პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს
"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს

"ვი­დე­ო­პატ­რუ­ლის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლისტ გოჩა მუ­კბა­ნი­ა­ნის­თვის უც­ნო­ბია ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ნა­წი­ლი, სა­დაც ია­რა­ღე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც მუ­კბა­ნი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ამ საქ­მე­ზე გა­და­ღე­ბულ პირ­ველ მა­სა­ლა­ში არა­ნა­ი­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

"მე უკვე ძი­ე­ბას მი­ვე­ცი ჩვე­ნე­ბა და არა­ერ­თხელ და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემს მიერ ნა­ნა­ხი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. თუმ­ცა, დღეს გავ­რცელ­და გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც მე ჩემი აზრი გა­მაჩ­ნია. ამ კად­რებ­ში ჩანს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში დევს და პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გდია. იმ პე­რი­ო­დის­თვის, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მა­სა­ლა გა­და­ი­ღო ოპე­რა­ტორ­მა, არა­ნა­ი­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და. ვიდ­რე მე­ო­რე ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ტე­ლე­ე­თე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ და­მი­ნა­ხავს. რომ და­მე­ნა­ხა აუ­ცი­ლებ­ლად მე­მახ­სოვ­რე­ბო­და და დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყო­დი, რად­გან ამის რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბა და დაბ­რკო­ლე­ბა არ არის ჩემი მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და მუ­კბა­ნი­ან­მა.

მუ­კბა­ნი­ა­ნის თქმით, მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა ბედი ეწია პირ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

"ამ კა­სე­ტის შე­სა­ხებ მე შე­მიძ­ლია ის ვთქვა, რაც მე ვნა­ხე მა­ნამ­დე, ვიდ­რე მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი. მე არ მომ­ცე­მია სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს მა­სა­ლა გულ­დას­მით გა­მე­შიფ­რა. რომ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში, კა­მე­რა გა­მო­არ­თვეს ოპე­რა­ტორს გუ­რამ დო­ნა­ძემ და მი­ქა­ძემ, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს თა­ვად კა­მე­რა­ში­ვე კად­რე­ბი. ამ კად­რებ­ში ის­მო­და გას­რო­ლის ხმა, მაგ­რამ იქ არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ ყო­ფი­ლა გა­და­ღე­ბუ­ლი. შემ­დგომ დო­ნა­ძემ გა­მო­არ­თვა ოპე­რა­ტორს კა­სე­ტა, გა­და­ვიდ­ნენ ის და მი­ქა­ძე მან­ქა­ნი­დან და დო­ნა­ძემ უთხრა მას, რომ და­უ­ძა­ხებ­და, რო­დე­საც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და. 20-30 წუ­თის შემ­დეგ, და­უ­ძა­ხეს ვა­წა­ძეს და მან და­ი­წყო იმ კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა, რო­მელ­შიც ია­რა­ღე­ბიც იყო", - გა­ნა­ცხა­და მუ­კბა­ნი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, შემ­დეგ უკვე ნახა ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბარ­გულ­ზე იდო, ერთი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი კი - ბუ­ტას ფე­ხებ­თან.

"მე არ ვიცი, ეს კად­რე­ბი რა დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მე იქ რაც და­ვა­სა­ხე­ლე, სხვა ია­რა­ღე­ბი არ მი­ნა­ხავს", - აღ­ნიშ­ნა მუ­კბა­ნი­ან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ი­ტა­ნა. კად­რე­ბი დღეს­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია აცხა­დებს, ჩანს, თუ რა მოხ­და 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან.

კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­უ­ლო­ბენ ავ­ტო­მატ "კა­ლაშ­ნი­კოვს" და პის­ტო­ლეტს.

რო­გორც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მან და­ად­გი­ნა, რომ ამ მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არც ერთი არ იყო ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ ერთი იყო ნაც­ნო­ბი. "ბუტა რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლი ამ მან­ქან­ში. ეს მან­ქა­ნა შუა დღეს იმ დღეს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, რა დრო­საც ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაჭ­რი­ლი და ეს მან­ქა­ნა გა­და­ცე­მუ­ლი იყო და­კა­ვე­ბა­ზე",-გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ზა­ფხულ­ში, მის­თვის გახ­და ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი, რომ ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძის სა­ხე­ლით, რა­ღაც ჯგუ­ფი თბი­ლის­ში აპი­რებ­და სარ­ფი­ა­ნად გა­ე­ყი­დათ კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ პირველად გადაღებულ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანისთვის უცნობია ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი, სადაც იარაღები ფიქსირდება.

როგორც მუკბანიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ საქმეზე გადაღებულ პირველ მასალაში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდება.

"მე უკვე ძიებას მივეცი ჩვენება და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემს მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. თუმცა, დღეს გავრცელდა გარკვეული კადრები, რომელზეც მე ჩემი აზრი გამაჩნია. ამ კადრებში ჩანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მანქანაში დევს და პისტოლეტი, რომელიც ქუჩაში გდია. იმ პერიოდისთვის, როდესაც პირველი მასალა გადაიღო ოპერატორმა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდებოდა. ვიდრე მეორე ცნობილი სურათი იქნებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ამის რაიმე შეფერხება და დაბრკოლება არ არის ჩემი მხრიდან", - განაცხადა მუკბანიანმა.

მუკბანიანის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია პირველ ვიდეომასალას.

"ამ კასეტის შესახებ მე შემიძლია ის ვთქვა, რაც მე ვნახე მანამდე, ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი. მე არ მომცემია საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე კადრები. ამ კადრებში ისმოდა გასროლის ხმა, მაგრამ იქ არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. შემდგომ დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა მას, რომ დაუძახებდა, როდესაც საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელშიც იარაღებიც იყო", - განაცხადა მუკბანიანმა.

მისივე თქმით, შემდეგ უკვე ნახა ადგილზე იარაღები, რომელიც საბარგულზე იდო, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი - ბუტას ფეხებთან.

"მე არ ვიცი, ეს კადრები რა დროს არის გადაღებული, თუმცა მე იქ რაც დავასახელე, სხვა იარაღები არ მინახავს", - აღნიშნა მუკბანიანმა.

როგორც ცნობილია, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში. ეს მანქანა შუა დღეს იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე ინფორმაციით, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში, მისთვის გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ