მათთვის, ვისაც წიგნების კითხვა უყვარს, ახალი თაობის სანათი Lumio შეიქმნა. სანათს წიგნის ფორმა აქვს. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ირთვება, თუ მას წიგნივით გადაშლით. გამორთვა ავტომატურად, მისი დაკეცვითაა შესაძლებელი.
"წიგნისებრი" სანათი ძალიან მოსახერხებელია. ის შესაძლოა, მაგიდაზე ისე დადოთ, რომ შუქი პირდაპირ თქვენსკენ მოდიოდეს. სანათს "ყდაზე" მაგნიტები აქვს დამაგრებული, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ის თქვენთვის სასურველ ნივთზე მიაკრათ.
უნიკალური სანათი არქიტექტორმა-დიზაინერმა, მაქს გუნავანმა შექმნა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.
იხილეთ ვიდეო