მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ახალი რომანი გააბა. პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, მომღერალი საზოგადოებისთვის უცნობ ამერიკელ ბიჭს ხვდება. მისი ახალი რჩეული ჩვეულებრივი ბიჭია: მას დევიდი ჰქვია, 27 წლისაა და იურიდიულ ფირმაში მუშაობს. წყვილის ურთიერთობა ახალი დაწყებულია.
ახალგაზრდებმა ერთად წმინდა ვალენტინის დღე გაატარეს. სიყვარულის დღეს დევიდმა ბრიტნი იაპონურ რესტორანში დაპატიჟა. კვირას კი წყვილი გოლფ-კლუბში შენიშნეს, სადაც მამაკაცი მომღერალს თამაშს ასწავლიდა.
ბრიტნი სპირსი და მისი ყოფილი საქმრო ჯეისონ ტრავიკი ერთმანეთს იანვრის დასაწყისში დაშორდნენ.
მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.