სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს
რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს

"ყო­ველ­თვის კარ­გი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ არას­დროს ამ­ჟღავ­ნებს შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვილს. ოც­ნე­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს. მუდ­მი­ვად პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის მერ­ყე­ობს. მის­თვის იუ­მო­რი, ერთ-ერთი ფა­რუ­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია; ხუმ­რობს, რათა და­მა­ლოს ცრემ­ლი. ძალ­ზე მიმ­ნდო­ბია, ამი­ტომ მისი მო­ტყუ­ე­ბა იო­ლია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ თევ­ზებს, ეს კი ჟურ­ნა­ლისტ ინგა გრი­გო­ლი­ას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ინგა ამ­ბობს, რომ ერთი პე­რი­ო­დი ას­ტრო­ლო­გი­ით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც აქვს შედ­გე­ნი­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბა: 3-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ის მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი გა­და­ცე­მით უბ­რუნ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში მარ­ტის ბო­ლო­დან გავა.

- გა­და­ცე­მას 3 სა­ვა­რა­უ­დო სა­ხე­ლი აქვს, არ­ჩე­ვა­ნი კი ჯერ არ გა­მი­კე­თე­ბია. კონ­ტრაქტს ხელი დღეს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 15 თე­ბერ­ვალს. - ავტ.) მო­ვა­წე­რე. მა­ყუ­რე­ბელ­თან მო­ნატ­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა მარ­ტის ბო­ლოს ან აპ­რი­ლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში მოხ­დე­ბა. ეთერს მიღ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე დავ­რწმუნ­დი, არ არ­სე­ბობს თა­ნამ­დე­ბო­ბა, სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ძვირ­ფა­სია. შარ­შან ვერ და­ვის­ვე­ნე, ამი­ტომ ხვალ მე­გობ­რებ­თან ერ­თად 5 დღით, დუ­ბა­ი­ში მივფრი­ნავ, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი - საქ­მე­ზე გა­და­ვერ­თვე­ბი.

- ვინ არის დღეს ინგა გრი­გო­ლი­ას­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი?

- ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, მხო­ლოდ ეკ­რან­ზე მყავს ნა­ნა­ხი. მას­თან ინ­ტერ­ვიუ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩავ­წერ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რო­მელ­თა­ნაც 9-წლი­ან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ! ახლა კი ვნა­ხოთ, ას­ტრო­ლოგ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბი­დან რა ემ­თხვე­ვა შენს ხა­სი­ათს და რა - არა. თევ­ზე­ბი ოც­ნე­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბე­ნო, - ეს მარ­თა­ლია?

- ჩვენ ცნო­ბი­ლი მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი ვართ. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის ამსრუ­ლე­ბია ის, რა­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვოც­ნე­ბობ­დი.

- "მუდ­მი­ვად მერ­ყე­ობს პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის".

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პე­სი­მიზ­მიც იყო, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ამ გა­მო­მაწ­რთო, ოპ­ტი­მის­ტი გამ­ხა­და. მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ ვის­წავ­ლე, რომ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს. ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, შუ­ა­ლე­დუ­რი გან­ცდე­ბი არ მა­ხა­სი­ა­თებს. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ჩემ­და­მი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ არის შუ­ა­ლე­დუ­რი: ან და­დე­ბი­თია, ან მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი.

- "მას სა­ო­ცა­რი წი­ნათ­გრძნო­ბა აქვს..."

- ეს მარ­თა­ლია, - კუ­დი­ა­ნი­ვით ვარ, მო­სა­ლოდ­ნელ ამ­ბავს ვგრძნობ. ზოგ­ჯერ, კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი, უეც­რად ცუ­დად ვხდე­ბი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი ბორგვა მე­წყე­ბა. მე­გობ­რე­ბის­თვი­საც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, გული რა­ღა­ცას მიგ­რძნობს-მეთ­ქი და ის "რა­ღაც" აუ­ცი­ლებ­ლად ხდე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლია, წი­ნათ­გრძნო­ბამ მიმ­ტყუ­ნოს.

- "ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბია, ამი­ტომ მისი მო­ტყუ­ე­ბა იო­ლია".

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­წრფე­ლი ვარ, მაგ­რამ ვერ გე­ტყვი, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბაა. ჩემი ცხოვ­რე­ბა მუ­დამ აფი­ში­რე­ბუ­ლია. მო­ი­თხო­ვენ, ყვე­ლას ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­რო, ეს კი ხში­რად მა­ღი­ზი­ა­ნებს.

- "უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლის მწვა­ვე მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, გარ­ყვნი­ლე­ბას მი­ე­ცეს".

- ან­გა­რე­ბი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლა არას­დროს მქო­ნია. სიყ­ვა­რულ­ში თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი ქალი ვარ. არას­დროს ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბა რა შე­დე­გით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. უფრო მე­ტიც - არ მეს­მის, როცა სიყ­ვა­რუ­ლი იწყე­ბა, შე­დეგ­ზე რა­ტომ უნდა იფიქ­რო. ემო­ცი­ებს ვყვე­ბი. არ ვთვლი, რომ გარ­ყვნი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტი არას­დროს მქო­ნია.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ახ­ლაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. სა­ერ­თოდ, გა­სუ­ლი წლე­ბი­დან არ მახ­სენ­დე­ბა პე­რი­ო­დი, სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე რომ მე­ცხოვ­როს. ოდეს­მე ასე­თი ეტა­პი თუ და­მიდ­გე­ბა, ვი­ტყვი, რომ დავ­ბერ­დი (იცი­ნის).

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შენი რჩე­უ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი. ამის და­ფარ­ვას რო­გორ ახერ­ხებ?

- ადა­მი­ან­თან ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ჯა­რო რომ გავ­ხა­დო, ის მთე­ლი ქვეყ­ნის გან­სჯის საგ­ნად იქ­ცე­ვა. ბევ­რი რო­მა­ნი არც მქო­ნია, სულ სამ­ჯერ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერთი შემ­თხვე­ვის გარ­და, რო­მა­ნი პო­პუ­ლა­რულ კაც­თან არც მქო­ნია. ბევ­რი მე­გო­ბა­რი ბიჭი მყავს და მათ­თან ერ­თად ხში­რად "ვმოძ­რა­ობ", ხში­რად ვარ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თა­დაც, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბას არ ვახ­დენთ. არ მინ­და, მისი ფოტო ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­დოს, მისი წარ­სუ­ლი გა­ი­ჩხრი­კოს. მოკ­ლედ, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი... სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას გა­ურ­ბის ჩემი შვი­ლი - მა­რი­ა­მიც; როცა ურე­კა­ვენ და ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, უარს ამ­ბობს.

- "მის­თვის იუ­მო­რი ერთ-ერთი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია. ის ხუმ­რობს, რათა და­მა­ლოს ცრემ­ლი".

- მტი­რა­ლა ვარ. ვერ ვის­წავ­ლე, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე ტი­რი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა! კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იუ­მო­რით ჩემ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მი­ფა­რავს, მაგ­რამ ხში­რად, ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ.

- "ყო­ველ­თვის კარ­გი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ არას­დროს ამ­ჟღავ­ნებს შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვილს".

- ალ­ბათ კარ­გი მო­თა­მა­შე ვარ, მაგ­რამ შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად მაქვს. ისე, ეს კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში უფრო მე­ტად მქონ­და, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს კი არ ვე­ჯიბ­რე­ბო­დი, არა­მედ რე­ი­ტინ­გე­ბის გამო ვი­ყა­ვი და­ტან­ჯუ­ლი. მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მივ­ხვდი, რომ რე­ი­ტინგს კი არ უნდა ვუ­ყუ­რო, არა­მედ საქ­მეს უნდა მივ­ხე­დო.

- "იშ­ვი­ა­თად ცრუ­ობს და მა­ში­ნაც, მხო­ლოდ თავ­დაც­ვის მიზ­ნით".

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე უც­ნო­ბი ნომ­რი­დან ზარი შე­მო­ვი­და. მა­მა­კა­ცი იყო. მი­თხრა, - ინგა მინ­დაო. - მე ინ­გას და ვარ და რა გა­დავ­ცე-მეთ­ქი? - ვიც­რუე, რად­გან ლა­პა­რა­კი მე­ზა­რე­ბო­და. - ჯან­სუ­ღი ვარ, ჩარ­კვი­ა­ნიო. ეს რომ გა­ვი­გე, მო­ვუ­ბო­დი­შე: ბა­ტო­ნო ჯან­სუღ, ინგა ვარ, ვერ გი­ცა­ნით და მო­გა­ტყუ­ეთ-მეთ­ქი. აი, მხო­ლოდ ასეთ უწყი­ნარ ტყუ­ი­ლებს ვამ­ბობ. სა­ერ­თოდ, მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს... კა­ხუ­რი პირ­და­პი­რო­ბა მა­ხა­სი­ა­თებს. ეშ­მაკ ადა­მი­ა­ნებს ლა­ვი­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, მე - არა.

- "ძა­ლი­ან მკაც­რია და იშ­ვი­ა­თად მი­დის დათ­მო­ბა­ზე".

- ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით - საქ­მის კე­თე­ბის დროს. ამა­ში და­მე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა, ვი­საც ჩემ­თან უმუ­შა­ვია.

- "მზრუნ­ვე­ლი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზოგ­ჯერ შვი­ლებს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიმ­კაც­რი­თაც ეპყრო­ბა".

- მკაც­რი დედა ვარ, მაგ­რამ მე და მა­რი­ამ­მა ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. მის­თვის ჩემი სი­ტყვა კა­ნო­ნი თუ არა, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი მა­ინც არის. მა­რი­ა­მის­თვის და­მიშ­ლია გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­დღაც წას­ვლა... ჩემ­მა სიმ­კაც­რემ მას ცუდი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა.

- "არ უყ­ვარს კა­მათ­ში ჩარ­თვა. მხო­ლოდ მათ­თან სა­უბ­რობს, ვი­საც პა­ტივს სცემს".

- უაზ­რო­ბად მი­მაჩ­ნია, ადა­მი­ანს უმ­ტკი­ცო ის, რი­სიც არ სჯე­რა. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად კი არა, თით­ქმის არას­დროს ვკა­მა­თობ.

- "სხვა­თა კარ­გად ყოფ­ნის­თვის და­უ­ღა­ლა­ვად იღ­ვწის. უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი ახ­ლობ­ლის ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე ფიქ­რი მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავს".

- თუ ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბა, და­გე­თან­ხმე­ბი. მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ - მხო­ლოდ შვილს და ოჯა­ხის წევ­რებს კი არა, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ...

- "მის­თვის სუ­ლი­ე­რი სი­ცა­რი­ე­ლი­სა და მარ­ტო­ო­ბის გან­ცდა უცხო არ არის".

- ასეა! შე­იძ­ლე­ბა, ჩემ გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ თავი მარ­ტო ვიგ­რძნო. ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა კარ­გია.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ხში­რად ფიქ­რობ?

- ამა­ზე არას­დროს ვფიქ­რობ. ვიცი, მო­მა­ვალ­შიც არა­ერთ შეც­დო­მას და­ვუშ­ვებ. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი შეც­დო­მა სა­მე­გობ­რო წრე­ში სა­ჭო­რაო გახ­დეს, მაგ­რამ არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჭკუ­ას სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს... აი, საქ­მეს კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვუდ­გე­ბი. წი­ნას­წარ ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ. ვა­ღი­ა­რებ, კარ­გი ეთე­რიც მქო­ნია და სა­მარ­ცხვი­ნოც. ის გა­და­ცე­მა, რო­მელ­შიც სტუმ­რად კახა ბენ­დუ­ქი­ძე მყავ­და, დღემ­დე მა­წუ­ხებს; მრცხვე­ნია, რად­გან ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ძლი­ე­რი რეს­პონ­დენ­ტი მო­ვიწ­ვიე, მე კი მის და­სახ­ვედ­რად სა­თა­ნა­დოდ არ მო­ვემ­ზა­დე. ბენ­დუ­ქი­ძეს ჩემს ახალ გა­და­ცე­მა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვიწ­ვევ, რად­გა­ნაც ერთ-ერთი მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტია. მას დიდ პა­ტივს ვცემ. ბა­ტონ კა­ხას­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ას­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლით მო­ვემ­ზა­დე­ბი. ახ­ლა­ხან "მა­ესტრო­ში" ჰქონ­და შეხ­ვედ­რა სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. ეთე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მივ­წე­რე: ვა­ი­მე, ვა­ი­მე, ჩემი უბე­დუ­რი გა­და­ცე­მა გა­მახ­სენ­და-მეთ­ქი.

- რა გი­პა­სუ­ხათ?

- ღი­მი­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მომ­წე­რა: რით ვე­ღარ და­ი­ვი­წყე, ყვე­ლა­ფე­რი წინ არი­სო!..

- მი­გაჩ­ნია თუ არა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში შენი წას­ვლაც შეც­დო­მა იყო?

- არა, ასე ნამ­დვი­ლად არ არის. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნუ­რად ვერ გა­ვუ­ძე­ლი იმ აგ­რე­სი­ას, რაც ჩემ მი­მართ გაჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნას იშ­ვი­ა­თად გა­პა­ტი­ებს. არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ მი­ღირ­და იმად, რომ ადა­მი­ა­ნებს ვე­ლან­ძღე. ხალ­ხის აგ­რე­სი­ას ქუ­ჩა­შიც ვგრძნობ­დი.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­და­ნაც გრძნობ­დი აგ­რე­სი­ას?

- არა. ეს ნამ­დვი­ლად არ მომ­ხდა­რა... გლ­და­ნის ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მქონ­და უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი: ვი­ღაც ქალ­მა სა­შინ­ლად გა­მომ­ლან­ძღა.

- მა­შინ ამ­ბობ­დნენ, - ინგა მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დაო.

- მო­ნას­ტერ­ში ისე­დაც ხში­რად დავ­დი­ვარ. მა­შინ 2 დღით დე­და­ო­ებ­თან წა­ვე­დი.

- "ფუ­ლი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის შეგ­რო­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ ახა­სი­ა­თებს; ცხოვ­რე­ბის­თვის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი­თაც კმა­ყო­ფილ­დე­ბა".

- სა­ში­ნე­ლი მფლან­გვე­ლი ვარ. ჩემს ხელ­ფას­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, ას­ტრო­ნო­მი­ულ თან­ხებს ასა­ხე­ლებ­დნენ. მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი თუ გაქვს, ეს ცუდი რა­ტომ არის? ჩემს გა­და­ცე­მა­ში მი­ნი­მუმ, 20-წუ­თი­ა­ნი რეკ­ლა­მა იყო. მა­შინ­დე­ლი ტა­რი­ფით, თითო წუთი 3.500 დო­ლა­რი ღირ­და. რომ გა­და­ი­ან­გა­რი­შო, მიხ­ვდე­ბი, არ­ხის­თვის რამ­ხე­ლა შე­მო­სა­ვა­ლი მომ­ქონ­და და ვერ ვხვდე­ბი, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი რა­ტომ არ უნდა მო­მე­თხო­ვა?! ვფიქ­რობ, ამა­ში და­საძ­რა­ხი არა­ფე­რია. ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ფიქ­რობს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს

რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს

"ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს. ოცნებების სამყაროში ცხოვრობს. მუდმივად პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის მერყეობს. მისთვის იუმორი, ერთ-ერთი ფარული საბრძოლო იარაღია; ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი. ძალზე მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება იოლია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ზოდიაქოს ნიშანია. ინგა ამბობს, რომ ერთი პერიოდი ასტროლოგიით იყო დაინტერესებული და პირადი ჰოროსკოპიც აქვს შედგენილი.

ჟურნალისტის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება: 3-წლიანი განშორების შემდეგ ის მაყურებელს ახალი გადაცემით უბრუნდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარტის ბოლოდან გავა.

- გადაცემას 3 სავარაუდო სახელი აქვს, არჩევანი კი ჯერ არ გამიკეთებია. კონტრაქტს ხელი დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 15 თებერვალს. - ავტ.) მოვაწერე. მაყურებელთან მონატრებული შეხვედრა მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში მოხდება. ეთერს მიღმა გატარებული 3 წლის მანძილზე დავრწმუნდი, არ არსებობს თანამდებობა, სამსახური, რომელიც ჩემთვის ტელევიზიაზე ძვირფასია. შარშან ვერ დავისვენე, ამიტომ ხვალ მეგობრებთან ერთად 5 დღით, დუბაიში მივფრინავ, იქიდან დაბრუნებული კი - საქმეზე გადავერთვები.

- ვინ არის დღეს ინგა გრიგოლიასთვის ყველაზე საინტერესო რესპონდენტი?

- ასეთი ძალიან ბევრია. ბიძინა ივანიშვილს არასდროს შევხვედრივარ, მხოლოდ ეკრანზე მყავს ნანახი. მასთან ინტერვიუ საინტერესო იქნება. სიამოვნებით ჩავწერდი საქართველოს პრეზიდენტს, რომელთანაც 9-წლიან მმართველობაზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებდი.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, ასტროლოგთა დახასიათებიდან რა ემთხვევა შენს ხასიათს და რა - არა. თევზები ოცნებების სამყაროში ცხოვრობენო, - ეს მართალია?

- ჩვენ ცნობილი მეოცნებეები ვართ. სხვათა შორის, ყოველთვის ამსრულებია ის, რაზეც ყველაზე მეტად ვოცნებობდი.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ჩემს ცხოვრებაში პესიმიზმიც იყო, მაგრამ პროფესიამ გამომაწრთო, ოპტიმისტი გამხადა. მომზადებული გადაცემების კვალდაკვალ ვისწავლე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, შუალედური განცდები არ მახასიათებს. საოცარია, მაგრამ ჩემდამი ადამიანების დამოკიდებულებაც არ არის შუალედური: ან დადებითია, ან მკვეთრად უარყოფითი.

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს..."

- ეს მართალია, - კუდიანივით ვარ, მოსალოდნელ ამბავს ვგრძნობ. ზოგჯერ, კარგ ხასიათზე მყოფი, უეცრად ცუდად ვხდები, ქვეცნობიერი ბორგვა მეწყება. მეგობრებისთვისაც არაერთხელ მითქვამს, გული რაღაცას მიგრძნობს-მეთქი და ის "რაღაც" აუცილებლად ხდება. გამორიცხულია, წინათგრძნობამ მიმტყუნოს.

- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება იოლია".

- ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელი ვარ, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ ეს კარგი თვისებაა. ჩემი ცხოვრება მუდამ აფიშირებულია. მოითხოვენ, ყველას ანგარიში ჩავაბარო, ეს კი ხშირად მაღიზიანებს.

- "უანგარო სიყვარული შეუძლია. სიყვარულის მწვავე მოთხოვნილების გამო, შესაძლოა, გარყვნილებას მიეცეს".

- ანგარებიანი სიყვარული მართლა არასდროს მქონია. სიყვარულში თავგზააბნეული ქალი ვარ. არასდროს ვფიქრობ, ურთიერთობა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. უფრო მეტიც - არ მესმის, როცა სიყვარული იწყება, შედეგზე რატომ უნდა იფიქრო. ემოციებს ვყვები. არ ვთვლი, რომ გარყვნილი ადამიანი ვარ. სიყვარულის დეფიციტი არასდროს მქონია.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- ახლაც შეყვარებული ვარ. საერთოდ, გასული წლებიდან არ მახსენდება პერიოდი, სიყვარულის გარეშე რომ მეცხოვროს. ოდესმე ასეთი ეტაპი თუ დამიდგება, ვიტყვი, რომ დავბერდი (იცინის).

- საზოგადოებისთვის შენი რჩეულების ვინაობა ნაკლებადაა ცნობილი. ამის დაფარვას როგორ ახერხებ?

- ადამიანთან ჩემი ურთიერთობა საჯარო რომ გავხადო, ის მთელი ქვეყნის განსჯის საგნად იქცევა. ბევრი რომანი არც მქონია, სულ სამჯერ ვიყავი შეყვარებული. ერთი შემთხვევის გარდა, რომანი პოპულარულ კაცთან არც მქონია. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს და მათთან ერთად ხშირად "ვმოძრაობ", ხშირად ვარ შეყვარებულთან ერთადაც, მაგრამ ამის აფიშირებას არ ვახდენთ. არ მინდა, მისი ფოტო ჟურნალების გარეკანზე დაიბეჭდოს, მისი წარსული გაიჩხრიკოს. მოკლედ, ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდები... საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბის ჩემი შვილი - მარიამიც; როცა ურეკავენ და ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობას სთავაზობენ, უარს ამბობს.

- "მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია. ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- მტირალა ვარ. ვერ ვისწავლე, რომ ყველაფერზე ტირილი არ შეიძლება! კრიტიკულ სიტუაციაში იუმორით ჩემთვის არასასურველი მდგომარეობა დამიფარავს, მაგრამ ხშირად, ამასაც ვერ ვახერხებ.

- "ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- ალბათ კარგი მოთამაშე ვარ, მაგრამ შეჯიბრების სურვილი ნაკლებად მაქვს. ისე, ეს კარიერის დასაწყისში უფრო მეტად მქონდა, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს კი არ ვეჯიბრებოდი, არამედ რეიტინგების გამო ვიყავი დატანჯული. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ რეიტინგს კი არ უნდა ვუყურო, არამედ საქმეს უნდა მივხედო.

- "იშვიათად ცრუობს და მაშინაც, მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- რამდენიმე დღის წინ ჩემს მობილურ ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა. მამაკაცი იყო. მითხრა, - ინგა მინდაო. - მე ინგას და ვარ და რა გადავცე-მეთქი? - ვიცრუე, რადგან ლაპარაკი მეზარებოდა. - ჯანსუღი ვარ, ჩარკვიანიო. ეს რომ გავიგე, მოვუბოდიშე: ბატონო ჯანსუღ, ინგა ვარ, ვერ გიცანით და მოგატყუეთ-მეთქი. აი, მხოლოდ ასეთ უწყინარ ტყუილებს ვამბობ. საერთოდ, მატყუარა ადამიანები არ მიყვარს... კახური პირდაპირობა მახასიათებს. ეშმაკ ადამიანებს ლავირება შეუძლიათ, მე - არა.

- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ძალიან მკაცრი ვარ, განსაკუთრებით - საქმის კეთების დროს. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც ჩემთან უმუშავია.

- "მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შვილებს გადამეტებული სიმკაცრითაც ეპყრობა".

- მკაცრი დედა ვარ, მაგრამ მე და მარიამმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. მისთვის ჩემი სიტყვა კანონი თუ არა, ანგარიშგასაწევი მაინც არის. მარიამისთვის დამიშლია გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობა, სადღაც წასვლა... ჩემმა სიმკაცრემ მას ცუდი არაფერი მოუტანა.

- "არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მათთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- უაზრობად მიმაჩნია, ადამიანს უმტკიცო ის, რისიც არ სჯერა. ძალიან იშვიათად კი არა, თითქმის არასდროს ვკამათობ.

- "სხვათა კარგად ყოფნისთვის დაუღალავად იღვწის. უფრო მეტიც, ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების მოწყობაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავს".

- თუ ძალიან უხერხული არ იქნება, დაგეთანხმები. მაქვს პასუხისმგებლობა გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ - მხოლოდ შვილს და ოჯახის წევრებს კი არა, მეგობრებს, ახლობლებს ვგულისხმობ...

- "მისთვის სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არ არის".

- ასეა! შეიძლება, ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იყოს, მაგრამ თავი მარტო ვიგრძნო. ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კარგია.

- დაშვებულ შეცდომებზე ხშირად ფიქრობ?

- ამაზე არასდროს ვფიქრობ. ვიცი, მომავალშიც არაერთ შეცდომას დავუშვებ. შეიძლება, ჩემი შეცდომა სამეგობრო წრეში საჭორაო გახდეს, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობს... აი, საქმეს კი განსხვავებულად ვუდგები. წინასწარ ბევრ რამეზე ვფიქრობ. ვაღიარებ, კარგი ეთერიც მქონია და სამარცხვინოც. ის გადაცემა, რომელშიც სტუმრად კახა ბენდუქიძე მყავდა, დღემდე მაწუხებს; მრცხვენია, რადგან ეკონომიკურ საკითხებში ძლიერი რესპონდენტი მოვიწვიე, მე კი მის დასახვედრად სათანადოდ არ მოვემზადე. ბენდუქიძეს ჩემს ახალ გადაცემაში აუცილებლად მოვიწვევ, რადგანაც ერთ-ერთი მაღალრეიტინგული და საინტერესო რესპონდენტია. მას დიდ პატივს ვცემ. ბატონ კახასთან შესახვედრად გაასმაგებული ძალით მოვემზადები. ახლახან "მაესტროში" ჰქონდა შეხვედრა სხვა ჟურნალისტებთან. ეთერის დასრულების შემდეგ მივწერე: ვაიმე, ვაიმე, ჩემი უბედური გადაცემა გამახსენდა-მეთქი.

- რა გიპასუხათ?

- ღიმილები გამომიგზავნა და მომწერა: რით ვეღარ დაივიწყე, ყველაფერი წინ არისო!..

- მიგაჩნია თუ არა, რომ პოლიტიკაში შენი წასვლაც შეცდომა იყო?

- არა, ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ადამიანურად ვერ გავუძელი იმ აგრესიას, რაც ჩემ მიმართ გაჩნდა. ქართველი ხალხი განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნას იშვიათად გაპატიებს. არანაირი თანამდებობა არ მიღირდა იმად, რომ ადამიანებს ველანძღე. ხალხის აგრესიას ქუჩაშიც ვგრძნობდი.

- პოლიტიკოსების მხრიდანაც გრძნობდი აგრესიას?

- არა. ეს ნამდვილად არ მომხდარა... გლდანის ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მქონდა უსიამოვნო ინციდენტი: ვიღაც ქალმა საშინლად გამომლანძღა.

- მაშინ ამბობდნენ, - ინგა მონასტერში წავიდაო.

- მონასტერში ისედაც ხშირად დავდივარ. მაშინ 2 დღით დედაოებთან წავედი.

- "ფულისა და მატერიალური დოვლათის შეგროვების განსაკუთრებული სიყვარული არ ახასიათებს; ცხოვრებისთვის საარსებო მინიმუმითაც კმაყოფილდება".

- საშინელი მფლანგველი ვარ. ჩემს ხელფასზე ლეგენდები დადიოდა, ასტრონომიულ თანხებს ასახელებდნენ. მაღალი ხელფასი თუ გაქვს, ეს ცუდი რატომ არის? ჩემს გადაცემაში მინიმუმ, 20-წუთიანი რეკლამა იყო. მაშინდელი ტარიფით, თითო წუთი 3.500 დოლარი ღირდა. რომ გადაიანგარიშო, მიხვდები, არხისთვის რამხელა შემოსავალი მომქონდა და ვერ ვხვდები, მაღალი ხელფასი რატომ არ უნდა მომეთხოვა?! ვფიქრობ, ამაში დასაძრახი არაფერია. ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები