პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"
თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"

თეა თუთ­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე", ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ვინც ამ კად­რებს ინა­ხავ­და, ვინც ამ კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბა იცო­და და ეს აქამ­დე არ გა­მო­ი­ტა­ნა სა­აშ­კა­რა­ო­ზე, ის ეხლა რისი ღირ­სია? ეხლა რა ფორ­მით დად­გე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის და მათი პრო­კუ­რო­რე­ბის და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ვინც იმ 30-ამდე პატ­რულს აი­ძუ­ლა და­ე­წე­რათ ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი და ეთ­ქვათ, რომ რო­ბა­ქი­ძეს და მის თან­მხლებ პი­რებს ია­რა­ღე­ბი არ ჰქო­ნი­ა­თო? ან იმ მო­ნუ­მენტს რას უზამს წუ­ლუ­კი­ა­ნი...ს ქალი, დიდი ზარ­ზე­ი­მით რომ გახ­სნა ამ რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ? ვინ­მეს გახ­სოვთ რო­მე­ლი­მე იმ და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა და კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა (თუნ­დაც ერ­თის მა­ინც), გან­სხვა­ვე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის­გან, რომ­ლებ­საც წუ­ლუ­კი­ან­მა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ნუ­მენ­ტი და­უდ­გა? რა შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ადა­მი­ა­ნე­ბის უბე­დუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და ცო­ცხე­ბით მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? ან სად არის აქამ­დე იმ ვი­დეო რგო­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 11 დღით ადრე გა­მო­აგ­დეს? რა სა­მარ­ცხვი­ნო ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ . . .

P.S. და ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ვინ­მეს გიკ­ვირთ, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნის და კბი­ლაშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა დღეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აი­ძუ­ლებს არა­ერთ ადა­მი­ანს მი­ა­ცე­მი­ნოს ის ჩვე­ნე­ბა, რაც რე­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლა და რისი სხვა სა­ხის არც სამ­ხი­ლი და არც არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და ვერც იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი? და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "გა­აპ­რა­ვოს" მთე­ლი ის პი­არ­კამ­პა­ნია, რა­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ეწე­ო­და? აი წუ­ლუ­კი­ა­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში " - წერს თუთ­ბე­რი­ძე.

"რუს­თა­ვი 2"-მა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი დღეს გა­ავ­რცე­ლა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის ღა­მით, 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"

თეა თუთბერიძე: "ვინც ამ კადრებს ინახავდა და აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, რისი ღირსია?"

თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.

"ვინც ამ კადრებს ინახავდა, ვინც ამ კადრების არსებობა იცოდა და ეს აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, ის ეხლა რისი ღირსია? ეხლა რა ფორმით დადგება თეა წულუკიანის, არჩილ კბილაშვილის და მათი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იმ 30-ამდე პატრულს აიძულა დაეწერათ ცრუ ჩვენებები და ეთქვათ, რომ რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღები არ ჰქონიათო? ან იმ მონუმენტს რას უზამს წულუკიანი...ს ქალი, დიდი ზარზეიმით რომ გახსნა ამ რამოდენიმე დღის წინ? ვინმეს გახსოვთ რომელიმე იმ დაღუპული პოლიციელის სახელი და გვარი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა და კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა (თუნდაც ერთის მაინც), განსხვავებით იმ ადამიანების სახელების და გვარებისგან, რომლებსაც წულუკიანმა და ამ ხელისუფლებამ მონუმენტი დაუდგა? რა შეიძლება ეწოდოს ადამიანების უბედურების გამოყენებით და ცოცხებით მოსულ ხელისუფლებას? ან სად არის აქამდე იმ ვიდეო რგოლებზე გამოძიება, რომელი ვიდეოებიც არჩევნებამდე 11 დღით ადრე გამოაგდეს? რა სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ . . .

P.S. და ამ ყველაფრის მერე, ვინმეს გიკვირთ, რომ წულუკიანის და კბილაშვილის პროკურატურა დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აიძულებს არაერთ ადამიანს მიაცემინოს ის ჩვენება, რაც რეალურად არ ყოფილა და რისი სხვა სახის არც სამხილი და არც არანაირი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იქნება მოპოვებული? და ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ "გააპრავოს" მთელი ის პიარკამპანია, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ეწეოდა? აი წულუკიანის მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში " - წერს თუთბერიძე.

"რუსთავი 2"-მა ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავი კადრები დღეს გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რობაქიძის მკვლელობის ღამით, 2004 წლის 23 ნოემბერსაა გადაღებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს