ჩინელმა დიზაინერმა, კრის ლუმ ბრილიანტის თვლებით შემკული ოქროს ფეხსაცმელი შექმნა. დიზაინერის შთაგონებად ლუქს-კლასის ავტომობილის ბრენდი "როლს-როისი" იქცა. ფეხსაცმლის ფასი 3500 ფუნტი-სტერლინგია.
ფეხსაცმლის დიზაინი ავტომობილის სტილშია გადაწყვეტილი. მისი ცხვირი "როლს-როისის" ცხვირს წააგავს და მათზე ცნობილი ბრენდის ლოგოც არის დამონტაჟებული, რომელიც ასევე ოქროსგანაა შექმნილი.
ფეხსაცმელი, რომელიც ამჟამად გუანჩჟაუში იყიდება, შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს, როგორც ყველაზე მეტი ბრილიანტით გაფორმებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.