პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი
ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი

პარ­ლა­მენ­ტმა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის "ამ­ნის­ტი­ი­სა და არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და ქო­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" გან­ხილ­ვა და­ი­წყო. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ორი კვი­რის წინ გან­მარ­ტა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის მო­რი­გი ფი­ნან­სუ­რი ამ­ნის­ტია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის შე­წყვე­ტას და სას­ჯე­ლის­გან იმ მსჯავ­რდე­ბულ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლებ­მაც 2013 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე ჩა­ი­დი­ნეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს არის, ძი­რი­თა­დად, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და სხვა ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ფი­ნან­სუ­რი ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტით, არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და და­ფა­რუ­ლი ქო­ნე­ბის (შე­მო­სავ­ლის) დეკ­ლა­რი­რე­ბა-ლე­გა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ამ­ნის­ტი­რე­ბის გარ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან რიგი მუხ­ლე­ბის ამო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით. პრე­ზი­დენ­ტი ზოგ და­ნა­შა­ულ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­საც ითხოვს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში სა­დღე­ი­სოდ მოქ­მე­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი­თა და სან­ქცი­ე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რი­თაა მი­ღე­ბუ­ლი. ის­მის კი­თხვა: თუკი ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა გა­მარ­თლე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო სულ რა­ღაც 4 თვის წინ, რა შე­იც­ვა­ლა ამ­ჟა­მად და რა­ტომ სურს სა­ა­კაშ­ვილს მი­სი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლა? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო, რო­მელ­შიც წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნამ და­ი­კა­ვა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნოს და კე­ი­სარს კე­ის­რი­სა მი­ა­გოს. სწო­რედ ამის პრე­ვენ­ცი­ას ცდი­ლო­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­რეგ­ნუ­ლად ჰუ­მა­ნურ და კე­თილ­შო­ბი­ლურ სა­ფარ­ველ­ში შე­ფუ­თუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით. სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­დის სულ უფრო მეტი ფაქ­ტი, თუ რო­გორ გა­დი­ო­და ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მე­გო­ბარ ფირ­მებ­ზე, ხოლო შემ­დეგ მათი დიდი ნა­წი­ლი "ატ­კა­ტის" სა­ხით ბრუნ­დე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ისიც, თუ რო­გორ კეთ­დე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ე.წ. შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი ე.წ. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას კი­დევ ერთი ფა­რუ­ლი მი­ზა­ნი აქვს. ფი­ნან­სუ­რი ამ­ნის­ტია, ძი­რი­თა­დად, შე­ე­ხე­ბა ფუ­ლი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. ფი­ნან­სუ­რი ამ­ნის­ტი­ით სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი და­ვა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ, რო­მელ­საც ასე­თი ხალ­ხი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რე­ვან­შზე ხელი არ აუ­ღია და თბი­ლის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის რე­სურ­სე­ბის დაგ­რო­ვე­ბას გა­ნაგ­რძობს. რე­ი­ტინგდა­კარ­გულ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას," რო­მელ­საც ბოლო კვლე­ვე­ბით მხო­ლოდ 5%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს, გა­უ­ჭირ­დე­ბა ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მით უმე­ტეს, ძა­ლის­მი­ე­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის. რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი გზა - მოს­ყიდ­ვა და გად­მო­ბი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზღა­უ­რის სა­ნაც­ვლოდ, რა­საც დიდი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა. მე­ო­რე რე­სურ­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის წარ­მო­ე­ბაა, რა­საც ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა. ბოლო თვე­ებ­ში ქვეყ­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში ახა­ლი ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი გაჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ისე­ვე რო­გორც ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი "ექ­სპერ­ტე­ბი". ამ უკა­ნას­კნელ­თა "ექ­სპერ­ტუ­ლი სერ­ვი­სი" (ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­მარ­თლე­ბა) სან­დო წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, საკ­მა­ოდ კარ­გად ანა­ზღა­ურ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ლა­რო­დან. ასე­ვე გუ­ლუხ­ვად ფი­ნანსდე­ბი­ან ახალ­შექ­მნი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, რო­მელ­თა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მთ­ავ­რო­ბის" ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მომ­ხრე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას და რე­გი­ო­ნებ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კე­რე­ბის შექ­მნას გეგ­მავს. ნდო­ბა­და­კარ­გულ პარ­ტი­ას კი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცია მხო­ლოდ მოს­ყიდ­ვით და გად­მო­ბი­რე­ბით შე­უძ­ლია.

ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და სა­ა­კაშ­ვილ­მა 2012 წლის ბო­ლოს აშშ-ში ახა­ლი ლო­ბის­ტუ­რი ფირ­მა Prime Policy და­ი­ქი­რა­ვეს და 860.000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არც მა­ლა­ვენ, რომ ამ­ჯე­რად ლო­ბის­ტუ­რი ფირ­მა უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე იმუ­შა­ვებს. აშშ-დან მო­დის ინ­ფორ­მა­ცია 5-მი­ლი­ო­ნი­ან გა­რი­გე­ბა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ლო­ბის­ტებს შო­რის, რომ აშშ-ის კონ­გრესს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სე­ბი­ნონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და შე­სა­ბა­მი­სად ბი­უ­ჯე­ტის უკონ­ტრო­ლო გან­კარ­გვი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, მათ მიერ წინ­და­ხე­დუ­ლად ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ფუ­ლი­თაც ფი­ნანსდე­ბი­ან. ლა­პა­რა­კია მი­ლი­ო­ნებ­სა და, შე­საძ­ლოა, მი­ლი­არ­დებ­ზეც. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის არც ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი კერ­ძო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვის წყა­რო დაშ­რე­ტი­ლა ბო­ლომ­დე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ექს-იუ­მო­რისტ გიგა ნა­სა­რი­ძის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ხელ­და­ხე­ლოდ და­არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლო არ იყი­დე­ბას" და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია 2012 წლის 11 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყო, ხოლო 18 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რისი მი­ღე­ბაც პარ­ტი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით კი ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი რა­ტომ­ღაც 2012 წლის 1 იან­ვრი­დან იწყე­ბა და 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რდე­ბა (?!). (01.01.2012-28.11.2012 სწო­რედ ეს თა­რი­ღე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენტზე). გა­მო­დის, რომ ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფი­ნან­სე­ბას მის­თვის და მისი რჩე­უ­ლი პარ­ტი­ის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც იღებ­და, ანუ მა­შინ, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მა ეთერ­ში აღარ გა­დი­ო­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­მა 2.6 მი­ლი­ო­ნი ლარი (?!) შე­ად­გი­ნა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი პირი, კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­სა და პარ­ტი­ის მი­მართ უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ში (ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბის უფა­სოდ გა­და­ცე­მა­ში) ამ­ხი­ლა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, იუ­რი­დი­ულ პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გა­ღე­ბა. აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით აკ­ვირ­დე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, ხელი გა­მო­ე­ღო და ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცია სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხით - 5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და სხვა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა არ შეუს­წავ­ლია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი­დან კი კარ­გად ჩანს, რომ ერთი-ორი გვა­რის გარ­და, შე­მომ­წირ­ველ­თა სია ბევ­რს არა­ფერს ეუბ­ნე­ბა მის წამ­კი­თხველს. უც­ნო­ბია, ნე­ბა­ყოფ­ლობ­ით თუ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მათ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და იყო თუ არა ეს რე­ა­ლუ­რად მათი ფული. ნა­სა­რი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ის­ტო­რია" მხო­ლოდ მცი­რე ეპი­ზო­დია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თუ სხვე­ბის მიერ მის სა­სარ­გებ­ლოდ ღიად თუ ფა­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, იმის გარ­კვე­ვა, თუ ვინ უხ­დი­და და უხ­დის ფულს ნა­ცი­ო­ნა­ლებს, რა წყა­რო­ე­ბი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან ისი­ნი და რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად, დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ლა­მის ბეწ­ვზე კი­დია, ორ­ჯერ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სწო­რედ ამის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამ მცდე­ლობ­ის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ფი­ნან­სურ ამ­ნის­ტი­აზე.

სტა­ტია: მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბე­ში ჩა­ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხელი

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი

ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი

პარლამენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" განხილვა დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა ორი კვირის წინ განმარტა, ფაქტობრივად, ეს არის მორიგი ფინანსური ამნისტია, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და სასჯელისგან იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის, ძირითადად, გადასახადების დამალვა, ფულის გათეთრება და სხვა ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაული. ფინანსური ამნისტიის პროექტით, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. ჩადენილი დანაშაულების ამნისტირების გარდა, სააკაშვილი პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან რიგი მუხლების ამოღების ინიციატივით მიმართავს კონკრეტული ფინანსური დანაშაულობების დეკრიმინალიზაციის მიზნით. პრეზიდენტი ზოგ დანაშაულზე თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქებასაც ითხოვს.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებული მუხლების უმრავლესობა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სადღეისოდ მოქმედი ფორმულირებებითა და სანქციებით სააკაშვილის მთავრობის ინიციატივითა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერითაა მიღებული. ისმის კითხვა: თუკი ეს საკანონმდებლო ბაზა გამართლებული და სახელმწიფოსათვის საჭირო იყო სულ რაღაც 4 თვის წინ, რა შეიცვალა ამჟამად და რატომ სურს სააკაშვილს მისივე ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების შეცვლა? პასუხი მარტივია - შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მორალურ-ფსიქოლოგიური გარემო, რომელშიც წამყვანი ადგილი სამართლიანობის აღდგენამ დაიკავა. ახალი ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების მიერ მოთხოვნილი სამართლიანობა აღადგინოს და კეისარს კეისრისა მიაგოს. სწორედ ამის პრევენციას ცდილობენ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" გარეგნულად ჰუმანურ და კეთილშობილურ საფარველში შეფუთული საკანონმდებლო ინიციატივით. სააშკარაოზე გამოდის სულ უფრო მეტი ფაქტი, თუ როგორ გადიოდა ბიუჯეტიდან მილიონები მმართველი პარტიის მეგობარ ფირმებზე, ხოლო შემდეგ მათი დიდი ნაწილი "ატკატის" სახით ბრუნდებოდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების მომსახურებაზე. ცნობილი ხდება ისიც, თუ როგორ კეთდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ორგანიზაციებისა და პირების სასარგებლოდ საეჭვო წარმომავლობის მილიონიანი ე.წ. შემოწირულობები ე.წ. ბიზნესმენებისგან.

სააკაშვილის ინიციატივას კიდევ ერთი ფარული მიზანი აქვს. ფინანსური ამნისტია, ძირითადად, შეეხება ფულიან ადამიანებს, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში, ნებსით თუ უნებლიეთ, საეჭვო ფინანსურ-ეკონომიკური ოპერაციებით "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებოდნენ. ფინანსური ამნისტიით სასჯელისგან გათავისუფლებულნი დავალებული იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომელსაც ასეთი ხალხი ნამდვილად სჭირდება. დამოუკიდებელი ექსპერტების აზ­რით, მოჩვენებითი მშვიდობიანობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშზე ხელი არ აუღია და თბილისსა თუ რეგიონებში მხარდამჭერების მობილიზაციას და წინააღმდეგობის რესურსების დაგროვებას განაგრძობს. რეიტინგდაკარგულ "ნაციონალურ მოძრაობას," რომელსაც ბოლო კვლევებით მხოლოდ 5%-იანი მხარდაჭერა აქვს, გაუჭირდება ხალხის მობილიზება, მით უმეტეს, ძალისმიერი დესტრუქციული ქმედებისათვის. რჩება ერთადერთი გზა - მოსყიდვა და გადმობირება მნიშვნელოვანი საზღაურის სანაცვლოდ, რასაც დიდი ფინანსები სჭირდება. მეორე რესურსი საინფორმაციო ომის წარმოებაა, რასაც ასევე სერიოზული ფინანსები სჭირდება. ბოლო თვეებში ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში ახალი ონლაინგამოცემები და საინფორმაციო სააგენტოები გაჩნდა, რომლებიც ნაციონალებზე მუშაობენ, ისევე როგორც ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული "ექსპერტები". ამ უკანასკნელთა "ექსპერტული სერვისი" (ნაციონალების პოლიტიკის გამართლება) სანდო წყაროების ცნობით, საკმაოდ კარგად ანაზღაურდება "ნაციონალური მოძრაობის" სალაროდან. ასევე გულუხვად ფინანსდებიან ახალშექმნილი არასამთავრობოები, რომელთა დამფუძნებლები "ნაციონალური მთ­ავრობის" ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხრეების მობილიზაციის უპრეცედენტო კამპანიას და რეგიონებში წინააღმდეგობის კერების შექმნას გეგმავს. ნდობადაკარგულ პარტიას კი ხალხის მობილიზაცია მხოლოდ მოსყიდვით და გადმობირებით შეუძლია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა 2012 წლის ბოლოს აშშ-ში ახალი ლობისტური ფირმა Prime Policy დაიქირავეს და 860.000 დოლარი გადაუხადეს. ნაციონალები არც მალავენ, რომ ამჯერად ლობისტური ფირმა უშუალოდ სააკაშვილისა და მისი პარტიის ინტერესების დაცვაზე იმუშავებს. აშშ-დან მოდის ინფორმაცია 5-მილიონიან გარიგებაზე სააკაშვილსა და მის ლობისტებს შორის, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები დააწესებინონ. ხელისუფლებიდან და შესაბამისად ბიუჯეტის უკონტროლო განკარგვიდან ჩამოცილებული ნაციონალები, შესაძლოა, მათ მიერ წინდახედულად ოფშორულ ზონებში გადატანილი ფულითაც ფინანსდებიან. ლაპარაკია მილიონებსა და, შესაძლოა, მილიარდებზეც. ნაციონალებისთვის არც ევროპული და ამერიკული კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის წყარო დაშრეტილა ბოლომდე.

"ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციის თვალსაჩინო მაგალითია ექს-იუმორისტ გიგა ნასარიძის მიერ არჩევნების წინ სახელდახელოდ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდებას" დაფინანსების სქემა. როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სარეკლამო კამპანია 2012 წლის 11 ივლისიდან დაიწყო, ხოლო 18 აგვისტოს ვიდეოკლიპები უსასყიდლოდ გადასცა "ნაციონალურ მოძრაობას", რისი მიღებაც პარტიამ ოფიციალურად დაადასტურა. ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით კი ნასარიძის ორგანიზაციისთვის მრავალრიცხოვანი შემოწირულობები რატომღაც 2012 წლის 1 იანვრიდან იწყება და 28 ნოემბერს მთავრდება (?!). (01.01.2012-28.11.2012 სწორედ ეს თარიღებია აღნიშნული დოკუმენტზე). გამოდის, რომ ნასარიძის ორგანიზაცია დაფინანსებას მისთვის და მისი რჩეული პარტიისთვის არჩევნების წარუმატებლად დამთავრების შემდეგაც იღებდა, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამა ეთერში აღარ გადიოდა. მთლიანობაში ნასარიძის ორგანიზაციისათვის შემოწირულობებმა 2.6 მილიონი ლარი (?!) შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ნასარიძის ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი, კანონდარღვევასა და პარტიის მიმართ უკანონო შემოწირულობაში (ვიდეოკლიპების უფასოდ გადაცემაში) ამხილა. კანონის მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი სახის შემოწირულობის გაღება. აუდიტის სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით აკვირდებოდა, იძულებული შეიქნა, ხელი გამოეღო და ნასარიძის ორგანიზაცია სიმბოლური თანხით - 5000 ლარით დააჯარიმა. თუმცა ფინანსური ოპერაციებისა და სხვა შემოწირულობების კანონიერება არ შეუს­წავლია. წარმოდგენილი დოკუმენტიდან კი კარგად ჩანს, რომ ერთი-ორი გვარის გარდა, შემომწირველთა სია ბევრს არაფერს ეუბნე­ბა მის წამკითხველს. უცნობია, ნებაყოფლობ­ით თუ განახორციელეს მათ შე­მოწირულობა და იყო თუ არა ეს რეალურად მათი ფული. ნასარიძის ორგანიზაციის "ისტორია" მხოლოდ მცირე ეპიზოდია "ნაციონალური მოძრაობის" თუ სხვების მიერ მის სასარგებლოდ ღიად თუ ფარულად განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციებისა. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ ვინ უხდიდა და უხდის ფულს ნაციონალებს, რა წყაროებიდან ფინანსდებიან ისინი და რამდენად კანონიერად, დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ლამის ბეწვზე კიდია, ორჯერ უფრო აქტუალურია. სწორედ ამის გარკვევას ცდილობს ახალი ხელისუფლება და ამ მცდელობ­ის ნეიტრალიზაციას ემსახურება სააკაშვილის ახალი საკანონმდებ­ლო ინიციატივა ფი­ნანსურ ამნისტი­აზე.

სტატია: მოსახლეობის ჯიბეში ჩაყოფილი "ნაციონალური" ხელი

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები