მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა
ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა

ავ­სტრა­ლი­ე­ლი როკ-მუ­სი­კო­სის, ნიკ კე­ი­ვის ახა­ლი ალ­ბო­მის Push the Sky Away-ის გა­რე­კან­ზე მისი შიშ­ვე­ლი ცოლი შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ მუ­სი­კოს­მა ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა The Sun-თან ისა­უბ­რა.

ფო­ტო­ზე ნი­კის მე­უღ­ლე, მო­დე­ლი სუზი ბიკი სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლია და სა­ხეს ხე­ლე­ბით იფა­რავს. ფოტო სუ­ზის ფო­ტო­სე­სი­ის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. მისი ავ­ტო­რი დო­მი­ნიკ ისერ­მა­ნია.

მუ­სი­კო­სის გან­ცხა­დე­ბით, დო­მი­ნი­კი სუ­ზის ერთ-ერთი ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის­თვის იღებ­და, რო­დე­საც ოთახ­ში ნიკ კე­ი­ვი შე­ვი­და. მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც ამ დროს ხა­ლათ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, ქმარს ფან­ჯრის გა­ღე­ბა სთხო­ვა და ამა­ვე დროს ხა­ლა­თი გა­ი­ხა­და. მა­შინ ფო­ტოგ­რაფ­მა რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი გა­და­ი­ღო. ერთ-ერთ მათ­გან­ზე ნიკი და მისი შიშ­ვე­ლი მე­უღ­ლე მოხ­ვდნენ.

რო­დე­საც წყვილ­მა გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა ნახა, ორი­ვე აღ­ფრთო­ვან­და. მა­შინ ნიკ­მა გა­და­წყვი­ტა, ფოტო მისი ახა­ლი ალ­ბო­მის გა­რე­კან­ზე და­ე­ბეჭ­და.

"რა თქმა უნდა, თავ­და­პირ­ვე­ლად არ მინ­დო­და ამ ფო­ტოს ყვე­ლას­თვის ჩვე­ნე­ბა, მაგ­რამ მერე მიხ­ვდი, რომ შიშ­ვე­ლი სუზი და თა­ვად გა­რე­კა­ნი, ამ ალ­ბო­მის ნა­წი­ლი გახ­დნენ", - აცხა­დებს ნიკ კე­ი­ვი.

როკ-მუ­სი­კო­სის ახა­ლი ალ­ბო­მი გა­ყიდ­ვა­ში 18 თე­ბერ­ვალს გა­მო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა

ნიკ კეივის შიშველი ცოლი ალბომის გარეკანზე შემთხვევით მოხვდა

ავსტრალიელი როკ-მუსიკოსის, ნიკ კეივის ახალი ალბომის Push the Sky Away-ის გარეკანზე მისი შიშველი ცოლი შემთხვევით მოხვდა. ამის შესახებ მუსიკოსმა ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან ისაუბრა.

ფოტოზე ნიკის მეუღლე, მოდელი სუზი ბიკი სრულიად შიშველია და სახეს ხელებით იფარავს. ფოტო სუზის ფოტოსესიის დროსაა გადაღებული. მისი ავტორი დომინიკ ისერმანია.

მუსიკოსის განცხადებით, დომინიკი სუზის ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალისთვის იღებდა, როდესაც ოთახში ნიკ კეივი შევიდა. მეუღლემ, რომელიც ამ დროს ხალათში იყო გამოწყობილი, ქმარს ფანჯრის გაღება სთხოვა და ამავე დროს ხალათი გაიხადა. მაშინ ფოტოგრაფმა რამდენიმე სურათი გადაიღო. ერთ-ერთ მათგანზე ნიკი და მისი შიშველი მეუღლე მოხვდნენ.

როდესაც წყვილმა გადაღებული მასალა ნახა, ორივე აღფრთოვანდა. მაშინ ნიკმა გადაწყვიტა, ფოტო მისი ახალი ალბომის გარეკანზე დაებეჭდა.

"რა თქმა უნდა, თავდაპირველად არ მინდოდა ამ ფოტოს ყველასთვის ჩვენება, მაგრამ მერე მიხვდი, რომ შიშველი სუზი და თავად გარეკანი, ამ ალბომის ნაწილი გახდნენ", - აცხადებს ნიკ კეივი.

როკ-მუსიკოსის ახალი ალბომი გაყიდვაში 18 თებერვალს გამოვა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება