სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალ ჯაზირა" - "ათასობით პენჯაბელმა ფერმერმა შორეულ საქართველოში მიწები იაფად შეიძინა"
"ალ ჯაზირა" - "ათასობით პენჯაბელმა ფერმერმა შორეულ საქართველოში მიწები იაფად შეიძინა"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ ჯა­ზი­რას" ვებგ­ვერ­დი აქ­ვეყ­ნებს ფე­ლიქს გა­დტ­კე­სა და გე­ი­ეტ­რი პა­რე­მე­სუ­ო­რე­ნის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­თა­უ­რით - "ქარ­თუ­ლი ფერ­მე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბის შეჭ­რას აწყდე­ბი­ან".

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, ათა­სო­ბით პენ­ჯა­ბელ­მა ფერ­მერ­მა შო­რე­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წე­ბი ია­ფად შე­ი­ძი­ნა, რი­თაც ზო­გირ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ლა­რი­სა მა­ი­სუ­რა­ძე გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სი­დან 25 კმ-ში, მის მი­ძი­ნე­ბულ სო­ფელ­თან ახ­ლოს, უცხო­ე­ლე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი მო­ზღვა­ვე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც ტრაქ­ტო­რე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"არ ვი­ცო­დი, რა ხდე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ტრაქ­ტო­რებს ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რე­ბი მარ­თავ­დნენ", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ლა­რი­სა მა­ი­სუ­რა­ძის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც მათ­თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა - უჩ­ვე­უ­ლო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ის იყო, რომ მას ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ედ­გი­ნა, თუ ამ­დე­ნი უცხო­ე­ლი მე­ზო­ბე­ლი ეყო­ლე­ბო­და ესო­დენ შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან.

"ინ­დო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ი­სუ­რა­ძემ თა­ვის სო­ფელ­ში ნახა, ბოლო თვე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი იმ უამ­რა­ვი ინ­დო­ე­ლის პირ­ვე­ლი ნა­კა­დია, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ის ამ რე­გი­ონ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებს იძე­ნენ", - ნათ­ქვა­მია "ალ ჯა­ზი­რას" ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ეძებს გზებს, გა­აძ­ლი­ე­როს შიდა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბა, რათა და­ეხ­მა­როს ქვე­ყა­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტის მო­პო­ვე­ბა­ში. ქარ­თუ­ლი ფერ­მე­ბის მცი­რე მი­წე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის.

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლით 8,3%-მდე და­ე­ცა, მა­შინ, როცა 2006 წელს 12,8% იყო. სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­ფარ­თოა იმიგ­რა­ცია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნოუ-ჰა­უ­თი და უცხო­ე­ლე­ბის­თვის სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის მი­ყიდ­ვით, რამ­დე­ნაც ქვეყ­ნის უხვი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პო­ტენ­ცი­ა­ლი სწო­რად არ იყო ათ­ვი­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის მიერ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ალ ჯა­ზი­რას" ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

თუმ­ცა, - რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, - ბევ­რი ქარ­თვე­ლი უცხო­ე­ლი ფერ­მე­რე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას "შე­მოჭ­რად" მი­იჩ­ნევს. მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რის იმიგ­რი­რე­ბა მოხ­და, ძი­რი­თა­დად პენ­ჯა­ბის ჩრდი­ლო­ეთ შტა­ტი­დან.

რო­გორც "ალ ჯა­ზი­რას­თან" სა­უბ­რი­სას, მა­ი­სუ­რა­ძე აცხა­დებს, რთუ­ლი იყო ახალ­ჩა­მო­სუ­ლებ­თან ურ­თი­ე­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, თუმ­ცა დიდი დრო არ დას­ჭირ­ვე­ბია იმის მი­სახ­ვედ­რად, რომ ისი­ნი "სა­სი­ა­მოვ­ნო ხალ­ხი" იყ­ვნენ.

"მინ­დვ­რებ­ში სას­მე­ლი წყა­ლი არ არის, ამი­ტომ ისი­ნი ყო­ველ­თვის აქ მო­დი­ან წყლის და­სა­ლე­ვად. წყალს ვას­მევთ, ისი­ნი კი თა­ვი­ანთ ბოს­ტან­ში მოყ­ვა­ნილ პო­მი­დორს ან კარ­ტო­ფილს მაძ­ლე­ვენ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ხალ­ხია, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მშვი­დი", - აცხა­დებს მა­ი­სუ­რა­ძე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, რა­მან­დეპ სინ­გჰ პა­ლა­ნი, პენ­ჯა­ბე­ლი სინ­გჰი ფერ­მე­რი, მა­ი­სუ­რა­ძის სახ­ლის უკან გა­და­ჭი­მუ­ლი 30 ჰექ­ტა­რი მი­წის მფლო­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც პა­ლან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიწა შე­ი­ძი­ნა, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა - სა­ქარ­თვე­ლო­ში მიწა ძა­ლი­ან იაფი ღირს.

"ერთი ჰექ­ტა­რის შე­ძე­ნა 1 000-1 500 აშშ დო­ლა­რად შე­მიძ­ლია. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, პენ­ჯაბ­ში ასე ია­ფად რა­ი­მეს შოვ­ნა. ფა­სებს ვერც კი შე­ა­და­რებთ. პენ­ჯაბ­ში ჩემი მი­წის ერთი ჰექ­ტა­რი გავ­ყი­დე და იმ ფუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 ჰექ­ტა­რი მი­წის ყიდ­ვა შე­მიძ­ლია", - ამ­ბობს პა­ლა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ყიდ მი­წა­ზე ხორ­ბა­ლი, კარ­ტო­ფი­ლი, ნი­ო­რი, ხახ­ვი და სხვა ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავს.

"დი­დე­ბუ­ლია აქა­უ­რი ნი­ა­და­გი. ძა­ლი­ან კარ­გია იმ მო­სავ­ლის­თვის, რომ­ლის მოყ­ვა­ნაც აქ გვინ­და. აქა­უ­რი ნი­ა­და­გი დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ნი­ა­და­გის­გან, - ამ­ბობს 42 წლის პა­ლა­ნი და ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვი ტო­ნით ამა­ტებს, - ნამ­დვი­ლი პენ­ჯა­ბე­ლი ვარ. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი და­გე­ში­ლია უფრო და უფრო მეტი მი­წის შე­ძე­ნა­ზე. არ­ცერ­თი პენ­ჯა­ბე­ლი არ არის კმა­ყო­ფი­ლი კუთ­ვნი­ლი მი­წით".

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რი ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის­თვის მიჩ­ვე­ვას ცდი­ლობს, მა­ინც აწყდე­ბა სირ­თუ­ლე­ებს. ენა და კულ­ტუ­რა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", კერ­ძე­ბი კი "მწა­რე არ არის".

"ალ ჯა­ზი­რას" ვებგ­ვერ­დზე გა­მო­იქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პა­ლან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­ი­მიგ­რა­ციო სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით შე­ი­ტყო. კომ­პა­ნია Crown Immigration-ის სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რებს თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნა­ში, მდე­ბა­რე "თბი­ლი­სი მოლ­შიც" წა­ა­წყდე­ბით.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის და­რა­მიტ სინ­გჰ სა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2 ათა­სი ფერ­მე­რი ჩა­მო­ვი­და.

"აქ ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლეა და, ინ­დო­ე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­რუფ­ცია არ ყვა­ვის. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, უფრო მეტი ინ­დო­ე­ლი ჩა­მო­ვა", - აცხა­დებს სა­ი­ნი.

"ალ ჰა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტთა ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტო პენ­ჯაბ­ში ასე­ვე გეგ­მავს ქარ­თულ-რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის გახ­სნას, რათა პან­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბი თა­ვი­ანთ ახალ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ამ­ზა­დონ.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით ყვე­ლა არ არის კმა­ყო­ფი­ლი. "მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მი­წე­ბის მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას უწყობს ხელს, ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს არ ეხ­მა­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია ფე­ლიქს გა­დტ­კე­სა და გე­ი­ეტ­რი პა­რე­მე­სუ­ო­რე­ნის სტა­ტი­ა­ში.

"წარ­სულ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის. მათ­თვის ეს არ იყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო. ამან ფერ­მე­რე­ბის გა­კოტ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც მათ უცხო­ე­ლე­ბის­თვის მცი­რე თან­ხად მი­წის გა­ყიდ­ვის გარ­და, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ და­უ­ტო­ვა", - აცხა­დებს რაულ ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა კავ­ში­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, 71 წლის ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე აღი­ა­რებს ად­გი­ლობ­რი­ვი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ მთავ­რო­ბამ ფო­კუ­სი­რე­ბა უცხო­ე­ლე­ბის ნაც­ვლად, ქარ­თვე­ლებ­ზე უნდა მო­ახ­დი­ნოს.

"ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და ნოუ-ჰაუს ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან. ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია სამ­შე­ნებ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის რე­სურ­სე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი მა­შინ, როცა ინ­დო­ე­ლე­ბი ფე­რე­მე­ბი ჩა­მო­დი­ან და მათ მი­წებს ია­ფ­ფა­სებ­ში იტა­ცე­ბენ", - აცხა­დებს ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე დას­ძენს, რომ მას არ გა­აჩ­ნია ზუს­ტი ციფ­რი, რამ­დენ ინ­დო­ელს აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ძე­ნი­ლი მიწა, თუმ­ცა ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­თხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ქმე­დე­ბებს, შე­ა­ჩე­როს უცხო­ე­ლე­ბის მხრი­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის შე­ძე­ნა.

"ჩვენ უნდა შე­ვა­ჩე­როთ ინ­დო­ე­თი­დან მი­წის მყიდ­ველ­თა შე­მოჭ­რა. მე ამას შე­მოჭ­რას ვუ­წო­დებ, რად­გან ისი­ნი მა­სობ­რი­ვი­დან ჩა­მო­დი­ან", - აცხა­დებს ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი "ალ-ჯა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრ და­ვით კირ­ვა­ლი­ძეს­თვის დას­მულ კი­თხვა­ზე, ახ­დენ­და თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას, კირ­ვა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი წინა მთავ­რო­ბის­თვის არ იყ­ვნენ პრი­ო­რი­ტე­ტულ­ნი. თუმ­ცა, რო­გორც მი­ნის­ტრი აცხა­დებს, 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი მთავ­რო­ბა ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორს.

"ჩვენ ვცდი­ლობთ, ქარ­თვე­ლი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ბიზ­ნესს და­ვუბ­რუ­ნოთ. ამის­თვის უდი­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ვახ­დენთ და შე­დე­გებს მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში იხი­ლავთ. ამი­ტომ გთხოვთ, 7-8 თვის შემ­დეგ დაბ­რუნ­დეთ", - გა­ნუ­ცხა­და კირ­ვა­ლი­ძემ "ალ ჯა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტებს.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია - რო­გორც მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ, წინა ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა 60%-ით გა­ზარ­და. იან­ვარ­ში კი შე­იქ­მნა 600 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ან კრე­დი­ტებს გას­ცემს ფერ­მე­რე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის 80%-ის იმ­პორ­ტს ახ­დენს, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე. "ეს ნამ­დვი­ლი აბ­სურ­დია. ქარ­თველ ფერ­მე­რებს ძა­ლი­ან კარ­გი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი აქვთ: ნი­ა­და­გი, წყა­ლი და კლი­მა­ტი", - აცხა­დებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ამის თა­ო­ბა­ზე.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, რომ კირ­ვა­ლი­ძე ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა გვერდს არ უვ­ლის უცხო­ე­ლებ­ზე სა­უ­ბარს. "ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ვეს­ტი­ცი­ას - უცხო­ურს, ად­გი­ლობ­რივ­სა თუ ში­ნა­ურს. მი­ველ­სა­მე­ბით თი­თო­ე­ულ ინ­ვეს­ტორს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას აპი­რებს", - აცხა­დებს კირ­ვა­ლი­ძე.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რან­ჯუ სინ­გჰ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 150 ჰექ­ტარ მი­წას ფლობს, ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა პენ­ჯა­ბე­ლი იმიგ­რან­ტე­ბის მო­ზღვა­ვე­ბით.

"ახალ­ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის ია­ფ­ფა­სი­ან სას­ტუმ­რო­სა და სა­სა­დი­ლოს ვა­მუ­შა­ვებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლე­ბი აქ მოს­ვლას შეძ­ლე­ბენ, რათა თავი ისე იგ­რძნონ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. აქ ისი­ნი პენ­ჯა­ბის დი­ა­ლექ­ტზე სა­უ­ბარს, პენ­ჯა­ბუ­რი კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვა­სა და თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სხვა პენ­ჯა­ბე­ლე­ბის გაც­ნო­ბას შეძ­ლე­ბენ", - ამ­ბობს სინ­გჰი. თუმ­ცა, სინ­გჰი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ისე ვერ გრძნობს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში, - წე­რენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი.

"ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ხალ­ხია. მაგ­რამ ჩვენ გან­ვსხვავ­დე­ბით მათ­გან. მათ სხვა კულ­ტუ­რა და რე­ლი­გია აქვთ. თუმ­ცა, აქ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ინ­დო­ე­ლი სინ­გჰის სი­ტყვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია aljazeera.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ალ ჯაზირა" - "ათასობით პენჯაბელმა ფერმერმა შორეულ საქართველოში მიწები იაფად შეიძინა"

"ალ ჯაზირა" - "ათასობით პენჯაბელმა ფერმერმა შორეულ საქართველოში მიწები იაფად შეიძინა"

ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ვებგვერდი აქვეყნებს ფელიქს გადტკესა და გეიეტრი პარემესუორენის სტატიას საქართველოზე, სათაურით - "ქართული ფერმები ინდოელების შეჭრას აწყდებიან".

როგორც სტატიის ავტორები წერენ, ათასობით პენჯაბელმა ფერმერმა შორეულ საქართველოში მიწები იაფად შეიძინა, რითაც ზოგირთი ადგილობრივის გაღიზიანება გამოიწვია.

"ლარისა მაისურაძე გაოცებული იყო, როცა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 25 კმ-ში, მის მიძინებულ სოფელთან ახლოს, უცხოელების მოულოდნელი მოზღვავება აღმოაჩინა, რომლებიც ტრაქტორებით გადაადგილდებიან", - ნათქვამია სტატიაში.

"არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ძალიან გაოცებული ვიყავი. ტრაქტორებს ინდოელი ფერმერები მართავდნენ", - ციტირებენ სტატიის ავტორები ლარისა მაისურაძის სიტყვებს, რომელმაც მათთან საუბრისას ასევე აღნიშნა - უჩვეულო ამ ყველაფერში ის იყო, რომ მას ვერასოდეს წარმოედგინა, თუ ამდენი უცხოელი მეზობელი ეყოლებოდა ესოდენ შორეული ქვეყნიდან.

"ინდოელები, რომლებიც მაისურაძემ თავის სოფელში ნახა, ბოლო თვეებში საქართველოში ჩამოსული იმ უამრავი ინდოელის პირველი ნაკადია, რომლებიც კავკასიის ამ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწებს იძენენ", - ნათქვამია "ალ ჯაზირას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობა ეძებს გზებს, გააძლიეროს შიდა სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რათა დაეხმაროს ქვეყანას ადგილობრივი პროდუქტის მოპოვებაში. ქართული ფერმების მცირე მიწების უმრავლესობა არ არის საკმარისი კომერციული წარმოებისთვის.

"სოფლის მეურნეობის წარმოება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით 8,3%-მდე დაეცა, მაშინ, როცა 2006 წელს 12,8% იყო. საქართველომ გააფართოა იმიგრაცია სოფლის მეურნეობის ნოუ-ჰაუთი და უცხოელებისთვის სამეურნეო მიწების მიყიდვით, რამდენაც ქვეყნის უხვი და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი სწორად არ იყო ათვისებული ადგილობრივი ფერმერების მიერ", - აღნიშნულია "ალ ჯაზირას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

თუმცა, - როგორც ჟურნალისტები წერენ, - ბევრი ქართველი უცხოელი ფერმერების მოზღვავებას "შემოჭრად" მიიჩნევს. მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში ათასობით ინდოელი ფერმერის იმიგრირება მოხდა, ძირითადად პენჯაბის ჩრდილოეთ შტატიდან.

როგორც "ალ ჯაზირასთან" საუბრისას, მაისურაძე აცხადებს, რთული იყო ახალჩამოსულებთან ურთიეთობის დამყარება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ისინი "სასიამოვნო ხალხი" იყვნენ.

"მინდვრებში სასმელი წყალი არ არის, ამიტომ ისინი ყოველთვის აქ მოდიან წყლის დასალევად. წყალს ვასმევთ, ისინი კი თავიანთ ბოსტანში მოყვანილ პომიდორს ან კარტოფილს მაძლევენ. ძალიან სასიამოვნო ხალხია, შრომისმოყვარე და მშვიდი", - აცხადებს მაისურაძე.

როგორც სტატიის ავტორები წერენ, რამანდეპ სინგჰ პალანი, პენჯაბელი სინგჰი ფერმერი, მაისურაძის სახლის უკან გადაჭიმული 30 ჰექტარი მიწის მფლობელია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პალანმა საქართველოში მიწა შეიძინა, მისი ღირებულებაა - საქართველოში მიწა ძალიან იაფი ღირს.

"ერთი ჰექტარის შეძენა 1 000-1 500 აშშ დოლარად შემიძლია. ვერც კი წარმომიდგენია, პენჯაბში ასე იაფად რაიმეს შოვნა. ფასებს ვერც კი შეადარებთ. პენჯაბში ჩემი მიწის ერთი ჰექტარი გავყიდე და იმ ფულით საქართველოში 200 ჰექტარი მიწის ყიდვა შემიძლია", - ამბობს პალანი, რომელსაც საქართველოში ნაყიდ მიწაზე ხორბალი, კარტოფილი, ნიორი, ხახვი და სხვა ბოსტნეული მოჰყავს.

"დიდებულია აქაური ნიადაგი. ძალიან კარგია იმ მოსავლისთვის, რომლის მოყვანაც აქ გვინდა. აქაური ნიადაგი დიდად არ განსხვავდება ჩვენი სამშობლოს ნიადაგისგან, - ამბობს 42 წლის პალანი და ხუმრობანარევი ტონით ამატებს, - ნამდვილი პენჯაბელი ვარ. ყველა ჩვენგანი დაგეშილია უფრო და უფრო მეტი მიწის შეძენაზე. არცერთი პენჯაბელი არ არის კმაყოფილი კუთვნილი მიწით".

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, ინდოელი ფერმერი ქართული ცხოვრების სტილისთვის მიჩვევას ცდილობს, მაინც აწყდება სირთულეებს. ენა და კულტურა "განსხვავებულია", კერძები კი "მწარე არ არის".

"ალ ჯაზირას" ვებგვერდზე გამოიქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პალანმა საქართველოში, სოფლის მეურნეობაში ინვესტირების შესაძლებლობაზე საიმიგრაციო სააგენტოს მიერ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით შეიტყო. კომპანია Crown Immigration-ის სარეკლამო პოსტერებს თბილისის გარეუბნაში, მდებარე "თბილისი მოლშიც" წააწყდებით.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დარამიტ სინგჰ საინის განცხადებით, სააგენტოს მეშვეობით საქართველოში გასული წლიდან მოყოლებული 2 ათასი ფერმერი ჩამოვიდა.

"აქ ყველაფერი გამჭვირვალეა და, ინდოეთისგან განსხვავებით, კორუფცია არ ყვავის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, უფრო მეტი ინდოელი ჩამოვა", - აცხადებს საინი.

"ალ ჰაზირას" ჟურნალისტთა ინფორმაციით, სააგენტო პენჯაბში ასევე გეგმავს ქართულ-რუსულენოვანი სკოლის გახსნას, რათა პანჯაბელი ფერმერები თავიანთ ახალ სამშობლოში ჩამოსვლამდე მოამზადონ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებით ყველა არ არის კმაყოფილი. "მცირე და საშუალო მიწების მფლობელი ქართველი ფერმერები ჩივიან, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, ადგილობრივ ფერმერებს არ ეხმარება", - ნათქვამია ფელიქს გადტკესა და გეიეტრი პარემესუორენის სტატიაში.

"წარსულში ხელისუფლება არაფერს აკეთებდა სოფლის მეურნეობისთვის. მათთვის ეს არ იყო პრიორიტეტული სფერო. ამან ფერმერების გაკოტრება გამოიწვია, რამაც მათ უცხოელებისთვის მცირე თანხად მიწის გაყიდვის გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვა", - აცხადებს რაულ ბაბუნაშვილი "საქართველოს ფერმერთა კავშირის" დამფუძნებელი.

როგორც სტატიის ავტორები წერენ, 71 წლის ბაბუნაშვილი ასევე აღიარებს ადგილობრივი მიწათმოქმედების არაადეკვატურობას, თუმცა აცხადებს, რომ მთავრობამ ფოკუსირება უცხოელების ნაცვლად, ქართველებზე უნდა მოახდინოს.

"ქართველი ფერმერები უნარ-ჩვევებისა და ნოუ-ჰაუს ნაკლებობას განიცდიან. ჩვენ არ გაგვაჩნია სამშენებლო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების რესურსები. სწორედ ამიტომ ჩამორჩებიან ქართველი ფერმერები მაშინ, როცა ინდოელები ფერემები ჩამოდიან და მათ მიწებს იაფფასებში იტაცებენ", - აცხადებს ბაბუნაშვილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ მას არ გააჩნია ზუსტი ციფრი, რამდენ ინდოელს აქვს საქართველოში შეძენილი მიწა, თუმცა ის დაუყოვნებლივ მოითხოვს ხელისუფლებისგან ქმედებებს, შეაჩეროს უცხოელების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა.

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ინდოეთიდან მიწის მყიდველთა შემოჭრა. მე ამას შემოჭრას ვუწოდებ, რადგან ისინი მასობრივიდან ჩამოდიან", - აცხადებს ბაბუნაშვილი "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთვის დასმულ კითხვაზე, ახდენდა თუ არა ხელისუფლება ქართველი ფერმერების საჭიროების იგნორირებას, კირვალიძემ განაცხადა, რომ ქართველი ფერმერები წინა მთავრობისთვის არ იყვნენ პრიორიტეტულნი. თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობა ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის სექტორს.

"ჩვენ ვცდილობთ, ქართველი სოფლის მაცხოვრებლები ბიზნესს დავუბრუნოთ. ამისთვის უდიდეს ინვესტიციებს ვახდენთ და შედეგებს მომდევნო თვეებში იხილავთ. ამიტომ გთხოვთ, 7-8 თვის შემდეგ დაბრუნდეთ", - განუცხადა კირვალიძემ "ალ ჯაზირას" ჟურნალისტებს.

სტატიაში ნათქვამია - როგორც მინისტრი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, წინა ბიუჯეტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 60%-ით გაზარდა. იანვარში კი შეიქმნა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფონდი, რომელიც დაბალპროცენტიან კრედიტებს გასცემს ფერმერებისთვის. საქართველო საკვები პროდუქტის 80%-ის იმპორტს ახდენს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. "ეს ნამდვილი აბსურდია. ქართველ ფერმერებს ძალიან კარგი ბუნებრივი რესურსები აქვთ: ნიადაგი, წყალი და კლიმატი", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამის თაობაზე.

სტატიის ავტორები წერენ, რომ კირვალიძე ქართველი ფერმერებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს, თუმცა გვერდს არ უვლის უცხოელებზე საუბარს. "ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ინვესტიციას - უცხოურს, ადგილობრივსა თუ შინაურს. მიველსამებით თითოეულ ინვესტორს, რომელიც ჩვენთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას აპირებს", - აცხადებს კირვალიძე.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რანჯუ სინგჰმა, რომელიც საქართველოში 150 ჰექტარ მიწას ფლობს, ბიზნესის წარმოების კიდევ ერთი შესაძლებლობა აღმოაჩინა პენჯაბელი იმიგრანტების მოზღვავებით.

"ახალჩამოსულებისთვის იაფფასიან სასტუმროსა და სასადილოს ვამუშავებთ. საქართველოში ჩამოსულები აქ მოსვლას შეძლებენ, რათა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. აქ ისინი პენჯაბის დიალექტზე საუბარს, პენჯაბური კერძების მირთმევასა და თბილისში მცხოვრები სხვა პენჯაბელების გაცნობას შეძლებენ", - ამბობს სინგჰი. თუმცა, სინგჰი საქართველოში თავს ისე ვერ გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, - წერენ სტატიის ავტორები.

"ქართველები ძალიან სასიამოვნო ხალხია. მაგრამ ჩვენ განვსხვავდებით მათგან. მათ სხვა კულტურა და რელიგია აქვთ. თუმცა, აქ ბიზნესის წარმოების კარგი შესაძლებლობებია", - ციტირებენ სტატიის ავტორები ინდოელი სინგჰის სიტყვებს.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"