ამერიკელმა მწერალმა ჯონ მილუორდმა სამი წელი მოანდომა პორნოინდუსტრიის შესწავლას. მილუორდმა პორნომსახიობთა 10 000 დოსიე შეისწავლა და გააანალიზა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ეროტიკულ ბიზნესში არსებული რამდენიმე მითის დასამსხვრევად.
აღმოჩნდა, რომ პორნოფილმებში მონაწილე ყოველ 7 ქალზე, მხოლოდ სამი მსახიობი მამაკაცი მოდის. ეს ფაქტი ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ ქალები ეროტიკულ ინდუსტრიაში ექსპლუატაციას განიცდიან. სინამდვილეში მამაკაცებს წლის განმავლობაში 45 პარტნიორის შეცვლა უწევთ, მაშინ როდესაც პორნო-ვარსკვლავი ქალები წელიწადში მხოლოდ რვა პარტნიორ მამაკაცს იცვლიან.
სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პორნოინდუსტრიაში მხოლოდ ქერათმიანი და დიდმკერდიანი ქალები არიან, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც შესწავლილი დოსიეებიდან ჩანს, უფრო ხშირად პორნოფილმებში მონაწილეობას წაბლისფერთმიანი ქალები იღებენ, რომელთა საშუალო მკერდის ზომა B-ია. გარდა ამისა, ისინი სულაც არ არიან გამხდრები. მამაკაცი პორნომსახიობები 88 კგ-ს იწონიან, ხოლო ქალები - 53-ს.
გარდა ამისა, ნარკვევის ავტორმა დაადგინა, ყველაზე ხშირად რა როლს ასრულებენ ქალები ეროტიკულ ფილმებში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი გმირი - მოზარდი გოგონაა.
რაც შეეხება პორნომსახიობთა წარმომავლობას, ეროტიკული ჟანრის მსახიობთა უმეტესობა აშშ-დან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან არიან. მეოთხე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, ხოლო მეხუთეზე - რუსეთი.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.