პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყოველთაო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეიწირავს
საყოველთაო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეიწირავს

სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ამოქ­მე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია შე­ი­წი­როს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი აში­ნებთ, თუმ­ცა ამ რის­კებ­ზე ღიად სა­უ­ბარს სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან. სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვაა, ამ მო­მენ­ტში კი დიდი წილი სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვას უჭი­რავს. გარ­და ამი­სა, მზღვე­ვე­ლე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰოს­პი­ტა­ლურ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის აშე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­რან­ტი­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებს შე­პირ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­სა­გე­ბია.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "აისი ჯგუფ­მა" ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უარი თქვას. კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა "კო­მერ­სანტ.გე"-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მებს "აისი ჯგუ­ფის" საქ­მი­ა­ნო­ბის 70% უჭი­რავს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო ფონ­დის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სა­ხით ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია პირ­და­პირ-პრო­პორ­ცი­უ­ლად 70%-ით შემ­ცირ­დე­ბა.

თენ­გიზ მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში კი აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნია ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმას არ აპი­რებს და ჟურ­ნა­ლის­ტმა მისი ნათ­ქვა­მის თა­ვი­სე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. "ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ვაგ­რძე­ლებთ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბას. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ჯერ ვარ­კვევთ კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის პრო­დუქ­ტი გა­მო­აქვს სა­ხელ­მწი­ფოს", - ამ­ბობს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი. მისი თქმით, "აისი ჯგუ­ფის" სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის სეგ­მენ­ტში სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის წილი 50%-ზე მე­ტია.

რო­გორ იმოქ­მე­დებს სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა სხვა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­ზე და რას აპი­რე­ბენ ისი­ნი? "ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ამოქ­მე­დე­ბით პრობ­ლე­მე­ბი უფრო მე­ტად იმ კომ­პა­ნი­ებს შე­ექ­მნე­ბათ, რომ­ლებ­საც ჯან­დაც­ვის სეგ­მენ­ტში სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის დიდი წილი აქვთ.

"ჩვენ ვა­ვი­თა­რებ­დით სხვა სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტებ­საც, "ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გში" სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის წილი მხო­ლოდ 30%-ია. მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის ის, რომ ჩვენ 2010-11 წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და "ვე­ნის სა­და­ზღვე­ვო ჯგუფ­თან" ერ­თად რა­ი­ო­ნებ­ში 16 სა­ა­ვად­მყო­ფო ავა­შე­ნეთ. პრო­ექ­ტში 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა. ისი­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არ უნდა აღ­მოჩ­ნდნენ. ბაზ­რის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის მე­ო­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ის, რომ არ შე­ფერ­ხდეს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი და­ზღვე­ვა. გვინ­და, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა წინ წა­ვი­დეს", - ამ­ბობს თი­ნა­თინ სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი.

"არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნიკა რა­მიშ­ვი­ლის თქმით, არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­თან ადაპ­ტა­ცია მათ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­საც ფლო­ბენ და დღეს არა­ერ­თი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა ამ თე­მის ირ­გვლივ.

"არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა იგი­ვე სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ჰოს­პი­ტა­ლე­ბის როლი. ახლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გავ­დი­ვართ ამ სა­კითხს და ვცდი­ლობთ პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას", - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

"ალ­და­გი ბი­სი­ა­ის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია ივ­ჩენ­კომ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და კომ­პა­ნია პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მით აგ­რძე­ლებს.

"კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მი­დის ამ თე­მა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რა ტი­პის პრო­დუქტს გა­მო­ი­ტანს სა­მი­ნის­ტრო. კომ­პა­ნია კი სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის პრო­დუქტს მომ­ხმა­რე­ბელს იგი­ვე ტემპში, აქ­ტი­უ­რად სთა­ვა­ზობს", - ამ­ბობს მაია ივ­ჩენ­კო.

სა­და­ზღვე­ვო ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დევი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია. ეს სა­კი­თხი მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ებს არ ეხე­ბა და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ინ­ვეს­ტო­რე­ბის და კომ­პა­ნი­ებ­ში ათა­სო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბიც.

მისი თქმით, 2008 წლი­დან სა­და­ზღვე­ვო სექ­ტორ­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­და­ზღვე­ვო სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს აქვს. ამას­თა­ნა­ვე, შე­იქ­მნა დიდი სა­მე­დი­ცი­ნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. "2012 წელს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­ზღვე­ვა­ზეც და მინ­და გი­თხრათ, რომ ბოლო წელს და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 და­ე­ზღვია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით. კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ - ჩვენ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვამ­დე ფრთხი­ლად უნდა მი­ვი­დეთ", - აღ­ნიშ­ნა დევი ხე­ჩი­ნაშ­ვილ­მა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ რა სა­ხის იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია. სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან უკვე უნდა და­ი­წყოს. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ფორ­ტმა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვი­სას სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს სა­და­ზღვე­ვო პო­ლი­სის გა­რე­შე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო ჩა­ერ­თვე­ბა ამ პროგ­რა­მა­ში სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ამ დე­ტა­ლებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი ექ­ნე­ბათ.

ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვი­სას, პა­ცი­ენ­ტი, მე­ქა­ნი­კუ­რად მოხ­ვდე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის პროგ­რა­მა­ში, მი­ი­ღებს უფა­სო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და სტა­ცი­ო­ნა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ამას და­ე­მა­ტე­ბა ის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბის­თვის.

1-ლი ივ­ლი­სი­დან კი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით და­ზღვე­უ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, და­ზღვე­ვის სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტე­ბი, ანუ არ­სე­ბულ პა­კეტს გეგ­მი­უ­რი სერ­ვი­სი და­ე­მა­ტე­ბა, რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, ისე სტა­ცი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­დე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. და­ფი­ნანსდე­ბა ორ­სუ­ლო­ბა-მშო­ბი­ა­რო­ბის ხარ­ჯე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის და­ზუს­ტე­ბა­ზეც.

სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა არა­მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც თან­ხის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას, მიმ­წო­დებ­ლე­ბის (სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი) შერ­ჩე­ვა­სა და და­ფი­ნან­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მისი საბ­ჭო და­კომ­პლექტდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, პა­ცი­ენ­ტე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, სა­და­ზღვე­ვო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (მათ შო­რის, პროფ­კავ­ში­რე­ბის) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

საყოველთაო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეიწირავს

საყოველთაო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეიწირავს

საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამ შეიძლება რამდენიმე სადაზღვევო კომპანია შეიწიროს. კომპანიის წარმომადგენლებს მოსალოდნელი რისკები აშინებთ, თუმცა ამ რისკებზე ღიად საუბარს სიფრთხილით ეკიდებიან. სადაზღვევო პროდუქტებს შორის ყველაზე პოპულარული სამედიცინო დაზღვევაა, ამ მომენტში კი დიდი წილი სახელმწიფო დაზღვევას უჭირავს. გარდა ამისა, მზღვეველები წინა ხელისუფლებამ ჰოსპიტალურ პროგრამაში ჩართო და საავადმყოფოების აშენების სანაცვლოდ გარანტირებულ სახელმწიფო პროგრამებს შეპირდა. აქედან გამომდინარე, კომპანიების ხელმძღვანელთა თავის ტკივილი გასაგებია.

გამორიცხული არ არის, სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფმა" ჯანდაცვის მიმართულებაზე უარი თქვას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ მეზურნიშვილმა "კომერსანტ.გე"-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბიუჯეტო სამედიცინო პროგრამებს "აისი ჯგუფის" საქმიანობის 70% უჭირავს, შესაბამისად, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის დაანონსებული სახით ამოქმედების შემთხვევაში კომპანია პირდაპირ-პროპორციულად 70%-ით შემცირდება.

თენგიზ მეზურნიშვილმა "რეზონანსთან" საუბარში კი აღნიშნა, რომ კომპანია ჯანდაცვის მიმართულებაზე უარის თქმას არ აპირებს და ჟურნალისტმა მისი ნათქვამის თავისებური ინტერპრეტირება მოახდინა. "ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ ყველა მომსახურებას. კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯერ ვარკვევთ კონკრეტულად რა სახის პროდუქტი გამოაქვს სახელმწიფოს", - ამბობს მეზურნიშვილი. მისი თქმით, "აისი ჯგუფის" სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში სახელმწიფო დაზღვევის წილი 50%-ზე მეტია.

როგორ იმოქმედებს სახელმწიფო დაზღვევა სხვა სადაზღვევო კომპანიებზე და რას აპირებენ ისინი? "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მოსაზრებით, საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებით პრობლემები უფრო მეტად იმ კომპანიებს შეექმნებათ, რომლებსაც ჯანდაცვის სეგმენტში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის დიდი წილი აქვთ.

"ჩვენ ვავითარებდით სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც, "ჯიპიაი ჰოლდინგში" სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის წილი მხოლოდ 30%-ია. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ 2010-11 წლებში მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და "ვენის სადაზღვევო ჯგუფთან" ერთად რაიონებში 16 საავადმყოფო ავაშენეთ. პროექტში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

შესაბამისად, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორების ინტერესების დაცვაა. ისინი დაზარალებულები არ უნდა აღმოჩნდნენ. ბაზრის გაჯანსაღებისთვის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არ შეფერხდეს კორპორაციული დაზღვევა. გვინდა, ეს მიმართულება წინ წავიდეს", - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.

"არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელმძღვანელის, ნიკა რამიშვილის თქმით, არსებულ პირობებთან ადაპტაცია მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები ჰოსპიტალურ სექტორსაც ფლობენ და დღეს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა ამ თემის ირგვლივ.

"არ ვიცით, რა იქნება საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, როგორი იქნება იგივე სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში მყოფი ჰოსპიტალების როლი. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გავდივართ ამ საკითხს და ვცდილობთ პასუხების მიღებას", - აცხადებს რამიშვილი.

"ალდაგი ბისიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მაია ივჩენკომ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროსთან და კომპანია პროდუქტების განვითარებას ჩვეული რეჟიმით აგრძელებს.

"კონსულტაციები მიდის ამ თემაზე, კონკრეტულად რა ტიპის პროდუქტს გამოიტანს სამინისტრო. კომპანია კი სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს მომხმარებელს იგივე ტემპში, აქტიურად სთავაზობს", - ამბობს მაია ივჩენკო.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, სადაზღვევო სექტორი გაურკვევლობაშია. ეს საკითხი მხოლოდ კომპანიებს არ ეხება და გასათვალისწინებელია ინვესტორების და კომპანიებში ათასობით დასაქმებულის ინტერესებიც.

მისი თქმით, 2008 წლიდან სადაზღვევო სექტორში დიდი ცვლილებები განხორციელდა, სადაზღვევო სერვისებზე ხელმისაწვდომობა 2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ამასთანავე, შეიქმნა დიდი სამედიცინო ინფრასტრუქტურა. "2012 წელს სადაზღვევო კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს ინდივიდუალურ დაზღვევაზეც და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წელს დაახლოებით 60 000 დაეზღვია ინდივიდუალური პროგრამებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ჩვენ საყოველთაო დაზღვევამდე ფრთხილად უნდა მივიდეთ", - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროშიც ვერ აკონკრეტებენ რა სახის იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია. საყოველთაო დაზღვევა თებერვლის ბოლოდან უკვე უნდა დაიწყოს. სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო დაზღვევის ფორტმაში გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევისას საავადმყოფოები პაციენტებს სადაზღვევო პოლისის გარეშე მოემსახურებიან. კონკრეტულად, რომელი საავადმყოფო ჩაერთვება ამ პროგრამაში სამინისტროში ჯერჯერობით ამ დეტალებზე კონკრეტულად ვერ საუბრობენ, მაგრამ რამდენიმე დღეში გარკვეული მონახაზი ექნებათ.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადაუდებელი შემთხვევისას, პაციენტი, მექანიკურად მოხვდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, მიიღებს უფასო ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას. ამას დაემატება ის დიაგნოსტიკური კვლევები, რომელიც საჭიროა ამბულატორიული პირველადი შეფასებისთვის.

1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია მოემსახურება. ამ პერიოდიდან ამოქმედდება, დაზღვევის საბაზისო პაკეტები, ანუ არსებულ პაკეტს გეგმიური სერვისი დაემატება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ დონეზე. ასევე გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალი. დაფინანსდება ორსულობა-მშობიარობის ხარჯები. მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის დაზუსტებაზეც.

სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია იქნება არამომგებიანი ინსტიტუტი, რომელიც თანხის ადმინისტრირებას, მიმწოდებლების (სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები) შერჩევასა და დაფინანსებას უზრუნველყოფს. მისი საბჭო დაკომპლექტდება სახელმწიფოს, პაციენტების, სამედიცინო პერსონალის, სადაზღვევო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, პროფკავშირების) წარმომადგენლებისაგან.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"