სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა
ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ლე­ი­ლა ალი­ე­ვა ჟურ­ნალ "ბა­ქოს" რე­დაქ­ტო­რია და აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, მთელ მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა ალი­ე­ვა პრე­ზი­დენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­ი­ტინ­გშიც მოხ­ვდა.

ლე­ი­ლამ მოს­კოვ­ში გახ­სნა გა­მო­ფე­ნა "გაფ­რე­ნა ბა­ქო­ში", შეკ­რი­ბა რუ­სუ­ლი ელი­ტა, რო­გორც ყო­ველ­თვის, დახ­ვე­წი­ლად და მდიდ­რუ­ლად ჩაც­მუ­ლი გა­მო­ცხად­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კულ­ტუ­რა­ზე ისა­უბ­რა. მა­ნამ­დე ექ­სპო­ზი­ცია ლონ­დონ­ში, პა­რიზ­სა და ბერ­ლინ­ში გა­მარ­თა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მხატ­ვრე­ბის ასო­ბით ნა­მუ­შე­ვა­რი.

წვე­უ­ლე­ბა­ზე ლე­ი­ლას არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინგზე, რომ­ლის პირ­ველ სა­მე­ულ­შიც მოხ­ვდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი.

ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჟურ­ნალ "ბირ­ჟის ლი­დე­რის" ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა მო­ი­სურ­ვეს გა­ერ­კვი­ათ, პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ვინ იქ­ცევს ყვე­ლა­ზე დიდ ყუ­რა­დღე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს შო­რის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლიც აღ­მოჩ­ნდა. ლი­დე­რი პო­პუ­ლა­რო­ბის მხრივ გახ­და არა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც გა­მუდ­მე­ბით წე­რენ, არა­მედ ის, ვის­ზეც თით­ქმის არ არის ინ­ფორ­მა­ცია. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ერგო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ცოლს, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ინ­ტერ­ნეტ­ში პო­პუ­ლა­რო­ბის მხრივ მე­ო­რეა უზ­ბე­კე­თის პრე­ზი­დენტ ის­ლამ კა­რი­მო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გულ­ნა­რა კა­რი­მო­ვა. ის ცნო­ბი­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სკან­და­ლე­ბით, ასე­ვე იმით, რომ ერთ-ერთი პრე­ტენ­დენ­ტია უზ­ბე­კე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე.

ლი­დერ­თა სა­მე­ულს ას­რუ­ლებს ლე­ი­ლა ალი­ე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს თა­ვის ქმარ­თან ერ­თად და გარ­და ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბი­სა, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის რუ­სულ გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ლე­ი­ლა 2006 წელს გაჰ­ყვა ცო­ლად რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბიზ­ნეს­მენ­სა და მუ­სი­კოს ემინ აგა­ლა­როვს, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, მი­ლი­არ­დერ არას აგა­ლა­რო­ვის ვა­ჟია. წყვილს ორი წლის წინ ტყუ­პი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ალი­ე­ვის ორი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი წი­ლებს ფლობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის კომ­პა­ნი­ებ­სა და ავი­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ლე­ი­ლა ალი­ე­ვა ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. გარ­და ამი­სა, ლე­ი­ლა ალი­ე­ვას, დე­დის მსგავ­სად, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა ერგო მემ­კვიდ­რე­ო­ბით, რაც მის პო­პუ­ლა­რო­ბას კი­დევ უფრო ზრდის, მით უმე­ტეს, რომ ფო­ტო­სე­სი­ებს არ ერი­დე­ბა და ხში­რად იწო­ნებს თავს ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნებ­ზე.

Экспресс газета

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა

ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა ჟურნალ "ბაქოს" რედაქტორია და აქტიურად ცდილობს, მთელ მსოფლიოს გააცნოს თავისი ქვეყნის კულტურა. გარდა ამისა, ცნობილი ბიზნესმენის მეუღლე ლეილა ალიევა პრეზიდენტების ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრების რეიტინგშიც მოხვდა.

ლეილამ მოსკოვში გახსნა გამოფენა "გაფრენა ბაქოში", შეკრიბა რუსული ელიტა, როგორც ყოველთვის, დახვეწილად და მდიდრულად ჩაცმული გამოცხადდა და აზერბაიჯანულ კულტურაზე ისაუბრა. მანამდე ექსპოზიცია ლონდონში, პარიზსა და ბერლინში გამართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე აზერბაიჯანელი მხატვრების ასობით ნამუშევარი.

წვეულებაზე ლეილას არ გაუკეთებია კომენტარი ინტერნეტში გამოქვეყნებულ რეიტინგზე, რომლის პირველ სამეულშიც მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი.

ინვესტორებისთვის განკუთვნილი ჟურნალ "ბირჟის ლიდერის" ანალიტიკოსებმა მოისურვეს გაერკვიათ, პრეზიდენტების ოჯახის წევრებიდან ვინ იქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას საზოგადოების მხრიდან. ინტერნეტმომხმარებლებსა და ჟურნალის მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები საინტერესო და ცოტა მოულოდნელიც აღმოჩნდა. ლიდერი პოპულარობის მხრივ გახდა არა ის ადამიანი, რომელზეც გამუდმებით წერენ, არამედ ის, ვისზეც თითქმის არ არის ინფორმაცია. პირველი ადგილი ერგო რუსეთის პრეზიდენტის ცოლს, ლუდმილა პუტინას, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.

ინტერნეტში პოპულარობის მხრივ მეორეა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარა კარიმოვა. ის ცნობილია მრავალრიცხოვანი სკანდალებით, ასევე იმით, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტია უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტზე.

ლიდერთა სამეულს ასრულებს ლეილა ალიევა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს თავის ქმართან ერთად და გარდა ჟურნალის რედაქტორობისა, ჰეიდარ ალიევის ფონდის რუსულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ლეილა 2006 წელს გაჰყვა ცოლად რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ბიზნესმენსა და მუსიკოს ემინ აგალაროვს, რომელიც ასევე ცნობილი ბიზნესმენის, მილიარდერ არას აგალაროვის ვაჟია. წყვილს ორი წლის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინა.

როგორც კულუარებში ამბობენ, ალიევის ორივე ქალიშვილი წილებს ფლობს აზერბაიჯანის მობილური კავშირის კომპანიებსა და ავიაციაში, თუმცა ლეილა ალიევა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ლეილა ალიევას, დედის მსგავსად, კარგი გარეგნობა ერგო მემკვიდრეობით, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, მით უმეტეს, რომ ფოტოსესიებს არ ერიდება და ხშირად იწონებს თავს ჟურნალების გარეკანებზე.

Экспресс газета

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"