პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ
ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ

ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, "ლი­ა­ი­ას ბორ­დე­ლად" ცნო­ბილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. მის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რებთ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად უწევთ არა მარ­ტო მათი ჩხუ­ბი­სა და აყალ­მა­ყა­ლის, არა­მედ იმის მოს­მე­ნაც კი, ვის რო­გორ და რა ფა­სად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ასე­თი გა­რი­გე­ბა პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში, მათი ფან­ჯრე­ბის წინ ხდე­ბა. აღ­შფო­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ლა­მის ყო­ველ­დღე უწევთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა, რად­გან "ლი­ა­ი­ას ბორ­დე­ლის" მა­ღა­ლი "ტა­რი­ფე­ბით" გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არა მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, არა­მედ მთელ და­სახ­ლე­ბას გი­ნე­ბით იკ­ლე­ბენ.

"გვი­ან ღა­მით მო­დის, ვინ - მთვრა­ლი, ვინ - ფხი­ზე­ლი. თუ ბორ­დელ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ქა­ლე­ბი დახ­ვდათ, კი შე­დი­ან და ის­მის იქი­დან სი­ცილ-კის­კი­სი, თუ არ დახ­ვდათ და, არე­უ­ლო­ბა იწყე­ბა. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი იგი­ნე­ბი­ან და არ­ყი­სა და შამ­პა­ნუ­რის ცა­რი­ელ ბოთ­ლებს ეს­ვრი­ან ჩვენს სახ­ლებს. ასე ცხოვ­რე­ბა აღარ შეგ­ვიძ­ლია. ისე­თი სი­ტყვე­ბი ის­მის ჩვენს ფან­ჯრებ­თან, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვრცხვე­ნია. იქ­ნებ მოგ­ვაქ­ცი­ოს ვინ­მემ ყუ­რა­დღე­ბა", - ამ­ბობს კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი თინა ბეშ­კე­ნა­ძე.

"ლი­ა­ი­ას ბორ­დე­ლის" მფლო­ბელ­მა ლიამ ჩვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბას თავი აა­რი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა კი მე­ზობ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს უსა­ფუძ­ვლო უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზეა, სას­ტუმ­როა და არა ბორ­დე­ლი: "რა ბორ­დე­ლი, რის ბორ­დე­ლი, აქ სას­ტუმ­როა, სა­დაც ხალ­ხი და­დის. გე­თან­ხმე­ბით, აქ ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბიც ხში­რად მი­დი­ან, მაგ­რამ გვე­უბ­ნე­ბი­ან ცოლ-ქმა­რი ვარ­თო და ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბას ხომ არ მოვ­თხოვთ?!"

"პრო­დუქ­ტი" - და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი - ფას­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ჩხუ­ბი, კა­მა­თი, ყა­ყა­ნი - "რა ამ­ბა­ვია, და­მი­კე­ლი!" "ვერა, ვერ და­გიკ­ლებ", დამა გუ­ლი­ვით ქალი ვარ, ვერ მხე­დავ?" - მსგავ­სი ვაჭ­რო­ბა, რო­გორც გვი­ამ­ბო­ბენ, ქუ­თა­ი­სის ყვე­ლა ბორ­დელ­ში ხდე­ბა. ვაჭ­რო­ბა პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სა­დაც გამ­ყიდ­ვე­ლი ყი­დის "პრო­დუქტს", მომ­ხმა­რე­ბე­ლი იხ­დის სა­ფა­სურს და კმა­ყო­ფი­ლია. პროს­ტი­ტუ­ცი­ის ქუ­თა­ი­სუ­რი პორ­ნო­ბა­ზა­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი "პრო­დუქ­ტი".

ვი­ცით, რომ ბორ­დე­ლის ფუნ­ქცი­ო­ბა და პროს­ტი­ტუ­ცია და­ნა­შა­უ­ლია, თუმ­ცა მა­ინც რა სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის რო­მე­ლი მუხ­ლი ირ­ღვე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით? - ამ კი­თხვით ქუ­თა­ი­სის სა­ი­ას (სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია) ფი­ლი­ალს მივ­მარ­თეთ.

"სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე­ მუხ­ლის თა­ნახ­მად, პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ადა­მი­ა­ნი ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 2-დან 4-წლამ­დე" - ამ­ბობს სა­ი­ას იუ­რის­ტი.

P.S. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგეგ­მე­ბა ბორ­დე­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა და მა­შინ ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თლებს კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ "ლი­ა­ი­ას ბორ­დე­ლად" მო­ნათ­ლულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, ალ­ბათ, მე­ძა­ვებ­საც მოს­თხო­ვენ სა­ლა­რო-აპა­რა­ტე­ბის დად­გმას, ქვით­რის ამო­წე­რას და ინდმე­წარ­მე­ე­ბის მსგავ­სად მა­თაც და­ბეგ­რა­ვენ. სა­მა­გი­ე­როდ, მე­ძა­ვებს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ექ­ნე­ბათ, ბი­უ­ჯეტ­ში კი დი­დძა­ლი თან­ხა შევა. ბორ­დე­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც აი­წევს და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე, ქუ­თა­ი­სი­დან

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ

ქუთათურები "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვენ

ქუთაისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, "ლიაიას ბორდელად" ცნობილ დაწესებულებას ყოველდღიურად რამდენიმე ასეული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სტუმრობს. მის სიახლოვეს მცხოვრებთ ძალაუნებურად უწევთ არა მარტო მათი ჩხუბისა და აყალმაყალის, არამედ იმის მოსმენაც კი, ვის როგორ და რა ფასად მოემსახურებიან. ასეთი გარიგება პირდაპირ ქუჩაში, მათი ფანჯრების წინ ხდება. აღშფოთებული ადამიანები ამბობენ, რომ მათ ლამის ყოველდღე უწევთ საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან "ლიაიას ბორდელის" მაღალი "ტარიფებით" გაღიზიანებული შეზარხოშებული მამაკაცები არა მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელობას, არამედ მთელ დასახლებას გინებით იკლებენ.

"გვიან ღამით მოდის, ვინ - მთვრალი, ვინ - ფხიზელი. თუ ბორდელში თავისუფალი ქალები დახვდათ, კი შედიან და ისმის იქიდან სიცილ-კისკისი, თუ არ დახვდათ და, არეულობა იწყება. მომსახურე პერსონალზე განაწყენებულები იგინებიან და არყისა და შამპანურის ცარიელ ბოთლებს ესვრიან ჩვენს სახლებს. ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ისეთი სიტყვები ისმის ჩვენს ფანჯრებთან, რომ ოჯახის წევრების გვრცხვენია. იქნებ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება", - ამბობს კოსტავას ქუჩის მცხოვრები თინა ბეშკენაძე.

"ლიაიას ბორდელის" მფლობელმა ლიამ ჩვენთან გასაუბრებას თავი აარიდა. აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი მეზობლების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ დაწესებულება, რომელიც კოსტავას ქუჩაზეა, სასტუმროა და არა ბორდელი: "რა ბორდელი, რის ბორდელი, აქ სასტუმროა, სადაც ხალხი დადის. გეთანხმებით, აქ ბიჭები და გოგოებიც ხშირად მიდიან, მაგრამ გვეუბნებიან ცოლ-ქმარი ვართო და ქორწინების მოწმობას ხომ არ მოვთხოვთ?!"

"პროდუქტი" - დაბალხარისხიანი, მომხმარებელი - ფასზე ორიენტირებული. ჩხუბი, კამათი, ყაყანი - "რა ამბავია, დამიკელი!" "ვერა, ვერ დაგიკლებ", დამა გულივით ქალი ვარ, ვერ მხედავ?" - მსგავსი ვაჭრობა, როგორც გვიამბობენ, ქუთაისის ყველა ბორდელში ხდება. ვაჭრობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სადაც გამყიდველი ყიდის "პროდუქტს", მომხმარებელი იხდის საფასურს და კმაყოფილია. პროსტიტუციის ქუთაისური პორნობაზარი საშუალებას გაძლევთ, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიოთ სასურველი "პროდუქტი".

ვიცით, რომ ბორდელის ფუნქციობა და პროსტიტუცია დანაშაულია, თუმცა მაინც რა სანქციას ითვალისწინებს აღნიშნული ქმედება და კონსტიტუციის რომელი მუხლი ირღვევა აღნიშნული ქმედებით? - ამ კითხვით ქუთაისის საიას (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ფილიალს მივმართეთ.

"სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე­ მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადამიანი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე" - ამბობს საიას იურისტი.

P.S. კულუარული ინფორმაციით, იგეგმება ბორდელების ლეგალიზება და მაშინ ნამდვილად გაუმართლებს კოსტავას ქუჩაზე არსებულ "ლიაიას ბორდელად" მონათლულ დაწესებულებას, თუმცა მოქმედი კანონით, ალბათ, მეძავებსაც მოსთხოვენ სალარო-აპარატების დადგმას, ქვითრის ამოწერას და ინდმეწარმეების მსგავსად მათაც დაბეგრავენ. სამაგიეროდ, მეძავებს უკვე ოფიციალური სამსახური ექნებათ, ბიუჯეტში კი დიდძალი თანხა შევა. ბორდელების ლეგალიზებით მომსახურების ხარისხიც აიწევს და ჰიგიენური პირობებიც გაუმჯობესდება.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"