მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?
სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?

ყო­ფი­ლი სა­გე­რო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც "დევ­ნის კამ­პა­ნი­ის შე­ჩე­რე­ბა­ზე" უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

"მკვლე­ლებს და მწა­მებ­ლებს ან კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ და­მა­ნა­შა­ვე­ებს მოს­თხო­ვეთ პა­სუ­ხიო (ანუ დო­ნა­ძე მოგ­ვირ­თმე­ვია თქვენ­თვი­სო), ფი­ნან­სურ და კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე კი დუ­მი­ლი (რი­თაც ამ­ნის­ტია იგუ­ლის­ხმე­ბა?) და იმა­ზე რას იტყვით ბა­ტო­ნო უმ­ცი­რე­სო­ბის თავ­მჯდო­მა­რეო, ომში ქვეყ­ნის ჩარ­თვა­ზე, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა­ზე, ახალ­გაზ­რდა ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­წირ­ვა­ზე­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­მარ­ჯვე­ბათ გა­სა­ღე­ბა­ზე... ეს სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლი არაა თუ უკვე მა­ღა­ლიც გა­წი­რეთ?

კი მაგ­რამ და­კი­თხვე­ბი შე­ა­ჩე­რე­თო და ჩვენ კი თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ­თო ვა­გებთ პა­სუხ­სო... მაგ­რამ და­კი­თხვის გა­რე­შე და სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შე ხომ ბრალ­დე­ბა დევ­ნად იქ­ნე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი...", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა "დევ­ნის კამ­პა­ნი­ის შე­ჩე­რე­ბა­ზე" ვერ შე­თან­ხმდნენ. რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე იმუ­ნი­ტეტს არა­ვინ ითხოვს, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბა უნდა შე­წყდეს.

"დამ­ნა­შა­ვეა დათო ბაქ­რა­ძე? გა­მო­ი­ძი­ონ და და­სა­ჯონ. დამ­ნა­შა­ვეა გიგი უგუ­ლა­ვა? მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?! სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის იმუ­ნი­ტეტს არა­ვინ ითხოვს, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბეთ იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე და­დი­ან და­კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რა­ი­მე ფორ­მით კავ­ში­რი აქვთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან". 6 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა მე­რი­ა­ში, რომ რო­გორ­მე გიგი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ. პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მზად არის, პა­სუ­ხი აგოს ნე­ბის­მი­ერ არ­სე­ბულ თუ დაბ­რა­ლე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბითsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, დევ­ნა უნდა შე­წყდეს სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის უფ­რო­სე­ბის მო­ად­გი­ლის ქვე­მოთ, რაც არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, რად­გან მათ ქვე­მოთ უკვე ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლია.

"მათი ვა­რი­ან­ტით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სიც კი არის, უნდა დარ­ჩეს დევ­ნის ობი­ექ­ტი, რაც ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა და თან­ხმო­ბა და თუ ამას სჭირ­დე­ბა ლი­დე­რე­ბის დას­ჯა, მზად ვართ, თუმ­ცა ყვე­ლა და­ნარ­ჩენს თავი და­ა­ნე­ბონ. ჩვენ მზად ვართ, გა­ვაგ­რძე­ლოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად. იმე­დია, დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა და ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, ვი­ყოთ შე­დეგ­ზე და გო­ნივ­რულ კომ­პრო­მის­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?

სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?

ყოფილი საგერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უმცირესობის წევრის, დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებას უკავშირდებოდა.

"მკვლელებს და მწამებლებს ან კიდევ სახელმწიფოს მიმართ დამანაშავეებს მოსთხოვეთ პასუხიო (ანუ დონაძე მოგვირთმევია თქვენთვისო), ფინანსურ და კორუფციულ დანაშაულებზე კი დუმილი (რითაც ამნისტია იგულისხმება?) და იმაზე რას იტყვით ბატონო უმცირესობის თავმჯდომარეო, ომში ქვეყნის ჩართვაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ახალგაზრდა ჯარისკაცების გაწირვაზედა ამ ყველაფრის გამარჯვებათ გასაღებაზე... ეს სახელმწიფო დანაშაული არაა თუ უკვე მაღალიც გაწირეთ?

კი მაგრამ დაკითხვები შეაჩერეთო და ჩვენ კი თუ დამნაშავე ვართო ვაგებთ პასუხსო... მაგრამ დაკითხვის გარეშე და სრული გამოძიების გარეშე ხომ ბრალდება დევნად იქნება გამოცხადებული...", - წერს ზურაბიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" ვერ შეთანხმდნენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.

"დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ. დამნაშავეა გიგი უგულავა? მიხეილ სააკაშვილი?! საკუთარი თავისთვის იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ თავი დაანებეთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვებზე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". 6 000 ადამიანი დაიკითხა მერიაში, რომ როგორმე გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, დევნა უნდა შეწყდეს სამინისტროებში სამმართველოების უფროსების მოადგილის ქვემოთ, რაც არარაციონალურია, რადგან მათ ქვემოთ უკვე ტექნიკური პერსონალია.

"მათი ვარიანტით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამმართველოს უფროსიც კი არის, უნდა დარჩეს დევნის ობიექტი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ქვეყანას სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა და თუ ამას სჭირდება ლიდერების დასჯა, მზად ვართ, თუმცა ყველა დანარჩენს თავი დაანებონ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება მაქსიმალურად კონსტრუქციულად. იმედია, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ შედეგზე და გონივრულ კომპრომისზე ორიენტირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს