პარტნიორები:

    ვიქტორია ბექჰემს კიდევ ერთი შვილის ყოლა სურს

    ვიქტორია ბექჰემს კიდევ ერთი შვილის ყოლა სურს

    ცნობილ დიზაინერს და დევიდ ბექჰემის მეუღლეს, ვიქტორია ბექჰემს კიდევ ერთი შვილის ყოლა სურს. ამის შესახებ ვარსკვლავმა თავად განაცხადა. როგორც Showbiz Spy-ი იტყობინება, ვიქტორია დიდი ხანი მოცდას არ აპირებს. ვარსკვლავი დედა უკვე მეხუთედ, უახლოეს მომავალში გახდება.

    საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მას ლონდონში გადასვლა დაეხმარა. ვიქტორიამ გადაწყვიტა ცხოვრების ყველა სფერო განაახლოს: მას სურს მისი დიზაინერული ხაზი უფრო განავრცოს, გახსნას ახალი ბუტიკები და კიდევ ერთი შვილი გააჩინოს.

    მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს დევიდ ბექჰემიც. ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან სურს კიდევ ერთი შვილი.

    "რა უნდა ვთქვა? ახლა 6-ნი ვართ, მე კი ძალიან მომწონს ციფრი 7", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ ბექჰემმა.

    წყვილს ახლა ოთხი შვილი - 3 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.

    მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება