მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."
"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

"მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, კულ­ტუ­რის სფე­როს ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვა­ტყობ, მაგ­რამ იმე­დი მა­ინც მაქვს, რამე შე­იც­ვლე­ბა... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვხე­დავ უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ლე­ბებს შს სა­მი­ნის­ტრო­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია... ვხე­დავ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­და­თან მათ ნამ­დვილ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იგებს და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. გა­ღი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში და ბედ­ნი­ე­რი ვარ", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი. იგი მცი­რე­დი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ ახლა თავს უკეთ გრძნობს...

- ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ სა­უბარს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდს იხ­სე­ნე­ბენ, ყო­ველ­თვის ამ­ბო­ბენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იყოო, რა­საც ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა გსურ­და, მო­ი­პო­ვებ­დი კი­დეც. მე პო­ე­ტი ვარ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და უამ­რა­ვი ჟურ­ნალ-გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი ვი­ყა­ვი, მათ შო­რის ჟურ­ნალ "ცის­კრი­საც", რომ­ლის ტი­რა­ჟიც 70 ათა­სი იყო და უცებ იყი­დე­ბო­და, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ... მა­შინ ჩემს თა­ო­ბას "ცის­კრე­ლე­ბი" და­არ­ქვეს. მისი პირ­ვე­ლი რე­დაქ­ტო­რი ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძე იყო, მერე კი, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და რაც მინ­დო­და, იმას ვბეჭ­დავ­დი. რო­დე­საც ჭა­ბუ­ამ თა­ვი­სი "დათა თუ­თაშ­ხია" მო­ი­ტა­ნა, წა­ვი­კი­თხე და ვუ­თხა­რი, სი­ტყვას არ ამო­ვაკ­ლებ, ისე დავ­ბეჭ­დავ, ოღონდ გთხოვ, სე­თუ­რის სო­ფე­ლი და ცი­ხის ამ­ბე­ბი გა­ამ­წვა­ვე-მეთ­ქი. კაცს 85 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და 18 წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა მკი­თხველს. თით­ქმის ახ­ლი­დან და­ვა­წე­რი­ნე ნა­წარ­მო­ე­ბი... არა­ვის აუკ­რძა­ლავს მისი და­ბეჭდ­ვა.

- იქ­ნებ შერ­ჩე­ვი­თი იყო ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ბა­ტო­ნო ჯან­სუღ...

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, შენ უნდა მო­გენ­დო­მე­ბი­ნა, თუ დე­და­ლი არ იყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვი­დო­და. ჩემი თა­ო­ბა ვაჟ­კა­ცუ­რად ცხოვ­რობ­და. ნო­დარ დუმ­ბა­ძე, არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლი, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე, ძმე­ბი ჭი­ლა­ძე­ე­ბი, გიგი გე­გეჭ­კო­რი, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მეს უშიშ­რად აკე­თებ­დნენ და დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს. დღეს ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს. თუ არ გა­რის­კავ, სა­ხე­ლიც არ გექ­ნე­ბა. თუ რა­ინ­დი ხარ, უნდა გა­რის­კოს კი­დეც...

ისე კი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სხვა რა­ღაც არის. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც თა­ვი­სი სა­ზღვა­რი და კა­ლა­პო­ტი უნდა ჰქონ­დეს, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ამას ჩვენ ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ რო­დე­საც ე.წ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, მა­შინ ვნა­ხე, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზო­მი­ე­რად კი არა, სა­ერ­თოდ აღარ გვქონ­და. მა­შინ ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და ადოლფ ჰიტ­ლე­რის სი­ტყვე­ბი, ბედ­ნი­ე­რად ვთვლი ჩემს თავს, რა­მე­თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი ვარო... რო­გორ ფიქ­რობთ, ამ ჩვენ­მა ბი­ჭ­ბუ­ჭებ­მა, მი­შამ და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა არ იცოდ­ნენ, თა­ვი­ანთ პარ­ტი­ას რა სა­ხელს არ­ქმევ­დნენ?.. მათ ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვიკ­რძა­ლეს. ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა და ჩა­ი­კე­ტა. პი­რა­დად ჩემ­თვის არა­ფე­რი აუკ­რძა­ლავთ და ვერც ამიკ­რძა­ლავ­დნენ, რად­გან 40 წლის წინ დავ­წე­რე, "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია-მეთ­ქი"... ისე კი, შემ­თხვე­ვით არ და­მი­წე­რია, "ტყვია მი­ზან­ში მო­სახ­ვედ­რია" და ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ მიხ­ვდა, ეს რა­ტომ დავ­წე­რე. და თუ ვერ მიხ­ვდნენ, ახლა ვე­უბ­ნე­ბი, თქვე კურ­დღლე­ბო, მე ის კურ­დღლე­ბის­თვის კი არა, ლო­მე­ბის­თვის დავ­წე­რე...

- ბა­ტო­ნო ჯან­სუღ, ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის?

- 3-4 თვე­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ მო­ღი­მარ ადა­მი­ა­ნებს ვუ­ყუ­რებ. ერთ წე­ლი­წად­ში კი უკვე უნდა ვიგ­რძნოთ უკე­თე­სო­ბა, ორ-სამ წელ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად უნდა გა­მოს­წორ­დეს. იქამ­დე კი დიდი მოთ­მი­ნე­ბი­თა და მო­ზო­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით უნდა ვი­ა­როთ.

- გაქვთ იმე­დი, რომ იქამ­დე თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ვივ­ლით?

- კი, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას ძა­ლი­ან დიდი ჭკუა და გო­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და. არც იმის უარ­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა, რომ "პა­ტივ­ცე­მულ­მა ცო­ცხებ­მა" დიდი როლი ითა­მა­შეს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნას ჭკუა და დიდი პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სჭირ­დე­ბო­და და მათ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს, რომ ჭკუა აქვთ. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი ყვი­რო­და, გზე­ბი გა­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ნო­ბებს ვა­შე­ნებთ, ჯარი და პო­ლი­ცია ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნე­თო, ის მხო­ლოდ ყვი­რო­და, საქ­მეს კი ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებ­და. მერე, როცა ტყუ­ი­ლიც არ იკ­მა­რეს და სის­ხლი დაღ­ვა­რეს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მიხ­ვდა, რომ ისი­ნი უნდა მო­ე­შო­რე­ბი­ნა. რო­გორ ადა­რე­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდარ ამ­ბებს იმას, რაც წინა წლებ­ში ხდე­ბო­და, შემ­თხვე­ვით მოქ­ნე­უ­ლი მუშ­ტი რა მო­სა­ტა­ნია?.. ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ მით­ქვამს ქალ­ზე, რა უშ­ნოა-მეთ­ქი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მას­ში რა­ღაც ლა­მა­ზი ვი­პო­ვო, მაგ­რამ როცა ქალი ხარ, კა­ცი­ვით ნუ იქ­ცე­ვი! რა გინ­და იმ მუშ­ტი-კრივ­ში, რა­ტომ ეშ­ვე­ბი?.. იმ კო­რი­დო­რით გა­ი­ა­რე, სა­ი­თაც მი­გი­თი­თე­ბენ, არ იცი, რა გზით მოხ­ვე­დი აქამ­დე? თუ არ იცი, ბრიყ­ვი ხარ! თუ იცი და არ აღი­ა­რებ, მა­შინ - გა­იძ­ვე­რა. ესე­ნი ორი­ვე არი­ან. სა­ში­ნე­ლე­ბა იქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, თუმ­ცა არც ის მომ­წონს, რაც მოხ­და. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ქალს შეგ­ნე­ბუ­ლად და­არ­ტყეს, ალ­ბათ შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რად მე­ტის ღირ­სია. მის მშვე­ნი­ე­რე­ბას არ ეკად­რე­ბა იმ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ბჟუ­ტუ­რი, რა­საც ლა­პა­რა­კობს. ჩუ­მად მა­ინც იყა­ვი იმ პარ­ლა­მენ­ტში. რა ვაჟ­კა­ცო­ბა და ბი­ჭო­ბა აგი­ტყდა ამ პა­ტა­რა გო­გოს?.. ისე კი, მისი სის­ხლი­ა­ნი სა­ხის და­ნახ­ვა სუ­ლაც არ გა­მი­ხარ­და.

ახლა ისეთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც არას­დროს მით­ქვამს: 26 მა­ი­სის დარ­ბე­ვის დროს ნიკა კვინ­ტრა­ძე მოკ­ლეს, ის ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რის, შალ­ვა კვინ­ტრა­ძის შვი­ლი იყო. შალ­ვა ქა­ლა­ქის კო­ლო­რი­ტი გახ­ლდათ და ყვე­ლა დიდ პა­ტივს სცემ­და. გოგი ოჩი­ა­ურ­თან მე­გობ­რობ­და. ერთხელ გო­გის­თან და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვნა­ხე ფოტო, სა­დაც გოგი ოჩი­ა­უ­რი, შალ­ვა და პრე­ზი­დენ­ტი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი. ისე­თი­ვე ფოტო კი­დევ ერთ ცნო­ბილ ექიმ­თან ვნა­ხე... მერე შალ­ვა­საც ვკი­თხე, შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვიცი და ამ ფო­ტო­ზე კი ხართ ერ­თად აღ­ბეჭ­დი­ლი-მეთ­ქი. მი­თხრა, გოგი ოჩი­ა­უ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდი, მე და გო­გის გვი­თხრა, თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა მინ­და, თუ შე­იძ­ლე­ბა, ფოტო გა­და­ვი­ღო­თო და უარს ხომ არ ვე­ტყო­დიო. შემ­დეგ იმ კაცს, ვის­თა­ნაც მე­გობ­რო­ბა უნ­დო­და, შვი­ლი მო­უკ­ლა. სა­ხუ­რავ­ზე მყოფ ნიკა კვინ­ტრა­ძეს, რო­მელ­საც ვი­თომ დენ­მა და­არ­ტყა, ხელ­ბორ­კი­ლე­ბი ედო. მისი სიკ­ვდი­ლი შალ­ვას მე­ო­რე დღეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს და თა­ვა­დაც მოკ­ვდა... ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ასე ექ­ცე­ვით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც მე­გობ­რო­ბა გინ­დათ? რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ ამის ჩამ­დენ ადა­მი­ანს ჩი­ო­რას სის­ხლი­ან­მა ცხვირ­მა აუ­ჩუყ­და გული?.. სხვა­თა შო­რის, მე ვნა­ხე, რო­გორ მო­ზო­მი­ლად მუ­შა­ობ­დნენ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან პი­ლი­ცი­ე­ლე­ბი, არც ერთი წიხ­ლი არ მი­ნა­ხავს წაქ­ცე­ულ­ზე. პა­ტივ­ცე­მუ­ლო უმ­ცი­რე­სო­ბავ, თქვენც ნა­ხეთ ეს?.. მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ხელი პრე­ზი­დენ­ტის წას­ვლას მო­ა­წე­რა და ამან უშე­დე­გოდ არ უნდა ჩა­ი­ა­როს.

- თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არც წას­ვლას აპი­რებს და არც რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ჩა­კეტ­ვას...

- ის მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ უნდა გა­მო­ვი­დეს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და მერე ვნა­ხავთ, სად და რო­გორ ჩა­ი­კე­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, სის­ხლი თა­ვი­სას შვრე­ბა და იქ უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ აქ სხვა რა­მეა უფრო მთა­ვა­რი, თეთრ სახლზე დიდი შე­ნო­ბა აი­შე­ნა. თქვენ გგო­ნი­ათ, იქ ვინ­მე მუ­შა­ობს? ხან­და­ხან შე­ივ­ლის თა­ვის დაც­ვას­თან ერ­თად და მორ­ჩა. მან უნდა და­ა­ნე­ბოს თავი იმ პრინ­ცი­პით ცხოვ­რე­ბას, მე ვარ და ჩემი ნა­ბა­დიო, თა­ვად იყოს და ნა­ბადს თავი და­ა­ნე­ბოს. არა მგო­ნია, ქარ­თვე­ლი კაცი ისე გა­სუ­ლელ­დეს, რომ არ უპა­სუ­ხოს, მიშა, შენი სურ­ვი­ლით წადი და ყვე­ლა­ფერს მო­გი­ტე­ვებ­თო. თუ ასე მო­იქ­ცე­ვა, ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს აპა­ტი­ებს. მი­შას შე­ვარ­დნა­ძემ აჯო­ბა, სის­ხლი არ დაღ­ვა­რა.

- ბა­ტო­ნო ჯან­სუღ, რად­გან დიდი ხა­ნია არ გვი­სა­უბ­რია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კად­რებ­ზეც გკი­თხავთ. ხში­რად გვეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი იგ­რძნო­ბა...

- შე­საძ­ლოა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა სფე­რო­ში არ იგ­რძნო­ბა. არ მინ­და იმ ხალ­ხზე ვი­ლა­პა­რა­კო, ვინც ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბას არ შე­ე­ფე­რე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ებ­რძვი­ან ისეთ პი­როვ­ნე­ბას, რო­გო­რიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნია, ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი აქვს. მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღედ­გი­ნა, თო­რემ უცხო­ეთ­შიც მშვე­ნივ­რად იყო. თეას რომ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლეს, მა­მა­მისს და­უ­წყეს ბრძო­ლა და ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­უ­გო­ნეს, რაც ტყუ­ი­ლია.

- რა იცით, რომ ტყუ­ლია?

- მე მას შო­რი­დან ვიც­ნობ, მაგ­რამ მას­თან მე­გობ­რობს ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე და მის­გან ვიცი, რომ ასე არ ყო­ფი­ლა. მინ­დია ხში­რად ამ­ბობს, თეა ისე­თი დედ-მა­მის შვი­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რი ყო­ფი­ლი­ყოო... ირაკ­ლი ალა­სა­ნია გყავ­დეს ქვე­ყა­ნა­ში და იმას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დე, მა­შინ მას­ზე ბევ­რად უკე­თე­სი კა­ცო­ბა უნდა გქონ­დეს. ერთ კაცს, გვა­რად ოქ­რუ­აშ­ვილს ჰკი­თხეს, რო­გო­რი უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტიო, - მან უპა­სუ­ხა, ხალი არ უნდა ჰქონ­დე­სო... შვი­ლო, ირაკ­ლი, სი­ფა­თი თუ არ გაქვს, ხა­ლიც არ გექ­ნე­ბა! შენ რომ სი­ფა­თი არ გაქვს, ეგ ჩვენ უკვე ვნა­ხეთ. ცო­ლის ღა­ლა­ტიც ახ­სე­ნა, ეს ირაკ­ლი­ზე არა­ვის გა­უ­გია და შენ თუ გა­ი­გე, იმის ვაჟ­კა­ცო­ბაც გე­ყოს, რომ თქვა, ვის ცოლ­ზე იყო ლა­პა­რა­კი...

ერთხელ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მკი­თხა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში, ცო­ლის­თვის თუ გი­ღა­ლა­ტი­აო, ვუ­თხა­რი, მოს­კო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ყოფ­ნი­სას შევ­ნიშ­ნე, ვი­ღაც ქალი თვალს არ მა­ცი­ლებ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სუფ­რა მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა, ავ­დე­ქი და გა­ვი­ქე­ცი-მეთ­ქი. უკ­ნი­დან ფე­ხის ხმა შე­მო­მეს­მა და როცა მო­ვი­ხე­დე, ეს გოგო მომ­დევ­და, ვერ და­მე­წია, მაგ­რამ ფეხი და­მი­დო და წა­მაქ­ცია, მერე კი რა მოხ­და, არ მახ­სოვს-მეთ­ქი. მე არ ვიცი, ირაკ­ლიმ ვის უღა­ლა­ტა, მაგ­რამ ის ზუს­ტად ვიცი, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ უღა­ლა­ტია და ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცია. მაჩ­ვე­ნონ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" ვის აქვს ასე­თი სა­ნი­მუ­შო ოჯა­ხი და ჰყავს ასე­თი მე­უღ­ლე...

- თქვე­ნი შვი­ლი თაკო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ უნდა და­ე­ნიშ­ნათ, რა­საც დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. შემ­დეგ მან გვი­თხრა, ამ პოსტზე და­თან­ხმე­ბა ჩემი მხრი­დან დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­დაო...

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მთა­ვა­რი ის არის, ვინ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. თა­კოს თა­ნამ­დე­ბო­ბა არას­დროს ნდო­მე­ბია. მას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა უთხრა, ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა და ჩვენ გვინ­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ წარ­გად­გი­ნო­თო. ისიც და­თან­ხმდა, მაგ­რამ თა­კომ არ იცო­და, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი დახ­ვდე­ბოდ­ნენ. არა­და, პრობ­ლე­მა, რა­ზეც თაკო სა­უბ­რობ­და, გაგ­რძელ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი მარ­თლაც ამო­ი­ღეს იუ­ნეს­კოს ნუს­ხი­დან. მან თქვა, ლიფ­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე და­მა­ტე­ბე­ბი არ მომ­წონ­სო, არ უნდა ეთ­ქვა?.. გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რა­ტომ აა­გო­რეს ასე­თი ამ­ბე­ბი. ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ თა­კოს შეს­თა­ვა­ზეს, თო­რემ ჩვენს ოჯახს ამის პრე­ტენ­ზია არც ჰქო­ნია. იმ­დე­ნი საქ­მე აქვს თა­კოს შვი­ლის გამო, რომ ამ ტვირ­თის აღე­ბა ნამ­დვი­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. არ მინ­და ტრა­ბა­ხი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ 16 წლის ირმა გი­გა­ნი უკვე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტია და მას პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რაში დას­ჭირ­და მი­ნისტრს ასე მოქ­ცე­ვა, ღმერ­თმა გა­უ­მარ­ჯოს და ხელი მო­უ­მარ­თოს, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს და არც მინ­და დე­ტა­ლებს გა­მო­ვე­კი­დო, ეს ჩემი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ან მო­ად­გი­ლე­ებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რო­გო­რი მი­ნის­ტრი ჰყავთ, ან მი­ნის­ტრმა უნდა იცო­დეს, რო­გო­რი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ჰყავს და კი­დევ, რო­დე­საც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ხარ, უნდა იცო­დე, შენს ქვე­ყა­ნას რო­გო­რი კულ­ტუ­რა აქვს და რო­გო­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ისი­ნი, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი აა­გო­რა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მტრე­ბი არი­ან.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

"მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, კულტურის სფეროს ჯერჯერობით ვერაფერს ვატყობ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რამე შეიცვლება... საბედნიეროდ, ვხედავ უკეთესობისკენ ცვლილებებს შს სამინისტროში. ძალიან მომწონს ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ირაკლი ალასანია... ვხედავ, რომ საზოგადოება თანდათან მათ ნამდვილ დანიშნულებას იგებს და ეს ძალიან მახარებს. გაღიმებული ადამიანები მხვდებიან ქუჩაში და ბედნიერი ვარ", - ამბობს ჩვენთან საუბარში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. იგი მცირედი ავადმყოფობის შემდეგ ახლა თავს უკეთ გრძნობს...

- ცოტა შორიდან დავიწყებ სა­უბარს, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდს იხსენებენ, ყოველთვის ამბობენ, თავისუფლება არ იყოო, რასაც ვერ დავეთანხმები. თუ თავისუფლების მოპოვება გსურდა, მოიპოვებდი კიდეც. მე პოეტი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და უამრავი ჟურნალ-გაზეთის რედაქტორი ვიყავი, მათ შორის ჟურნალ "ცისკრისაც", რომლის ტირაჟიც 70 ათასი იყო და უცებ იყიდებოდა, ძირითადად ახალგაზრდები კითხულობდნენ... მაშინ ჩემს თაობას "ცისკრელები" დაარქვეს. მისი პირველი რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე იყო, მერე კი, 12 წლის განმავლობაში, მე ვხელმძღვანელობდი და რაც მინდოდა, იმას ვბეჭდავდი. როდესაც ჭაბუამ თავისი "დათა თუთაშხია" მოიტანა, წავიკითხე და ვუთხარი, სიტყვას არ ამოვაკლებ, ისე დავბეჭდავ, ოღონდ გთხოვ, სეთურის სოფელი და ციხის ამბები გაამწვავე-მეთქი. კაცს 85 წელი ჰქონდა მისჯილი და 18 წელი ციხეში გაატარა, ეს ყველაფერი ხომ უნდა დაეჯერებინა მკითხველს. თითქმის ახლიდან დავაწერინე ნაწარმოები... არავის აუკრძალავს მისი დაბეჭდვა.

- იქნებ შერჩევითი იყო ეს თავისუფლება, ბატონო ჯანსუღ...

- ვერ დაგეთანხმებით, შენ უნდა მოგენდომებინა, თუ დედალი არ იყავი, ყველაფერი გამოგივიდოდა. ჩემი თაობა ვაჟკაცურად ცხოვრობდა. ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, რევაზ ინანიშვილი, გურამ ფანჯიკიძე, ძმები ჭილაძეები, გიგი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავიანთ საქმეს უშიშრად აკეთებდნენ და დიდი კვალი დატოვეს. დღეს ყველას თავისი სახელი აქვს. თუ არ გარისკავ, სახელიც არ გექნება. თუ რაინდი ხარ, უნდა გარისკოს კიდეც...

ისე კი, თავისუფლება სხვა რაღაც არის. თავისუფლებასაც თავისი საზღვარი და კალაპოტი უნდა ჰქონდეს, სხვანაირად არ შეიძლება. ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით, მაგრამ როდესაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა, მაშინ ვნახე, რომ თავისუფლება ზომიერად კი არა, საერთოდ აღარ გვქონდა. მაშინ ხშირად მახსენდებოდა ადოლფ ჰიტლერის სიტყვები, ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რამეთუ "ნაციონალური პარტიის" წევრი ვარო... როგორ ფიქრობთ, ამ ჩვენმა ბიჭბუჭებმა, მიშამ და მისმა თანამოაზრეებმა არ იცოდნენ, თავიანთ პარტიას რა სახელს არქმევდნენ?.. მათ ყველაფერი აგვიკრძალეს. ხალხი დაითრგუნა და ჩაიკეტა. პირადად ჩემთვის არაფერი აუკრძალავთ და ვერც ამიკრძალავდნენ, რადგან 40 წლის წინ დავწერე, "თავისუფლება ლომთა ხვედრია-მეთქი"... ისე კი, შემთხვევით არ დამიწერია, "ტყვია მიზანში მოსახვედრია" და ვერ დავიჯერებ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა, ეს რატომ დავწერე. და თუ ვერ მიხვდნენ, ახლა ვეუბნები, თქვე კურდღლებო, მე ის კურდღლებისთვის კი არა, ლომებისთვის დავწერე...

- ბატონო ჯანსუღ, ოქტომბრის შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის?

- 3-4 თვეში არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მიხარია, რომ მოღიმარ ადამიანებს ვუყურებ. ერთ წელიწადში კი უკვე უნდა ვიგრძნოთ უკეთესობა, ორ-სამ წელში მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გამოსწორდეს. იქამდე კი დიდი მოთმინებითა და მოზომილი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.

- გაქვთ იმედი, რომ იქამდე თანმიმდევრული ნაბიჯებით ვივლით?

- კი, რადგან ხელისუფლების შეცვლას ძალიან დიდი ჭკუა და გონება სჭირდებოდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ "პატივცემულმა ცოცხებმა" დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას ჭკუა და დიდი პოლიტიკოსობა სჭირდებოდა და მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჭკუა აქვთ. როდესაც პრეზიდენტი ყვიროდა, გზები გავიყვანეთ, შენობებს ვაშენებთ, ჯარი და პოლიცია ფეხზე დავაყენეთო, ის მხოლოდ ყვიროდა, საქმეს კი ივანიშვილი აკეთებდა. მერე, როცა ტყუილიც არ იკმარეს და სისხლი დაღვარეს, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ისინი უნდა მოეშორებინა. როგორ ადარებენ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ამბებს იმას, რაც წინა წლებში ხდებოდა, შემთხვევით მოქნეული მუშტი რა მოსატანია?.. ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ქალზე, რა უშნოა-მეთქი, ყოველთვის ვცდილობ, მასში რაღაც ლამაზი ვიპოვო, მაგრამ როცა ქალი ხარ, კაცივით ნუ იქცევი! რა გინდა იმ მუშტი-კრივში, რატომ ეშვები?.. იმ კორიდორით გაიარე, საითაც მიგითითებენ, არ იცი, რა გზით მოხვედი აქამდე? თუ არ იცი, ბრიყვი ხარ! თუ იცი და არ აღიარებ, მაშინ - გაიძვერა. ესენი ორივე არიან. საშინელება იქ არაფერი მომხდარა, თუმცა არც ის მომწონს, რაც მოხდა. ვერ დავიჯერებ, რომ ქალს შეგნებულად დაარტყეს, ალბათ შემთხვევით მოხვდა, მაგრამ პოლიტიკურად მეტის ღირსია. მის მშვენიერებას არ ეკადრება იმდენი ტყუილის ბჟუტური, რასაც ლაპარაკობს. ჩუმად მაინც იყავი იმ პარლამენტში. რა ვაჟკაცობა და ბიჭობა აგიტყდა ამ პატარა გოგოს?.. ისე კი, მისი სისხლიანი სახის დანახვა სულაც არ გამიხარდა.

ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არასდროს მითქვამს: 26 მაისის დარბევის დროს ნიკა კვინტრაძე მოკლეს, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, შალვა კვინტრაძის შვილი იყო. შალვა ქალაქის კოლორიტი გახლდათ და ყველა დიდ პატივს სცემდა. გოგი ოჩიაურთან მეგობრობდა. ერთხელ გოგისთან დაბადების დღეზე ვნახე ფოტო, სადაც გოგი ოჩიაური, შალვა და პრეზიდენტი არიან აღბეჭდილნი. ისეთივე ფოტო კიდევ ერთ ცნობილ ექიმთან ვნახე... მერე შალვასაც ვკითხე, შენი დამოკიდებულება ვიცი და ამ ფოტოზე კი ხართ ერთად აღბეჭდილი-მეთქი. მითხრა, გოგი ოჩიაურის დაბადების დღეზე შევხვდი, მე და გოგის გვითხრა, თქვენთან მეგობრობა მინდა, თუ შეიძლება, ფოტო გადავიღოთო და უარს ხომ არ ვეტყოდიო. შემდეგ იმ კაცს, ვისთანაც მეგობრობა უნდოდა, შვილი მოუკლა. სახურავზე მყოფ ნიკა კვინტრაძეს, რომელსაც ვითომ დენმა დაარტყა, ხელბორკილები ედო. მისი სიკვდილი შალვას მეორე დღეს შეატყობინეს და თავადაც მოკვდა... ბატონო პრეზიდენტო, ასე ექცევით იმ ადამიანებს, ვისთანაც მეგობრობა გინდათ? როგორ დავიჯერო, რომ ამის ჩამდენ ადამიანს ჩიორას სისხლიანმა ცხვირმა აუჩუყდა გული?.. სხვათა შორის, მე ვნახე, როგორ მოზომილად მუშაობდნენ ბიბლიოთეკასთან პილიციელები, არც ერთი წიხლი არ მინახავს წაქცეულზე. პატივცემულო უმცირესობავ, თქვენც ნახეთ ეს?.. მილიონმა ადამიანმა ხელი პრეზიდენტის წასვლას მოაწერა და ამან უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს.

- თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც წასვლას აპირებს და არც რეზიდენციაში ჩაკეტვას...

- ის მილიონი ადამიანი გარეთ უნდა გამოვიდეს შიშველი ხელებით და მერე ვნახავთ, სად და როგორ ჩაიკეტება. რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, სისხლი თავისას შვრება და იქ უნდა აეშენებინა, მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო მთავარი, თეთრ სახლზე დიდი შენობა აიშენა. თქვენ გგონიათ, იქ ვინმე მუშაობს? ხანდახან შეივლის თავის დაცვასთან ერთად და მორჩა. მან უნდა დაანებოს თავი იმ პრინციპით ცხოვრებას, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, თავად იყოს და ნაბადს თავი დაანებოს. არა მგონია, ქართველი კაცი ისე გასულელდეს, რომ არ უპასუხოს, მიშა, შენი სურვილით წადი და ყველაფერს მოგიტევებთო. თუ ასე მოიქცევა, ხალხი ყველაფერს აპატიებს. მიშას შევარდნაძემ აჯობა, სისხლი არ დაღვარა.

- ბატონო ჯანსუღ, რადგან დიდი ხანია არ გვისაუბრია, ახალი ხელისუფლების კადრებზეც გკითხავთ. ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტი იგრძნობა...

- შესაძლოა, მაგრამ ეს ყველა სფეროში არ იგრძნობა. არ მინდა იმ ხალხზე ვილაპარაკო, ვინც ამა თუ იმ თანამდებობას არ შეეფერება, მაგრამ როდესაც ებრძვიან ისეთ პიროვნებას, როგორიც თეა წულუკიანია, ამას პოლიტიკური მოტივი აქვს. მას წარმატებული კარიერა აქვს და საქართველოში მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ სამართლიანობა აღედგინა, თორემ უცხოეთშიც მშვენივრად იყო. თეას რომ ვერაფერი დააკლეს, მამამისს დაუწყეს ბრძოლა და ისეთი რაღაცები მოუგონეს, რაც ტყუილია.

- რა იცით, რომ ტყულია?

- მე მას შორიდან ვიცნობ, მაგრამ მასთან მეგობრობს ჩემი ძალიან კარგი მეგობარი მინდია უგრეხელიძე და მისგან ვიცი, რომ ასე არ ყოფილა. მინდია ხშირად ამბობს, თეა ისეთი დედ-მამის შვილია, არ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყოო... ირაკლი ალასანია გყავდეს ქვეყანაში და იმას შეურაცხყოფას აყენებდე, მაშინ მასზე ბევრად უკეთესი კაცობა უნდა გქონდეს. ერთ კაცს, გვარად ოქრუაშვილს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტიო, - მან უპასუხა, ხალი არ უნდა ჰქონდესო... შვილო, ირაკლი, სიფათი თუ არ გაქვს, ხალიც არ გექნება! შენ რომ სიფათი არ გაქვს, ეგ ჩვენ უკვე ვნახეთ. ცოლის ღალატიც ახსენა, ეს ირაკლიზე არავის გაუგია და შენ თუ გაიგე, იმის ვაჟკაცობაც გეყოს, რომ თქვა, ვის ცოლზე იყო ლაპარაკი...

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა სატელევიზიო გადაცემაში, ცოლისთვის თუ გიღალატიაო, ვუთხარი, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას შევნიშნე, ვიღაც ქალი თვალს არ მაცილებდა, იძულებული გავხდი, სუფრა მიმეტოვებინა, ავდექი და გავიქეცი-მეთქი. უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა და როცა მოვიხედე, ეს გოგო მომდევდა, ვერ დამეწია, მაგრამ ფეხი დამიდო და წამაქცია, მერე კი რა მოხდა, არ მახსოვს-მეთქი. მე არ ვიცი, ირაკლიმ ვის უღალატა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ მას საქართველოსთვის არ უღალატია და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. მაჩვენონ, "ნაციონალებში" ვის აქვს ასეთი სანიმუშო ოჯახი და ჰყავს ასეთი მეუღლე...

- თქვენი შვილი თაკო კულტურის მინისტრის მოადგილედ უნდა დაენიშნათ, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. შემდეგ მან გვითხრა, ამ პოსტზე დათანხმება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდაო...

- ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, ვინ დაიწყო ყველაფერი. თაკოს თანამდებობა არასდროს ნდომებია. მას რამდენიმე ადამიანმა უთხრა, ქვეყანაში სიტუაცია იცვლება და ჩვენ გვინდა კულტურის მინისტრის მოადგილედ წარგადგინოთო. ისიც დათანხმდა, მაგრამ თაკომ არ იცოდა, რომ სამინისტროში მოწინააღმდეგეები დახვდებოდნენ. არადა, პრობლემა, რაზეც თაკო საუბრობდა, გაგრძელდა, მოგეხსენებათ, ბაგრატის ტაძარი მართლაც ამოიღეს იუნესკოს ნუსხიდან. მან თქვა, ლიფტი და თანამედროვე დამატებები არ მომწონსო, არ უნდა ეთქვა?.. გაოცებული დავრჩი, რატომ ააგორეს ასეთი ამბები. ნამდვილად ვიცი, რომ თაკოს შესთავაზეს, თორემ ჩვენს ოჯახს ამის პრეტენზია არც ჰქონია. იმდენი საქმე აქვს თაკოს შვილის გამო, რომ ამ ტვირთის აღება ნამდვილად გაუჭირდებოდა. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ 16 წლის ირმა გიგანი უკვე მსოფლიოში ცნობილი პიანისტია და მას პატრონობა სჭირდება. ნამდვილად არ ვიცი, რაში დასჭირდა მინისტრს ასე მოქცევა, ღმერთმა გაუმარჯოს და ხელი მოუმართოს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც მინდა დეტალებს გამოვეკიდო, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ან მოადგილეებმა უნდა იცოდნენ, როგორი მინისტრი ჰყავთ, ან მინისტრმა უნდა იცოდეს, როგორი მოადგილეები ჰყავს და კიდევ, როდესაც კულტურის მინისტრი ხარ, უნდა იცოდე, შენს ქვეყანას როგორი კულტურა აქვს და როგორი მოვლა სჭირდება. ისინი, ვინც ეს ყველაფერი ააგორა, ქართული კულტურის მტრები არიან.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს