საქართველოს ენერგეტიკაში ინდური ინვესტიცია განხორციელდება. საუბარია კომპანია "ტატა გრუპზე", რომელიც 700 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უმსხვილესი ინდური ტრასნაციონალური კომპანია-კონგლომერატის, "ტატა გრუპის" დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
"ტატა ჯგუფი" დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები",- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
"ტატა ჯგუფი" მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ, კერძოდ: ქიმიური და მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, კომუნიკაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სავაჭრო სფერო, სასტუმროების ქსელი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9