პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი
რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი

ის ჯერ კი­დევ 20 წლის იყო, რო­დე­საც და­ა­პა­ტიმ­რეს. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე "კა­გე­ბეს" ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი იყო. ნანა კა­კა­ბა­ძეს დღემ­დე თვალ­ზე ცრემ­ლი ად­გე­ბა, რო­დე­საც თა­ვის წარ­სულს და ცი­ხე­ში და­ტო­ვე­ბულ მე­გობ­რებს იხ­სე­ნებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არა­ერ­თხელ ჰქონ­და შან­სი, გამ­ხდა­რი­ყო გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ან თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, მაგ­რამ ერთხელ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან გა­დახ­ვე­ვის სურ­ვი­ლი არას­დროს გას­ჩე­ნია. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის მი­გე­ძღვნათ?

- რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გორ­ბა­ჩო­ვი მო­ვი­და, ე.წ. "პე­რესტრო­ი­კა" და­ი­წყო და ხალ­ხს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა" შევ­ქმე­ნით. თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ. მერე ქარ­თულ­მა ხა­სი­ათ­მა თა­ვი­სი ქნა - ყვე­ლამ თა­ვის­კენ გა­ი­წია და ნელ-ნელა და­ვი­შა­ლეთ. სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­მო­პო­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ ამინდს ქმნი­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, რა თქმა უნდა, მეც მქონ­და, მაგ­რამ ეს ჩემი საქ­მე არ იყო... ჩვენ, ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის და­ვი­წყეთ ბრძო­ლა. მე დღემ­დე ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

- შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდით?

- ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ უარს არ გე­ტყვით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ჩემი დი­სი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი, რო­გორც ცი­ხე­ში, ისე ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მო­სახ­ვედ­რად (ალ­ბათ იცით, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის და­სას­ჯე­ლად ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­საც იყე­ნებ­დნენ), მა­ინც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩემი მშობ­ლე­ბის გამო ვდარ­დობ­დი: მათ ჩემ გამო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ი­ღეს. დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის "წყა­ლო­ბით", ცი­ხე­ში ჯდო­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­და, პა­ტი­მა­რი ან ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ყო­ველ მე­სა­მე ოჯახს ჰყავს. იმ პე­რი­ოდ­ში კი ცი­ხე­ში ჯდო­მა მხო­ლოდ პა­ტიმ­რის­თვის კი არა, მთე­ლი მისი სა­ნა­თე­სა­ვოს­თვის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი იყო.

- რამ­დე­ნი წელი გა­ა­ტა­რეთ პა­ტიმ­რო­ბა­ში?

- ჩემი პა­ტიმ­რო­ბა ორ ეტა­პად და­ი­ყო. და­კა­ვე­ბის დროს ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს, პა­ტიმ­რო­ბის მოს­ჯის შემ­დეგ კი "კა­გე­ბეს" იზო­ლა­ტორ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენ­თვის პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბა არ უნ­დო­და, ამი­ტომ ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­თვის, 206-ე მუხ­ლით გაგ­ვა­სა­მარ­თლეს. ჯერ ორ­თვი­ა­ნი სან­ქცია გას­ცეს, შემ­დეგ - ოთხთვი­ა­ნი და ა.შ. სან­ქცი­ებს მოს­კო­ვი ახან­გრძლი­ვებ­და. შუ­ა­ლე­დებ­ში, ვიდ­რე მოს­კო­ვი სან­ქცი­ას გა­აგ­რძე­ლებ­და, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში გა­დავ­ყავ­დით. ცი­ხე­ში სულ 2 წელი დავ­ყა­ვი. ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია იყო, სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში უზარ­მა­ზა­რი ვირ­თხე­ბი დარ­ბოდ­ნენ, "კა­გე­ბეს" იზო­ლა­ტორ­ში კი სა­ნი­მუ­შო სი­სუფ­თა­ვე იყო, დე­რეფ­ნებ­ში ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, სქე­ლი ნო­ხე­ბი გახ­ლდათ და­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ­თვის "ორ­თა­ჭა­ლა" ნამ­დვი­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მი იყო.

- ასე­თი რა ხდე­ბო­და "კა­გე­ბეს" იზო­ლა­ტორ­ში?

- პა­ტიმ­რის სრუ­ლი იზო­ლა­ცია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კა­მე­რა ისე­თი პა­ტა­რა იყო, რომ რკი­ნის "ნა­რის" ერთი ბოლო კე­დელ­ზე იყო მიბ­ჯე­ნი­ლი, მე­ო­რე კი - კარ­ზე. "ნა­რის" გვერ­დით ისე­თი წვრი­ლი ტუმ­ბო იდგა, რომ მას­ზე ორ თეფშს ვერ დად­გამ­დით. არა­ნა­ი­რი გა­ზე­თი და რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზორ­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო. იზო­ლა­ტორ­ში ისე­თი სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე იყო, რო­გო­რიც სა­საფ­ლა­ო­ზე, თუმ­ცა არა, სა­საფ­ლა­ო­ზე ნი­ა­ვის ქროლ­ვი­სა და ფოთ­ლე­ბის შრი­ა­ლის ხმა მა­ინც ის­მის. იქ კი შემ­ზა­რა­ვი სი­ჩუ­მე იდგა. სხვა­თა შო­რის, იმ მდიდ­რუ­ლი, სქე­ლი ხა­ლი­ჩე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ის იყო, რომ დაბ­ლა და­ვარ­დნი­ლი ნივ­თის ან ნა­ბი­ჯე­ბის ხმა არა­ვის გა­ე­გო­ნა. სი­ჩუ­მეს ხან­და­ხან ზა­რის ხმა არ­ღვევ­და, რაც იმის ნი­შა­ნი იყო, რომ "ნად­ზო­რი" ანუ კონ­ტრო­ლი­ო­რი მო­დი­ო­და. პა­ტიმ­რე­ბი მისი ფეხ­საც­მლის ჭრა­ჭუ­ნის ხმის მი­ხედ­ვით ვხვდე­ბო­დით, თუ ვის "კარ­მუშ­კას­თან" აპი­რებ­და გა­ჩე­რე­ბას. იქ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი, შავი ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლი და ასე­ვე შავი ტან­საც­მე­ლი ეცვა. სა­კან­ში შე­მო­სულ "ნად­ზორს", და­ვა­ლე­ბუ­ლი ტექ­სტის გარ­და, ერთი სი­ტყვის თქმის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­და. და­ვა­ლე­ბუ­ლი ტექ­სტი კი ასე­თი იყო, - თქვე­ნი გვა­რი? თქვე­ნი სა­ხე­ლი? (თუმ­ცა ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცოდ­ნენ) წა­მომ­ყე­ვით! დე­რე­ფან­ში ორი "ვი­ვად­ნოი" გვხვდე­ბო­და: ერთი წინ მიგ­ვი­ძღო­და, მე­ო­რე - უკან. კო­რი­დორ­ში ისე გავ­დი­ო­დით, რომ კა­ციშ­ვი­ლი არ გვხვდე­ბო­და. ბო­ლო­ში კიბე იყო, შემ­დეგ - კი­დევ ერთი კო­რი­დო­რი, რომ­ლის ბო­ლო­შიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო­ში კა­ბი­ნე­ტი გახ­ლდათ. რო­გორც კი კი­ბის უჯრედ­ზე შევ­დგე­ბო­დი, "ვი­ვად­ნოი" კე­დელ­ზე მი­მაგ­რე­ბულ ღი­ლაკს ხელს აჭერ­და; გარ­და იმი­სა, რომ ზარი ირე­კე­ბო­და, დე­რე­ფა­ნი წით­ლად ინ­თე­ბო­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ პა­ტი­მა­რი მო­დი­ო­და. რო­გორც კი "ვი­ვად­ნოი" ზარს და­რე­კავ­და, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კა­ბი­ნე­ტამ­დე მი­სას­ვლელ კო­რი­დორ­ში კა­რის რა­ხა­რუ­ხი ატყდე­ბო­და. იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს და­ნახ­ვა­ზე სულ კის­რის­ტე­ხით გარ­ბოდ­ნენ; ვინც ოთახ­ში შეს­ვლას ვერ ას­წრებ­და, ჩვენ­კენ ზურ­გით დგე­ბო­და და სა­ხე­ზე ხე­ლებს იფა­რებ­და. ასე­თი ფაქ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე რომ გან­მე­ორ­და, ვი­ფიქ­რე, ამ უწყე­ბა­ში არა­ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ერთხელ ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და გა­მომ­ძი­ე­ბელს ვკი­თხე, - თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ხომ არ აკ­ლი­ათ, კო­რი­დორ­ში რას დარ­ბი­ან-მეთ­ქი? ამიხ­სნა, რომ ეს ჩემ გამო ხდე­ბო­და: თურ­მე პა­ტი­მარს იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის სახე არ უნდა და­ე­ნა­ხა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მძი­მე ასა­ტა­ნი იყო.

- "კა­გე­ბე­ში" პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა ან შან­ტა­ჟი თუ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და?

- არა, ასე პრი­მი­ტი­უ­ლად იქ არ იქ­ცე­ოდ­ნენ, ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლად და კულ­ტუ­რუ­ლად გხდიდ­ნენ სულს. ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ გვე­ხე­ბო­და, ტკი­ვილს არ გვა­ყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ... სტრე­სი, რო­მელ­საც სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბის შე­დე­გად ვი­ღებ­დით, დე­დის გი­ნე­ბა­სა და ცე­მა­ზე მძი­მე იყო. ხში­რად ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში მოს­მე­ნი­ლი გი­ნე­ბაც კი მე­ნატ­რე­ბო­და; იცით, რა­ტომ? ის ემო­ცი­უ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი ხმა იყო. ორ­თა­ჭა­ლა­ში ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებს ემო­ცი­ე­ბი, მი­მი­კა ჰქონ­დათ, გაბ­რა­ზე­ბაც შე­ეძ­ლოთ, გა­ცი­ნე­ბაც, გა­ო­ცე­ბაც, ხან­და­ხან - თა­ნაგ­რძნო­ბაც. თა­ნაც კა­მე­რა­ში რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და. იცით, "კა­გე­ბე­ში" ყვე­ლა­ზე დიდი და­ცინ­ვა რა იყო? პრო­კუ­რო­რი რომ გვე­კი­თხე­ბო­და, - რა­ი­მე პრე­ტენ­ზია ხომ არ გაქ­ვთო? ხომ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვამ­ბობ­დით, მხო­ლოდ სიმ­წრით გვე­ცი­ნე­ბო­და.

- ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორ შეგ­ხვდათ?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და გი­თხრათ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბას საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვერ შე­ვე­გუე. გა­მუდ­მე­ბით იმ პა­ტიმ­რებ­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ­ლე­ბიც ორ­თა­ჭა­ლა­ში დარ­ჩნენ. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რა მუხ­ლე­ბით ის­ხდნენ, ისი­ნი ხომ გა­ჭირ­ვე­ბა­ში თა­ნა­მიგ­რძნობ­დნენ, ჩემ­ზე ზრუ­ნავ­დნენ. "კა­გე­ბე­დან" დაბ­რუ­ნე­ბულს გულ­ში მი­ხუ­ტებ­დნენ და მა­ნუ­გე­შებ­დნენ. ერთი პე­რი­ო­დი ღამე ვდგე­ბო­დი და ტაქ­სით ცი­ხის ფან­ჯრებ­თან ჩა­ვივ­ლი­დი ხოლ­მე.

- თქვენ­თვის მარ­თლა არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი პა­ტი­მარს?..

- ჯერ ერთი, ორ­თა­ჭა­ლა­ში ჩემს სა­კან­ში მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ. თუმ­ცა ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, განა შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხის წევ­რი არ გიყ­ვარ­დეს იმი­ტომ, რომ ის დამ­ნა­შა­ვეა? რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას ჩემ მი­მართ, - მათი დიდი ნა­წი­ლი გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი დამ­ხვდა... მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვი­ყა­ვით. იქ ყვე­ლამ იცო­და, რომ დი­სი­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­მაც კი გა­აპ­რო­ტეს­ტეს, რომ­ლე­ბიც მა­ინ­ცდა­მა­ინც ეროვ­ნუ­ლი იდე­ე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. თუმ­ცა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ლო­ყას იხო­კავ­დნენ, - ვა­ი­მე, ნა­ციხ­რე­ბიო!..

- ნა­ცი­ხა­რის იარ­ლიყ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა­ში ხელი არ შე­გი­შა­ლათ?

- იმ პე­რი­ოდ­ში ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჩემი საქ­მე იყო. მინ­დო­და, ჩემი თავი ცი­ხე­ში დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბის­თვის მი­მე­ძღვნა. სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე, თამ­რი­კო ჩხე­ი­ძემ მი­თხრა, - ან გვექ­ნე­ბა ოჯა­ხი, ქმა­რი, შვი­ლი, მშვი­დი სამ­სა­ხუ­რი, ან ცხოვ­რე­ბას მი­ვუ­ძღვნით ქვე­ყა­ნას, ორი­ვეს ვერ შე­ვა­თავ­სებ­თო. ჩვენ არ­ჩე­ვა­ნი სამ­შობ­ლო­სა და საქ­მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თეთ...

- და ცხოვ­რე­ბა რო­გორ გა­აგ­რძე­ლეთ?

- პირ­ველ რიგ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­ბრუნ­დი. ქი­მი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, გავ­თხოვ­დი და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მე ვერ მი­ვა­ტო­ვე. რო­დე­საც საქ­მე და ოჯა­ხი სას­წორ­ზე დად­გა, არ­ჩე­ვა­ნი ისევ საქ­მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თე.

- ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რა­ტომ და­დე­ქით? უამ­რა­ვი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვის საქ­მეს ერ­თგუ­ლად.

- მა­შინ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბის წესი იყო. დღეს ყვე­ლა მი­ტინგზე და­დის, არც 2 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბაა პრობ­ლე­მა. მა­შინ გა­თხო­ვი­ლი ქალი სა­ღა­მოს შინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მე­უღ­ლემ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ იცო­და და თა­ნა­მიგ­რძნობ­და კი­დეც, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გა, ცო­ლის შუ­ა­ღა­მემ­დე ქუ­ჩა­ში ყოფ­ნას ვერ შე­ე­გუა. ვერც ვამ­ტყუ­ნებ, მეს­მის მისი. სკან­და­ლე­ბით არ დავ­შო­რე­ბულ­ვართ, ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც კი არ განვქორ­წი­ნე­ბულ­ვართ, უბ­რა­ლოდ ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლეთ.

- ამის გამო ქა­ლიშ­ვი­ლი ხომ არ გსაყ­ვე­დუ­რობთ?

- იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ანა ამ­ბობ­და, - რა მოხ­დე­ბო­და, ერთი დი­ა­სახ­ლი­სი დედა მეც მყო­ლო­დაო?! ახლა 25 წლის არის და უფრო კარ­გად ეს­მის ჩემი.

- თქვენ რამ­დე­ნად კარ­გად უგებთ მას?

- მე მგო­ნი, კარ­გად ვუ­გებ.

- მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ერე­ვით?

- ჯერ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ჩა­ვე­რე­ვი.

- ამ­ბო­ბენ, რომ ანა ჯაბა ჯიშ­კა­რი­ანს უყ­ვარ­და, მაგ­რამ თქვენ ის სა­სი­ძოდ არ მი­ი­ღეთ...

- ამის შე­სა­ხებ მეც მსმე­ნია, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნაც არ მაქვს, რის სა­ფუძ­ველ­ზე გავ­რცელ­და ასე­თი ჭორი. სა­ერ­თოდ, ჩემ ირ­გვლივ იმ­დე­ნი ჭორი ვრცელ­დე­ბა, რომ ვე­ღარ გა­ვი­გე, სად ტყუ­ი­ლია და სად - სი­მარ­თლე...

- "მხედ­რი­ო­ნე­ლებ­თან" თქვე­ნი მე­გობ­რო­ბის ამ­ბა­ვი ტყუ­ი­ლია თუ სი­მარ­თლე?

- ეს სი­მარ­თლეა. გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "მხედ­რი­ო­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო, მე კი თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნიე, მათი უფ­ლე­ბე­ბი და­მეც­ვა. საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბევრ მათ­განს და­ვუ­მე­გობ­რდი და მათ­თან დღემ­დე ვურ­თი­ერ­თობ. არ ვამ­ბობ, "მხედ­რი­ო­ნე­ლებს" არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ-მეთ­ქი, მაგ­რამ არც ის შე­იძ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა კარ­გი საქ­მე და­ვუ­კარ­გოთ. სხვა თუ არა­ფე­რი, 800 კაცი "ჩა­დეს" აფხა­ზე­თის მი­წა­ში.

- გამ­სა­ხურ­დი­ას მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­ზე­ზით და­უ­პი­რის­პირ­დით?

- არა მარ­ტო. მთე­ლი მისი პრო­ვინ­ცი­ულ-ფა­შის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა იყო ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი.

- იმის მერე კი­დევ ორი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლამ მო­გი­წი­ათ. თქვე­ნი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი მა­ინც რო­მე­ლი იყო?

- თუ ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი, შე­ვარ­დნა­ძე.

- რო­გორ ატყობთ, ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც ხომ არ მო­გი­წევთ და­პი­რის­პი­რე­ბა?

- მე ადა­მი­ა­ნებს სი­კე­თეს არ ვუ­კარ­გავ. ივა­ნიშ­ვილ­მა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე მდგა­რი ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნა. ამი­ტომ სულ რომ ჯვარს მაც­ვას, მისი მა­ინც მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ცი­ხე­ებ­ში ხალ­ხს არ აწა­მე­ბენ, არ კლა­ვენ და ქვე­ყა­ნას პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი აღარ ჰყავს.

- სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ებ­ში ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ, კრი­მი­ნა­ლე­ბიც შე­იყ­ვა­ნეთ.

- ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბაა, რო­მელ­საც ვე­რას­დროს და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რად­გან თქვენ სულ ცოტა ხნის წინ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ბინა შე­ი­ძი­ნეთ.

- სა­ჯა­რო რე­ესტრი ხომ არ­სე­ბობს? გა­და­ა­მოწ­მეთ და ნა­ხავთ, რომ 13 იან­ვრი­დან დღემ­დე არა­ფე­რი შე­მი­ძე­ნია. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე და­ბა­დე­ბი­დან ვცხოვ­რობ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, უგუ­ლა­ვა რა­ტომ ითხოვ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან თქვენს და­კი­თხვას?

- უგუ­ლა­ვამ "თხა­რა, თხა­რა და კატა გა­მო­თხა­რა". მე მარ­თლა მაქვს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც უგუ­ლა­ვას სა­სი­კე­თოდ არ წა­ად­გე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე. იმე­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი აღარ იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს და დამ­ნა­შა­ვე­ებს შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯის.

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- ვიცი, რო­გორ და­გეგ­მა უგუ­ლა­ვამ 8 თე­ბერ­ვალს პრო­ვო­კა­ცია და რო­გორ შე­იყ­ვა­ნა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა­ში მერ­ვე ბრი­გა­დის ზონ­დერე­ბი. ისი­ნი იქ 11 სა­ა­თი­დან იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დად ვნა­ხე. იმე­დია, უგუ­ლა­ვა იმის მტკი­ცე­ბას არ და­ი­წყებს, რომ ზონ­დერე­ბი იქ წიგ­ნე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! წა­სა­კი­თხად მი­ვიდ­ნენ. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ისიც და­ვი­ნა­ხეთ, რომ თბი­ლი­სის მერი ზონ­დერე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი შე­ვარ­და ხალ­ხში და გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იტყუ­ე­ბი­ან, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ უგუ­ლა­ვა ბრბო­ში ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი მო­დი­ო­და, ის ხე­ლებს ხალ­ხს ურტყამ­და. ასე­ვე იტყუ­ე­ბი­ან, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის კო­რი­დო­რე­ბი არ იყო. აბა, რო­გორ მოხ­ვდნენ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე, გია ბა­რა­მი­ძე და სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი?! მე ისიც ვიცი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ მის­ვლას სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და. ეს ერთ-ერ­თმა ზონ­დერ­მა თა­ვი­სი პი­რით მი­თხრა. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის­თვის იმა­თი სი­ე­ბის გა­და­ცე­მას ვი­თხოვ­დი, რომ­ლებ­საც კი­თხვე­ბის დას­მა სურ­დათ. სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა ზონ­დერ­მა პირ­და­პირ მი­თხრა, კარ­გი, ნუ გა­ა­წყა­ლე გული, მიშა აქ მა­ინც არ მო­ვაო. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი­სა და სერ­გო რა­ტი­ა­ნის ცე­მის გამო რომ და­სა­ჯეს ადა­მი­ა­ნი, აქ­ცი­ისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ცე­მის გამო რა­ტომ არა­ვინ ის­ჯე­ბა? კი­დევ რა მა­ინ­ტე­რე­სებს, იცით? უგუ­ლა­ვას რომ ელო­ლი­ავ­ნენ და ერთი კვი­რა ემუ­დარ­ნენ, - მობ­რძან­დით პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიო, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე, მიშა მეს­ხი და სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი რა­ტომ და­ი­ბა­რეს იმ სა­ღა­მოს­ვე? რა, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლია?!

- ფიქ­რობთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­თა­ნა­დოდ ვერ მოქ­მე­დებს?

- არ მინ­და, ასე ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ ჯერ სა­სი­კე­თო დას­კვნე­ბი ვერ გა­მო­მაქვს. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ისი­ნი ახლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ელო­დე­ბი­ან. ეს ხალ­ხი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტყუ­ი­ლად იჯდა ცი­ხე­ში, არაფ­რის გამო ცხოვ­რე­ბა და­ენგრათ. ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი კი ჯერ კი­დევ არ არი­ან დას­ჯილ­ნი. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის ფაქ­ტიც, რომ ცი­ხე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ძვე­ლი კად­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ იქ სი­ტუ­ა­ცია არ გა­მოს­წორ­და. მარ­თვის პო­ლი­ტი­კა ნამ­დვი­ლად შეც­ვლი­ლია, პა­ტიმ­რებს ვე­ღარ აწა­მე­ბენ (ეს რომ მოხ­დეს, სო­ზარ სუ­ბარს უგუ­ლა­ვა­ზე ადრე წა­იყ­ვა­ნენ ცი­ხე­ში, თა­ნაც, დათა ახა­ლა­ი­ა­სა­ვით სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში ნამ­დვი­ლად არ ამ­ყო­ფე­ბენ), მაგ­რამ მათ ძვე­ლი ბად­რა­გი ისევ ემუქ­რე­ბა და ისევ აღი­ზი­ა­ნებს. ციხე ჯერ კი­დევ სავ­სეა ჯა­ლა­თე­ბით. იმე­დია, სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა, თუ არა და ჩვენ­თვის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! უცხო არ არის, ქუ­ჩა­ში ისევ გა­მო­ვალთ.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

Აბო თბილელი
0

Ამ მაიმუნს როცა იქნება შევხვდები და გრეხებს გაუხსენებ იმ მკვდარ ჯაბასთან ერთად. "ნახალოვკაში" როგორ დამტოვეს უსახლკაროდ ქუჩაში ორი პატარა შვილით. Ერთი დეპუტატი იყო მეორე თანაშემწე. Მის მერე ემიგრაციაში ვარ.

 

 

 

რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი

რაში ამხელს ნანა კაკაბაძე უგულავას და რატომ შეიძლება დაიჭირონ სოზარ სუბარი

ის ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს. ახალგაზრდა გოგონასთვის განსაკუთრებულად მძიმე "კაგებეს" ციხეში გატარებული დღეები იყო. ნანა კაკაბაძეს დღემდე თვალზე ცრემლი ადგება, როდესაც თავის წარსულს და ციხეში დატოვებულ მეგობრებს იხსენებს. როგორც თავად ამბობს, არაერთხელ ჰქონდა შანსი, გამხდარიყო გავლენიანი პოლიტიკოსი ან თუნდაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მაგრამ ერთხელ არჩეული გზიდან გადახვევის სურვილი არასდროს გასჩენია. ირწმუნება, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე პატიმრების უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

- ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება პატიმრების უფლებების დაცვისთვის მიგეძღვნათ?

- როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა, ე.წ. "პერესტროიკა" დაიწყო და ხალხს აზრის გამოხატვის უფლება მიეცა, მე და ჩემმა მეგობრებმა "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" შევქმენით. თავდაპირველად, ძალიან ძლიერები ვიყავით, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. მერე ქართულმა ხასიათმა თავისი ქნა - ყველამ თავისკენ გაიწია და ნელ-ნელა დავიშალეთ. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რა თქმა უნდა, მეც მქონდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ იყო... ჩვენ, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ადამიანის უფლებებისათვის დავიწყეთ ბრძოლა. მე დღემდე ამ საქმეს ვემსახურები.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ციხეში აღმოჩნდით?

- ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ უარს არ გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი დისიდენტობის პერიოდში ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, როგორც ციხეში, ისე ფსიქიატრიულში მოსახვედრად (ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტპატიმრების დასასჯელად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც იყენებდნენ), მაინც ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებულად ჩემი მშობლების გამო ვდარდობდი: მათ ჩემ გამო ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღეს. დღეს სააკაშვილის "წყალობით", ციხეში ჯდომა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, პატიმარი ან ყოფილი პატიმარი ყოველ მესამე ოჯახს ჰყავს. იმ პერიოდში კი ციხეში ჯდომა მხოლოდ პატიმრისთვის კი არა, მთელი მისი სანათესავოსთვის უდიდესი სირცხვილი იყო.

- რამდენი წელი გაატარეთ პატიმრობაში?

- ჩემი პატიმრობა ორ ეტაპად დაიყო. დაკავების დროს ორთაჭალის ციხეში წაგვიყვანეს, პატიმრობის მოსჯის შემდეგ კი "კაგებეს" იზოლატორში გადაგვიყვანეს. ხელისუფლებას ჩვენთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მონიჭება არ უნდოდა, ამიტომ ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, 206-ე მუხლით გაგვასამართლეს. ჯერ ორთვიანი სანქცია გასცეს, შემდეგ - ოთხთვიანი და ა.შ. სანქციებს მოსკოვი ახანგრძლივებდა. შუალედებში, ვიდრე მოსკოვი სანქციას გააგრძელებდა, ორთაჭალის ციხეში გადავყავდით. ციხეში სულ 2 წელი დავყავი. ორთაჭალის ციხეში საშინელი ანტისანიტარია იყო, საპირფარეშოებში უზარმაზარი ვირთხები დარბოდნენ, "კაგებეს" იზოლატორში კი სანიმუშო სისუფთავე იყო, დერეფნებში ძალიან ძვირფასი, სქელი ნოხები გახლდათ დაგებული, მაგრამ ჩვენთვის "ორთაჭალა" ნამდვილი სანატორიუმი იყო.

- ასეთი რა ხდებოდა "კაგებეს" იზოლატორში?

- პატიმრის სრული იზოლაცია. წარმოიდგინეთ, კამერა ისეთი პატარა იყო, რომ რკინის "ნარის" ერთი ბოლო კედელზე იყო მიბჯენილი, მეორე კი - კარზე. "ნარის" გვერდით ისეთი წვრილი ტუმბო იდგა, რომ მასზე ორ თეფშს ვერ დადგამდით. არანაირი გაზეთი და რადიო, ტელევიზორზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. იზოლატორში ისეთი სამარისებური სიჩუმე იყო, როგორიც სასაფლაოზე, თუმცა არა, სასაფლაოზე ნიავის ქროლვისა და ფოთლების შრიალის ხმა მაინც ისმის. იქ კი შემზარავი სიჩუმე იდგა. სხვათა შორის, იმ მდიდრული, სქელი ხალიჩების დანიშნულება ის იყო, რომ დაბლა დავარდნილი ნივთის ან ნაბიჯების ხმა არავის გაეგონა. სიჩუმეს ხანდახან ზარის ხმა არღვევდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ "ნადზორი" ანუ კონტროლიორი მოდიოდა. პატიმრები მისი ფეხსაცმლის ჭრაჭუნის ხმის მიხედვით ვხვდებოდით, თუ ვის "კარმუშკასთან" აპირებდა გაჩერებას. იქ ყველას ერთნაირი, შავი ტყავის ფეხსაცმელი და ასევე შავი ტანსაცმელი ეცვა. საკანში შემოსულ "ნადზორს", დავალებული ტექსტის გარდა, ერთი სიტყვის თქმის უფლებაც კი არ ჰქონდა. დავალებული ტექსტი კი ასეთი იყო, - თქვენი გვარი? თქვენი სახელი? (თუმცა ეს შესანიშნავად იცოდნენ) წამომყევით! დერეფანში ორი "ვივადნოი" გვხვდებოდა: ერთი წინ მიგვიძღოდა, მეორე - უკან. კორიდორში ისე გავდიოდით, რომ კაციშვილი არ გვხვდებოდა. ბოლოში კიბე იყო, შემდეგ - კიდევ ერთი კორიდორი, რომლის ბოლოშიც საგამოძიებოში კაბინეტი გახლდათ. როგორც კი კიბის უჯრედზე შევდგებოდი, "ვივადნოი" კედელზე მიმაგრებულ ღილაკს ხელს აჭერდა; გარდა იმისა, რომ ზარი ირეკებოდა, დერეფანი წითლად ინთებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პატიმარი მოდიოდა. როგორც კი "ვივადნოი" ზარს დარეკავდა, საგამოძიებო კაბინეტამდე მისასვლელ კორიდორში კარის რახარუხი ატყდებოდა. იქ მომუშავე ადამიანები ჩვენს დანახვაზე სულ კისრისტეხით გარბოდნენ; ვინც ოთახში შესვლას ვერ ასწრებდა, ჩვენკენ ზურგით დგებოდა და სახეზე ხელებს იფარებდა. ასეთი ფაქტი რამდენჯერმე რომ განმეორდა, ვიფიქრე, ამ უწყებაში არანორმალური ადამიანები მუშაობდნენ. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და გამომძიებელს ვკითხე, - თქვენს თანამშრომლებს ხომ არ აკლიათ, კორიდორში რას დარბიან-მეთქი? ამიხსნა, რომ ეს ჩემ გამო ხდებოდა: თურმე პატიმარს იქ მომუშავე ადამიანის სახე არ უნდა დაენახა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ასატანი იყო.

- "კაგებეში" პატიმრების მიმართ მუქარა ან შანტაჟი თუ ხორციელდებოდა?

- არა, ასე პრიმიტიულად იქ არ იქცეოდნენ, ძალიან დახვეწილად და კულტურულად გხდიდნენ სულს. ფიზიკურად არავინ გვეხებოდა, ტკივილს არ გვაყენებდნენ, მაგრამ... სტრესი, რომელსაც სრული იგნორირების შედეგად ვიღებდით, დედის გინებასა და ცემაზე მძიმე იყო. ხშირად ორთაჭალის ციხეში მოსმენილი გინებაც კი მენატრებოდა; იცით, რატომ? ის ემოციური, ადამიანური ხმა იყო. ორთაჭალაში ციხის ადმინისტრაციის წევრებს ემოციები, მიმიკა ჰქონდათ, გაბრაზებაც შეეძლოთ, გაცინებაც, გაოცებაც, ხანდახან - თანაგრძნობაც. თანაც კამერაში რამდენიმე პატიმართან ერთად ვიყავი და ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვის საშუალება გვქონდა. იცით, "კაგებეში" ყველაზე დიდი დაცინვა რა იყო? პროკურორი რომ გვეკითხებოდა, - რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთო? ხომ ძალიან მძიმე დღეში ვიყავით, მაგრამ ვერაფერს ვამბობდით, მხოლოდ სიმწრით გვეცინებოდა.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოება როგორ შეგხვდათ?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თავისუფლებას საკმაოდ დიდხანს ვერ შევეგუე. გამუდმებით იმ პატიმრებზე ვფიქრობდი, რომლებიც ორთაჭალაში დარჩნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა მუხლებით ისხდნენ, ისინი ხომ გაჭირვებაში თანამიგრძნობდნენ, ჩემზე ზრუნავდნენ. "კაგებედან" დაბრუნებულს გულში მიხუტებდნენ და მანუგეშებდნენ. ერთი პერიოდი ღამე ვდგებოდი და ტაქსით ციხის ფანჯრებთან ჩავივლიდი ხოლმე.

- თქვენთვის მართლა არა აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი პატიმარს?..

- ჯერ ერთი, ორთაჭალაში ჩემს საკანში მძიმე დანაშაულში ბრალდებულები არ იყვნენ. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, განა შეიძლება, ოჯახის წევრი არ გიყვარდეს იმიტომ, რომ ის დამნაშავეა? რაც შეეხება საზოგადოების განწყობას ჩემ მიმართ, - მათი დიდი ნაწილი გამოფხიზლებული დამხვდა... მე და ჩემი მეგობრები სამების ეკლესიის მრევლი ვიყავით. იქ ყველამ იცოდა, რომ დისიდენტები ვიყავით. ჩვენი დაპატიმრება იმ ადამიანებმაც კი გააპროტესტეს, რომლებიც მაინცდამაინც ეროვნული იდეებით არ გამოირჩეოდნენ. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს დანახვაზე ლოყას იხოკავდნენ, - ვაიმე, ნაციხრებიო!..

- ნაციხარის იარლიყმა პირადი ცხოვრების აწყობაში ხელი არ შეგიშალათ?

- იმ პერიოდში ვფიქრობდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე იყო. მინდოდა, ჩემი თავი ციხეში დარჩენილი პატიმრებისთვის მიმეძღვნა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე, თამრიკო ჩხეიძემ მითხრა, - ან გვექნება ოჯახი, ქმარი, შვილი, მშვიდი სამსახური, ან ცხოვრებას მივუძღვნით ქვეყანას, ორივეს ვერ შევათავსებთო. ჩვენ არჩევანი სამშობლოსა და საქმის სასარგებლოდ გავაკეთეთ...

- და ცხოვრება როგორ გააგრძელეთ?

- პირველ რიგში, უნივერსიტეტში დავბრუნდი. ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, გავთხოვდი და ქალიშვილი შემეძინა. ამის მიუხედავად, საქმე ვერ მივატოვე. როდესაც საქმე და ოჯახი სასწორზე დადგა, არჩევანი ისევ საქმის სასარგებლოდ გავაკეთე.

- ასეთი არჩევანის წინაშე რატომ დადექით? უამრავი დაოჯახებული ქალბატონი ემსახურება თავის საქმეს ერთგულად.

- მაშინ სხვანაირი ცხოვრების წესი იყო. დღეს ყველა მიტინგზე დადის, არც 2 საათამდე მუშაობაა პრობლემა. მაშინ გათხოვილი ქალი საღამოს შინ უნდა ყოფილიყო. მეუღლემ ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა და თანამიგრძნობდა კიდეც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ცოლის შუაღამემდე ქუჩაში ყოფნას ვერ შეეგუა. ვერც ვამტყუნებ, მესმის მისი. სკანდალებით არ დავშორებულვართ, ოფიციალურადაც კი არ განვქორწინებულვართ, უბრალოდ ცალ-ცალკე ცხოვრება გავაგრძელეთ.

- ამის გამო ქალიშვილი ხომ არ გსაყვედურობთ?

- იყო პერიოდი, როდესაც ანა ამბობდა, - რა მოხდებოდა, ერთი დიასახლისი დედა მეც მყოლოდაო?! ახლა 25 წლის არის და უფრო კარგად ესმის ჩემი.

- თქვენ რამდენად კარგად უგებთ მას?

- მე მგონი, კარგად ვუგებ.

- მის პირად ცხოვრებაში არ ერევით?

- ჯერ ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ჩავერევი.

- ამბობენ, რომ ანა ჯაბა ჯიშკარიანს უყვარდა, მაგრამ თქვენ ის სასიძოდ არ მიიღეთ...

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რის საფუძველზე გავრცელდა ასეთი ჭორი. საერთოდ, ჩემ ირგვლივ იმდენი ჭორი ვრცელდება, რომ ვეღარ გავიგე, სად ტყუილია და სად - სიმართლე...

- "მხედრიონელებთან" თქვენი მეგობრობის ამბავი ტყუილია თუ სიმართლე?

- ეს სიმართლეა. გამსახურდიას ხელისუფლებამ "მხედრიონის" წინააღმდეგ რეპრესიების გატარება დაიწყო, მე კი თავი ვალდებულად მივიჩნიე, მათი უფლებები დამეცვა. საქმიან ურთიერთობაში ბევრ მათგანს დავუმეგობრდი და მათთან დღემდე ვურთიერთობ. არ ვამბობ, "მხედრიონელებს" არაფერი დაუშავებიათ-მეთქი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ყველა კარგი საქმე დავუკარგოთ. სხვა თუ არაფერი, 800 კაცი "ჩადეს" აფხაზეთის მიწაში.

- გამსახურდიას მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის მიზეზით დაუპირისპირდით?

- არა მარტო. მთელი მისი პროვინციულ-ფაშისტური პოლიტიკა იყო ჩემთვის მიუღებელი.

- იმის მერე კიდევ ორი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლამ მოგიწიათ. თქვენი აზრით, ყველაზე ჰუმანური მაინც რომელი იყო?

- თუ ობიექტური ვიქნები, შევარდნაძე.

- როგორ ატყობთ, ივანიშვილთანაც ხომ არ მოგიწევთ დაპირისპირება?

- მე ადამიანებს სიკეთეს არ ვუკარგავ. ივანიშვილმა კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყანა გადაარჩინა. ამიტომ სულ რომ ჯვარს მაცვას, მისი მაინც მადლიერი ვიქნები. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ციხეებში ხალხს არ აწამებენ, არ კლავენ და ქვეყანას პოლიტპატიმრები აღარ ჰყავს.

- სხვათა შორის, "ნაციონალები" ამბობენ, რომ პოლიტპატიმართა სიებში ქრთამის სანაცვლოდ, კრიმინალებიც შეიყვანეთ.

- ეს "ნაციონალების" ბინძური ცილისწამებაა, რომელსაც ვერასდროს დაამტკიცებენ.

- "ნაციონალები" ამბობენ, რომ ამის დამტკიცება შეუძლიათ, რადგან თქვენ სულ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე ბინა შეიძინეთ.

- საჯარო რეესტრი ხომ არსებობს? გადაამოწმეთ და ნახავთ, რომ 13 იანვრიდან დღემდე არაფერი შემიძენია. ჭავჭავაძის გამზირზე დაბადებიდან ვცხოვრობ.

- როგორ ფიქრობთ, უგულავა რატომ ითხოვდა პროკურატურისგან თქვენს დაკითხვას?

- უგულავამ "თხარა, თხარა და კატა გამოთხარა". მე მართლა მაქვს ისეთი ინფორმაცია, რაც უგულავას სასიკეთოდ არ წაადგება. გამოძიებას ყველაფერი ვუამბე. იმედია, პროკურატურა "ნაციონალების" მიმართ ლოიალური აღარ იქნება, ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს და დამნაშავეებს შესაბამისად დასჯის.

- რა ინფორმაციას გულისხმობთ?

- ვიცი, როგორ დაგეგმა უგულავამ 8 თებერვალს პროვოკაცია და როგორ შეიყვანა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მერვე ბრიგადის ზონდერები. ისინი იქ 11 საათიდან იყვნენ მობილიზებულნი. ეს ყველაფერი პირადად ვნახე. იმედია, უგულავა იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ ზონდერები იქ წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! წასაკითხად მივიდნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა ისიც დავინახეთ, რომ თბილისის მერი ზონდერებით გარშემორტყმული შევარდა ხალხში და გამწარებული ხალხის პროვოცირება მოახდინა. "ნაციონალები" იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ უგულავა ბრბოში ხელებაწეული მოდიოდა, ის ხელებს ხალხს ურტყამდა. ასევე იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ მათთვის კორიდორები არ იყო. აბა, როგორ მოხვდნენ ბიბლიოთეკაში მანანა მანჯგალაძე, გია ბარამიძე და სხვა დანარჩენები?! მე ისიც ვიცი, რომ სააკაშვილი იქ მისვლას საერთოდ არ აპირებდა. ეს ერთ-ერთმა ზონდერმა თავისი პირით მითხრა. ბიბლიოთეკაში პრეზიდენტისთვის იმათი სიების გადაცემას ვითხოვდი, რომლებსაც კითხვების დასმა სურდათ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ზონდერმა პირდაპირ მითხრა, კარგი, ნუ გააწყალე გული, მიშა აქ მაინც არ მოვაო. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემის გამო რომ დასაჯეს ადამიანი, აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეების ცემის გამო რატომ არავინ ისჯება? კიდევ რა მაინტერესებს, იცით? უგულავას რომ ელოლიავნენ და ერთი კვირა ემუდარნენ, - მობრძანდით პროკურატურაშიო, მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი და სხვა დანარჩენები რატომ დაიბარეს იმ საღამოსვე? რა, შერჩევითი სამართალია?!

- ფიქრობთ, რომ პროკურატურა სათანადოდ ვერ მოქმედებს?

- არ მინდა, ასე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ სასიკეთო დასკვნები ვერ გამომაქვს. ძალიან კარგია, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, მაგრამ ისინი ახლა სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან. ეს ხალხი აბსოლუტურად ტყუილად იჯდა ციხეში, არაფრის გამო ცხოვრება დაენგრათ. ამ დანაშაულის ჩამდენები კი ჯერ კიდევ არ არიან დასჯილნი. ძალიან მაწუხებს ის ფაქტიც, რომ ციხეში ძალიან ბევრი ძველი კადრია დარჩენილი. ვერ ვიტყვი, რომ იქ სიტუაცია არ გამოსწორდა. მართვის პოლიტიკა ნამდვილად შეცვლილია, პატიმრებს ვეღარ აწამებენ (ეს რომ მოხდეს, სოზარ სუბარს უგულავაზე ადრე წაიყვანენ ციხეში, თანაც, დათა ახალაიასავით სასათბურე პირობებში ნამდვილად არ ამყოფებენ), მაგრამ მათ ძველი ბადრაგი ისევ ემუქრება და ისევ აღიზიანებს. ციხე ჯერ კიდევ სავსეა ჯალათებით. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება, თუ არა და ჩვენთვის საპროტესტო აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უცხო არ არის, ქუჩაში ისევ გამოვალთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)