მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
hotmail.com-ის ელექტრონული ფოსტა ზაფხულში გაუქმდება
hotmail.com-ის ელექტრონული ფოსტა ზაფხულში გაუქმდება

კორ­პო­რა­ცია Microsoft-ის გან­ცხა­დე­ბით, hotmail-ის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში ახალ პლატ­ფორ­მა­ზე გა­და­ვა, რად­გან კორ­პო­რა­ცი­ამ და­ას­რუ­ლა Outlook.com-ის ბეტა ვერ­სი­ის ტეს­ტი­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი" იუ­წყე­ბა.

Outlook.com-ის ტეს­ტუ­რი ვერ­სია მოხ­მა­რე­ბა­ში 2011 წლის ივ­ლის­ში ჩა­ეშ­ვა. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 60 მი­ლი­ონს მი­აღ­წია. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, Microsoft-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, hotmail-ის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დავ­ლენ Outlook.com-ზე.

რო­გორც კორ­პო­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ახა­ლი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სერ­ვი­სის სრუ­ლი ამუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ კი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით სერ­ვი­სებს მი­ი­ღე­ბენ.

კორ­პო­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ hotmail-ის მომ­ხმა­რებ­ლებს მი­ე­ცე­მათ რო­გორც ელექტრო­ნუ­ლი მი­სა­მარ­თის, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი ფა­ი­ლე­ბის, მათ შო­რის წე­რი­ლე­ბის, ფოლ­დე­რე­ბის, მი­სა­მარ­თე­ბის, პა­რო­ლის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ წლის ზა­ფხულ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

2012 წლის ნო­მებ­რის ბო­ლოს­თვის hotmail-ი, რომ­ლის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტაც 1997 წლი­დან არ­სე­ბობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სერ­ვი­სებს შო­რის. მისი ყო­ველ­თვი­უ­რი აუ­დი­ტო­რია 286,2 მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს შე­ად­გენ­და. რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლად ად­გილს Gmail იკა­ვებ­და, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად 288 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია afp.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

hotmail.com-ის ელექტრონული ფოსტა ზაფხულში გაუქმდება

hotmail.com-ის ელექტრონული ფოსტა ზაფხულში გაუქმდება

კორპორაცია Microsoft-ის განცხადებით, hotmail-ის ელექტრონული ფოსტის ყველა მომხმარებელი რამდენიმე თვეში ახალ პლატფორმაზე გადავა, რადგან კორპორაციამ დაასრულა Outlook.com-ის ბეტა ვერსიის ტესტირება. ამის შესახებ "ესოშიეითიდ პრესი" იუწყება.

Outlook.com-ის ტესტური ვერსია მოხმარებაში 2011 წლის ივლისში ჩაეშვა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, მისი მომხმარებლების რაოდენობამ 60 მილიონს მიაღწია. სწორედ ამ მიზეზით, Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, hotmail-ის ელექტრონული ფოსტის მომხმარებლები ავტომატურად გადავლენ Outlook.com-ზე.

როგორც კორპორაციაში აცხადებენ, ახალი სერვისით სარგებლობა მომხმარებლისთვის გაცილებით ხელსაყრელი აღმოჩნდა. სერვისის სრული ამუშავების შემდეგ კი მომხმარებლები დამატებით სერვისებს მიიღებენ.

კორპორაციის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ hotmail-ის მომხმარებლებს მიეცემათ როგორც ელექტრონული მისამართის, ასევე პერსონალური ფაილების, მათ შორის წერილების, ფოლდერების, მისამართების, პაროლის შენახვის საშუალება. ცვლილებები ამ წლის ზაფხულში განხორციელდება.

2012 წლის ნომებრის ბოლოსთვის hotmail-ი, რომლის ელექტრონული ფოსტაც 1997 წლიდან არსებობს, მეორე ადგილზე იყო ყველაზე პოპულარული ელექტრონული ფოსტის სერვისებს შორის. მისი ყოველთვიური აუდიტორია 286,2 მილიონ მომხმარებელს შეადგენდა. რეიტინგში პირველად ადგილს Gmail იკავებდა, რომელსაც ყოველთვიურად 288 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს