პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე
ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მოხ­დე­ბა თუ არა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ხე­ლა­ხა­ლი და­კი­თხვა ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, რო­მე­ლიც ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ყო­ფი­ლი შს და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

კორ­ძა­ძის თქმით, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნია და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი პო­ზი­ცია არ იცის.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტის და­სა­წყის­ში აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას.

ამას­თან, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მოხ­დე­ბა თუ არა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ხე­ლა­ხა­ლი და­კი­თხვა ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ერთხელ უკვე და­ი­კი­თხა და ამის შემ­დეგ რას და­ა­პი­რებს გა­მო­ძი­ე­ბა, მის­თვის უც­ნო­ბია.

2004 წელს, 19 წლის ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის დროს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

გუ­შინ კი, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბუ­ტას მკვლე­ლო­ბის ღა­მეს მას­თან ერ­თად მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გას­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ხელახალა დაკითხავენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის ხელახალი დაკითხვა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის მეგობარმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იმყოფება.

კორძაძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილთან საუბარი არ ჰქონია და, შესაბამისად, მისი პოზიცია არ იცის.

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მარტის დასაწყისში აპირებს დაბრუნებას.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის ხელახალი დაკითხვა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნულ საქმეზე ერთხელ უკვე დაიკითხა და ამის შემდეგ რას დააპირებს გამოძიება, მისთვის უცნობია.

2004 წელს, 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის დროს ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

გუშინ კი, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ ბუტას მკვლელობის ღამეს მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდების დაკავების ბრძანება ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ