იტალიაში სექსუალური ძალადობისთვის 93 წლის პენსიონერი მამაკაცი დააკავეს. მასზე პოლიციაში სარჩელი 73 წლის ქალბატონმა შეიტანა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქ სან-სევეროში მცხოვრები მამაკაცი პენსიონერი ქალბატონის გაუპატიურებას შეეცადა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში გაიცნო.
როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, თავდაპირველად 93 წლის მამაკაცი ქალისადმი გადამეტებულ ყურადღებას იჩენდა. ქალი მას არ პასუხობდა, რაც მოხუცებულ მამაკაცს ინტერესსა და ვნებას უფრო უღვივებდა.
მაშინ შეყვარებული პენსიონერი მოხუცებულთა ცენტრის მოფარებულ კუთხეში დაიმალა, დაელოდა სანამ მისი გულის სწორი გამოივლიდა, შემდეგ კი თავს დაესხა.
შეშინებულ ქვრივ ქალს კინაღამ ინფარქტი დაემართა. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ თავი დაიხსნა და დაუყოვნებლივ შეიტანა სარჩელი პოლიციაში.
პოლიციამ მამაკაცს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და თუ მსგავსი რამ განმეორდა ხანშიშესულ "რომეოს" პატიმრობა ან სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.