პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე
რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ირ­გვლივ ხმა­უ­რი ისევ გრძელ­დე­ბა. 8 წლის შემ­დეგ, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ხე­ლახ­ლა მი­უბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე პირი და­ნა­შა­უ­ლის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. მარ­თა­ლია, მათი და­კა­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მათ შო­რის შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გუ­რამ დო­ნა­ძე, რომ­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხოვს მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი. 19 თე­ბერ­ვალს კი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ი­ტა­ნა. ეს კად­რე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მაც გა­ავ­რცე­ლა. ნათ­ქვა­მია, რომ იგი 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­უ­ლო­ბენ ავ­ტო­მატ "კა­ლაშ­ნი­კოვს" და პის­ტო­ლეტს.

რო­გორც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მან და­ად­გი­ნა, რომ ამ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არც ერთი არ იყო ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ ერთი იყო მისი ნაც­ნო­ბი. "ბუტა რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლი ამ მან­ქა­ნა­ში. ეს მან­ქა­ნა იმ დღეს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, რა დრო­საც ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაჭ­რი­ლი და ეს მან­ქა­ნა გა­და­ცე­მუ­ლი იყო და­კა­ვე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ზა­ფხულ­ში, მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძის სა­ხე­ლით, რა­ღაც ჯგუ­ფი თბი­ლის­ში აპი­რებ­და, სარ­ფი­ა­ნად გა­ე­ყი­და კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან.

მარ­თა­ლია, კად­რე­ბი გავ­რცელ­და, მაგ­რამ ამას აპ­რო­ტეს­ტებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი და თვლის, რომ ის მონ­ტა­ჟის შე­დე­გია. ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ. "ვი­დე­ო­პატ­რუ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია, ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლად გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ჩანს. სწო­რედ ის ამ­ხელს გუ­რამ დო­ნა­ძეს და ზუ­რაბ მი­ქა­ძეს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ში და ამ­ბობს, რომ სწო­რედ დო­ნა­ძეს აქვს შე­ნა­ხუ­ლი სა­წყი­სი მა­სა­ლა.

გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნი:

- მე უკვე მი­ვე­ცი ჩვე­ნე­ბა ძი­ე­ბას და არა­ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემ მიერ ნა­ნა­ხი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. თუმ­ცა დღეს გავ­რცელ­და გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც მე ჩემი აზრი მაქვს. ამ კად­რებ­ში ჩანს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში დევს და პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გდია. იმ პე­რი­ო­დის­თვის, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მა­სა­ლა გა­და­ი­ღო ოპე­რა­ტორ­მა, არა­ნა­ი­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და. ვიდ­რე მე­ო­რე ცნო­ბი­ლი მა­სა­ლა გაჩ­ნდე­ბო­და, რო­მე­ლიც ტე­ლე­ე­თე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ და­მი­ნა­ხავს. რომ და­მე­ნა­ხა, აუ­ცი­ლებ­ლად მე­მახ­სოვ­რე­ბო­და და დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყო­დი, რად­გან ამის რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბა და დაბ­რკო­ლე­ბა არ არის ჩემი მხრი­დან.

- გოჩა, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­წყი­სი ვი­დე­ო­მა­სა­ლა? ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის კა­სე­ტა დო­ნა­ძემ გა­მო­გარ­თვათ, არა?

- შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დო­ნა­ძე და მი­ქა­ძე მო­ვიდ­ნენ. ვიდ­რე მათ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯდე­ბო­დით, მე არ მომ­ცე­მია იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს მა­სა­ლა გულ­დას­მით გა­მე­შიფ­რა. რომ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში, კა­მე­რა გა­მო­არ­თვეს ოპე­რა­ტორს გუ­რამ დო­ნა­ძემ და მი­ქა­ძემ, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს თა­ვად კა­მე­რა­ში­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი. ამ კად­რებ­ში ის­მო­და ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის ხმა, მაგ­რამ იქ სხვა არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ყო­ფი­ლა გა­და­ღე­ბუ­ლი. დო­ნა­ძემ გა­მო­არ­თვა ოპე­რა­ტორს კა­სე­ტა, ის ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო და ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და. ამის შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ ის და მი­ქა­ძე მან­ქა­ნი­დან და დო­ნა­ძემ უთხრა ოპე­რა­ტორ ზუ­რაბ ვა­წა­ძეს, რომ და­უ­ძა­ხებ­და მა­შინ, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და. 20-30 წუ­თის შემ­დეგ, და­უ­ძა­ხეს ვა­წა­ძეს და მან და­ი­წყო იმ კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა, რო­მე­ლიც მერე მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იხი­ლა.

- თქვენ ია­რა­ღე­ბის ჩა­ლა­გე­ბა არ გი­ნა­ხავთ?

- მან­ქა­ნი­დან ჯერ ოპე­რა­ტო­რი გა­და­ვი­და და და­ი­წყო გა­და­ღე­ბა, მერე მე ჩა­ვე­დი. იქ უკვე ვნა­ხე ია­რა­ღე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბარ­გულ­ზე იდო, ერთი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი კი - ბუ­ტას ფე­ხებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, მე არ ვიცი, ეს კად­რე­ბი რა დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ახა­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ბუტა რო­ბა­ქი­ძის აღ­შფო­თე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა - სოსო რო­ბა­ქი­ძემ და ია მეტ­რე­ველ­მა ეს მო­რიგ ფაბ­რი­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სეს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უს­წრა­ფე­სად ჩა­ტა­რე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯის­კენ კვლავ მო­უ­წო­დეს, ამას­თან, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, "რუს­თა­ვი 2"-ის ოფის­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უწყობს ხელს. "კი­დევ ერთხელ ჩანს, ავა­ზა­კე­ბი რამ­დენს ბე­და­ვენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, - აღ­ნიშ­ნა გამ­წა­რე­ბულ­მა, შვილმკვდარ­მა დე­დამ, ია მეტ­რე­ველ­მა. - პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ბავ­შვი მო­მიკ­ლეს და ბან­დი­ტად გა­მო­მი­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-მა, დღე­საც რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც "რუს­თა­ვი 2"-ით გავ­რცელ­და ეს კად­რე­ბი?!"

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა იამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თა, მას­თან შეხ­ვედ­რა გა­დავ­წყვი­ტეთ და ვთხო­ვეთ, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ბუტა და ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა იმ ბი­ჭის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 9 წლის წინ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ია მეტ­რე­ვე­ლი:

- ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავ­და. ისე ვზრდი­დი ბუ­ტას, ცივ ნი­ავს არ ვა­კა­რებ­დი. თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ვაჟ­კა­ცი იყო. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და დინ­ჯი გახ­ლდათ. კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას ვას­წავ­ლი­დი. 18 წლის ბიჭს ისე­თი კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მიკ­ვირ­და. ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რა­საც ახლა მას აბ­რა­ლე­ბენ, იმ­დე­ნად შორს არის ბუ­ტას­გან, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ამას და­გი­დას­ტუ­რებთ ყვე­ლა, ვინც ჩემს შვილს იც­ნობ­და. 19 წლის ისე გახ­და, ერთი დღეც არ მქო­ნია სა­ნერ­ვი­უ­ლო. თა­ვი­სი სა­მე­გობ­რო წრე ვა­კე­ში ჰყავ­და, სულ იქ ტრი­ა­ლებ­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, სად იყო ჩემი შვი­ლი. არ მახ­სოვს, სახ­ლში მოს­ვლა და­ეგ­ვი­ა­ნოს. მისი მე­გობ­რე­ბის დე­დე­ბი დღემ­დე ამ­ბო­ბენ, - როცა ვი­ცო­დით, ბუ­ტას­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მშვი­დად ვი­ყა­ვი­თო. დე­დი­სერ­თა შვი­ლებს რომ აფე­ტი­შე­ბენ მშობ­ლე­ბი, ასე არ გა­მიზ­რდია, მკაც­რად ვზრდი­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­სას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - არ გე­გო­ნოს, თუ რა­მეს და­ა­შა­ვებ, არ დაგსჯი-მეთ­ქი; რომ იცი­ან დე­დებ­მა, თა­ვი­ანთ დამ­ნა­შა­ვე შვილს ხელს აფა­რე­ბენ, ასე არ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, - მაგ­რამ ბუტა შე­ნიშ­ვნა­საც არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იმ ღა­მეს და­იგ­ვი­ა­ნა და ამი­ტომ იყო ეს ჩვენ­თვის გა­სა­ო­ცა­რი და ამი­ტომ ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი, ეს უჩ­ვე­უ­ლო იყო ჩვენ­თვის. არ ვი­ცო­დით, რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირ­და, რად­გან არ არ­სე­ბობ­და, ბუ­ტას სახ­ლში არ და­ე­რე­კა.

თა­ვარ­თქი­ლა­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ფი­ნან­სო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. ისე უყ­ვარ­დათ იქაც, რომ მო­მიკ­ლეს, მთე­ლი წელი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მისი ფოტო კე­დელ­ზე ეკი­დათ და სულ ყვა­ვი­ლე­ბი იდო მის მა­გი­დას­თან. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა კო­ლექ­ტივს. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი იყო, მა­თე­მა­ტი­კა ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არ ჰყავ­და?

- მო­წი­წე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და დედა-შვილს. სიყ­ვა­რულ­ზე ჩემ­თან არ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ დე­ი­დას­თან უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მისი მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც ვიცი, თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა რომ უყ­ვარ­და. ხში­რად უგ­ზავ­ნი­და თურ­მე ყვა­ვი­ლებს. ბი­ჭებს რომ გა­ა­ტან­და თა­ი­გულს, ეტყო­და, - არ უთხრათ, ვის­გან არი­სო, - და ისი­ნიც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - ეს თა­ი­გუ­ლე­ბი კარ­გი ბი­ჭის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი­აო... თა­ვის ასაკ­თან შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი, დინ­ჯი და ფრთხი­ლი იყო, არ ვიცი, რა­ტომ იყო ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი. ამ ფონ­ზე ასე­თი რამ ბუ­ტას რომ და­ე­მარ­თა, ეს ნამ­დვი­ლად გა­საკ­ვი­რია. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ნივ­თე­ბი მის მე­გობ­რებს ვა­ჩუ­ქე. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რა­ი­მე ნივთს მის შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­საც მივ­ცემ სა­მახ­სოვ­როდ-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­თხრეს, ბი­ჭებს მი­ე­ციო და მეც და­ვა­რი­გე ყვე­ლა­ფე­რი. ამის შემ­დეგ სიზ­მარ­ში ვნა­ხე. ბუ­ტამ მი­თხრა, - დედა, ხომ იცი, ცო­ლად თიკო რომ მომ­ყავ­და და არა­ფე­რი გაქვს თი­კოს­თვის, მას რომ აჩუ­ქოო? შევ­წუხ­დი, - არ მაქვს-მეთ­ქი. - იცი, დედა, თიკო რა­ღა­ცას მთხოვ­სო. მე­ო­რე დღეს­ვე ვუ­ყი­დე ამ გო­გო­ნას სა­მახ­სოვ­როდ ბე­ჭე­დი. და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო. გო­გო­ნა ტი­რი­ლით მო­ვი­და და სა­ნამ რა­მეს ვე­ტყო­დი, მი­თხრა, - ია დე­ი­და, მინ­დო­და, რა­ი­მე ნივ­თი მო­გე­ცათ, ბუ­ტას­გან სა­მახ­სოვ­როდ რომ დამ­რჩე­ნო­და და ამას ვერ გე­უბ­ნე­ბო­დი­თო. ეს რომ გა­ვი­გე, გა­და­ვი­რიე. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვა იყო.

- ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო?

- სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­შობ­და და სულ ვე­ხუმ­რე­ბო­დი, - შვი­ლო, რა ტანი და მხრე­ბი და­ი­ყე­ნე-მეთ­ქი! ეს უხა­რო­და. ცურ­ვა­ზეც და­დი­ო­და. ძა­ლი­ან თბი­ლი შვი­ლი მყავ­და, არა­სო­დეს ჰქო­ნია ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი. და­ნას­თან და ია­რაღ­თან ჩემს შვილს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. იმ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა ეს ბრალ­დე­ბე­ბი, რომ მიკ­ვირს. არ გვაკ­მა­რეს, რომ შვი­ლი მო­მიკ­ლეს და ასეთ სა­ში­ნელ სი­ბინ­ძუ­რე­ებს კად­რუ­ლობს ახლა გუ­რამ დო­ნა­ძე. ეს კად­რე­ბი აბ­სურ­დუ­ლია. მალე ამ სი­ბინ­ძუ­რეს ფარ­და აეხ­დე­ბა და ყვე­ლა­ნი ვნა­ხავთ ამ დამ­ნა­შა­ვე­ებს ცი­ხე­ში. აქამ­დე რომ არ არი­ან დას­ჯი­ლე­ბი, ამი­ტომ გა­ბე­დეს ამ­დე­ნი სი­სა­ძაგ­ლე.

- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ გქო­ნი­ათ?

- სა­ში­ნე­ლი ამინ­დი იყო, თით­ქოს ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ო­და. ბუტა ცუ­დად იყო, კბი­ლი სტკი­ო­და მთე­ლი დღე და სახ­ლი­დან არ გა­სუ­ლა. მე­გობ­რე­ბი ურე­კავ­დნენ, მაგ­რამ უარს ეუბ­ნე­ბო­და. სა­წოლ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი იყო, როცა სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძემ და­უ­რე­კა და მას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და. ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი. - დედა, მე­გო­ბარს შევ­ხვდე­ბი და მალე მო­ვა­ლო, - მი­თხრა. მერე გა­ვი­გე, ირაკ­ლი მისი ჯგუ­ფე­ლი ყო­ფი­ლა. ახა­ლი და­მე­გობ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და უთ­ქვამს, ჩემს მე­გობ­რებს გა­გაც­ნო­ბო. დი­დუ­ბე­ში მათ­თან წა­ვი­და, უარი ვერ უთხრა. ბუ­ტას მე­გობ­რე­ბი ვა­კე­ში ჰყავ­და. ის გას­ვლა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა მის­თვის.

- რა იყო მისი გა­ტა­ცე­ბა, რაზე ოც­ნე­ბობ­და?

- ინ­სტი­ტუტს ამ­თავ­რებ­და და ბან­კში უნდა და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და კარ­გი ოჯა­ხის შექ­მნა სურ­და. ბევ­რი ოც­ნე­ბა გვქონ­და ჩვენ ერ­თად, მაგ­რამ და­მინ­გრი­ეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დაგ­ვრჩა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნდა მყო­ლო­და, მაგ­რამ აღა­რა­ფე­რი და­მი­ტო­ვეს. არც მო­მა­ვა­ლი მაქვს, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­მიკ­ლეს, ესეც არ მაკ­მა­რეს და წუ­თი­სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა­საც აღარ მაც­ლი­ან.

- რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ იმ კად­რებ­ზე, რაც დო­ნა­ძემ და ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­მო­ა­ჩი­ნეს?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მო­რი­გი ფარ­სი, მო­რი­გი ტყუ­ი­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი მათ მიერ არის ჩა­დე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი­დევ იკი­თხე­ბი­ან მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ვი­ან და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ი­ტყობს. რაც გა­ავ­რცე­ლეს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დი და ტყუ­ი­ლი. აქამ­დე დო­ნა­ძე რომ არ იყო თბი­ლის­ში, მივ­ლი­ნე­ბით იყო წა­სუ­ლი, ახლა სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებს და თურ­მე კად­რე­ბიც ჰქო­ნია. რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ამა­თი და­ცინ­ვა და ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფას რო­დის მორ­ჩე­ბი­ან?! ან­გე­ლო­ზი ბავ­შვის სული ზე­მო­დან გვი­ყუ­რებს...

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე

რაზე ოცნებობდა ბუტა რობაქიძე

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ხმაური ისევ გრძელდება. 8 წლის შემდეგ, მთავარი პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეს ხელახლა მიუბრუნდა და რამდენიმე პირი დანაშაულის ფალსიფიკაციის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. მართალია, მათი დაკავება პროკურატურამ მოითხოვა, მაგრამ ყოფილი ჩინოსნები გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ შორის შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს მოკლულის ოჯახი. 19 თებერვალს კი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც დანაშაულის ფალსიფიცირებაშია ბრალდებული, ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. ეს კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც გაავრცელა. ნათქვამია, რომ იგი 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან არის გადაღებული. კადრების მიხედვით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მსხდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო მისი ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე", - განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა, სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან.

მართალია, კადრები გავრცელდა, მაგრამ ამას აპროტესტებს გარდაცვლილის ოჯახი და თვლის, რომ ის მონტაჟის შედეგია. ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი, რომელიც ფაქტის თვითმხილველია, ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ჩანს. სწორედ ის ამხელს გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ფალსიფიკაციაში და ამბობს, რომ სწორედ დონაძეს აქვს შენახული საწყისი მასალა.

გოჩა მუკბანიანი:

- მე უკვე მივეცი ჩვენება ძიებას და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემ მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. თუმცა დღეს გავრცელდა გარკვეული კადრები, რომელზეც მე ჩემი აზრი მაქვს. ამ კადრებში ჩანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მანქანაში დევს და პისტოლეტი, რომელიც ქუჩაში გდია. იმ პერიოდისთვის, როდესაც პირველი მასალა გადაიღო ოპერატორმა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდებოდა. ვიდრე მეორე ცნობილი მასალა გაჩნდებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ამის რაიმე შეფერხება და დაბრკოლება არ არის ჩემი მხრიდან.

- გოჩა, სად შეიძლება იყოს საწყისი ვიდეომასალა? ჩემი ინფორმაციით, ის კასეტა დონაძემ გამოგართვათ, არა?

- შემთხვევის ადგილზე დონაძე და მიქაძე მოვიდნენ. ვიდრე მათ მანქანაში ჩავჯდებოდით, მე არ მომცემია იმის საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე გადაღებული კადრები. ამ კადრებში ისმოდა იარაღიდან გასროლის ხმა, მაგრამ იქ სხვა არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, ის ჩვენი უფროსი იყო და ამის უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა ოპერატორ ზურაბ ვაწაძეს, რომ დაუძახებდა მაშინ, როცა საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელიც მერე მთელმა საქართველომ იხილა.

- თქვენ იარაღების ჩალაგება არ გინახავთ?

- მანქანიდან ჯერ ოპერატორი გადავიდა და დაიწყო გადაღება, მერე მე ჩავედი. იქ უკვე ვნახე იარაღები, რომელიც საბარგულზე იდო, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი - ბუტას ფეხებთან. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, მე არ ვიცი, ეს კადრები რა დროს არის გადაღებული.

ახალი მასალის გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბუტა რობაქიძის აღშფოთებულმა მშობლებმა - სოსო რობაქიძემ და ია მეტრეველმა ეს მორიგ ფაბრიკაციად შეაფასეს და საგამოძიებო ორგანოებს ობიექტური გამოძიების უსწრაფესად ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯისკენ კვლავ მოუწოდეს, ამასთან, მხარდამჭერებთან ერთად, "რუსთავი 2"-ის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, რადგან მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მასალის გავრცელება მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწყობს ხელს. "კიდევ ერთხელ ჩანს, ავაზაკები რამდენს ბედავენ ჩვენს ქვეყანაში, - აღნიშნა გამწარებულმა, შვილმკვდარმა დედამ, ია მეტრეველმა. - პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს და ბანდიტად გამომიცხადა "რუსთავი 2"-მა, დღესაც რატომ მაინცდამაინც "რუსთავი 2"-ით გავრცელდა ეს კადრები?!"

პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც ქალბატონმა იამ აღნიშნული მასალის გავრცელების შემდეგ გამართა, მასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ და ვთხოვეთ, გაეხსენებინა ბუტა და ჩვენი მკითხველისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ ბიჭის შესახებ, რომელიც 9 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა.

ია მეტრეველი:

- ერთადერთი შვილი მყავდა. ისე ვზრდიდი ბუტას, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. თავისი პიროვნული თვისებებით გამორჩეული ვაჟკაცი იყო. პატარაობიდანვე ძალიან ფრთხილი და დინჯი გახლდათ. კაცთმოყვარეობას ვასწავლიდი. 18 წლის ბიჭს ისეთი კაცური თვისებები ჰქონდა, რომ ვუყურებდი, მიკვირდა. ის საშინელება, რასაც ახლა მას აბრალებენ, იმდენად შორს არის ბუტასგან, ვერ წარმოიდგენთ. ამას დაგიდასტურებთ ყველა, ვინც ჩემს შვილს იცნობდა. 19 წლის ისე გახდა, ერთი დღეც არ მქონია სანერვიულო. თავისი სამეგობრო წრე ვაკეში ჰყავდა, სულ იქ ტრიალებდა. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო ჩემი შვილი. არ მახსოვს, სახლში მოსვლა დაეგვიანოს. მისი მეგობრების დედები დღემდე ამბობენ, - როცა ვიცოდით, ბუტასთან ერთად იყვნენ ჩვენი შვილები, მშვიდად ვიყავითო. დედისერთა შვილებს რომ აფეტიშებენ მშობლები, ასე არ გამიზრდია, მკაცრად ვზრდიდი. პატარაობისას სულ ვეუბნებოდი, - არ გეგონოს, თუ რამეს დააშავებ, არ დაგსჯი-მეთქი; რომ იციან დედებმა, თავიანთ დამნაშავე შვილს ხელს აფარებენ, ასე არ ვიქნები-მეთქი, - მაგრამ ბუტა შენიშვნასაც არ იმსახურებდა. ცხოვრებაში პირველად იმ ღამეს დაიგვიანა და ამიტომ იყო ეს ჩვენთვის გასაოცარი და ამიტომ ვიყავით შეშინებულები, ეს უჩვეულო იყო ჩვენთვის. არ ვიცოდით, რა უბედურება გვჭირდა, რადგან არ არსებობდა, ბუტას სახლში არ დაერეკა.

თავართქილაძის უნივერსიტეტში, საფინანსო ფაკულტეტზე სწავლობდა. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ისე უყვარდათ იქაც, რომ მომიკლეს, მთელი წელი უნივერსიტეტში მისი ფოტო კედელზე ეკიდათ და სულ ყვავილები იდო მის მაგიდასთან. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოლექტივს. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა.

- შეყვარებული ხომ არ ჰყავდა?

- მოწიწებით გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა დედა-შვილს. სიყვარულზე ჩემთან არ საუბრობდა, მაგრამ დეიდასთან უთქვამს, რომ შეყვარებული იყო. მისი მეგობრებისგანაც ვიცი, თანაკლასელი გოგონა რომ უყვარდა. ხშირად უგზავნიდა თურმე ყვავილებს. ბიჭებს რომ გაატანდა თაიგულს, ეტყოდა, - არ უთხრათ, ვისგან არისო, - და ისინიც ეუბნებოდნენ, - ეს თაიგულები კარგი ბიჭის გამოგზავნილიაო... თავის ასაკთან შედარებით სერიოზული, დინჯი და ფრთხილი იყო, არ ვიცი, რატომ იყო ასეთი სერიოზული. ამ ფონზე ასეთი რამ ბუტას რომ დაემართა, ეს ნამდვილად გასაკვირია. გარდაცვალების შემდეგ მისი ნივთები მის მეგობრებს ვაჩუქე. მაშინ ვიფიქრე, რაიმე ნივთს მის შეყვარებულ გოგოსაც მივცემ სამახსოვროდ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, ბიჭებს მიეციო და მეც დავარიგე ყველაფერი. ამის შემდეგ სიზმარში ვნახე. ბუტამ მითხრა, - დედა, ხომ იცი, ცოლად თიკო რომ მომყავდა და არაფერი გაქვს თიკოსთვის, მას რომ აჩუქოო? შევწუხდი, - არ მაქვს-მეთქი. - იცი, დედა, თიკო რაღაცას მთხოვსო. მეორე დღესვე ვუყიდე ამ გოგონას სამახსოვროდ ბეჭედი. დავურეკე და ვთხოვე, ჩემთან მოსულიყო. გოგონა ტირილით მოვიდა და სანამ რამეს ვეტყოდი, მითხრა, - ია დეიდა, მინდოდა, რაიმე ნივთი მოგეცათ, ბუტასგან სამახსოვროდ რომ დამრჩენოდა და ამას ვერ გეუბნებოდითო. ეს რომ გავიგე, გადავირიე. ძალიან უცნაური დამთხვევა იყო.

- ფიზიკურად ძლიერი იყო?

- სპორტით იყო დაკავებული, ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. მუდმივად ვარჯიშობდა და სულ ვეხუმრებოდი, - შვილო, რა ტანი და მხრები დაიყენე-მეთქი! ეს უხაროდა. ცურვაზეც დადიოდა. ძალიან თბილი შვილი მყავდა, არასოდეს ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი. დანასთან და იარაღთან ჩემს შვილს შეხება არ ჰქონია. იმდენად სასაცილოა ეს ბრალდებები, რომ მიკვირს. არ გვაკმარეს, რომ შვილი მომიკლეს და ასეთ საშინელ სიბინძურეებს კადრულობს ახლა გურამ დონაძე. ეს კადრები აბსურდულია. მალე ამ სიბინძურეს ფარდა აეხდება და ყველანი ვნახავთ ამ დამნაშავეებს ციხეში. აქამდე რომ არ არიან დასჯილები, ამიტომ გაბედეს ამდენი სისაძაგლე.

- იმ საბედისწერო დღეს რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონიათ?

- საშინელი ამინდი იყო, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა. ბუტა ცუდად იყო, კბილი სტკიოდა მთელი დღე და სახლიდან არ გასულა. მეგობრები ურეკავდნენ, მაგრამ უარს ეუბნებოდა. საწოლზე წამოწოლილი იყო, როცა საღამოს 9 საათზე, ირაკლი მიქაბერიძემ დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა. ძალიან შევშფოთდი. - დედა, მეგობარს შევხვდები და მალე მოვალო, - მითხრა. მერე გავიგე, ირაკლი მისი ჯგუფელი ყოფილა. ახალი დამეგობრებულები იყვნენ და უთქვამს, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. დიდუბეში მათთან წავიდა, უარი ვერ უთხრა. ბუტას მეგობრები ვაკეში ჰყავდა. ის გასვლა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

- რა იყო მისი გატაცება, რაზე ოცნებობდა?

- ინსტიტუტს ამთავრებდა და ბანკში უნდა დაეწყო მუშაობა. შეყვარებული იყო და კარგი ოჯახის შექმნა სურდა. ბევრი ოცნება გვქონდა ჩვენ ერთად, მაგრამ დამინგრიეს ყველაფერი და განუხორციელებელი დაგვრჩა. შვილიშვილები უნდა მყოლოდა, მაგრამ აღარაფერი დამიტოვეს. არც მომავალი მაქვს, ერთადერთი შვილი მომიკლეს, ესეც არ მაკმარეს და წუთისოფელში ცხოვრებასაც აღარ მაცლიან.

- რა კომენტარს გააკეთებთ იმ კადრებზე, რაც დონაძემ და ფირცხალავამ გამოაჩინეს?

- ეს ყველაფერი არის მორიგი ფარსი, მორიგი ტყუილი და დამონტაჟებულია. ყველაფერი მათ მიერ არის ჩადებული. პროკურატურაში კიდევ იკითხებიან მოწმეები, რომლებიც საინტერესო ჩვენებებს იძლევიან და ამას საზოგადოება შეიტყობს. რაც გაავრცელეს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ტყუილი. აქამდე დონაძე რომ არ იყო თბილისში, მივლინებით იყო წასული, ახლა საპირისპიროს აცხადებს და თურმე კადრებიც ჰქონია. როდის დამთავრდება ამათი დაცინვა და ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფას როდის მორჩებიან?! ანგელოზი ბავშვის სული ზემოდან გვიყურებს...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ