პარტნიორები:

    მამაკაცი ორი წლის განმავლობაში მეზობლებს საბურავებს უხეთქავდა

    მამაკაცი ორი წლის განმავლობაში მეზობლებს საბურავებს უხეთქავდა

    ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ 60 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 2 წლის განმავლობაში, ადამიანებს, რომელიც არ მოსწონდა, მანქანის საბურავებს უხეთქავდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იტყობინება.

    მაიკლ დელიზიო სადარბაზოებთან, სადაც მეზობლები მანქანებს აჩერებდნენ, ლურსმნებს ყრიდა. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ლურსმნით გახეთქილი საბურავების შესახებ, მათთან 50-მდე საჩივარია შესული.

    დამნაშავე პოლიციამ შემთხვევით დააკავა. პოლიციის თანამშროელი ერთ-ერთი დაზარალებულის სახლს ათვალიერებდა, როდესაც დაინახა, როგორ ყრიდა დელიზიო ლურსმნებს ქუჩაში. ამერიკელს ბრალი კანონის 100-მდე მუხლით წაუყენეს.

    პოლიციის თანამშრომლის თქმით, დელიზიო ლურსმნებს შავად ღებავდა, რათა მსხვერპლს ის ვერ შეემჩნია.

    "ასეთი სახის დანაშუალთან მქონია საქმე, მაგრამ არასდროს მინახავს, რომ ვინმეს ასეთი მონდომება გამოეჩინა", - აცხადებს პოლიციელი.

    მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს