პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტი - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია
ექსპერტი - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და, აშ­კა­რა მონ­ტა­ჟია. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრის აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის ექ­სპერტ ფო­ნოს­კო­პის­ტმა, მა­რი­კა ტოკ­ლი­კიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ერთი შე­ხედ­ვი­თაც კი ჩანს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცდო­მი­ლე­ბა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მა­სა­ლა უწყვე­ტი არ არის. კერ­ძოდ, მისი თქმით, პირ­ვე­ლი უზუს­ტო­ბა იკ­ვე­თე­ბა იმ მო­მენ­ტში, როცა ის­მის გას­რო­ლის ხმა. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ამ დროს ია­რა­ღი აღ­მარ­თუ­ლია მაღ­ლა და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი ტრა­ექ­ტო­რი­ით გას­რო­ლი­ლი ტყვია ვინ­მეს მოხ­ვედ­რო­და. მისი თქმით, ამ მო­მენ­ტში ხმა და კად­რი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მონ­ტა­ჟი ვლინ­დე­ბა მა­სა­ლის მე-11 წამ­ზეც - ამ დროს კად­რი გაჭ­რი­ლია და მისი ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა.

ამას­თან, რო­გორც მა­რი­კა ტოკ­ლი­კიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მა­სა­ლას გას­დევს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­დე­ბუ­ლი ფო­ნუ­რი ხმა­უ­რი.

გარ­და კად­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ანა­ლი­ზი­სა, დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტებ­მა მა­სა­ლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც შე­ა­ფა­სეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ქცე­ვა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, აშ­კა­რაა, რომ მათი რე­აქ­ცი­ე­ბი არ ჰგავს რე­ა­ლუ­რად აფექ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებს არ აქვთ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია გას­რო­ლის მო­მენ­ტში და გარ­და ამი­სა, მათ გა­მოთ­ქმებ­ში და ქცე­ვა­ში იკ­ვე­თე­ბა, რომ "კა­მე­რა­ზე მუ­შა­ო­ბენ".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექსპერტი - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია

ექსპერტი - ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეომასალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აშკარა მონტაჟია. ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ექსპერტ ფონოსკოპისტმა, მარიკა ტოკლიკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ექსპერტის განცხადებით, ერთი შეხედვითაც კი ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცდომილება, რაც მიანიშნებს, რომ მასალა უწყვეტი არ არის. კერძოდ, მისი თქმით, პირველი უზუსტობა იკვეთება იმ მომენტში, როცა ისმის გასროლის ხმა. ექსპერტის შეფასებით, ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა და შეუძლებელია, ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. მისი თქმით, ამ მომენტში ხმა და კადრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ტოკლიკიშვილის განმარტებით, მონტაჟი ვლინდება მასალის მე-11 წამზეც - ამ დროს კადრი გაჭრილია და მისი ცვლილება ხდება.

ამასთან, როგორც მარიკა ტოკლიკიშვილმა განაცხადა, მასალას გასდევს სპეციალურად დადებული ფონური ხმაური.

გარდა კადრების ტექნიკური ანალიზისა, დღევანდელ ბრიფინგზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა მასალა ფსიქოლოგიური კუთხითაც შეაფასეს. მათი განცხადებით, პოლიციელების ქცევა არაადეკვატურია, აშკარაა, რომ მათი რეაქციები არ ჰგავს რეალურად აფექტში მყოფი ადამიანის ქცევას. ექსპერტების შეფასებით, პოლიციელებს არ აქვთ ადეკვატური რეაქცია გასროლის მომენტში და გარდა ამისა, მათ გამოთქმებში და ქცევაში იკვეთება, რომ "კამერაზე მუშაობენ".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ