პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას მიტინგზე იწვევს
"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას მიტინგზე იწვევს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტებს" 19 აპ­რილს, 16:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­გეგ­მილ მი­ტინგზე იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად ხში­რად დგე­ბო­და გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე და გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­შიც რამ­დენ­ჯერ­მე იყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად უწევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა და დღე­საც დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბუნ­დო­ვა­ნი პო­ზი­ცია სა­გა­რეო კურ­სზე გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, კი­დევ ერთხელ შე­ვიკ­რი­ბოთ და ვუ­თხრათ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია ევ­რო­პა. გა­მოვ­დი­ვართ ინი­ცი­ა­ტი­ვით, 19 აპ­რილს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დეს დიდი მი­ტინ­გი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ. მინ­და, მო­ვიწ­ვიო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი, რათა დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას და­ვა­ნა­ხოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა დაბ­რუნ­დეს ძველ დრო­ში, სა­დაც არ იყო დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ გვინ­და, შვი­ლებს ჰქონ­დეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლო არ იყოს მო­ნო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი იწყე­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლას და თბი­ლი­სის ყვე­ლა უბან­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რას, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­ნა­ხონ, რომ "ხალ­ხის ნება ურ­ყე­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი კი არის და­სავ­ლე­თის­კენ და არა რუ­სე­თის­კენ".

იხი­ლეთ ვი­დეო

"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას მიტინგზე იწვევს

"ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას მიტინგზე იწვევს

"ნაციონალური მოძრაობა" "საქართველოს პატრიოტებს" 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მიტინგზე იწვევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ისტორიულად ხშირად დგებოდა გზაჯვარედინზე და განსაცდელის წინაშე უახლოეს ისტორიაშიც რამდენჯერმე იყო.

"საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ "ხალხის ნება ურყევია, საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა