად, არსებობს ეთიკის ნორმები, რომლებიც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია და იგივე ძალა აქვს, როგორიც კანონს. კანონისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ეთიკა ნებაყოფლობითია. ყველა ორგანიზაციაში შეთანხმება ეთიკური ნორმების შესახებ საკუთარ თანამშრომლებთან წინასწარ უნდა მოხდეს. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" დიდი წვლილი შეიტანა მსგავსი თემების მიმართ მგრძნობელობის გაზრდის საქმეში. ეს ინციდენტიც ამის დადასტურებაა, რადგან ადრე ამისთვის შეიძლება არავის მიექცია ყურადღება. სხვა თემაა, როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს აპატიებენ და მეორეს - არა. ეს ნიშნავს, რომ ეთიკის ნორმებს თანამშრომლებზე შერჩევით ავრცელებენ. ჟურნალისტის საქმიანობაზე ზეწოლად მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სხვა ჟურნალისტს ამას მიუტევებენ და მივხვდებით, რომ სხვების გაშვება სამსახურიდან სხვა მიზეზით მოხდა.

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი:

- თუ პიროვნება მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამს და ის არ შეიცავს მოწოდებას შუღლის, აგრესიის ან დანაშაულის ჩადენისაკენ, მხოლოდ აზრის გამოთქმის გამო, რომელიც მით უმეტეს, ბავშვის შეცოდებას ეხება, არ უნდა მოხდეს ადამიანის ადმინისტრაციული დევნა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ბავშვი ცოდვაა. ბავშვი, რომელსაც ერთი მშობელი მაინც აკლია, უკვე საბრალოა და ამ დისბალანსის კომპენსირებას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, ბავშვები, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები არიან. წარმოიდგინეთ მათი რეაქცია იმ თანატოლის მიმართ, რომელსაც ორი მამა ჰყავს. ის მუდმივად მძიმე დარტყმის ქვეშ იქნება, რომელიც ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა. ხსენებულ კომენტარებზე ადმინისტრაციული რეაგირება, ვფიქრობ, არაადეკვატურია, რადგან დაინტერესებული პირი არ ჩანს - არა მგონია, არც წამყვანების კომენტარს და არც მათი გათავისუფლების ამბავს ელტონ ჯონის ყურამდე მიეღწია. რაიმეს მოწონება-არმოწონების გამო არ შეიძლება ვინმე სამსახურიდან გაათავისუფლონ. აუცილებელია, ჰომოსექსუალი მოგწონდეს? მე, მაგალითად, არ მომწონს, რასაც ხმამაღლა ვაცხადებ. თუკი ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ და გამოთქვან საკუთარი პოზიცია, რატომ არ აქვს გამოხატვის უფლება სხვა პოზიციის მქონე ადამიანს?! გამოდის, დისკრიმინაცია ჰეტეროსექსუალების მიმართაა გამოხატული და არა ჰომოსექსუალების. ადმინისტრაციული დევნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ჰეტეროსექსუალების მიმართ გამოვლინდა...

ეთო ყორღანაშვილი

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები