20 თებერვლის ღამეს ლონდონში მუსიკალური ჯილდო Brit Awards-ის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია გაიმართა.
პრემიის ტრიუმფატორები შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდე და ბრიტანელი შემსრულებელი ბენ ჰოვარდი არიან. სანდე ნომინაციებში "საუკეთესო ბრიტანელი ქალი მომღერალი" და "ბრიტანეთის წლის ალბომი" (ალბომისთვის Our Version of Events) დაჯილდოვდა. ჰოვარდმა კი ჯილდოები "წლის გარღვევა" და "საუკეთესო ბრიტანელი მამაკაცი მომღერალი" მოიპოვა.
საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად ფოლკ-კოლექტივი Mumford & Sons დასახელდა. პრემია საუკეთესო ცოცხალი შესრულებისთვის კი ჯგუფმა Coldplay-მ მიიღო.
შარშანდელი ცერემონიის ტრიუმფატორი ადელი წელს მხოლოდ ერთ კატეგორიაში "საუკეთესო ბრიტანული სიმღერა" (კომპოზიციისთვის Skyfall) დააჯლდოვეს.
საუკეთესო უცხოურ მომღერლებად მომღერალი ლანა დელ რეი და რეპერი ფრენკ ოუშენი დაასახელეს. საუკეთესო უცხოური ჯგუფი კი ამერიკული დუეტი The Black Keys-ია.
პრემიის გადაცემის 33-ე ცერემონია ლონდონის უმსხვილეს მუსიკალურ დარბაზ O2-ში გაიმართა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.