Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"
"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"

იუ­მო­რის­ტი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უპ­როგ­რა­მა "იუ­მო­რი­ნა­თი" გა­იც­ნო, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. ბევ­რმა არ იცის, რომ მა­მუ­კა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია...

- იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში გან­ვაგ­რძე. უკვე ვამ­თავ­რებ­დი, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აი­რია და მეც და­ვა­ნე­ბე თავი.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც იუ­მო­რის­ტად გიც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- 10 წელი შე­მის­რულ­და, დავმრგვალ­დი (იცი­ნის). არა­და, პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ვე­დი სცე­ნა­ზე, თავ­ზე თმა მქონ­და, ქო­ჩორს მინ­დო­და მარ­ჯვნივ გა­და­ვი­ვარ­ცხნი­დი, მინ­დო­და, მარ­ცხნივ. ახლა კი თმის მოვ­ლა­ზე ფული მე­ზო­გე­ბა (იცი­ნის).

- რომ არა იუ­რის­ტი და იმი­ტა­ტო­რი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი?

- ხე­ლო­ვან­თა წრე­ში ვიტ­რი­ა­ლებ­დი. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ა­ში ვცა­დე ბედი და, თავი ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­ვარ­თვი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ რა­დი­ო­ში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­ყავ­და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ამო­უც­ნობ მოვ­ლე­ნებს ეძღვნე­ბო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჟურ­ნა­ლის­ტიც შე­იძ­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ას­ტრო­ლო­გიც, რად­გან ეს სფე­როც, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ინ­ტე­რე­სო და ბო­ლომ­დე ამო­უც­ნო­ბი სფე­რო­ე­ბი, ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს. გარ­და ამი­სა, მაქვს სა­ბავ­შვო თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია. მოკ­ლედ, არ­სად და­ვი­კარ­გე­ბო­დი (იცი­ნის).

- მა­მუ­კა, ვის­თან იმე­გობ­რებ­დი?

- მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის არ­სე­ნას­თან და ოქ­როს თევზთან, რო­მელ­საც ერთი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას ვთხოვ­დი, მეტი არც მინ­და.

- სე­რე­ნა­და გიმ­ღე­რია რო­დეს­მე?

- არა, რას ამ­ბობთ, სად მაქვს მაგ­დე­ნის თავი. ისე, კი ვარ ცო­ტა­თი რო­მან­ტი­კო­სი, მაგ­რამ ვერ გა­მოვ­ხა­ტავ (იცი­ნის).

- ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ნინო რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ექი­მი.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ვი­და თქვენს სახ­ლთან და თქვენს მე­უღ­ლეს უმ­ღე­რის სე­რე­ნა­დას...

- რა სა­ინ­ტე­რე­სოა... შაშ­კი­ნი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნის კი­ბეს მო­ად­გამს ჩემს კორ­პუსს, მე-7 სარ­თულ­ზე ამო­ვა და ნი­ნოს უმ­ღე­რის სე­რე­ნა­დას? შევ­შფოთ­დე­ბი, შე­მე­შინ­დე­ბა შაშ­კი­ნი კი­ბი­დან არ ჩა­მო­ვარ­დეს და შინ შე­მო­ვიყ­ვან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მღე­რის. თუ კარ­გად - მო­ვუს­მენ, მაგ­რამ თუ არც სმე­ნა აქვს და არც ხმა, ჩემ­მა მტერ­მა მო­უს­მი­ნოს. ამა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ეჭ­ვი­ა­ნებ. არ მაქვს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბი და ფილ­მი "მა­ცი­ვარ­ში ვი­ღაც იჯდა" არ მჭირს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ბაძ­ვით გა­გიც­ნოთ, ქუ­ჩა­ში რომ გხვდე­ბა ხალ­ხი, რას გე­უბ­ნე­ბა?

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ და თა­ნაც - სა­მარ­თლი­ა­ნად, მის­თვის სათ­ქმელს ხში­რად მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მერე უცებ ხვდე­ბოდ­ნენ, რომ მე არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი და მე­ბო­დი­შე­ბოდ­ნენ. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მი­სა­წერ წე­რი­ლებს მე მიგ­ზავ­ნიდ­ნენ და რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას მთხოვ­დნენ.

- ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილმში უნდა გა­დაგრთო... წა­მო­იდ­გი­ნე, შენს სხე­ულ­ში ჩა­სახ­ლდა სა­ა­კაშ­ვი­ლის სული...

- ჩემი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მე აღარ ვიქ­ნე­ბო­დი, იბ­რძო­ლებ­და კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის... ისე, რა უნდა ჩემს სხე­ულ­ში სა­ა­კაშ­ვილს სულს, რას მერ­ჩით, და­გი­შა­ვეთ რამე?!

- კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა შო­უ­ბიზ­ნე­სის დე­პარ­ტა­მენ­ტი რომ ჩა­გა­ბა­როს, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ესტრა­და­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თოს და არა მთავ­რო­ბამ ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნოს ამას თუ იმას კონ­ცერ­ტი. ეს დრო უნდა დას­რულ­დეს. რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა და­უბ­რუ­ნონ ხე­ლო­ვან ხალ­ხს. არა­ვინ არის ჩა­რე­ცხი­ლი!

- რას აჩუ­ქებ­დი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის წიგნს.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - ემო­ცი­უ­რია, თუმ­ცა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი. მდი­და­რი ფან­ტა­ზია აქვს და ცდი­ლობს, ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას. არის პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"

"რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილის სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!"

იუმორისტი მამუკა ლომაშვილი საზოგადოებამ იუმორისტული შოუპროგრამა "იუმორინათი" გაიცნო, სადაც მიხეილ სააკაშვილის იმიტაციას აკეთებდა. ბევრმა არ იცის, რომ მამუკა პროფესიით იურისტია...

- იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა დოქტურანტურაში განვაგრძე. უკვე ვამთავრებდი, როდესაც განათლების სისტემა აირია და მეც დავანებე თავი.

- რამდენი წელია, რაც იუმორისტად გიცნობს საზოგადოება?

- 10 წელი შემისრულდა, დავმრგვალდი (იცინის). არადა, პირველად რომ გამოვედი სცენაზე, თავზე თმა მქონდა, ქოჩორს მინდოდა მარჯვნივ გადავივარცხნიდი, მინდოდა, მარცხნივ. ახლა კი თმის მოვლაზე ფული მეზოგება (იცინის).

- რომ არა იურისტი და იმიტატორი, ვინ იქნებოდა პროფესიით მამუკა ლომაშვილი?

- ხელოვანთა წრეში ვიტრიალებდი. სხვა­თა შორის, რამდენიმე პროფესიაში ვცადე ბედი და, თავი ყველაფერს კარგად გავართვი. მაგალითად, ერთ-ერთ რადიოში 2 წლის განმავლობაში მიმყავდა საავტორო გადაცემა, რომელიც ამოუცნობ მოვლენებს ეძღვნებოდა და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტიც შეიძლება ვყოფილიყავი და ასტროლოგიც, რადგან ეს სფეროც, ისევე როგორც სხვა საინტერესო და ბოლომდე ამოუცნობი სფეროები, ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს. გარდა ამისა, მაქვს საბავშვო თეატრალური სტუდია. მოკლედ, არსად დავიკარგებოდი (იცინის).

- მამუკა, ვისთან იმეგობრებდი?

- მიხეილ ჯავახიშვილის არსენასთან და ოქროს თევზთან, რომელსაც ერთი სურვილის ასრულებას ვთხოვდი, მეტი არც მინდა.

- სერენადა გიმღერია როდესმე?

- არა, რას ამბობთ, სად მაქვს მაგდენის თავი. ისე, კი ვარ ცოტათი რომანტიკოსი, მაგრამ ვერ გამოვხატავ (იცინის).

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ნინო რევაზიშვილი, ექიმი.

- წარმოიდგინეთ, ქვეყნიდან გაქცეული მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩამოვიდა საქართველოში, მოვიდა თქვენს სახლთან და თქვენს მეუღლეს უმღერის სერენადას...

- რა საინტერესოა... შაშკინი სახანძრო მანქანის კიბეს მოადგამს ჩემს კორპუსს, მე-7 სართულზე ამოვა და ნინოს უმღერის სერენადას? შევშფოთდები, შემეშინდება შაშკინი კიბიდან არ ჩამოვარდეს და შინ შემოვიყვან. საინტერესოა, როგორ მღერის. თუ კარგად - მოვუსმენ, მაგრამ თუ არც სმენა აქვს და არც ხმა, ჩემმა მტერმა მოუსმინოს. ამაზე ნამდვილად ვერ ვიეჭვიანებ. არ მაქვს ეჭვიანობის საბაბი და ფილმი "მაცივარში ვიღაც იჯდა" არ მჭირს.

- საზოგადოებამ სააკაშვილის მიბაძვით გაგიცნოთ, ქუჩაში რომ გხვდება ხალხი, რას გეუბნება?

- ის ადამიანები, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილი სააკაშვილის მიმართ და თანაც - სამართლიანად, მისთვის სათქმელს ხშირად მე მეუბნებოდნენ. მერე უცებ ხვდებოდნენ, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და მებოდიშებოდნენ. იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილისთვის მისაწერ წერილებს მე მიგზავნიდნენ და რაღაცების გაკეთებას მთხოვდნენ.

- ფანტასტიკური ჟანრის ფილმში უნდა გადაგრთო... წამოიდგინე, შენს სხეულში ჩასახლდა სააკაშვილის სული...

- ჩემი სხეული, რომელიც რეალურად მე აღარ ვიქნებოდი, იბრძოლებდა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის... ისე, რა უნდა ჩემს სხეულში სააკაშვილს სულს, რას მერჩით, დაგიშავეთ რამე?!

- კულტურის მინისტრმა შოუბიზნესის დეპარტამენტი რომ ჩაგაბაროს, რას გააკეთებდი?

- საქართველოში შოუბიზნესი საერთოდ არ არსებობს. ესტრადაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირველ რიგში, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი საქმე გააკეთოს და არა მთავრობამ ჩაატარებინოს ამას თუ იმას კონცერტი. ეს დრო უნდა დასრულდეს. რაც მთავარია, ავტორიტეტი უნდა დაუბრუნონ ხელოვან ხალხს. არავინ არის ჩარეცხილი!

- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?

- საქართველოს ისტორიის წიგნს.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ემოციურია, თუმცა თავშეკავებული. მდიდარი ფანტაზია აქვს და ცდილობს, ახალ-ახალი რაღაცების გამოგონებას. არის პირდაპირი ადამიანი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება