გაუქმებული სამეცნიერო ინსტიტუტები შემოდგომაზე აღდგება

გაუქმებული სამეცნიერო ინსტიტუტები შემოდგომაზე აღდგება

შემოდგომაზე საქართველოში წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამეცნიერო ინსტიტუტები აღდგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფსიქოლოგიის დოქტორმა, უზნაძის სახელობის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა თეა გოგოტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, განათლების ახალი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც წინა ხელისუფლებისაგან "კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი განათლების სისტემა ჩაიბარა", აბსოლუტურად დანდგრეული და განადგურებული განათლების სისტემის აღდგენაზე მუშაობს, მუდმივად აქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, რომლებსაც გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ დანგრეულის აღდგენაში.

"სექტემბრისათვის უკვე მზად იქნება კანონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ წინა ხელისუფლების მიერ საქართველოში გაუქმებული სამეცნიერო ინსტიტუტები. კანონი ყველა სამეცნიერო ინსტიტუტის ავტონომიური სტატუსის აღგენაზე, მათი სამომავლო განვითრების ახალი კონცეფციების განსაზღვარაზე იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა თეა გოგოტიშვილმა.

რაც შეეხება უზანაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, გოგოტიშვილის თქმით, ილიაუნის რექტორ გიგი თევზაძის მცდელობითა და განათლების ყოფილი მინისტრის შაშკინის მოადგილის ხელმოწერით 2011 წელს დაიხურა. თეა გოგოტიშვილის ინფორმაციით, ქართველ ფსიქოლოგთა ჯგუფი ინსტიტუტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს და, იმავდროულად, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისთვის ემზადებიან, რომელზეც განწყობის თეორიის თანამედროვე მიღწევები და განვითარების პერსპექტივები განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"