მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა
ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნას და ამ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბის შე­წყვე­ტას ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ფირ­ცხა­ლა­ვამ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ა­კე­თა, სა­დაც ცოტა ხნის წინ ად­ვო­კატ და­რე­ჯან გი­ლაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

რო­გორც ფირ­ცხა­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მზად არის ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­აც­ნოს ის ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­დან მოხ­ვდა აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი მის ხელ­ში. მი­სი­ვე თქმით, აქვს ორი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა აღ­ნიშ­ნულ მა­სა­ლას­თან და, ზო­გა­დად, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში მისი სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნაა, კად­რებს ჩა­უ­ტარ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და სწო­რედ ამ მიზ­ნით, გარ­და იმი­სა, რომ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მის ქარ­თულ სამ­სა­ხუ­რებ­ში, ის აპი­რებს, ხვალ­ვე, ად­ვო­კატ­თან ერ­თად მი­მარ­თოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს თხოვ­ნით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს მიერ. ფირ­ცხა­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ამის მი­ზა­ნია, პი­რა­დად დარ­წმუნ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც და­ი­ნა­ხოს უფრო ნათ­ლად, არის თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი მონ­ტა­ჟი თუ ასა­ხავს სი­ნამ­დვი­ლეს.

პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მე­ო­რე მო­თხოვ­ნაა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­წყდეს გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, ზე­წო­ლას ახ­დენს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე; ასე­ვე; არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებ­ში ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, ვინ­მეს სა­სარ­გებ­ლოდ მი­მარ­თუ­ლი.

რო­გორც ფირ­ცხა­ლა­ვა ამ­ბობს, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლის, არის ის, რომ მო­ი­პო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და დად­გინ­დეს ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა.

ამას­თან, მან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. მათ შო­რის, მან და­ა­სა­ხე­ლა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს ილა­პა­რა­კოს მას­ზე, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ზე. ფირ­ცხა­ლა­ვა აპი­რებს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნოს სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი იმ გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მის ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და ეხე­ბა თუნ­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 19.00 სა­ათ­ზე გა­მო­ცხად­და. მას მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ლის 11.00 სა­ა­თი­დან ელო­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის იმ მო­თხოვ­ნის გამო, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ად­ვო­კატ­თან ერ­თად უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო და­კი­თხვა­ზე, პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და. ის ვერ ახერ­ხებ­და ად­ვო­კა­ტის მო­ძი­ე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ, მან დრო­ე­ბით ად­ვო­კა­ტად აიყ­ვა­ნა და­რე­ჯან გი­ლაშ­ვი­ლი, ხოლო ხვალ თა­ვის პი­რად ად­ვო­კატს აიყ­ვანს და მას­თან ერ­თად გა­ნაგ­რძობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა

ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოპოვებული კადრების ავთენტურობის დადგენას და ამ კადრებთან დაკავშირებით დაწყებული პოლიტიკური სპეკულირების შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ფირცხალავამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატ დარეჯან გილაშვილთან ერთად გამოცხადდა.

როგორც ფირცხალავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას გააცნოს ის ინფორმაცია, საიდან მოხვდა აღნიშნული კადრები მის ხელში. მისივე თქმით, აქვს ორი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ მასალასთან და, ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით.

პირველ რიგში მისი სურვილი და მოთხოვნაა, კადრებს ჩაუტარდეს ობიექტური ექსპერტიზა და სწორედ ამ მიზნით, გარდა იმისა, რომ ექსპერტიზა ჩატარდება შესაბამის ქართულ სამსახურებში, ის აპირებს, ხვალვე, ადვოკატთან ერთად მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს თხოვნით, რომ აღნიშნული კადრების ექსპერტიზა ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ. ფირცხალავას განმარტებით, ამის მიზანია, პირადად დარწმუნდეს და საზოგადოებამაც დაინახოს უფრო ნათლად, არის თუ არა აღნიშნული კადრები მონტაჟი თუ ასახავს სინამდვილეს.

პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის მეორე მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეწყდეს გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები, რაც, მისი შეფასებით, ზეწოლას ახდენს გამოძიებაზე; ასევე; არ განიხილებოდეს სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუებში ამ კადრების გავრცელება, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, ვინმეს სასარგებლოდ მიმართული.

როგორც ფირცხალავა ამბობს, მისი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, როგორც პოლიციელის, არის ის, რომ მოიპოვა მტკიცებულება და დადგინდეს ამ მტკიცებულების ნამდვილობა.

ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო. მათ შორის, მან დაასახელა იური ვაზაგაშვილის განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს ილაპარაკოს მასზე, როგორც დამნაშავეზე. ფირცხალავა აპირებს, რომ უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ შეიტანოს სასამართლოში სარჩელი იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის ბრალდებებს უკავშირდება და ეხება თუნდაც გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს.

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში დაახლოებით 19.00 საათზე გამოცხადდა. მას მთავარ პროკურატურაში მთელი დღის განმავლობაში, დილის 11.00 საათიდან ელოდებოდნენ, თუმცა პროკურატურის იმ მოთხოვნის გამო, რომ ის აუცილებლად ადვოკატთან ერთად უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე, პროცესი გაჭიანურდა. ის ვერ ახერხებდა ადვოკატის მოძიებას. საბოლოოდ, მან დროებით ადვოკატად აიყვანა დარეჯან გილაშვილი, ხოლო ხვალ თავის პირად ადვოკატს აიყვანს და მასთან ერთად განაგრძობს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ