საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღებულ სოლიდურ პრემიებს სამინისტროს თანამშრომლები ისევ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ"
"აღებულ სოლიდურ პრემიებს სამინისტროს თანამშრომლები ისევ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ"

აფხა­ზე­თი­დან და შიდა ქარ­თლი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრობ­ლე­მებ­ზე დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით და­რახვე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რას მი­იჩ­ნევთ აფხა­ზე­თი­დან და სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უპირ­ვე­ლეს პრობ­ლე­მად? რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი 2013 წელს?

- ამ­ჟა­მად დევ­ნი­ლი, მშობ­ლი­უ­რი მიწა-წყლი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ბი­ნით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია და­საქ­მე­ბა, შე­მო­სავ­ლის წყა­როს უქონ­ლო­ბა, აგ­რეთ­ვე, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტია თან­ხე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბე­ბის ასა­შე­ნებ­ლად თუ ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ.

- რა თან­ხა და­ი­ხარ­ჯე­ბა დევ­ნილ­თა გან­სახ­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე წელს?

- დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ხარ­ჯე­ბა 50 მი­ლი­ო­ნი ლარი, გარ­და ამი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 83 მი­ლი­ო­ნი ლარი, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გად­მო­ცე­მის პრო­ცე­სი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა და­ი­ხარ­ჯოს დევ­ნილ­თა სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, გარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბე­ბი­სა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მი­ღე­ბა­ზე და ა.შ.

- მი­ე­ნი­ჭე­ბა თუ არა ახალმშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა რე­გი­ო­ნებს? წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ით დევ­ნი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, რე­გი­ო­ნებ­ში უნდა გან­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ...

- მშე­ნებ­ლო­ბე­ბი თა­ნა­ზო­მი­ე­რად და­ი­წყე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბა რე­გი­ო­ნებს არ მი­ე­ნი­ჭე­ბა, დე­და­ქა­ლაქ­შიც არა­ერ­თი ბინა აშენ­დე­ბა.

- რო­დის შეძ­ლებთ ყვე­ლა დევ­ნი­ლის - 90 ათას­ზე მეტი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას?

- ეს პრობ­ლე­მა, ძი­რი­თა­დად, უახ­ლო­ე­სი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვარ­დე­ბა, თუმ­ცა, დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მა სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ გა­და­წყდე­ბა, როცა ისი­ნი თა­ვი­ანთ კე­რას, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, იქაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გან­ვაგ­რძობთ მათ­თვის ახა­ლი ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ არა­ლე­გა­ლუ­რი სა­წყო­ბი, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომში და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი გა­და­მა­ლუ­ლი პრო­დუქ­ცია ეწყო... თუ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე?

- არა­ლე­გა­ლუ­რი სა­წყო­ბის თა­ო­ბა­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბი­სა და თაღ­ლი­თო­ბის, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლით. გარ­და ამი­სა, გა­მოვ­ლინ­და პრე­მი­ე­ბის ძალ­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი სა­კი­თხი, ანუ რო­გორც გა­ირ­კვა, კობა სუ­ბე­ლი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბი­სას, სა­მი­ნის­ტროს ცალ­კე­ულ თა­ნამ­შრომ­ლებს ერი­ცხე­ბო­დათ სო­ლი­დუ­რი პრე­მი­ე­ბი, ამ თან­ხას ისი­ნი შემ­დგომ კვლავ კობა სუ­ბე­ლი­ანს უბ­რუ­ნებ­დნენ. ამ საქ­მეს იძი­ებს სხვა­დას­ხვა უწყე­ბა - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი.

- ანუ აღე­ბულ ფულს ისევ კობა სუ­ბე­ლი­ანს, ამ­ჟა­მინ­დელ პარ­ლა­მენ­ტარს უბ­რუ­ნებ­დნენ?

- დიახ, ასე ამ­ბო­ბენ სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც აქ მუ­შა­ო­ბენ; თან­ხის გა­და­ცე­მა ხდე­ბო­და რო­გორც ხე­ლი­დან ხელ­ში, ისე კობა სუ­ბე­ლი­ა­ნის მიერ მი­თი­თე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე.

- დევ­ნილ­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ მომ­დევ­ნო წელს, თე­ბერ­ვლი­დან სა­ხელ­მწი­ფო მათ აღარ გა­და­უხ­დის ბი­ნის ქი­რას 200 ლა­რის ფარ­გლებ­ში...

- სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა დევ­ნილს ბი­ნის ქი­რას ვერ გა­და­უხ­დის. სა­ა­მი­სო სახ­სრე­ბი არც ჩვენს სა­მი­ნის­ტროს აქვს. ვცდი­ლობთ, ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი გა­ვუ­წი­ოთ ძალ­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ დევ­ნი­ლებს... ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ იმ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი დევ­ნი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ შე­იჭრ­ნენ სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­ში, გა­და­წყვი­ტა, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად, გა­და­ე­ხა­და ბი­ნის ქირა 200 ლა­რის ფარ­გლებ­ში.

- რო­გორ აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში დევ­ნი­ლე­ბის შე­ნო­ბებ­ში შეჭ­რის ფაქ­ტე­ბის აღ­კვე­თას? ამ შე­ნო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას კერ­ძო მე­პატ­რო­ნე ჰყავს...

- ნე­ბის­მი­ერ შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბაა და და­კა­ვე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი ყვე­ლამ უნდა გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, ესე­ნი არი­ან უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი; ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვმარ­თავთ და ასე ვცდი­ლობთ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. მთა­ვა­რი მათი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ...

- რაც შე­ე­ხე­ბა პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან?

- სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არც არა­სო­დეს შე­წყვე­ტი­ლა. თბი­ლის­ში, ლი­ლოს ბაზ­რო­ბას­თან მცხოვ­რებ რამ­დე­ნი­მე აფხა­ზურ ოჯახს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს აფხა­ზეთ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სი აქვთ; არის კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის გარ­კვე­ვა­საც ვცდი­ლობ, - ეს არის მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის თემა - სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ში ირე­კე­ბა, თუმ­ცა, სა­პა­სუ­ხო ზარი შე­უძ­ლე­ბე­ლია; კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი უვა­დო შვე­ბუ­ლე­ბა­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვარ­კვიე, რა­ტომ ხდე­ბა ასე...

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"აღებულ სოლიდურ პრემიებს სამინისტროს თანამშრომლები ისევ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ"

"აღებულ სოლიდურ პრემიებს სამინისტროს თანამშრომლები ისევ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ"

აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებზე დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე გვესაუბრება.

- რას მიიჩნევთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის უპირველეს პრობლემად? რა იქნება თქვენი სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტი 2013 წელს?

- ამჟამად დევნილი, მშობლიური მიწა-წყლიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების უმთავრესი პრობლემა ბინით, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფაა. მტკივნეული საკითხია დასაქმება, შემოსავლის წყაროს უქონლობა, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების პრობლემები. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია თანხების მაქსიმალური მობილიზება საცხოვრებელი ფართობების ასაშენებლად თუ ძველი შენობების სარეაბილიტაციოდ.

- რა თანხა დაიხარჯება დევნილთა განსახლებისთვის მიმდინარე წელს?

- დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 50 მილიონი ლარი, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 83 მილიონი ლარი, ასევე მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შენობა-ნაგებობების გადმოცემის პროცესი, რომელთა ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს დევნილთა სხვადასხვა საჭიროებისთვის, გარდა საცხოვრებელი ფართობებისა. მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევროს მიღებაზე და ა.შ.

- მიენიჭება თუ არა ახალმშენებლობებისას უპირატესობა რეგიონებს? წინა ხელისუფლების სტრატეგიით დევნილები, ძირითადად, რეგიონებში უნდა განსახლებულიყვნენ...

- მშენებლობები თანაზომიერად დაიწყება, უპირატესობა რეგიონებს არ მიენიჭება, დედაქალაქშიც არაერთი ბინა აშენდება.

- როდის შეძლებთ ყველა დევნილის - 90 ათასზე მეტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას?

- ეს პრობლემა, ძირითადად, უახლოესი 4 წლის განმავლობაში მოგვარდება, თუმცა, დევნილების პრობლემა საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა ისინი თავიანთ კერას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაუბრუნდებიან, იქაც სიამოვნებით განვაგრძობთ მათთვის ახალი ბინების მშენებლობას.

- განაცხადეთ, რომ აღმოაჩინეთ არალეგალური საწყობი, სადაც აგვისტოს ომში დაზარალებულთათვის განკუთვნილი გადამალული პროდუქცია ეწყო... თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

- არალეგალური საწყობის თაობაზე მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქონების დატაცებისა და თაღლითობის, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით. გარდა ამისა, გამოვლინდა პრემიების ძალზე რეზონანსული საკითხი, ანუ როგორც გაირკვა, კობა სუბელიანის მინისტრობისას, სამინისტროს ცალკეულ თანამშრომლებს ერიცხებოდათ სოლიდური პრემიები, ამ თანხას ისინი შემდგომ კვლავ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ. ამ საქმეს იძიებს სხვადასხვა უწყება - კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, მთავარი პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

- ანუ აღებულ ფულს ისევ კობა სუბელიანს, ამჟამინდელ პარლამენტარს უბრუნებდნენ?

- დიახ, ასე ამბობენ სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დღესაც აქ მუშაობენ; თანხის გადაცემა ხდებოდა როგორც ხელიდან ხელში, ისე კობა სუბელიანის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

- დევნილთა ნაწილი ამბობს, რომ მომდევნო წელს, თებერვლიდან სახელმწიფო მათ აღარ გადაუხდის ბინის ქირას 200 ლარის ფარგლებში...

- სახელმწიფო ყველა დევნილს ბინის ქირას ვერ გადაუხდის. საამისო სახსრები არც ჩვენს სამინისტროს აქვს. ვცდილობთ, ერთჯერადი დახმარებები გავუწიოთ ძალზე გაჭირვებულ დევნილებს... ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმ სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, რომლებიც უკანონოდ შეიჭრნენ სხვადასხვა შენობაში, გადაწყვიტა, 6 თვის განმავლობაში, გამოსაზამთრებლად, გადაეხადა ბინის ქირა 200 ლარის ფარგლებში.

- როგორ აპირებთ მომავალში დევნილების შენობებში შეჭრის ფაქტების აღკვეთას? ამ შენობების უმრავლესობას კერძო მეპატრონე ჰყავს...

- ნებისმიერ შენობაში შეჭრა უკანონო ქმედებაა და დაკავებული ფართობი ყველამ უნდა გამოათავისუფლოს. მაგრამ, ამასთანავე, ესენი არიან უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები; ძალისმიერი მეთოდების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, თითოეულ მათგანთან მოლაპარაკებას ვმართავთ და ასე ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას. მთავარი მათი ნდობის მოპოვებაა, რაც ამ წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ...

- რაც შეეხება პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან?

- სახალხო დიპლომატია, ადამიანური ურთიერთობები არც არასოდეს შეწყვეტილა. თბილისში, ლილოს ბაზრობასთან მცხოვრებ რამდენიმე აფხაზურ ოჯახს სავაჭრო ურთიერთობები აქვს აფხაზეთში, შეიძლება ითქვას, ერთობლივი ბიზნესი აქვთ; არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარკვევასაც ვცდილობ, - ეს არის მობილური კავშირგაბმულობის თემა - სოხუმიდან თბილისში ირეკება, თუმცა, საპასუხო ზარი შეუძლებელია; კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი უვადო შვებულებაშია და ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, რატომ ხდება ასე...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა