დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 20 წლის ო. ჩ-შვილს გორის სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ განაჩენი გამოუტანა. ბრალდებული 30 სექტემბერს დაკავეს და ოქროს ყელსაბამების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. პროკურატურის განცხადებით, დევნილმა ყელსაბამები ორ გორელ ქალბატონს სხვადასხვა დროს გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წაართვა. პირველი ფაქტი 2012 წლის 26 აგვისტოს, ხოლო მეორე - 2012 წლის 9 სექტემბერს მოხდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებული ძარცვის დროს მარტო არ მოქმედებდა. დაკავებულის ადვოკატის ტანია რაზმაძის თქმით, ფაქტი ჯგუფის მონაწილეობის გარეშე მოხდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა ძარცვაში სხვა პირთა მონაწილეობას უარყოფს.
მოსამართლემ დამნაშავეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.