10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირვალიძე - "ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ"
 დავით კირვალიძე - "ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ"

რა­ი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში ხალ­ხს აწ­ვდი­ან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თე­ბის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­მოდ­გო­მა­ზე ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევთ , - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­სუ­ლია არა­ერ­თი სიგ­ნა­ლი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და, გაგ­ზავ­ნი­ლია რე­ა­გი­რე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი.

"დღეს მო­ვე­რი­დე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ნი­ტო­რინ­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვაც­ნობთ. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი თუ სტრუქ­ტუტ­რა, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­გა­ზა­ფუ­ლო პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ხე­ლოვ­ნურ დაბ­რკო­ლე­ბას ცდი­ლობს, რომ თი­თო­ე­ულ ასეთ შემ­თხვე­ვას მი­ე­ცე­მა უმ­კაც­რე­სი შე­ფა­სე­ბა და მოყ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ.

ამას­თან, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა დას­ძი­ნა, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ბა­რა­თე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი დახ­მა­რე­ბა არის უსას­ყიდ­ლო. ამას­თან, მთე­ლი სა­მუ­შაო გეგ­მა გა­წე­რი­ლია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წყე­ბულ პროგ­რა­მას ჰყავს ერ­თა­დერ­თი მიმ­ღე­ბი გლე­ხე­ბი­სა და ფერ­მე­რე­ბის სა­ხით.

"სოფ­ლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის, სა­ბო­ტა­ჟის ას­პა­რე­ზი და ჩვენ ერ­თად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვე­ნი სოფ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით კირვალიძე - "ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ"

 დავით კირვალიძე - "ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს ბარათების აღების შემთხვევაში ფულის დაბრუნება მოუწევთ"

რაიონებსა და სოფლებში ხალხს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს სასოფლო-სამეურნეო ბარათების აღების შემთხვევაში მათ შემოდგომაზე ფულის უკან დაბრუნება მოუწევთ , - ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც დავით კირვალიძემ აღნიშნა, სამინისტროში შესულია არაერთი სიგნალი მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, გაგზავნილია რეაგირებისა და მონიტორინგის ჯგუფები.

"დღეს მოვერიდები კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას. ამ ინფორმაციას საზოგადოებას მონიტორინგის დასრულების შემდეგ გავაცნობთ. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი თუ სტრუქტუტრა, რომელიც სოფლის მეურნეობის საგაზაფულო პროგრამის მიმდინარეობის ხელოვნურ დაბრკოლებას ცდილობს, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევას მიეცემა უმკაცრესი შეფასება და მოყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დასძინა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებით გამოყოფილი დახმარება არის უსასყიდლო. ამასთან, მთელი სამუშაო გეგმა გაწერილია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას ჰყავს ერთადერთი მიმღები გლეხებისა და ფერმერების სახით.

"სოფლის საგაზაფხულო პროგრამა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების, საბოტაჟის ასპარეზი და ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ჩვენი სოფლის გაძლიერებას", - განაცხადა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ