Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"
სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე მისი შვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას ითხოვს. რო­გორც რო­ბა­ქი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ღა­მეს, რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ია­რა­ღე­ბის ჩა­დე­ბა ხდე­ბო­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო და მან პა­სუ­ხი უნდა აგოს.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მო­სა­მარ­თლე ნინო შა­რა­ძეს, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ა­სა­მარ­თლა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი გა­უს­წორ­დნენ.

"დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ეს ბავ­შვე­ბი შემ­თხვე­ვის ღა­მეს­ვე გა­ა­სა­მარ­თლა და თქვა, რომ ია­რაღ­ზე მათი ანა­ბეჭ­დე­ბი არ არის და რა­ტომ დავ­ღუ­პო ეს ახალ­გაზ­რდე­ბიო. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და ადე­იშ­ვილ­მა ნინო შა­რა­ძეს იცით რა უქ­ნეს? - ში­შის­გან ყბე­ბი უკან­კა­ლებ­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხით, ერთი ფა­შის­ტი გა­ექ­ცათ ხე­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

მან ასე­ვე, დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძე იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მისი ნაც­ნო­ბი მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ ერთი - კურ­სე­ლი ირაკ­ლი იყო.

"ბუტა იმ­ყო­ფე­ბო­და გი­ორ­გო­ბის მი­სა­ლო­ცავ მე­გო­ბარ გი­ორ­გი ქურ­და­ძეს­თან. ორ­ჯერ თქვა - ტაქ­სით წა­ვა­ლო და არ გა­მო­უშ­ვეს. იმ მან­ქა­ნა­ში ბუტა მოხ­ვდა შემ­თხვე­ვით. არ იც­ნობ­და არა­ვის, გარ­და კურ­სე­ლი ირაკ­ლი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, ბან­დი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ვერ შედ­გე­ბო­და. როცა ასეთ დაჯ­გუ­ფე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წა­რაა და­გეგ­მი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ.

ამას­თან, სოსო რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც პატ­რულ­მა გა­ა­ჩე­რა, ძებ­ნა­ზე იყო გა­და­ცე­მუ­ლი.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა ასე­ვე აცხა­დებს, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა გი­ორ­გი ბა­შა­ლე­იშ­ვილ­მა მის შვილს და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა, რათა სხვა ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ე­ში­ნე­ბი­ნა.

"ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი სუს­ტია აღ­ნა­გო­ბით და ის ვერ შეძ­ლებ­და ვინ­მეს და­მორ­ჩი­ლე­ბას, ეს­რო­ლა ბუ­ტას, რომ სხვე­ბი და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ნათ და შე­ე­ში­ნე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

მისი თქმით, ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი, რომ ერთი ახალ­გაზ­რდა მო­ეკ­ლათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"

სოსო რობაქიძე - "ირაკლი ოქრუაშვილმა პასუხი უნდა აგოს"

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილი მკვლელობის ღამეს, როდესაც მტკიცებულებების გაყალბება და იარაღების ჩადება ხდებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მან პასუხი უნდა აგოს.

ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლე ნინო შარაძეს, რომელმაც ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები გაასამართლა, ოქრუაშვილი და ადეიშვილი გაუსწორდნენ.

"დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს მოსამართლემ ეს ბავშვები შემთხვევის ღამესვე გაასამართლა და თქვა, რომ იარაღზე მათი ანაბეჭდები არ არის და რატომ დავღუპო ეს ახალგაზრდებიო. ოქრუაშვილმა და ადეიშვილმა ნინო შარაძეს იცით რა უქნეს? - შიშისგან ყბები უკანკალებდა. ოქრუაშვილის სახით, ერთი ფაშისტი გაექცათ ხელიდან", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მან ასევე, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძე იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც პოლიციამ დააკავა, თუმცა მისი ნაცნობი მანქანაში მხოლოდ ერთი - კურსელი ირაკლი იყო.

"ბუტა იმყოფებოდა გიორგობის მისალოცავ მეგობარ გიორგი ქურდაძესთან. ორჯერ თქვა - ტაქსით წავალო და არ გამოუშვეს. იმ მანქანაში ბუტა მოხვდა შემთხვევით. არ იცნობდა არავის, გარდა კურსელი ირაკლისა. შესაბამისად, ბანდიტური დაჯგუფება ვერ შედგებოდა. როცა ასეთ დაჯგუფებაზეა საუბარი, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი", - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ.

ამასთან, სოსო რობაქიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ავტომობილი, რომელიც პატრულმა გააჩერა, ძებნაზე იყო გადაცემული.

ბუტა რობაქიძის მამა ასევე აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა მის შვილს დამიზნებით ესროლა, რათა სხვა ახალგაზრდები შეეშინებინა.

"ბაშალეიშვილი სუსტია აღნაგობით და ის ვერ შეძლებდა ვინმეს დამორჩილებას, ესროლა ბუტას, რომ სხვები დაემორჩილებინათ და შეეშინებინათ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისი თქმით, ბრძანება იყო გაცემული, რომ ერთი ახალგაზრდა მოეკლათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ